4

782 30 0
                                    

4 თავი.

..მოულოდნელობისგან გავშეშდი. ჩემს საწოლზე წითელი ვარდების დიდი თაიგული და ცისფერი, თეთრი ლენტებით გაბანტული ყუთი იდო. ოთახს თვალი ქურდული მზერით მოვავლე, მერე ამანათს მივაშტერდი კარგა ხანს გაუნძრევლად. ძალა მოვიკრიბე და ფანჯრებს მივვარდი, ჩაკეტილი დამიხვდა შიგნიდან.სხვა ოთახისიც შევამოწმე, ისინიც იმავე მდგომარეობაში იყო. სამზარეულოში შევედი და დიდი დანა ავიღე, გადავწყვიტე კარადები შემემოწმებინა, რადგან ვფიქრობდი, რადგანაც ფანჯრები და კარები ჩაკეტილი დამიხვდა,ის ვინც სახლში შემოვიდა ისევ აქ უნდა ყოფილიყო. დანა მოვიმარჯვე და კარადის წინ დადვდექი თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მეგონა, წარმოვიდგინე, მე მსახიობი ვარ და ჩემს უკან მთელი გადამღები ჯგუფი დგას და ეს ყველაფერი თამაშია მხოლოდ. სწრაფად გამოვაღე კარადის კარი, მაგრამ ცარიელი აღმოჩნდა. მეორეც და მესამეც. საწოლის ქვეშ შეხედვაც არ დამვვიწყებია. დავრწმუნდი, რომ სახლში არავინ არ იყო. შემოსასვლელი კარის საკეტს დავაკვირდი, ვერაფერი საეჭვო ვერ ვნახე.დანა თავის ადგილას დავაბრუნე.
-საოცრება პირდაპირ!!-წამოვიძახე ხმამაღლა და ოთახში დავბრუნდი.ნელა მივუახლოვდი ამანათს და ფრთხილად დავუწყე ლენტებს გახსნა,თითქოს დანაღმული ყოფილიყო და თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენდი აფეთქდებოდა.თავსახური გვერდზე გადავდე,ყუთიდან წითელი ნაჭერი და პატარა კონვერტი მიმზერდა.კონვერტს დავწვდი და გავხსენი,ხელით ნაწერი იყო.. "ეს კაბა ჩაიცვი ფართიზე".. წითელი ნაჭერი ხელის ნელი მოძრაობით ამოვიღე კოლოფიდან.მოკლე,გრძელ სახელოებიანი,გულ-მკერდ დაფარული და ზურგ ამოღებული კაბა შემრჩა ხელში.ხარისხზე ეტყობოდა,რომ ძვირად ღირებული იქნებოდა.მომეწონა,ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ მრისხანება მომერია. თავი დამცირებულად ვიგრძენი.
-რას ნიშნავს ეს? ამით შემახსენე, რომ ღარიბი ვარ? თუ გემოვნება არ გამაჩნია ჩაცმაში? იცი რას გეტყვი?! ბევრზე მეტად კარგად მაქვს განვითარებული და ჩამოყალიბებული ჩაცმის სტილი და გემოვნებაც. რადგანაც მდიდრულად არ მაცვია არ ნიშნავს იმას, რომ მოდას ჩამორჩენილი ვარ და ვერ ვერკვევი ამ სფეროში. იდიოტო! ნეტა რას ფიქრობდი აქ საჩუქარს რომ მიდებდი?ვინ გგონივარ?-ვლაპარაკობდი ჩემთვის, კაბა კოლოფს დავუბრუნე და ისევ ისე გავბანტე. ვარდები ავიღე და ღრმად შევისუნთქე მათი წითელი და ტკბილი სურნელი. ლარნაკი არ მქონდა,რომც მქონოდა არ ეყოფოდა მაინც, იმდენი იყო. ამიტომ ვანაში დავაგუბე წყალი და ვანის კუთხეში რასაც ქვია მივაყუდე მათი სიმაღლის გამო ვარდები.
