8

799 30 0
                                    

8 თავი.

კი,მე ბედნიერი ვიყავი ეს ბუნებრივია.
ნებისმიერ ქალს უხარია ნებისმიერი მამაკაცის ყურადღების ცენტრში ყოფნა.ეს სჭირთ ქალებს! 
არიან ქალების კატეგორია საშიში,მკაცრი და შეუვალი მამაკაცები რომ აინტერესებთ და იზიდავთ.არიან კატეგორიები,რომლებსაც რბილი და დამყოლი ხასიათის მამრობითი სქესი მოსწონთ.მაგრამ ყველა ქალის ქვეცნობიერი მაინც ითხოვს ძლიერი კაცის ყოლას.სიძლიერე კუნთებში კი არ აისახება,არამედ მის ხასიათში და მენტალიტეტში.ქალმა ღირსეული მამაკაცის გვერდით თავი სუსტადაც უნდა იგრძნოს და ძლიერადაც.ბავშვადაც და ზრდასრულ ადამიანად.კაცმა უნდა მოახერხოს ეს!.. მაგრამ ყველა კაცს არ შესწევს ამის უნარი,რადგან მათ "ბავშვობის"ასაკიდან გამოსვლა უჭირთ,უფრო არ სურთ.
..ავდექი,აბაზანაში შევედი,ხელ-პირი დავიბანე და კბილებს ვიწმენდდი კარების ხმა რომ გავიგე.შესასვლელში გავედი,ლექსო ორივე ხელში სავსე ცელოფნის პარკებით შემოვიდა და ფეხით კარის დაკეტვას ცდილობდა. ჩამეღიმა და აბაზანაში დავბრუნდი.
-რა ქენი წყალი არ აადუღე?-გამომძახა სამზარეულოდან.
-არა!
-რატომ?
-არ მეცალა!ახლა ავადუღებ-ვუთხარი და სამაზარეულოში შევედი.-ამდენი რა იყიდე?-მაგიდაზე დაწყობილ ცელოფნებს ჩავხედე.
-საჭმელია რა.. 
-არ იყო საჭირო ამდენი რამის ყიდვა.-ჩაიდანი წყლით ავავსე, გაზქურაზე დავდგი და მისკენ მოვტრიალდი.
-გაზქურას ანთებენ ხოლმე,როცა ადუღებული წყალი უნდათ.-მითხრა წარბების აწევით და გაზქურისკენ თითის გაშვერით.
-არ ვიცოდი!-ვთქვი ცინიზმით, შებრუნდი და ავანთე.-ლექსო მისმინე!- სკამზე ჩამოვჯექი.
-გისმენ,აბა რა ხდება?!
-მეტი რაღა უნდა ხდებოდეს? არ მომწონს მე ეს ყველაფერი.არ მინდა ასე იქცეოდე,არ მინდა ასე ვცხოვრობდე.იმედია ხვდები რასაც ვამბობ.-თვალებში მივაჩერდი.ჩუმად იდგა.- ახლა ვხვდები და ვიცი,შენ გადამიხადე ბინის ქირა,მახვედრებდი ყვავილებს,მაჩუქე კაბა. და ის შავი მანქანა კუდში რომ დამყვებოდა შენ იყავი.მადლობა ყველა საჩუქრისთვის,მაგრამ არ მინდა!! მე შენი არაფერი არ მინდა,გესმის?! მე ვერ ჩავეწერები და ვერ ვიქნები შენი ლამაზმანების რიგში და შენი გასართობი.შენ მე ვინ გგონივარ?-თვალები ამეწვა უკვე და ნერვიც ამიტოკდა.
-ზუსტად ის ხარ ვინც მგონიხარ!-მითხრა ღიმილით.
-ახლა დალევ ყავას და წახვალ ამ სახლიდან-ვუთხარი კატეგორიული ტონით.
-ანა!..
-ალექსანდრე!-გავაწყვეტინე,რაღაცის თქმას აპირებდა.-ვერ ვთქვი გასაგებად? არ მინდა ჩემთან რაიმე შეხება გქონდეს! არ მინდა გესმის?!-თვალები აემღვრა.-და კლუბშიც თუ არ დამენახვები კარგს იზამ ძალიან..
