19

947 25 0
                                    

19 თავი.

-მამა ვარ!..-ამოილუღლუღა ბურდულმა და აცრემლებული თვალებით შემომხედა.არაფერი მითქვამს ოდნავ გავუღიმე და მანქანის კარი გამოვაღე.-შენი ქმარი რას ამბობს?-მკითხა როცა მანქანის ძრავი ჩართო.
-ჩემს ქმარს საკუთარი შვილივით უყვარს ჩემი შვილი.ძალიან კარგი ადამიანია და დიდი წვლილიც აქვს შეტანილი მის გაზრდაში.ძალინ მეხმარება და გვერდში მიდგას სულ.-ვუთხარი დაბეჯითებით ლექსოს,მინდოდა ბოლომდე დაეჯერებინა,რომ ჯეისონი მართლა იყო ჩემი ქმარი.
-კარგი ადამიანი ყოფილა-ჩაილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა ნერვიულად.გულში გამეღიმა მის რეაქციაზე.
-კი კარგი ადამიანია და ძალიან ვუყვარვარ.. მეც მიყვარს!-უცებ შემომხედა,ირონიულად ჩაიცინა და თავი გააქნია.
-არადა მაინც ჩემზე ფიქრობ არა?
-ძალიან ვნანობ წეღანდელზე,არ უნდა მეკოცნა შენთვის,მაგრამ...-ვუთხარი და მოჩვენებითი სინანული ავიკარი სახეზე.
-ნანობ არა?-მკითხა ირონიით.
-ჰო ვნანობ!-არადა ძალიან მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი.
-კარგი,დაივიწყე.. არც არაფერი მომხდარა,მე უკვე არ მახსოვს.-მითხრა ისე,რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.-მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას ანა.. მხოლოდ იმას გთხოვ შვილთან მქონდეს ურთიერთობა.მინდა მიცნობდეს.-გული ჩამწყდა ამის მოსმენისას.
-ისედაც გიცნობს,თითქმის ყველაფერი იცის შენზე.. სურათი არ მქონდა შენი სამწუხაროდ რომ მეჩვენებინა მისთვის...
-ძალიან დიდი მადლობა ანა ამ საჩუქრისთვის.. ჩემი პატარა კაცი!-თქვა ღიმილით.
-პატარა კაცი არ უთხრა წყინს ეგრე ნათქვამი-ვუთხარი ღიმილით.
-არადა პატარა კაცია რააა!-გაეცინა ბურდულს.
-არ უყვარს ხოლმე როცა ვუბრაზდები,თვითონაც მიბრაზდება მერე, მე როგორთუ გავბრაზდი.-მეც მეცინებოდა უკვე.
-არა რაა.. ჩემი ასლია!.. თან ჩემი სახელი და გვარი რომ აქვს.. შენი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება ანა!-მითხრა გულწრფელად და მადლიერებით სავსე მზერით შემომხედა.-ძალიან განვიცდი და გული მწყდება უჩემოდ რომ მოგიწია და საერთოდაც, რომ მოგიწია ტკივილის გადატანა.
-ძალიან გამიჭირდა ყველაფერმა აზრი დაკარგა,სიკვდილი მინდოდა...
-ჩუუუ,გეხვეწები გაჩუმდი აღარ თქვა ეგ..-მითხრა მუდარით-ასე რატომ უნდა მომხდარიყო ამის დედას შევ*ცი!-წამოიყვირა და ხელი ნერვიულად დაარტყა საჭეს.
-რატომ მოიქცა ასე გაბრო?-ვკითხე ჩაფიქრებულ ბურდულს ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
-შენს გამო ვიჩხუბეთ,მაშინ რომ წაგეუზრდელა,ერთხელ გავაფრთხილე არ გაიგონა და ჩხუბი მოგვივიდა რა.. ქალივით გაიფხურა.. დაიბოღმა და მაგითი გადამიხადა სამაგიერო,ასე იფიქრა ალბათ.. ოხ მაგის.. მიცვალებულს როგორ ვაგინო..
