18

882 22 0
                                    

18 თავი.

თვალები დავხუჭე რადგან არ მინდოდა ბურდულისთვის შემეხედა...
-რა თქვი პატარავ?-ჰკითხა ბურდულმა გაპარული ხმით.
-მე და ჩემს მამიკოს ერთნაირი სახელები გვქვია დედამ მითხრა...
-ალექსანდრე გაჩუმდი-დავიყვირე თვალებდახუჭულმა.-წადი ერეკლე ძიასთან და ნანა დეიდასთან... მიდიი!-ასეთი ტონი არასდროს არ მქონია მის მიმართ.თავი ჩახარა გაიქცა.ჩემმა დამ ჩაიხუტა მობუზული დისშვილი.ბურდული ისევ ჩაცუცქული იყო და არ ინძრეოდა.
ჩემს შვილს ნაღვლიანი მზერით შევხედე.უცებ წამოდგა ბურდული და ისევ მწვდა მკლავში.
-აქ ვერ დაგელაპარაკები,თავს ძლივს ვაკონტროლებ-გამოსცრა კბილებში და ქუჩისკენ წამიყვანა.
-ანა რა ხდება?-ჩემი ძმა სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ.
-ბესო ძალიან გთხოვ ალექსანდრესთან დარჩი.დავბრუნდები და ყველაფერს მოგიყვები ძალიან გთხოვ... არ ინერვიულო.-ვთხოვდი ჩემს ძმას,თან ბურდულს მივყვებოდი.მივყვებოდი რა,ლამის მიმათრევდა.
ბესომ სიტყვაზე მენდო და ბავშვისკენ შებრუნდა.
ლექსომ მანქანაში ჩამსვა,კარი მაგრამ მომიხურა და ნერვიულად დამიჯდა გვერდით.მანქანა ელვის სისწრაფით მოწყვიტა ადგილს როგორც იცოდა ხოლმე.
-სად მივდივართ?-ვიკითხე აკანკალებულმა.
-სადაც ნაკლები ხალხია.აღარ ამოიღო ხმა მეტად,გაჩუმდი!-დამიღრიალა და გავქვავდი იქვე.სიბრაზე და ბოღმა მახრჩობდა,იქეთ უნდა მეყვირა და მეკივლა მისთვის და ეს კიდე აქეთ მომდგა. მანქანა ნახევრად აშენებული, მიტოვებული კორპუსების წინ გააჩერა და ჩემკენ მობრუნდა.მის თვალებში შტორმს ვხედავდი. ხელები გამეყინა ნერვიულობისგან.
- ბავშვმა რა თქვა?-მკითხა.პასუხის გაცემა შევაყოვნე-გეკითხები,რა თქვა ბავშვმა?-უფრო მკაცრი გაუხდა ხმა.
-ალექსანდრე მხოლოდ ჩემი შვილია!-ამოვღერღე და უტეხად შევხედე თვალებში.სახე ეცვალა. თვალები აუწყლიანდა.
-ანა!..-წარმოთქვა სრულიად სხვა ხმით.-ჩემსავით ჯიუტია არა?-მკითხა და გაეღიმა.ჰაერი არ მყოფნიდა უკვე,მეგონა ვიგუდებოდი და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი. თვითონაც გადმომყვა.მანქანას დავეყრდენი.
-ანა კარგად ხარ?-ბეჭებზე მომკიდა ხელები.ამეწვა მხრები.
-ხელი გაწიე,ნუ მეკარები საერთოდ.-მოვუტრიალდი და შევუყვირე,მინდოდა ყველაფერი ერთად ამომენთხია და არ ვაპირებდი გაჩუმებას.ხელები ცივად გამიშვა-რა გინდა,რატომ გამოჩნდი ახლა ამდენი წლის მერე?როგორაც მომექეცი ის არ გეყო ხო?წარმომიდგენია როგორ დამცინოდი შენს ძვირფას ძმაკაცთან ერთად ნიძლავში მოგებულ ბ*ზს...
-რას ბოდიალობ გოგო,შენ ხომ არ გაუბერე?-გაკვირვება და მრისხანება ერთად აღებეჭდა სახეზე.
-კარგად გამოგდის მსახიობობა,მაგრამ ახლა უადგილოა-გამოვცერი კბილებში.-შენ არ იყავი გაბროსთან სანაძლეო რომ დადე ჩემზე დამკერავდი თუ არა-გავყვიროდი და კისრის ძარღვები მტკიოდა დაძაბულობისგან.
-ვინ გითხრა გოგო ეგ იმის დედას შევ*ცი მე!-დაიღრიალა, ისევ მომკიდა ბეჭებზე ხელი და შემანჯღრია.-ეგ როგორ იფიქრე ჩემზე ანა,რომ მე მაგას ვიზამდი!გეკითხები ეგ როგორ იფიქრე და დაიჯერე?-ისევ მანჯღრევდა.ხმას ვერ ვიღებდი.-ვინ გითხრა ეგ?