ამ ყველაფერმა ისე მომაფხიზლა ძილი აღარ მეკარებოდა,მაგრამ თავს ვაიძულე დამძინებოდა... მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა დილის რვა საათზე.
ბოლო დღე იყო სასწავლებში.მერე საახალწლო არდადეგები მეწყებოდა. ლექციებს დავესწარი და ჯგუფელებმა ვქეიფობთ და შემოგვიერთდიო. უარი ვუთხარი რადგან კლუბის ფართის დღეს ემთხვეოდა და ვერ წავიდოდი. კარებზე საკეტი შევცვალე და დამატებითი, რიგირთ მეოთხე საკეტი დავაყენებინე სანტექნიკოსს. გაკვირვებული კი მიყურებდა სეიფივით რატომ ვრაზავდი ამ კარებს, მაგრამ რას დავეძებდი მის გაკვირვებას, მთავარია უსაფრთხოდ მეგრძნო თავი. ხუთი ლარანაკი ვიყიდე და ძლივს ვაკმარე ჩემზე მოძღვნილ ვარდებს. ორი თახში დავიდე, მესამე ზალაში დავდე თახის შუაში მდგომ მაგიდაზე, მეოთხე სამზარეულოში და მეხუთე "ლოჯში", თავი ვარდების ბაღში მეგონა.
დღისით მძინავდა, ღამით ვმუშაობდი. რა ბედნიერება იყო დილით,იმ ყინვაში სახლიდან გასასვლელი, რომ არ ვიყავი.
კარებზე ზარის ხმამ გამაღვიძა, საათს გავხედე შუადღის სამი იყო. თბილი პლედი მოვიხურე და კარებს მივუახლოვდი ფრთხილად.
-ვინ არის? - გავძახე შიშნარევი ხმით.
-მე ვარ! "ხაზეიკა"!- გამომძახა სახლის პატრონმა. გულის ფანცქალით გავაღე კარი,ვიფიქრე ბინის ფული დამიგვიანდა და მოვემზადე საყვადურების მოსასმენად.
-მობრძანდით!- შევიპატიჟე სახლში ლუდა, ასე ჰქვია მას,- ვიცი დამიგვიანდა გადახდა, ბოდიში ლუდა დეიდა, ნაწილი მაქვს და ნაწილს ველოდები უნდა გამომიგზავნონ მშობლებმა.- შეწუხებული სახე მივიღე და მერჩივნა მიწა გამსკდომოდა იქვე,ასეთ უხერხულ სიტუაციაში, რომ აღმოვჩნდი. რომ არ მეყიდა კაბა ტუფლები ახლა გადახდილი მექნებოდა ეს ფული, ვბრაზდებოდი ჩემს თავზე.
-როგორ შენ არაფერი იცი?- მკითხა გაკვირვებით ლუდამ.
-რა უნდა ვიცოდე?- არანაკლები გაკვირვებამ დამეტყო მეც.
-შენი ბიძაშვილი იყო მოსული და მთელი წლის ქირა გადაიხადა,-მითხრა ღიმილით ბედნიერმა "ხაზეიკამ".
-რაა? ვინ ბიძაშვილი? მე ბიძაშვილი არ მყავს.- ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
-როგორ არა, კაი სიმპატიური ბიჭი იყო! ნეტაი მის დედას ასეთი შვილი რომ ეყოლება.ზრდილობით სავსე! მითხრა ანას ბიძაშვილი ვარო.
-რა ჰქვია არ უთქვამს?
-არა, არც მიკითხავს. ჰო რისთვის მოვედი, აქ სამზარეულოს კარადაში შენახული მქონდა დედაჩემის ნაქონი თუჯის პატარა ქვაბი და წავიღებ იმას, ჩემს შვილიშვილს ფაფების და სუპების ჭამა დავუწყეთ უკვე და თუჯის ქვაბში მომზადებული საჭმელი საჯანმრთელოა უფრო.- გამიღიმა ლუდამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
-კი, აიღე, მანდვე იქნება, ხელი არ მიხლია მე!- მივაძახე, თან ფიქრებით "ჩემს ბიძაშვილთან" ვიყავი. ვინ უნდა ყოფილიყო, ასე ვინ მანებივრებდა? "ხაზეიკა" გავაცილე და გავიაზრე რომ ბინის ქირა არ მქონდა გადასახდელი, ჩემი ხელფასით რაც მინდოდა იმას შევიძენდი. სიხარულისგან ოთახებში დავიწყე სირბილი. ბოლოს საწოლზე ავხტი და დაღლამდე ვხტუნავდი. მიხაროდა ,მაგრამ მეორე მხრივ მეშინოდა კიდეც, ერთ მშვენიერ დღეს ამ საჩუქრების ავტორი არ მოსულიყო და სამაგიეროდ რაიმე არ მოეთხოვა.