-როგორ გარდაიცვალა,ჯერ ხომ ასე ახალგაზრდა იყო-სიკვდილისთვის მაინც დამენანა ჩემი ცხოვრების დამანგრეველი.
-პოლიციელმა დაბრიდა აყვანის დროს,ამას სროლა დაუწყია და პოლიციელსაც გაუსვრია საპასუხოდ,ამ გასროლით სასიკვდილოდ დაიჭრა. მაშინ ციხეში ვიჯექი რომ გავიგე ეგ..
-რა საშინელებაა-ვთქვი შეშფოთებით და ნაღვლიანად.-შენ,შენ როგორ ხარ ახლა?
-მე?.. მე ერთი თვეა რაც საქართველოში ჩამოვედი და არამგონია უკან დავბრუნდე.. ასაკი მაქვს უკვე ანა-მითხრა სიცილით-დავბერდი, ოცდათორმეტის ვხდები მალე.
-მოხუცდი ხო ძალიან!-მეც გამეცინა.-რომ დაგინახე ორმოცის მეგონე.
-დამინდე გოგო რა გჭირს.. არც ეგეთი ბებერი ვარ-იცინოდა,როგორ უხდება სიცილი,როგორ მინდოდა მოვხვეოდი და დამეკოცნა მისი მოცინარი სახე.გული გათბა მისი შემხედვარე.
-გიხდება ასაკი,უფრო სიმპატიური ხარ ეგრე-ვუთხარი სერიოზული სახით და მზერა ავარიდე.
-შენ კი გაზრდილხარ და უფრო დამშვენებულხარ,ლამაზი ქალი ხარ ანა!-თმაზე ჩამომისვა ხელი.
-მადლობა-გავუღიმე და თავი ოდნავ უკან გავწიე.ვანიშნე რომ არ იყო საჭირო მოფერება.მიმიხვდა და ცივად დაწია დაბლა მისი მარჯვენა.მანქანა პარკთან ახლოს გააჩერა,სწრაფად გადმოვედი ერთი სული მქონდა ალექსანდრეს როდის ვნახავდი.სასრიალოზე სრიალებდა რომ მივედი.დამინახა თუ არა,მაშინვე ჩემკენ გამოიქცა ხელებ გაშლილმა. გულში ჩავიკარი ჩემი პატარა ბურდული.
-დედი მაპატიე რომ გიყვირე კარგი?-ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე.
-უკვე გაპატიე-მითხრა და გამიცინა. თავზე ლექსოს ჩრდილი წამოგვადგა. ავხედე, ფერი არ ედო სახეზე.ალექსანდრე ხელში ავიყვანე და ფერადი სკამისკენ წავედი რომ დავმჯდარიყავი.უხმოდ გამომყვა ბურდული.ნანა და ბესო შორიახლო იდგა და გაკვირვეული თვალებით გვიყურებდნენ. სკამზე დავჯექი,გვერდით ალექსანდრე დავიჯინე და ბურდული ბავშვთან ახლოს დაჯდა.
-გამარჯობა ალექსანდრე-ხელი დაუქნია ბავშვმა და გაუცინა.შევატყე ლექსოს ხმის ამოღება უჭირდა.
-დედი,გახსოვს მამიკოზე რას გეუბნებოდი?-ვცადე მამა-შვილის გაცნობა იოლად მომხდარიყო.
-კი!..მამიკო მაგარია,მამიკოს ვუყვარვარ,მამიკო ესპანეთშია იმიტომ რომ ესპანური ისწავლოს და მე მელაპარაკოს-ლექსო უსმენდა და სახე ებადრებოდა თან წყლიანი თვალებით მიყურებდა.
-ყოჩაღ!..ეგ კი,მაგრამ კიდე რა გითხარი,აბა გაიხსენე კარგად?-ვკითხე შვილს მხიარულად არ მინდოდა დაძაბულიყო.