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია რას ვიზამ და რას არა!.. 
-ვიცი,შენი გადასაწყვეტია,მაგრამ მე არ მსურს შენი ნახვა მეტად.ეს არ არის ჯანმრთელი სიტუაცია,ეს არ არის მოსაწონი და მე არ მომწონს.ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად ერთ სახლში,ერთ საწოლში.. შემოდიხარ ღამ-ღამობით და მითვალთვალებ!-ძარღვები დამებერა-ყველაფერს თავი,რომ დავანებოთ,ეგ დანაშაულია! -ჩაეცინა,უბრალოდ იდგა და მისმენდა.-შენგან განსხვავებით,მე ბავშვი ვარ!.. რა გინდა ჩემგან? თავი დამანებე გეხვეწები!-ჩაიდანში წყალი ადუღდა და გამოსართავად მივედი.შემობრუნება ვერ მოვასწარი,ჩემს უკან იდგა და წელზე შემომხვია ხელები.გავიყინე ერთ ადგილას.მგონი გულიც კი გაჩერდა იმ წამს.თავისკენ მომაბრუნა და თვალებში ჩამხედა.მღვრიე და ამავე დროს მზით გაბრწყინებულ ზღვას ვხედავდი მის თვალებში.
-ვიცი,რომ ბავშვი ხარ. ძალიან ჭკვიანი ბავშვი.ლამაზი და ძალიან საყვარელი,უმანკო და სუფთა,თავის თავში დაჯერებული და ძლიერი ბავშვი! ეს ბავშვი,კი მხოლოდ ჩემია!-მელაპარაკებოდა და თან სახე ახლოს მოჰქონდა ჩემკენ.
-მე შენი არ ვარ!-გამოვცერი კბილებში.
-ჰო ჩემი ხარ! რომ დაგინახე იმ დღიდან მოყოლებული.
-ჰაჰა არ გამაცინო რა!
-მომწონს რომ იცინი!
-ლექსო უკან დაიხი და ხელი გამიშვი.-ვცადე ხელებით უკან გაწეულიყო.
-ისიც მომწონს სახელით რომ მომმართავ.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ ხო?ხელი გამიშვი,თორემ..
-თორემ რა? რას იზამ?-მითხრა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები წელზე.ფაქტიურად მიხუტებული ვყავდი.
-ვიკივლებ!-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-მიდი დაიწყე.. რას ელოდები?
-ამ სახლში აწი ვეღარ მნახავ.
-სადაც არ უნდა წახვიდე,მაინც გიპოვი,გესმის? 
-ახლავე გამიშვი ხელი!-ვიყვირე მთელი ხმით.-და მოშორდი აქაურობას!-გამოვცერი კბილებში.-გაქრი საერთოდ და თავი დამანებე.-გავჩუმდი,ჩემი გულის ხმა მესმოდა.
-არ მიყვარს როცა ზედმეტებს ლაპარაკობენ..
-არ მაინტერესებს შენ რა გიყვარს და რა არა.
-წყალი გაცივდა,ყავა გაამზადე მიდი.-მითხრა და ცივად გამიშვა ხელი.მსუბუქი ხელის კვრა გამოუვიდა.ორი ჭიქა ყავა გავამზადე და მაგიდაზე დავდგი.თვალს მაყოლებდა ყოველ მოძრაობაზე, ვგრძნობდი.გულის სიღრმეში მინდოდა,მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა,მაგრამ არა! საკუთარ თავმოყვარეობას არ გადავაბიჯებდი.
-დალიე.-ვუთხარი და ჭიქა მისკენ გავწიე.
-ახლა მე მისმინე!.-მითხრა და ყავა მოსვა.-შენ,მე ჩემი დაგარქვი და ასე იქნება სულ.-გამაჟრიალა მთელ ტანში.-შენ ვერსად ვერ წახვალ, სანამ მე არ გეტყვი თანხმობას.არ მაინტერესებს შენ გინდა თუ არა ეს.მე როგორაც ვიტყვი ისე იქნება ჩვენს შორის ყველაფერი..