საღამოს კლუბში წასასვლელად მოვემზადე და გასვლის წინ კარი კარგად ჩავკეტე. კლუბში ბედნიერი სახით შევედი. მკითხეს, მაგრამ არ მიტქვამს მიზეზი ჩემი გახარებული სახის, კარგად გამოძინებას მივაწერე. მუშაობას შევუდექი. ბურდული გოგოსთან ერთად მოვიდა.ოღონდ გოგო შეუცვლია. თავის მაგიდასთან დაჯდა. ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და სულ იქ ჯდებოდა. "ბლოკნოტ" მომარჯვებული მივედი, რადგამ იმ მხარეს მიწევდა მსახურება, გაღიმებულმა მივესალმე ორივეს ერთად და ვკითხე რას ინებებდნენ.
-ამდენჯერ არც ერთ მიმტანს უკითხავს ჩემთვის რას ვინებებ. საკმარისი არ აღმოჩნდა? სულ ერთი და იმავეს გიკვეთავ,რომ დაგემახსოვრებინა?- მითხრა გაღიზიანებული და მკაცრი ტონით. გამაჟრჟოლა საყვედურმა.
-უნდა დამმახსოვრებოდა?- ვკითხე გაბრაზებულმა.
-აბა არა?
-თქვენნაირი იცი რამდენია აქ? ყველას სასურველ სასმელს ვერ დავიმახსოვრებ!
-ჩემნაირი ბევრია არა?- თითქოს რაღაც ეწყინა.
-დიახაც!- არ ვცხრებოდი მე.
-შენ იცი?! მიმტანს კლიენტზე არა სათანადოდ მოპყრობისთვის სამსახურს რომ ატოვინებენ?- მითხრა მშვიდად და სიგარეტი გააბოლა. სისხლი მომაწვა თვალებში. ცოტაც და ავტირდებოდი, მაგრამ მისმა ლამაზმანმა გადამარჩინა.
-მე ალუბლის წვენი და მარტინი მომიტანე.- შეკვეთა ჩავიწერე. კლუბის სუსტი განათების მიუხედავად, მაინც ვხედავდი თუ ვგრძნობდი როგორ მჭამდა თვალებით ბურდული. რა მექნა არ ვიცოდი,მოვბრუნებულიყავი და წამოვსულიყავი, თუ თავიდან მეკითხა მისთვის "რას ინებებდა" მისი უდიდებულესობა. ვიცოდი რასაც სვამდა, მაგრამ თავიდან ფორმალობის გამო ვკითხე, მერე ჩემი სიამაყის გამო "გადავივიწყე" მისი საყვარელი სასმელი-ამერიკული ვისკი. ისევ მისმა ლამაზმანმა მიხსნა განსაცდელისგან - ლექსოს ამერიკული ვისკი წამოუღე გაზავების გარეშე.- ისიც ჩავიწერე და წამოვედი. სევდა შემომაწვა, ხასიათი გამიფუჭდა. შეკვეთა მივიტანე, ბურდული დაკავებული დამიხვდა, მისი ლამაზმანის კოცნით იყო გართული. მეუხერხულა ეს სიტუაცია. შევიშმუშნე. ჩუმად დავალაგე ჭიქები მაგიდაზე და ვიკითხე:
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?- საშინლად არ მინდოდა ხმა ამომეღო იმ წუთას, უბრალოდ მინდოდა გავქცეულიყავი. ლექსომ კოცნა შეწყვიტა, მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მითხრა:
-თუ დამჭირდება დაგიძახებთ!- უხმოდ მოვტრიალდი და ვნატრულობდი, რომ არ დაეძახა ჩემთვის მეტად. მოწყენა დამეტყო საგრძნობლად. მკითხეს რა გჭირსო, მაგრამ აბა რას ვეტყოდი? მე თვითონ არ მქონდა პასუხი ჩამოყალიბებული. მარტო საყვედურის გამო არ ვიყავი ასე. უფრო ის მეწყინა სხვას, რომ კოცნიდა. არადა იმედი მქონდა, რომ ცოტათი, მაინც მოვწონდი და ასე ჩემს დასანახად არ უნდა მოქცეულიყო. მწარედ ჩამეცინა ჩემს ნაფიქრზე. "მოვინდომე პრინცი".. ოცნებებს და ფანტაზიებს რა გამოლევს ქალის გონებაში, მიტუმეტეს ჩემნაირი გამოუცდელი გოგოს აზროვნებაში. არასდროს მყავრებია, არც მომწონებია, ანდა როდის უნდა მომესწრო?მხოლოდ წიგნებში მქონდა თავი ჩარგული და გვერდზე არც ვიყურებოდი. ეს ბურდული კი რაღაც სხვანაირი განცდით შემოიჭრა ჩემში. ცარიელი ჭიქები ავიღე ერთ-ერთი მაგიდიდან და მოცეკვავე ხალხში გავერიე, ბარმენამდე რომ მივსულიყავი.ვინ რას ცეკვავდა,ვინ რას უბერავდა, სრული დომხალი იყო. არ ჰქონდა რიტმს მნიშვნელობა მათთვის, მთავარი იყო სხეული ემოძრავათ. როგორც იქნა გავაღწიე ამ ბრბოს. ლაშამ სინზე დაწყობილი შეკვეთა დამახვედრა, შოკოლადის მუსი და მარწყვი.
-ბურდულის მაგიდასთან მიიტანე ეს!
-აუ ოღონდ მე არა რაა!!!
-შენ ხომ კარგად ხარ? მიდი, მიდი დროზე იცდის!- უხასიათოდ დავავლე ხელი სინს და კოპებშეყრილი ისევ შევერიე ბრბოს. ბურდული ვისკს წრუპავდა, მისი გოგო იქ არ დამიხვდა. ალბათ საპირფარეშოში გავიდა გავიფიქირე.
-ინებეთ! - ვუთხარი უკან გამობრუნება დავაპირე.
-მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ?- მკითხა დამცინავი ტონით.
-ბატონო ალექსანდრე! კლიენტებთან საუბარი მეკრძალება კერძო თემებზე.- შევახსენე მიმტანის წესი.
-ალექსანდრე?- იკითხა და სიგარეტს ძლიერი "ნაპასი დაარტყა".
-დიახ, თქვენ ხომ ალექსანდრე გქვიათ?!.
-დიახ მქვია!- დამეთანხმა.- და მაინც რატომ ხარ გაბრაზებული?- გამიმეორა კითხვა, ოღონდ დამცინავი კილოს გარეშე.
-არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ დავიღალე.
-ცრუობ!