-კიდე? მე და მამიკოს ერთნაირი სახელები რომ გვაქვს?-მითხრა უცებ გახარებულმა.
-აჰაა!.. ყოჩაღ და ახლა შენს გვერდით ვინ ზის? რა ქვია მას?-გული ყელში მომებჯინა ეს რომ ვუთხარი ჩემს შვილს.მუხლები ამიკანკალდა ,კუნთები დამეჭიმა,მაგრამ მაინც გავუღიმე. ბავშვმა წარბები გაოცებით აწია და ისე შემომხედა.
-მამიკო?-მკითხა და ლექსოს მიუბრუნდა.ბურდულს ცრემლი ჩამოუცურდა სახეზე-მამიკო!-დაუძახა ბავშვმა და ორი ალექსანდრე,ორი ბურდული,ერთი სისხლი და ხორცი,ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სიხარულით ტიროდა უფროსი ბურდული. 
მისი ზღვისფერი თვალები მადლობას მიხდიდნენ იმ ცრემლებისთვის.
-ჩემი პატარა კაცი!-ძლივს ამოიდგა ენა ლექსომ.მეც ვტიროდი მასთან ერთად,მაგრამ მაინც ვანიშნე პატარა არ უთხრა თქო და მაშინვე შეასწორა ღიმილით-ჩემი დიდი კაცი! ჩემი დიდი ბიჭი.. ჩემი სიამაყე-მთელი ძალით იკრავდა პარატა ბურდულს გულში.-ძალიან მიყვარხარ და ძალიან მენატრებოდი.
-მეც მიყვარხარ მამიკო-ჩაილაპარაკა მამის გულზე გატრუნულმა ალექსანდრემ.
-მამიკოს სიხარული ხარ შენ! მამას ვაჟკაცი!..
-ესპანური ისწავლე?-ჰკითხა უცებ ბავშვმა მხიარულად.
-კი ვისწავლე-გაუღიმა ლექსომ და ხელის გულით ცრემლები მოიწმინდა.
-რა მაგარიაა! აბა მითხარი რამე ესპანურად.-გამომცდელი თვალებით შეხედა შვილმა მამას.ბურდულს გაეცინა და თავზე აკოცა.
-Me alegro de que usted -„მიხარია ჩემი რომ ხარ“-ო უთხრა და კიდევ აკოცა.
-მართლა იცის დეე!-წამოიძახა გახარებულმა ბავშვმა და ანთებული თვალებით შემომხედა.
-ხომ გეუბენბოდი-ვუთხარი მეც მხიარულად.
-მაგარია!-გაიძახოდა პატარა ბურდული.კიდევ მიეხუტა მამას,მერე კალთიდან ჩამოუხტა და საქანელებისკენ გაიქცა.
ვიდექით მე და ლექსო მომღიმარი და ცრემლით დასველებული სახეებით და ვუცქერდით ჩვენი შვილის მხიარულ სახეს.
-უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს,ბედნიერებისგან და სიხარულისგან დაბნეული ვარ.-მითხრა აღელვებულმა ბურდულმა.
-მეც ძალიან მიხარიარომ ბავშვიც ძალიან ბედნიერია... უმტკივნეულოდ ჩაიარა თქვენმა შეხვედრამ და გაცნობამ.-გავუღიმე და თანაფრძნობით ჩამოვუსვი მკლავზე ხელი.თვალი ჩააყოლა ჩემი ხელის მოძრაობას..
-საოცრება ხარ,ნამდვილი სასწაული.მიხარია ჩემი შვილის დედა შენ რომ ხარ!-გული სიხარულით ამევსო, მინდოდა მეთქვა მეც მიხარია შენ რომ ხარ ჩემი შვილის მამათქო,მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ მადლობა ვუთხარი.