-შენ ცოტას ხომ არ უბერავ?-წამომცდა,მაგრამ ისე ავღელდი ვერ გავაკონტროლე.ჯერ ჩაეცინა,მერე მკაცრი სახე მიიღო და ფეხზე ადგა.ურცხვად მივაშტერდი თვალებში.მკლავში ხელი მომკიდა და ფეხზე დამაყენა.მეგონა კედელს მიმანარცხებდა ისეთი მრისხანება დავინახე მის თვალებში.მინარცხებით არა,მაგრამ კედელზე კი ამაკრა.თვითონ ორივე ხელით მიეყრდნო ჩემს უკან კედელს და წყნარი,მაგრამ მკაცრი ხმით მითხრა:
-შენ ვერგაიგე ხო რა გითხარი? შენ ჩემი დაგარქვი! ჩემი!!! და ამას ვერავინ ვერ შეცვლის,თვით ანა კაკაურიძეც!
-მე შენი არ მეშინია..
-ვიცი!
-ჰოდა არ მაინტერესებს შენი სურვილები.
-კიდე თავისას იმეორებს-ჩაეცინა ირონიულად და ოთახის სივრცეს გახედა.
-და გავიმეორებ კიდეც,თუ საჭირო გახდა ბევრჯერაც.
-ვიცოდი ჯიუტი რომ იყავი,მაგრამ ასეთი?!.. არაუშავს,მიგატეხავ მაგ რქებს.
-მე თუ არ მენდომება,ვერაფერსაც ვერ დამიშავებ-"გავბლატავდი", ბურდულისგან ქებად ჩავთვალე ჩემი სიჯიუტის აღნიშვნა.
-მართლა?-მკითხა სიცილით.-ვნახოთ აბა?!-გააზრება ვერ მოვასწარი მისი სიტყვების,როცა ტუჩებზე დამაცხრა და კოცნა დამიწყო.მთელი სხეული მომეჭიმა გიტარის სიმივით.თვალებში დაგუბებული სიბრაზე ლოყაზე ჩამომიცურდა.ის კი, არ ჩერდებოდა,ჩემს კოცნას განაგრძობდა,რბილი და ცხელი ტუჩებით. გონს მოვეგე და მთელი ძალით ხელი ვკარი.მომწყდა ტუჩებიდან და უკან დაიხია.სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მაგრამ ეს ღიმილი გაოცებამ და მოულოდნელობამ შეუცვალა,როდესაც სახეზე სილა გავაწანი.გავმწარდი მისი ასეთი საქციელის გამო.
-მხეცო!.ნადირო!. ვინცა ხარ,გაეთრიე ამ სახლიდან-ვბღაოდი ბოლო ხმაზე,და თან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
-კარგი ჰო დამშვიდდი,გაკოცე მეტი ხომ არაფერი მომხდარა.-უკვირდა.-არადა წეღან დიდ გულზე იყავი.-დამცინავი ხმით მითხრა.
-ალექსანდრე წადი!-ვიყვირე კიდევ,თვალებიდან ალბათ ცეცხლს ვაფრქვევდი,საშინლად მეწვოდა,კისრის ძარღვები დამბერვოდა.ბურდული უსიტყვოდ შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა.გავიგონე როგორ შეიგინა გასვლისას და კარები მიიჯახუნა,იატაკმა და კედლებმა ზანზარი გააყენა.იატაკზე ჩავჯექი და ხმით მოვრთე ტირილი.თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი.ტუჩებს გაუაზრებლად ვიწმენდდი სახელოთი.
-დამპალი,რა ჰგონია,ყველა ვინც მოეწონება მისი უნდა გახდეს?! ვერ მივართვი!,-ვლუღლუღებდი ჩემთვის.უცებ ავდექი,ცრემლები მოვიწმინდე და მეზობელთან გავედი.კარი შუახნის კაცმა გამიღო.
-გამარჯობათ!უკაცრავად,რომ გაწუხებთ ლურსმანი ხომ არ გაქვთ,რომ მომცეთ? რამოდენიმე ცალი მჭირდება.-ვთხოვე მეზობელს.
-კი,კი მაქვს-ისე გაკვირვებული მიყურებდა,გაგიმარჯოს თქმა დაავიწყდა.-როგორი გინდა,დიდი თუ პატარა?
-დიდი,დიდი,აი ბეტონის კედელს რომ მიეჭედოს ისეთი თან გრძელი უნდა იყოს.გაქვთ?