-გაბრომ მითხრა!-ამოვიდგი ენა.-შენთვის უთქვამს ვერ დაკერავო,შენ დაგიჩემებია კი დავკერავო,და მერე დანიძლავებულხართ.გეძებდი,რომ გაქრი შენთან მოვედი სახლში და იქ დამხვდა და მაშინ მითხრა,ზუსტად ამ სიტყვებით „ჰა გაგჟ*მა და მიგაგდო?ყოჩაღ ლექსოს სიტყვა შეასრულაო“...
-მაგის სუყველაფერს რომ შევ*ცი,ეგ ახვარი... ბედი მისი რომ ჩაძაღლებულია თორემ თავიდან მოუწევდა სიკვდილი-ჩაილაპარაკა გაბზარული ხმით.
-შენ იცი მე რა დამემართა? მე მოვკვდი იმ დღეს...
-როგორ დაუშვი ეს და როგორ დაიჯერე?
-უკვალოდ გაქრი,სხვა რა უნდა მეფიქრა? გამომიყენე და წახვედი.თან ისიც არ მაკმარა რაც მითხრა შენი ცოლ-შვილის სურათებიმანახა..წიგნში იყო ჩადებული..-ხმა ამიკანკალდა-ასე რატომ მომექეცი ალექსანდრე,მე ხომ არაფერი დამიშავებია შენთვის.ამხელა ტკივილი როგორ მომაყენე? თან იცოდი რომ მიყვარდი..
-არა ანა არააა! არ არიან ისინი ჩემი ცოლ-შვილი...
-ლექსო ნუ მატყუებ,უკვე ისედაც დამთავრებულია ყველაფერი.აზრი არ აქვს ტყუილის თქმას-ვუთხარი მკაცრად.
-ეგ კიდე საკითხავი რა არის დამთავრებული და რა არა. რომ გეუბნებია ასეა,არაა ის ბავშვი ჩემი შვილი.ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის ცოლ-შვილია ისინი. მე ავიღე იმ ბავშვის მეურვეობა თავზე. მე უნდა გავზარდო და ვუპატრონო. მაშინ ორი კვირით რომ ვიყავი წასული გახსოვს? მაგ ამბის გამო ვიყავი იქ.
-არ მჯერა შენი!-ვთქვი დაბნეულმა,ყველაფერი თავდაყირა დადგა, ყველაფერი...
-დღესვე დავურეკავ იმ გოგოს და იმ ბავშვსაც და შენი ყურით მოისმინე რასაც მე გეუბნები იმათგან,გაწყობს?
-რატომ მაშინ არ მითხარი?რატომ დამიმალე მაშინ?
-არ ჩავთვალე მაშინ საჭიროდ.-მომიჭრა ცივად.
-ახლა სად იყავი,ექვსი წლის წინ სად გაქრი?
-ჯგუფურ ძარცვაზე ვიყავი და ჩავვარდით. ციხეში ვიყავი ანა ციხეში სამი წელი.-გავშრი.და გავთავდი ადგილზე.
-სად იჯექი ციხეში?-ხმა გამიწვრილდა.
-იქ ვიჯექი,ესპანეთში.იმ ქვეყნის საბუთები მაქვს და სასჯელის მოხდაც მომიწია ამიტომ იქ.თუმცა ადვოკატის წყალობით მოხერხდა ჩემი ადრე გამოშვება.
-მერე ალექსანდრე?!... ეგ რომ მცოდნოდა რა მოხდებოდა?დაგელოდებოდი..-ვუთხარი გულდაწყვეტილმა.-ასე არ უნდა მომქცეოდი ალექსანდრე..სიკვდილი მქონდა გადაწყვეტილი.. ბავშვის მოშორებაა მინდოდა... წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვეწამე მე ალექსანდრე!-ვქვითინებდი ხმამაღლა.
-მაპატიე ანა!.. არ მინდოდა პატიმრისთვის გეცადა,თან იმ დროისთვის არ ვიცოდი რამდენ მომისჯიდნენ.როცა მომისაჯეს და მოგიძიე შენ უკვე საქართველოში არ იყავი.რადგანაც წახვედი. წახვედი და აღარ გსდიე.მე ხომ არაფერი ვიცოდი შენი და გაბროს საუბრის შესახებ..
-ნანულისთვის გეკითხა,მან ხომ იცოდა რომ გეძებდი?!
-ნანული აზრად არ მომსვლია.-თქვა და დამნაშავესავით ჩახარა თავი.-შენი წასვლით ჩავთვალე,რომ მე მძიმე ტვირთი ვიყავი შენთვის... ამიტომ გავჩუმდი და არ გაგაგებინე არაფერი... მაგრამ კიდე მქონდა შენი იმედი... ქორწილის სურათები რომ ვნახე შენ საერთოდ აზრზე არ ხარ მე რა დამემართა... მუცელი.. ბეჭდები.. კოცნა.. შენი ბედნიერი სახე... მაშინ დამთარდა ყველაფერი ჩემთვის... ეგოიზმი გამიქრა იცი?! სიბრაზეს არ შევუწუხებივარ ამ ყველაფრის დანახვისას.. უბრალოდ მთელი გულით მომინდა,რომ მთელი ცხოვრება ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი. იმ წუთში შენი სიხარული მიხაროდა....-ვუსმენდი და სუნთქვა დავიწყებას მისცემოდა.