-ახლა უნდა წავიდეთ,დიდი ხანია უკვე ბავშვი აქაა,ჩამოცხა ძალიან და თან სახლში გველოდებიან უკვე ალბათ...შოთი და ტატო დაძინებული დავტოვე-ბარმენები ღიმილით ვახსენე.
-მოგვიანებით გამოგივლი და ალექსანდრეს წავიყვან სადმე.
-არა!.. ასე უცებ ვერა.. ძალიან გთხოვ.. ჩემებს უნდა ავუხსნა ყველაფერი,ჩემი ორსულობა რომ გაიგო მამაჩემმა ინფაქტი მიიღო.ყელის გამოჭრით გემუქრებოდა.. 6 წელი არ დამლაპარაკებია ისე იყო გაბრაზებული ჩემზე... დღეს არა,რაა.. მომეცი შენი ნომერი და დაგირეკავ მე თვითონ.
-როგორ დაგტანჯე ანა..-მითხრა ნაღვლინმა.გული მომიკვდა,ასეთი სევდიანი ბურდული რომ იდგა ჩემს წინ.
-ყველაფერი წარსულს ჩაბარდა..სამაგიეროდ ახლა ვარ ძალიან ბედნიერი ალექსანდრე მყავს..ოჯახი მაქვს!-ბოლო ორი სიტყვა მაღაფარდოვნად წარმოვსთქვი.
-მართალი ხარ! ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ახალი ცხოვრებით დავიწყეთ ცხოვრება.შენ შენი ცხოვრება გაქვს,მე ჩემი.. მინდა სულ ბედნიერი იყო ანა.. მინდა ჩემს შვილს ბედნიერებისგან მომღიმარი დედა ჰყავდეს... ბედნიერი იქნება შენი ქმარი დარწმუნებული ვარ შენ რომ ჰყევხარ.-სულ სხვა ხმით მელაპარაკებოდა ლექსო და გულში წვიმასავით მეღვრებოდა უჩინარი ცრემლები მისი მოსმენისას.-როდის ბრუნდები მასთან?-მკითხა ნაღვლიანმა.პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი მობილურმა დამირეკა დავხედე ამერიკის ნომერი იყო .
-მაპატიე,უნდა ვუპასუხო.. ჯეისონი რეკავს-ვუთხარი ბურდულს,არადა არ ვიცოდი ვინ რეკავდა.ბურდულმა კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.კისრის ძარღვები დაებერა.. 
ტელეფონს ვუპასუხე მართლა ჯეისონი რეკავდა. მომიკითხა,მეც მოვიკითხე თან რაც შეიძლებოდა თბილი სიტყვებით ბურდულს კარგად რომ გაეგონა. ბავშვი მოიკითხა,მოვუყევი თუ როგორ მოეწონა საქართველო და მოულოდნელად ვკითხე როდის ჩამოდიხარ მომენატრე უკვეთქო.ლექსოსკენ გამეპარა თვალი ცეცხლის ალი თამაშობდა მის მზერაში.. გულში გადავიხარხარე. ჯეისონმაც მოულოდნელი პასუხი გამცა მომავალ კვირას მანდ ვარო. გავშეშდი,მაგრამ ბურდულის გულის გასახეთქად მაინც შევყვირე სიხარულით.
-რა მაგარია ჯეისონ.. ძალიან მიყვარხარ!.. მადლობა!.. კარგი... დროებით!..-ტელეფონი გავთიშე და თითქოს ძალიან გახარებული ქმრის ჩამოსვლით ისეთი სახე მივიღე,არა ისე მართლა გამიხარდა ჯეისონი ჩამოსვლას რომ აპირებდა..
-ჩამოდის?-მკითხა გაბზარული ხმით.
-კი ჩამოდის შემდეგ კვირას აქ იქნება-ვუთხარი მოჩვენებითი აღტაცებით.