-კი,კი მაქვს.ახლავე გამოგიტან.-მეზობელი სწარფად შებრუნდა სახლში,რახარუხის ხმა გავიგონე და ორ წუთში ისიც გამოჩნდა.ხელში ხუთი ღერი გრძელი ლურსმანი ეჭირა.-გეყოფა?-მკითხა.
-კი,მეყოფა.ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის და უღრმესი მადლობა.ჰო! იცი რა მინდა კიდე გთხოვო?!ვინმემ ჩემზე რაიმე რომ გკითხოს,გთხოვთ უთხარით,არ გინახივარ საერთოდ.მპირდები?-მეზობელი თხოვნის შესრულრბას დამპირდა.სახლში შემოვედი,შესასვლელში დაკიდებულ სარკეში ჩემი თავი დავინახე.თვალები და ცხვირი გაწითლებული მქონდა.ალბათ მიტომ გავუკვირდი მეზობელსთქო გავიფიქრე. სამზარეულოში შევედი,ქვაბები გადმოვყარე კარადიდან,გრძელ ტარიანი მძიმე ქვაბი ავარჩიე და ისევ შესასვლელში დავბრუნდი.ჩაქუჩის მოვალეობა უნდა შეესრულებინა ამ ქვაბს.კარები ჯერ საკეტებით ჩავკეტე,მერე ლურსმნები დავაჭედე კარების ჩარჩოს მთელ სიგრძეზე.ნახევრამდე ჩაჭედებული ლურსმნები კარების მხარეს გადავღუნე და კარი დავლუქე.საკეტის გაღების შემთხვევაში,კარი მაინც არ გაიღებოდა.ჩავიკეტე სახლში თავი.არ მინდოდა ბურდულის ნახვა.ვესრად ვერ წავიდოდი,ყველგან მნახავდა მაინც.ფანჯრიდან კიდე როგორ შემოვიდოდა მეხუთეზე ვცხოვრობდი,ერთი აივანი ჰქონდა ამ ბინას ლოჯის მხრიდან და აივანი კიდე გისოსებით იყო დახურული,რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი ქვედა მხარეს.ანუ აივნის მხრიდან დაცული ვიყავი.ტელეფონი ჩავრთე და შოთის დავურეკე.
-შოთი უნდა მიშველო!
-რა ხდება?-შეშინებული მკითხა.
-დავითს უთხარი,მე სოფელში წავედი.დედაჩემია ცუდათ-ვთქვი საშინელი ტყუილი.-ვერ მოვალ სამსახურში.მაგრამ ვინმემ რომ მიკითხოს,ლანამაც კი,იცოდე არავის უთხრა ეს ამბავი.გთხოვ!
-კარგი,ანა!დაველაპარაკები დავითს,იმედია სერიოზული არაფერი სჭირს დედას.ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.-დამამშვიდა მეგობარმა.
-მადლობა შოთ! ჰო! ტელეფონი დამიჯდა და მეთიშება.კაი გაკოცე კარგად!-ტელეფონი გამოვრთე.-ახლა ვნახავ ბურდულო თუ მნახავ და შემოხვალ ამ სახლში.ვთქვი ხმამაღლა.-საჭმელი კი მაქვს,სასწავლებელში დასვენების გამო არ დავდივარ და ვიქნები ასე გამოკეტილი.საქმესაც გავიჩენ რაიმეს.-კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქციელით.უჯრები დავქექე,საქსოვი ძაფი და ჩხირები ვნახე. "მშვენიერია" წამოვიძახე. დივანზე მოვკალათდი,ტელევიზორი ჩავრთე და ქსოვა დავიწყე.რას ვქსოვდი არ ვიცი,უბრალოდ ნერვებს ვაყოლებდი. ტელევიზორის ხმაც არ მესმოდა,მხოლოდ გამოსახულებას ვხედავდი..ყურებში მხოლოდ ალექსანდრეს ნათქვამი მიწიოდა "შენ ჩემი დაგარქვი!! ჩემი!!!".. კოცნის გახსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში.ინსტიქტურად ტუჩებზე მოვისვი ხელი.მივეფერე ჩემს ბაგეებს,სადღაც ორი საათის წინ ბურდული თავისი ცხელი ბაგეებით რომ მკოცნიდა.ჩამეღიმა, სადღაც გულის სიღრმეში მომეწონა კიდეც მისი კოცნა.ეს ხომ პირველი იყო,მაგრამ პირველი კოცნა სხვანაირი წარმომედგინა,უფრო ნაზი,რომანტიული და თვალებდახუჭული,როგორც ფილმებშია.