-მაპატიეთ უნდა წავიდე.- ვუხარი და ისე მოვბრუნდი არ დავლოდებივარ მის პასუხს. ბრბოს მისი ლამაზმანი გამოეყო და ლექსოს გამოსძახა მოდი ვიცეკვოთო. უარი უთხრა ცეკვაზე ბურდულმა, კმაყოფილმა ჩავიცინე და ხალხს შევერიე. თვალი მოვკარი, დროზე ადრე დატოვა ლექსომ კლუბი, გოგოსთან ერთად. მალევე მოვრჩი მეც მუშაობას და შინისაკენ გავუყევი გზას ჩქარი ნაბიჯებით. დღეს არ მომყვებოდა შავი მანქანა. ჩემი სადარბაზო მუდამ ჩაბნელებულია, სადღაც მესამე სართულზე ანთია სულ შუქი და ეს ერთი ნათურა "ყოფნის" ცხრა სართულიან კორპუსს იმ სადარბაზოში. მე მეხუთეზე ვცხოვრობდი. ლიფტი არ მუშაობს რათქმაუნდა ამიტომ ნელა ავუყევი კიბეებს, ფეხის ხმა მომესმა, ვიღაც ჩამოდიოდა ზემოდან, არა, უფრო ჩამორბოდა. სიბნელეში, შიშისგან პირველი სართულის მეზობლის რკინის კარს ავეკარი და გავიყუჩე. ისე ჩამიქროლა არც შევუმჩნევივარ. სუნამოს, სიგარეტის და ალკოჰოლის სურნელი მომაფრქვია და გარეთ სირბილით გავიდა.ცოტა ხანი შევჩერდი, მანქანის ხმა მომესმა. წავიდა გავიფიქრე და გულ ამოვარდნილი ავირბინე მეხუთე სართულამდე. კარები ძლივს გავაღე სიჩქარისგან, თითქოს მე მომდევდნენ. როგორც იქნა შევაღწიე სახლში და შუქის ჩამრთველს ავკარი ხელი.გაოცება,შიში,სიხარული,ქალური ბედნიერება ყველაფერი ერთმანეთში ამერია. შესასვლელში ლარნაკში ჩადებული ძალიან ლამაზი ფერადი ყვავილების დიდი თაიგული დამხვდა. ინსტიქტურად ოთახისკენ წავედი, შიში არა, უფრო ინტერესი მკლავდა უკვე, ვინატრე დამხვედროდა ამ ამანათის ავტორი აქ,მაგრამ ოთახში, ისევ წითელი ვარდები დამიხვდა საწოლზე და პატარა კონვერტი, ისევ ხელით ნაწერი.. "შენ, ყველაზე ლამაზი, სუფთა და უმანკო ხარ".. თვალები ცრემლებით ამევსო, ასეთ რამეს ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.. მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი ძალიან ამით. ჩავიცხრე ჩემი სიხარული და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი სახლში როგორ შემოვიდა, საკეტი ხომ შევცვალე, თან დამატებითი დავაყენე. უცებ იმ ჩქარი ნაბიჯების პატონი გამახსენდა სიბნელეში რომ შევნიშნე, უეჭველი ის იყო, მან დატოვა ეს ყვავილები, მაგრამ ვინ იყო ის? დიდხანს ფიქრით არ დამიღლია თავი, კარებს პატარა კომოდი მივადგი და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს უკვე ახალიწლის ღამე იყო და კლუბში ფართი ეწყობოდა. იქ სტუმრის სახელით უნდა მივსულიყავი და არა მიმტანის.
დილით დაბლა ჩავედი, მაღაზიებში და აფთიაქში გავიარე. ოპტიკური ლინზები, კოსმეტიკა, სუნამო და პატარა ხელის ჩანთა და საყურეები ვიყიდე. წინა ღამით განცდილმა სიხარულმა და იმის გაფიქრებამ, რომ მე ვიღაცისთვის ლამაზი ვარ, სურვილი გამიჩინა მართლა ლამაზად გარდავსახულიყავი.მაგრამ ნაჩუქარი კაბის ჩაცმას არ ვაპირებდი მაინც. სახლში დავბრუნდი და მზადებას შევუდექი,თუმცა ჯერ ადრე იყო. ვიბანავე, სველი თმები კოსასავით დავიხვიე და ისე გავიჩერე.