-კარგია,გილოცავ!..-მითხრა მკვახედ და ალექსანდრესკენ წავიდა.-წავალ დავემშვიდობები ბავშვს.-მომაძახა უკან მოუხედავად.ხელში აიყვანა,აკოცა,ეფერა მუჭები მიარტყეს ერთმანეთს და ღიმილით გამოემშვიდობა პატარა ბურდულს.მხოლოდ წასვლის დროს გამომხედა მე.ხელი დამიქნია და წავიდა. გული მწყდებოდა,მაგრამ მაინც ვერ ვდგამდი ასე უცებ იმ ნაბიჯს რომ მეპატიებია ის გაცნენილი,უიმისოდ გატარებული,ტკვილით, მონატრებით და ცრემლით სავსე ექვსი წელი.
სახლში რომ მივედით,ყველას ერთად დამიხვდა და მომენტით ვისარგებლე.
-რაღაც უნდა გითხრათ და ძალიან გთხოვთ არ აღელდეთ,ბავშვის გამო მაინც-გამოვაცხადე დაძაბულმა.
-რა მოხდა დედა?-მკითხა დედამ შეშინებული ხმით და ყველა სმენად გადაიქცა.
-ალექსანდრემ მამამისი გაიცნო!-წარმოვსთქვი მოჩვენებითი სიმტკიცით.მათი თვალები დაბნეულად მომჩერებოდნენ.დუმდნენ.უცებ ტატომ ტაში შემოკრა,სიხარული გამოხატა ასე.შოთიმ მკლავი გაკრა გაჩერდიო. მამჩემი ხმას არ იღებდა იატაკს ჩასჩერებოდა ჩაფიქრებული.
-მერე რა უნდა?-მკითხა სიბრაზე შეპარული ხმით.
-მხოლოდ ის,რომ ბავშვი ნახოს დაურთიერთობა ჰქონდეს მასთან.
-შენ,შენ რას ფიქრობ?-შეკითხვამ დამაბნია,რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი.რასაც ვფიქრობდი იმას ვერ ვიტყოდი და არც ტყუილის და ჩემი ნაფიქრის გადავარა მინდოდა.
-ახლა არაფერზე არ მეფიქრება მამა!... 
-ბავშვი მისიცაა და სრული უფლება აქვს რომ ნახო-თქვა ჩემმა ძმამ-და რა გითხრა რატო მიგატოვეო?-სიბრაზე წავიკითხე მის ხმაში.
-მამიკო ესპანეთში იყო ესპანურის სასწავლად წასული,მერე მე რომ მელაპარაკოს-დამასწრო ალექსანდრემ პასუხის გაცემა და სიტუაციის განმუხტვა.
-სხვა დროს ვიაპარაკოთ ან საერთოდ არ მსურს ამ თემაზე საუბარი და დიდად დამავალებთს საერთოდ თუ არ ახსენებთ,წარსულს ჩაბარდა,ახალი ცხოვრებით ვცხოვრობ ახლა და არ მსურს ძველის გახსენება მითუმეტეს ახლა,ამდენი წლის შემდეგ.-გავნერვიულდი და თან არ მინდოდა ჩემებსა და ბურდულს შორის უსიამოვნება მოსულიყო.ყველა დუმდა ისევ.-ჯეისონი ჩამოდის შემდეგ კვირას-ვთქვი რომ დავცხრი ცოტათი მერე.
-ვაა მართლა?-ერთხმად მკითხეს.
-ხო,მართლა! ძალიან აინტერესებს საქართველოს ნახვა.წავიყავან სოფელში და გავაცნობ თქვენს მეზობლებს,არ მოაწყენენ დარწმუნებული ვარ.-გამეცინა ჯეისონი რომ წარმოვიდგინე სოფელში თავისი მოტჯეცილი შარვლით და მეზობლების დაკვირვებული და გაკვირვებული სახეები.ჩემი სიცილი სხვებსაც გადაედოთ და ოთახი დაძაბულობისგან დაიცალა.