ეს კი,როგორც ველური ისე მკოცნიდა...თავი გავაქნიე, თითქოს ასე ფიქრები გამეფანტებოდა,ტუჩები მოვიწმინდე და ქსოვა განვაგრძე.ძილი მომერია და იქვე დივანზე მივწექი.რომ გამეღვიძა საღამოს შვიდი საათი იყო.გარეთ უკვე ბნელოდა.შუქები არ ამინთია ისე გადავიხედე კორპუსის ეზოში.სიმშვიდე იყო.ერთი ლამპიონი იდგა ჩემი სადარბაზოს წინ და საცოდავად ბჟუტავდა,ძლივს ანათებდა ეზოს. მზერა მოპიდაპირე კორპუსის განათებულ ფანჯებზე გადავიტანე.რაღაც უნდა მეღონა,ფანჯრები უნდა დამებურა,რომ შუქი არ გასულიყო ჩემი სახლიდან.საძინებელში შევედი და პლედი ავიღე და ჩემი ოთახის ფანჯარაზე ჩამოვკიდე.მეორე პლედით სამზარეულოს ფანჯარა დავბურე.ტელევიზორი ლოჯში იდგა და იქ კი ისედა ეკიდა მუქი ფარდები. მაგიდაზე დაწყობილ ცელოფნებს ჩავხედე,მაგრამ არაფერი არ ამომიღია ისე შევდე მაცივარში.საჭმელი არ მიჭამია,არც მომშიებია.გულის კანკალში გავატარე მთელი ღამე,არ დამძინებია.ვფიქრობდი ბურდული დაბრუნდებოდა კარების გაღებას ცდიდა. მაგრამ არა! არანაირი ჩამიჩუმი არ ყოფილა.დილით ჩამეძინა. რაღაც კოშმარი მესიზმრა და შეშინებულმა გავიღვიძე. ისევ სიწყნარე იყო სახლში. "მგონი მართლა დამანება თავი"გავიფიქრე და ტელეფონი ჩავრთე.შოთის და ტატოს მესიჯი დამხვდა.შოთისი გავხსენი პირველად.. "დავითს არაფერი უთქვამს,დედას გამოჯანმრთელება უსურვა.შენ როგორ ხარ?" მივწერე: "მადლობა შოთი,მე არამიშავს.დავითს მადლობა გადაეცი ჩემგან.ხომ არავის ვუკითხივარ? შენ როგორ ხარ?". ხუთ წუთში მომივიდა პასუხი; "მხოლოდ,ლანამ,ლაშამ და ტატომ გიკითხა,რატომ არ არისო.მეც არამიშავს.მოვიწყინე გუშინ უშენოდ.მალე ჩამოდი რა". ჰმ!ბურდულმა არ მიკითხა,ალბათ არც იყო კლუბში მისული.მგონი ძალიან გაბრაზდა,ჰოდა ძალიანაც კარგი,თუ დამანებებს თავს. შოთის მივწერე; "ვეცდები მალე ჩამოვიდე.კარგი გაკოცე და კარგაად!"..ჩემებს დავურეკე,მოვიკითხე და ტელეფონი ისევ გამოვრთე არ დავლოდებივარ პასუხს. ტატოს მესიჯიც არ წამიკითხავს.არ მინდოდა მიმეწერა მისთვის რამე.მთელი დღე ქსოვაში და ტელევიზორის ყურებაში გავატარე. ფილმი გადიოდა "12 years a slave",ბევრიც ვიტირე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და უფრო გამიფუჭდა ხასიათი. დავიღალე ასე გამოკეტილი სახლში ყოფნით.რას ველოდი ნეტა?.. არადა ლურსმნები ისე მაგრად ჩავაჭედე ვიცოდი გამიჭირდებოდა იმის ამოძრობა.ქსოვას შევეშვი და წიგნებს დავუწყე ძებნა.ჩემს დიასახლისს დაეტოვებინა თაროზე რამოდენიმე ძველი წიგნი.დათა თუთაშხიამ დამაინტერესა,რადგან ფურცლებით იყო რამოდენიმე გვერდი ჩანიშნული.ჩანაწერებს აკეთებდა მკითხველი.ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერს წავაწყდი. თუთაშხია წერს ნანო თავყელიშვილს წერილს: "ყველა ქალი,ყველა მამაკაცთან ყველანაირ ურთიერთობაში იჩაგრება.მის წყურვილსა და ვნებას ათასნაირი შიში ახლავს გამუდმებით.ეს აწვალებს სწორედ.ყველაზე მეტად იმის ეშინია-ვინმემ არ გადაიბიროს ჩემი მამაკაცი,ან თვითონ არ მიმატოვოს სხვა მიზეზითო.კაცებსაც სჭირთ იგივე,მაგრამ ნაკლებად და ნაკლებს"..წიგნით ხელში დივანზე ჩამოვჯექი და წაკითხულს ჩავუფიქრდი.მართლაც და როგორი მართალი ნათქვამია.მე ხომ გულის სიღრმეში ამიტომ მეშინია ბურდულთან ურთიერთობის. მეშინია,რომ ვერ შევძლებ მისთვის ერთადერთი გავხდე. და არც ის მინდა მისი გოგოებიდან ერთ-ერთი რომ ვიყო.