წარბებს დიდი ცრემლის ღვრის შემდეგ ფორმა მივეცი, ლინზები წვალებით ჩავისვი და თვალები ავაფახურე. მომეწონა მხედველობა სათვალის გარეშე. ახლა მაკიაჟი იყო საქმე.სახის კანი ერთ ფერზე დავიყენე, კაბა მუქი ლურჯი ფერის მქონდა, ამიტომ ლურჯი ჩრდილები გავიკეთე თვალის კუთხეში, წამწამები ისედაც გრძელი და აპრეხილი მქონდა, ამიტომ არაფერი დამჭირვებია მათთვის ფორმის შესაცვლელად. ტუჩებზე ღია ვარდისფერი ტუჩის საცხი წავისვი. კაბა გადავიცვი. სიგრძე მუხლამდე მწვდებოდა, წელში გამოყვანილი,დაბალი მკლავებით და ფართედ მოხდილი,მაგრამ ისე რომ მკერდის ღარი არ მიჩანდა.თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი ამ კაბაში.ქუსლიან ფეხსაცმელებზე შევდექი,თმა გავიშალე,ამდენ ამბავში გამშრობოდა და ტალღისებური ფორმა მიცემოდა.ერთხანს ვიტრიალე სარკის წინ გაღიმებულმა,ეს მე ვარ?ვააუუ ანა რა მაგარი ხარ!! შევძახე ჩემს თავს,სუნამო მივისხურე და სახლიდან გავედი. ტაქსი გამოვიძახე.უკვე ათი ხდებოდა საათს რომ დავხედე,- ფუი ჯანდაბა!ამდენი ხანი რას ვაკეთებდი..- წამოვიძახე და მომინდა გავუჩინარებულიყავი,რომ არავის შევემჩნიე კლუბში მისული.ტაქსი გაჩერდა,მძღოლი გავისტუმრე და შესასვლელისკენ გავემართე.
-ანა!- მომესმა მეძახდნენ.მოვბრუნდი შოთი მოდიოდა ჩემკენ ხელებ გაშლილი და გაღიმებული სახით.მეც გავუღიმე.- ნამდვილად არ მეგონა ეს შენ თუ იყავი,უბრალოდ ინსტიქტურად დავიძახე და რომ მობრუნდი თავად საოცრება ვიხილე!- მოვიდა და გადამკოცნა.- რა ლამაზი ხარ გოგო!- წამოიძახა.
-კაი ახლა აჭარბებ და მრცხვენია ეგრე რომ მეუბნები.
-რა გრცხვენია გოგო! თავი აწიე და ისე იარე.ვსო დღეს გვერდიდან არ გიშორებ,ჩემთან ერთად ხარ იცოდე,- მითხრა და ხელმკლავი გამიკეთა.- უი ჰო! დამდეგს გილოცავ,ღმერთმა ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი გაგითენოს.
-შენც ასევე.მადლობა.- კლუბში ორივენი ერთად შევედით.ბურდული ადგილზე დამიხვდაროგორც ყოველთვის სიმპატიურად გამოიყურებოდა,ისევ ის გოგო ახლდა და გაბროც აქ იყო.უსიამოვნოდ დამიარა მისმა დანახვამ,მღვიე თვალებით მომაშტერდა.ლექსოს გავხედე და თავის დაქნევით მივესალმე.გაოცება ვერ შევატყე,მხოლოდ კმაყოფილმა ჩაიცინა და მაშინვე მომაშორა მზერა.აქამდე ჩემთვის უსიამოვნო მუსიკა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში.ლანამ ალკოჰოლი მომაწოდა,დავლიოთ,ცოტას შევხურდებითო.მეც შევყევი სმას.მომეწონა გაბრუება.სასიამოვნოდ დამიარა სხეულში სასმელის გრადუსმა.შოთისთან ერთად ვიცეკვე.ახალი წელი შესრულდა და ფეირვერკის ხმაც გაისმა.ერთმანეთს მივულოცეთ,კიდევ ვიცეკვეთ მე და შოთიმ ერთად.ცეკვის დროს ლანამ ჩამავლო ხელი და საპირფარეშოსკენ გამაქანა.
-რა ხდება?-ვიკითხე როცა ბიჭების საპირფარეშოს წინ გავჩერდით.
-დაიცა აქ,ლაშა გამოვა და რარაც უნდა მოგვცეს.- მითხრა ანთებული თვალებით ლანამ.თან ლაშაც გამოჩნდა კარებში.ანთებული სიგარეტი ეჭირა ხელში,ლანას მიაწოდა,ლანამაც უსიტყვოდ გამოართვა და გემრიელად მოქაჩა.
-ჰა გამომართვი!- გამომიწოდა მე.