-მე იმდენი ტკვილი გამოვიარე შენს გამო,არაფერი არ გაგამართლებს ჩემს თვალში.-ვუთხარი მტკიცედ და ცრემლები მოვიწმინდე.-შენ მე არასდროს არ გყვარებივარ თორემ ასე არ დამტანჯავდი. ასე არ მაწამებდი... არც გითქვამს არასდროს ჩემთვის თუ გიყვარდი.
-შენ,შენ გიყვარდი? შენგან განსხვავებით მე ოჯახი არ შემიქმნია-აენთო თვალები სიბრაზით ბურდულს.-რას ველოდებოდი ნეტა?
-მე რისთვის უნდა მეცადა აბა?ვის უნდა დავლოდებოდი?-შევუყვირე.
-არავისთვის ანა,არავისთვის!-მითხრა ჩუმათ და ნაღვლიანი ხმით.
-დიახაც!-არ გავჩუმდი.. არადა მჯეროდა მისი,მჯეროდა ყოველი სიტყვის რასაც მეუბნებოდა.. როგორ მინდოდა მეტქვა,მეყვირა მთელი ხმით ისევ ისე რომ მიყვარდა.. სიგიჟემდე რომ მენატრებოდა და დღე არ გავიდოდა ისე მასზე რომ არ მეფიქრა.
-გინდა ახლა ტვინში ჩაგიძვრე?-მითხრა ღიმილით.
-არა,არ მინდა!-რომ არ გამღიმებოდა გვერდზე გავიხედე.
-მე უფრო მეტად მიყვარხარ,მე უფრო მეტად მენატრებოდი და დღე კი არა წუთი არ გავიდოდა შენზე რომ არ მეფიქრა.-მეუბნებოდა თან ახლოს მოიწევდა.სიცილ ტირილი ერთმანეთში ამერია.ცრემლები დაუკითხავად მიიკვლევდნენ ჩემს სახეზე გზას.გავაცნობიერე,რომ პირველად მითხრა „მიყვარხარ“.ვეღარ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს.ტავის დაძვრენაზე ვფიქრობდი,არ მინდოდა ჯერ კიდევ გამომემჟღავნებინა ჩემი სისუსტე...
-წავიდეთ ბავშვში მელოდება.-ვუთხარი და მანქანის კარის გამოღება ვცადე.უცებ შემომაბრუნა და სულ ახლოს დამიდგა... ერთმანეთის სუნთქვით ვსუნთქავდით.წელზე შემომხვია ხელები,მისი შუბლი ჩემსას მოადო და თვალებში ჩამხედა.
-მართლა ძალიან მიყვარხარ... ერთად ერთი ადამინი ხარ,ვისაც ჩემს ცოლად წარმოვიდგენ.შენ ხომ ჩემი შვილის დედა ხარ!-თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადავიტანე.საშინლად მომინდა მისი ტუჩების გემო მეგემა ისევ.ამჯერადაც წაიკითხა ჩემი ფიქრები და ჯერ ნაზად შემეხო ბაგეზე,მთელ ტანში გამზრინა.მუხლები მომისუსტდა.. მეგონა დავვარდებოდი ძირს,ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე ხელები და ნანატრი ტუჩები ვნებიანი კოცნით დავფარე.გიჟურად ვკოცნიდით ერთმანეთს,მეფერბოდა მისი მამაკაცური ძლიერი ხელები მთელ ზურგზე.მაისურის ქვეშ შევუცურე ხელი.ხელის გულები ამიწვა მისი სხეულის სიმხურვალემ.მიყვარდა მთელი გრძნობით,ძალით,ნებით...
ვეღარ ვჩერდებოდით,უფრო და უფრო ვეშვებოდით ვნების ზღვაში... 
-შენ ახლა შენს ქმარს ღალატობ-მითხრა უცებ და ცივად გამიშვა ხელი. ჯერ ვერ მოვედი აზრზე რა მითხრა. მერე ისტერიული სიცილი ამივარდა.
-მართალი ხარ!.. ვღალატობ თავის თავთან...
-ვერ გავიგე?! რა თქვი?
-არაფერი არა.. წავიდეთ ბავშვი მელოდება,განიცდიდეს იქნება უჩემობას.
-ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ბავშვს როგორ გავეცნო?-მითხრა ნაღვლიანად.
-ალექსანდრემ იცის,რომ მამამისი ხარ!-ვუთხარი და გავუღიმე.-იცის რომ მამიკოსავით კარგია,იცის რომ მამიკოს ძალიან უყვარს და იცის,რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარია მისი მამიკო.. მიტომაც ჰქვია მამიკოს სახელი...
-მამა ვარ!... -ამოილუღლუღა ბურდულმა და აცრემლებული თვალებით მომაჩერდა.....

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now