ამიტომ აღარ ვიფიქრებ ამ ადამიანზე,მორჩა. თან მეორე დღეა უკვე და არ მოუკითხია,არ ვუკითხივარ "გაუტყდა" ალბათ ჩემი რეაქცია და შემეშვა.ალბათ ფიქრობს ჩემზე "ქაჯიაო".. იფიქროს რაც უნდა აი დარდი!.. ან იქნებ სულაც არაფერს ფიქრობს და ერთობა ახლა მის ლამაზმანებთან.. გაერთობა რატომაც არა,ვინ ეტყვის უარს ლექსო ბურდულს-კაცი სიმპატია!.. ამ ფიქრებით მქონდა გაჭედილი ტვინი.ახლა გამახსენდა საჭმელი უკვე მეორე დღეა არ მქონდა ნაჭამი.ძალით ავდექი ფეხზე,მაცივარში შევიჭყიტე.მაგრამ ისევ მივხურე.ყავა გავიმზადე მხოლოდ და ვაშლის წვენი დავლიე. მთელი ორი დღის კვების რაციონი მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.ისევ ფიქრებს მივეცი თავი,სხვა რა მქონდა საქმე.რა საშინელებაა ისეთი ადამიანების ყოფა, სახლში რომ არიან და გარეთ გასვლა არ უწევთ,თან სურვილიც არ აქვთ.როგორ ძლებენ.ეკლებზე ვიჯექი. რას ავიტეხე ეს კარის ამოკეტვა,მაგრამ ცხელ გულზე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.საათი ღამის თორმეტს უჩვენებდა.ტელეფონს ვწვდი,ვერ ვისვენებდი.ჩავრთე ისევ.. კიდევ შოთის მესიჯი დამხვდა.ვიფიქრე დასამშვიდობებელი მესიჯიათქო,ამიტომ ჯერ ტატოსი გავხსენი. "ან როგორ ხარ?! სად გაქრი,ხომ გაქვს მშვიდობა?"..არაფერი მიმიწერია. მერე შოთისი გავხსენი.სულ რაღაც თხუტმეტი წუთის წინ ჰქონდა გამოგზავნილი. მხდველობა დავძაბე ისე ვკითხულობდი. "ანა! ბურდულმა გიკითხა. ვუთხარი ორი დღეა არაფერი ვიცი მასზეთქო.გაცეცხლებული გამოვიდა კლუბიდან. რა ხდება?" მესიჯის კითხვის დასრულება და კარებზე ბრახუნი ერთი იყო. შიშისგან შევხტი.ყურებზე ხელი ავიფარე და დივანსა კედელს შორის დარჩენილ ცარიელ ადგილას ჩავიმალე.რამოდენიმეჯერ განმეორდა კაკუნი,მაგრამ არ გავსულვარ. მერე კარის სახელურის ხმა მომესმა.ალბათ საკეტი გახსნა,მაგრამ ვერ შემოვიდა.კიდევ ერთი ძლიერი დაბრახუნება გავიგე,არა უფრო მორტყმის ხმა იყო. მერე ჩაწყნარდა ყველაფერი. მგონი ოცი წუთი მაინც ვიყავი კუთხეში ჩაყუჟული. სამალავიდან ფრთხილად და ფეხაკრებით გამოვედი,გასასვლელში გავედი და კარებს მივაყურადე,აბსოლიტური სიწყნარე იყო. მშვიდად ამოვისუნთქე."წავიდა",გავიფიქრე და საძინებელში შევედი.შუქი ავანთე და საწოლი ავშალე დაძინება გადავწყვიტე... უცებ საშინელი მსხვრევის ხმა გავიგე და დავინახე იატაკზე როგორ გაიფანტა მინის ნამსხვრევები.შიშისგან ადგილზე გავშეშდი.ფანჯარაზე ჩამოფარებული პლედი გადაიწია და ოთახში ჩატეხილი ფანჯრიდან წელზე თოკ შემოხვეული ბურდული შემოვიდა... იატაკზე მოწყვეტით დავეცი...