-რა არის? ხომ იცი რომ არ ვეწევი მე.
-ა! ამ ერტხელ არაფერი უჭირს,კი არ მიგაჩვევს მოწევას მერე ეს, უბრალოდ ახლა კაიფში ჩაგაგდებს და მაგარი გაგისწორდება.- ამიხსნა ლაშამ.
-არ მინდა!
-ეე კაი რააა.. მხოლოდ დღეს.მხოლოდ ერთხელ-არ მეშვებოდა.
-საშიშია?- ვკითხე და ლანას გავხედე,უკვე "კარგად იყო".ალბათ სასმელის ბრალი იყო ასე,რომ შევთამამდი და მოწევა გადავწყვიტე.
-არა,არაა საშიში.თავიდან სუსტი ნაპასი დაარტყი.- მიხსნის ლაშა და მეც პირისკენ წავიღე, რომ მომეწია. უცებ ყელში მწვდა ვიღაც და კედელს მიმანარცხა მთელი ძალით.ცოტა მაკლდა,რომ გონება არ დამეკარგა.
-შენ გოგო გააფრინეეე?!- მიყვიროდა თვალებ ჩასისხლიანებული ბურდული და უფრო მეტად მიჭერდა ხელებს კისერზე.ლოყაზე სიმწრის ცრემლი ჩამომიცურდა.უცებ შემიშვა ხელი და ლაშასკენ შებრუნდა.- ამხელა ყ*ე კაცს ჭკუა არ გაქვს თავში ხო?- დაუღრიალა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი სახეში.ლაშა მოწყვეტით გაიშხლართა იატაკზე. მერე მე მომკიდა მკლავში ხელი და ჩქარი სიარულით გამომიყვანა კლუბიდან გარეთ.სიცივემ და შიშმა კანკალი დამაწყებინა. სანამ რამე მეტყოდა მე დავსწარი თქმა. თან მკლავი გავინთავისუფლე მისი ხელისგან.
-შენ ვინ ხარ და რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში?- ლამის ვუკივლე.მრისხანება ისე უნათებდა თვალებს გამაჟრჟოლა,ვიფიქრე ლაშას ბედს გავიზიარებ მეც-მეთქი.
-სიტყვებს დაუკვირდი რას ამბობ.-გამოსცრა კბილებში.
-გაუგებარს არაფერს ვამბობ.ვინ მოგცა უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩარევის? რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ამას არავის დავეკითხები.-მივახალე რასაც ვფიქრობდი.
-არც მე ვეკითხები არავის არაფერს,რაც მინდა იმას ვაკეთებ.გასაგებია?- უკვე ყვიროდა.
-გააკეთე მერე, მაგრამ მე შემეშვი. შენ მე ვერ დამიშლი რამის გაკეთებას,- ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.ხელში დამქაჩა და მომაბრუნა.ახლოდ დამიდგა და გამართხილებელი და მკაცრი ტონით მითხრა:
-იცოდე! ჭკვიანად იყავი და რამე არ მიქარო,თორემ რაც მოხდება მერე შენს თავს დააბრალე.
-ვიცი საკუთარ თავს როგორ მივხედო,არ მჭირდება დაცვა,მითუმეტეს შენ!-ხელი გავაშვებინე და სწრაფად შევედი კლუბში.ჩანთა ავიღე და უკანა კარებიდან გავედი.სახლში ისე წავედი არავინ გამიფრთხილებია...
რომ გამეღვიძა თენდებოდა უკვე.თავი მისკდებოდა.ტანზე დავიხედე,გაუხდელად დამძინებია.ავდექი და ტანსაცმელებიანად შევწექი საწოლში.უცებ წამოვხტი და საწოლზე დაფენილ თბილ პლედს დავაკვირდი რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მეფარა სანამ გავიღვიძებდი.ამას კარადაში ვინახავდი,იშვიათად ვიღებდი ხოლმე და გონებაში აღვიქვი,მე არ დამიხურავს ეს პლედი...
მივხვდი ისევ იყო ვიღაც შემოსული ჩემს სახლში...

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now