შუადღისთვის სადილი ვჭამეთ,ბიჭები გავაცილე და საღამოს კლუბში შეხვედრა დავუთქვით.დედა და მამა დღესაც რჩებოდა თბილისში ჩემთან.ალექსანდრეს დაძინებულს დავუტოვებდი და მე წავიდოდი.
გადავწყვიტე იმ ეკლესიაში წავსულიყავი ჩემს შვილთან ერთად და ის მამაო მენახა რომელმაც გადამარჩინა და მისი წყალობით დედა დამერქვა.
ეკლესიის კარი ღიად დამიხვდა.. სანთლის და საკმევლის სურნელება ტრიალებდა ირგვლივ.თითო ოროლა მომლოცველი იდგა ტაძარში მხოლოდ.სანტების გამყიდველ ქალთან მივედი და დაბალ ხმაზე ვკითხე:
-მამაო მინდა ვნახო და აქ არის?
-რომელი მამაო გინდა? აქ ორი მამაო აღავლენს წირვას და.. 
-იცით?! მე მისი სახელი არ ვიცი,6წლის წინ ვნახე პირველად და ისეთი დაბნეული ვიყავი სახელი არც მიკითხავს..-შევწუხდი სახელის უცოდნობის გამო.
-6წლის წინ? აა.. მაშინ ეგ მამა თეიმურაზი იქნება..წლებია ეგ წირავს ამ ტაძარში.
-შეიძლება ვნახო?-ვკითხე გახარებულმა.
-ვნახავ თუ არის მოსული,არ ვიცი მე ახლახანს მოვედი და არ შემიხედავს მისთვის.
-დაგელოდებით,ძალიან დიდი მადლობა.-სიხარულით ხელზე ხელი მოვუჭირე ჩემს პატარა ბურდულს.
-მშვიდობა თქვენდა!-მეცნო მამაოს სათნო ხმა და სწარაფდ მოვბრუნდი. 
-მშვიდობა თქვენდა მამაო თეიმურაზ!-თავი დავუხარე,ხელი დამადო და დამლოცა,მერე ალექსანდრეს გადასახა პირჯვარი და ხელი ჩამოართვა ღიმილით.-მამაო ალბათ არ გემახსოვრებით მე... ექვსი წლის წინ აქ ვიყავი მოსული და თქვენ მელაპარაკეთ...თქვენ მე და ჩემი შვილი გადაგვარჩინეთ..-ვეუბნებოდი აღელვებული.მამაო წამით ჩაფიქრდა.
-თუ სწორად მახსოვს ანა ხო?- მითხრა და დასტურის მოლონინით მომაერდა.
-დიახ მამაო,ანა ვარ!-გამიხარდა რომ მიცნო.-ეს არის ჩემი შვილი,ალექსანდრე ჰქვია.-გავაცანი ალექსანდრე.-აქ მადლობის სათქმელად მოვედი,ძალიან ბედნიერი ვარ დედა რომ ვარ და შვილი რომ მყავს.-ხმა ამითრთოლდა.
-მიხარია ჩემო კარგო! მადლობა უფალს და მის სამართლიანობას! ალექსანდრე შენ რა კარგი ბიჭი ყოფილხარ.-ალექსანდრეს წინ ჩაიცუცქა და თავზე გადაუსვა ხელი.-სახელი ალექსანდრე ნიშნავს მხნეს,მამაცს და ხალხის მცველს,შენც ასეთი გაიზრდები ღვთის შეწევნით და სახელს გაამართლებ-უთხრა მამაომ ჩემს შვილს.სიხარულისგან და სიამაყისგან ტუებს ვერ ვაერთებდი.თვალები ცრემლით ამევსო.-მონათლული გყავს ხო?-მკითხა და ფეხზე წამოდგა.
-კი,კი მამაო.. მერვე დღეს,რჯულის დღეზე მოვნათლე.ორი ნათლია ჰყავს.
-ძალიან კარგი.. ჰოდა თავისი რჯულით იცხოვრებს მუდამ.. კვირას მოიყვანე და ვაზიარებ..