გონს რომ მოვედი და თვალი გავახილე,ოთახი ცარიელი დამიხვდა."ალბათ სიზმარი იყო" გავიფიქრე და თავი წამოვწიე. ოთახში სველი ტილოთი ხელში ლექსო შემოვიდა.შეშინებული და მრისხანე მზერით შემომხედა უსიტყვოთ. მოვიდა და ტილო დამადო შუბლზე.
-არ მინდა ეს,სიცხე კი არ მაქვს.-ვუთხარი მკვახედ და მოვიცილე.
-შენ საერთოდ ხმა არ გამაგონო.-გამოცრა კბილებში.-რას გავს შენი საქციელი,საერთოდ თუ აზროვნებ შენ.გოგო მთელი თბილისი შევძარი შენი ძებნით,სოფელშიც არ იყავი.ყველაზე ცუდი და საშინელებაც კი ვიფიქრე ხომ არ დაემართათქო.-მისი თვალები კვესავდნენ რომ მელაპარაკებოდა.
-არ მინდოდა შენი ნახვა,არ მინდოდა აქ რომ მოსულიყავი.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-წამოდი მივდივართ!-მითხრა ისევ მკაცრად.
-სად? არსად წასვლა არ მინდა მე.
-ჩემთან სახლში.შენ ამ სახლში დღეიდან არ იცხოვრებ!-მოვიდა და ხელში ამიყვანა.
-არ მინდა შენს სახლში დამსვი გთხოოვ,არ მინდაა შენთან-პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი.
-არ მაინტერესებს შენ რა გინდა..
-ლექსო დამსვი გთხოვ!
-მორჩი ახლა წუწუნს-შემომიბღვირა და სახლის კარი გამოიხურა.არ ვიცოდი იმ წუთას რა უნდა მექნა ან მეთქვა,უბრალოდ ჩუმათ და უხმოდ ვტიროდი. მანქანასთან ჩამომსვა კარი გამიღო დაჯექიო მიბრძანა. მეც დავჯექი,თავი შემოყო მანქანაში და უსაფრთხოების ღვედი შემიკრა. ჩემი ცხვირი ლამის მის კისერს ეხებოდა ისე ახლოს იყო. მისი სურნელი შევისუნთქე.ზღვის სურნელი გამახსენა,ბავშვობაში დეიდამ წამიყვანა დეიდაშვილებთან ერთად ზღვაზე რამოდენიმე დღით,პირველად ვნახე მაშინ ზღვა და პირველად შევიგრძენი მისი სუნი.. აი სწორედ ისეთი სუნი ჰქონდა ბურდულსაც,როგორიც იმ ზღვას.კარი მომიჯახუნა და გვერდით მომიჯდა. ცრემლიანი თვალებით გავხედე. არ მიყურებდა.მანქანა ადგილს მოსწყვიტა.-ტანსაცმელებს ვიყიდით,ან თუ გინდა ხვალ გამოგიტან ამათ,რაც აქ გაქვს.-მითხრა წყნარი,მაგრამ შეუვალი ხმით.