-კარგი,მოვიყვან მამაო.. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროთ სულ.მთელი ცხოვრება თქვენი და უფლის მადლიერი ვიქნები.-ვუთხარი გულწრფელი სიტყვები ჩემს გადამრჩენელ მოძღვარს და მაჯაზე ვემთხვიე.
-მადლობა შენ და მადლობა უფალს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქრისტეს სიყვარულში.-პირჯვარი გადაგვსახა და სათნო კეთილი სახით შემოგვხედა.მამაოს ბედნიერმა და კმაყოფილმა დავემშვიდობე და შვილთან ერთად ტაძარი ამაღლებული განწყობით დავტოვე.
საღამომდე დრო თამაშით გავიყვანეთ,მე და ჩემმა და-ძმებმა ბავშვობა გავიხსენეთ და ვიწუწავეთ.ჟივილ-ხივილით ავიკალით მთელი ეზო და მეზობლები.წუწაობის ომში მამა ჩავრთეთ და ისიც გვარიანად გავწუმპეთ.ბევრმა სიცილმა ტირილი იცისო ხომაა ნათქვამი,ჰოდა ერეკლეზე შესასხმელად მოქნეული წყლიანი ჭურჭელი გამიცურდა ხელიდან,იფიქრა ავიცდენო და თავი დახარა,მაგრამ ზუსტად პირდაპირ თავში მოხვდა.ეტკინა ძალიან და ტკივილისგან მოკრუნჩხული ერეკლე ძილს დავარდა.გუგახეთქილი მივვარდი ძმას.თავში წაეშინა ხელები და „აუუ ჩემი..“ გაიძახდა..
-ვაიმე მაპატიე ძალით არ მინდოდა-შევწუხდი მისი ასე დანახვისას.
-ვიცი ჰოო-მითხრა ძლივს.თავიდან მოიშორა ხელი და ხელის გულები სულ სისხლიანი ჰქონდა.შიშისგან შევკივლე უცებ.სასწარაფოში დავრეკეთ.ჭრილობა დაუმუშავეს ექიმებმა,ნაკერის დადებას არ საჭიროებს ჭრილობაო.ცოტახნით წამოწვეს და დაისვენოსო.რომ ჩავწყნარდით და რადგანაც მშვიდობა გვქონდა ისტერიკული სიცილი აგვივარდა მომხდარის გამო.
საღამოს უკვე კარგად იყო ერეკლე.
დედას და მამას ვუთხარი ტატოს და შოთის რომ უნდა შევხვედროდი.ალექსანდრე დავაძინე.ჩავიცვი და კლუბში წავედი.
ვუახლოვდებოდი შენობას და მახსენდებოდა ჩემი პირველი სამუშაო დღეები.თავისით მეღიმებოდა. დავდექი და იმ გზას გავხედე რომელი გზითაც ყოველ დილით ხუთ საათზე ფეხით გავდიოდი სახლში მისასვლელად. გამახსენდა შავი მანქნა შორიდან რომ მომყვებოდა უკან..გამახსენდა მაშინდელი შიში.. ტკბილად გამახსენდა ეს ყველაფერი.
კლუბში შესულს ბარმენები ადგილზე დამიხვდა და ხალხის მოსულიყო..
ჩემს დანახვაზე ერთხმად წამოიძახეს ბიჭებმა „ანაა!“ ღიმილით მივესალმე მათ და დავითი მოვიკითხე.კაბინეტში დამიხვდა.გულთბილად მიმიღო და მომიკითხა.ვთხოვე ამ საღამოს მიმტანობა მინდა და მოხალისედ ვიმუშავებ,მომენატრა ჩემი პირველი სამსახურითქო. სიცილით დამთანხმდა.ფორმა ჩაიცვი ხომ იცი სადაც ინახებაო.გასახდელში შევედი,ჩემი ზომა შარვალი არ იყო,ჩემსავე შარვალზე გადავიცვი კლუბის ემბლემიანი ფართე მაისური.თავზე კეპი დავიხურე ისიც კლუბის ემბლემიანი იყო და დარბაზში დავბრუნდი.
-აბა რა გაქვთ შეკვეთაზე?-ვკითხე ბარმენებს.
-აუ შენ რა გიჟი ხარ ტოო!!!-თითქმის ერთხმად მითხრე სიცილით ტატომ და შოთიმ რომ დამინახეს.
-კლიენტები უკმაყოფილო დაარჩება,რას იკრიჭებით,მომეცით შეკვეთა-ვუთხარი ვითომ სერიოზულად.შოთიმ შეკვეთა მომცა და მიმითითა რომელ მაგიდასთან უნდა მიმეტანა.ხალხი უკვე კარგად მომატებულიყო,რიტმული მუსიკა სხეულში შეძრომოდათ იქ მყოფებს.შეკვეთა ადგილზე მივიტანე,უკან მობრუნებისას ბურდულის მაგიდისკენ გამექცა მზერა,მოსულიყო და იქ იჯდა სიგარეტს ეწეოდა.გული თუ არ ამომივარდებოდა მისი დანახვისას არ მეგონა.სიხარულისგან ხტუნვა მინდოდა.“ბლოკნოტი“ და სერიოზულობა მოვიმარჯვე, და მის მაგიდასთან მივედი.
-ამერიკული ვისკი ხო?-ვკითხე პირდაპირ.ვეცადე ხმა შემცვლოდა.
-დიახ!-აშკარად გაკვირვება დაეტყო ხმაში.ვერ მიცნო კეპში და კლუბური განათების გამო.
-ახლავე.-ვუთხარი და სიცლის შეკავებულმა მოვტრიალი.შეკვეთა მალევე მომცა ტატომ და ლექსოსკენ წავედი.კეპი მოვიძვრე,მეთქი დავენახები და სასიამოვნოდ გავაკვირვებთქო... ბურდულს კალთაში ვიღაც ლამაზმანი ჩაესვა და რაღაცას ლაპარაკებოდა,თან ყურზე სახეზე ჩამოშლილ თმას უწევდა.მეტკინა,ძალიან მეტკინა ამის დანახვა.. ბრაზი არა,არ მომრევია.. უფრო ტკივილი ვიგრძენი ეს რომ დავინახე.. გული ამეწვა.. ტუჩები ამეწვა.. მხრებიც.. ხელებიც.. სახეც.. თვალებიც.. მტკიოდა და მეწვოდა... 
-ინებეთ თქვენი ვისკი!-ვთქვი და მას შევხედე,ვეცადე გამღიმებოდა... ჩემს დანახვაზე დაიბნა,არ მოელოდა იქ თუ ვიქნებოდი, თან მიმტანის ამპლუაში.
-შენ აქ რა გინდა?-მკითხა არეული ხმით.
-ვმუშაობ, მხოლოდ დღეს მოხალისე ვარ-ვუთხარი მხიარულად.არ შევიმჩნიე ჩემი გულის ტკივილი.-შენ რას შვები?-ვკითხე და მის გოგო შევავლე თვალი.
-ნუ რასაც შვებიან ხოლმე უცოლო კაცები-მომიჭრა მოკლედ.
-გასაგებია! ხელს არ შეგიშლით მაშინ.. გაერთეთ!-ისევ მოჩვენებითი სიმხიარულე ვაჩვენე და იქაურობას გავეცალე.დაგროვებული ცრემლით ძლივს მივაღწიე საპირფარეშომდე.ცივი წყალი თბილ მლაშე წყალს შეერია და ერთად დამისველეს სახე... რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე, სახე გავიმშრალე და გარეთ გამოვედი..
-შენ სულელო შენა.. -ბურდული კედელს მიყრდნობოდა, სითბო ჩამდგარი თვალებით მიყურებდა და მიღომოდა... 

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now