-ხვალ სახლში დამაბრუნებ!-ვუთხარი კატეგორიული ტონით.და ცრემლები ხელის გულით მოვიწმინდე.
-შენი სახლი დღეიდან ჩემს სახლშია,გასაგებია?
-არა! არ არის გასაგები.ალექსანდრე მე მშობლები მყავს,და-ძმები,მათ რა პასუხი გავცე?რა ვუთხრა? ან შენ რას ეტყვი მამაჩემს?..
-ეგ ჩემი საქმეა რასაც ვეტყვი.. ხვალვე წავალ და დაველაპარაკები,შენ მარტო თუ ეგ გაწუხებს.
-მარტო ეგ არა! მე არ მინდა შენთან ყოფნა,რა ვერ გაიგე? არ მინდა არააა!
-მე მინდა! ჩემთან რომ იყო. 
-ანუ ეს რა გამოდის,მიტაცებ?-ხმა გამიწვრილდა.
-არა,რა გიტაცებ. მდგმური იქნები ჩემი უბრალოდ,ნუ გეშინია ხელს არ გახლებ.-მითხრა ღიმილით.
-პოლიციაში წავალ და გიჩივლებ!-წამოვიძახე უცებ. ჯერ წყნარად შემომხედა,მერე კი ისტერიკული სიცილი აუტყდა. დამპალი! დამცინა,თან როგორ უხდება სიცილი. ვაიმე რა დროს სიცილზე ფიქრია,თავი გადაირჩინე ანა!!!...-თავს მოვიკლავ!..-ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-ერთით ნაკლები ლამაზი ადამიანით დატრიალდება დედამიწა,სხვა არაფერი.-მითხრა მშვიდად და ღიმილით გამომხედა.
-თავს მაზიზღებ,ვერ გიტან!!!!
-კიდე,კიდე!!
-შენ ჩემს ხმას ვერ გაიგონებ აწი! ვსო მე მკვდარი ვარ შენთვის ამ წუთიდან.-ვუთხარი და ბრაზ მორეულმა ისევ ტირილი დავიწყე.
-რა სულელი ბავშვი მყევხარ შენ მე!-მითხრა სითბოთი გაჟღენთილი ხმით და ლოყაზე ორი თითით ხელუკუღმა მიჩქმიტა...
ჭიშკარი ღიად დაგვიხვდა მის სახლში რომ მივედით.იქვე იდგა,მაღალი და ახოვანი კაცი.ფანჯრიდან გადასძახა ლექსომ-მადლობა რეზო ძია!.-მანქანა სახლის წინ გააჩერა.-გადმოხვალ შენით თუ ისევ ხელში აგიყვანო?-მკითხა სერიოზული ტონით. ხმა არ გამიცია,ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი.გაბერილი ვიყავი საშინელი,აი როგორი იცი?კისრის ძარღვები რომ გეტკინება ემოციური ყვირილისგან და ნერწყვის გადაყლაპვა გიჭირს,აი ეგრე ვიყავი მეც.კარი შეაღო და ნანულის გასძახა. ახლად გაღვიებული ნანული თავშალ მოხვეული გამოვიდა ლექსოს დაზახებაზე.
-ნანუ,ოთახი გაუმზადე ამას,ჩვენი სტუმარია დღეიდან.-ნანულიმ კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა,მერე მე შემომხედა გაფართოვებული თვალებით.
-კაი შვილო,გავუმზადებ-უთხრა ლექსოს ისე,რომ ჩემზე თვალი არ მოუშორებია.-შენ მე მახსოვხარ-მითხრა მე.
-გამარჯობა,როგორ ბრძანდებით?-მოვიკითხე.
-სხვა დროს მოიკითხეთ ერთმანეთი.წადი შენს ოთახში და დაისვენე.-გვითხრა მკაცრად სახლის პატრონმა.ნანულიმ თვალით მანიშნა წამოდიო,მეც მორჩილად გავყევი. ბურდულს მოვუხედე უკან.კოპებ შეყრილი იდგა და დამშვიდებული ზღვისფერი თვალებით მიყურებდა...

ქმედება ოცნების ნაცვლად Место, где живут истории. Откройте их для себя