16

748 22 0
                                    

16 თავი.

მტკიცედ გადავწყვიტე საქართვლოდან წასვლა და დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის შეგროვება.
ამერიკა ამოვიჩემე,რადგან იქ უფრო მივაღწევდი ჩემს დასახულ მიზნებს.მთავარი იყო კონსულთან წარსადგომად კარგად მოვმზადებულიყავი.მოვიძიე ამერიკაში მცხოვრები ქართველები.უამრავ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე მათზე.წავიკითხე სტადიები და ზოგადი წარმოსახვა შევიქმენი იქაურ ცხოვრებაზე.
საქართველოში ბავშვიანად ვერაფერს გავხდებოდი და ჩემი დასახული მიზნები და ოცნებები,რომ ერთ დღესაც შეძლებული და წარმატებული გავხდებოდი აუსრულებელი დამრჩებოდა.შვილის გამო ვაკეთებდი ამას,მინდოდა მას უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონოდა და ამიტომ არ იყო ახლა დრო ოცნების,ახლა სწორედ ქმედების დრო იყო და მეც გადავწყვიტე ქმედება.მარტო ოცნებებით ოცნებები არ სრულდება,აუცილებლად უნდა ვეცადოთ ოცნება ქმედებით შევცვალოთ.განვახორციელოთ,ვიმოქმედოთ და დასახული მიზნისკენ სასიკეთო ძვრას დავინახავთ ყოველთვის.შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეეს როგორაც დავგეგმეთ და ჩავიფიქრეთ,მაგრამ ამის გამო ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ.სხვა სტრატეგია შევიმუშავოთ და ისე ვიწყოთ სვლა წინ!..
სამშობლოს დატოვებას ისიც მიწყობდა ხელს,რომ არ მინდოდა ბურდულის ნახვა.არ მინდოდა საერთოდ ჩემზე სცოდნოდა რამე.ისევ ისე,ძალიან მიყვარდა და საშინლად მენატრებოდა,მაგრამ რომ მოსულიყო არ მივიღებდი მაინც.განა იმიტომ,რომ მომატყუა და გამომიყენა,არა!..იმიტომ რომ მას ოჯახი ჰყავდა.მე არ მინდოდა მის ცხოვრებაში მეორე ქალი ვყოფილიყავი და ჩემი შვილი გულდაწყვეტილი ყოფილიყო როცა ის მის შვილთან წავიდოდა. ალბათ ეს ეგოიზმია ერთგვარი,მაგრამ მე გადავწყვიტე ჩემი შვილისთვის დედაც მე ვიქნებოდი და მამაც,ბებიაც და ბაბუაც,დაც და ძმაც.. მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი!.. 
ჩემი დანაზოგით ვიზიტი დავნიშნე ამერიკის საელჩოში.არავისთვის მითქვამს რამე.გასაუბრებას ველოდი და საბოლოო პასუხს.თუ ამერიკაში წასვლა არ გამომივიდოდა,სხვა ქვეყანას ვცდიდი.მოკლედ დანებებას არ ვაპირებდი.
გასაუბრების დღეც დადგა.ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი.არ მინდოდა რაიმე ეჭვი გამომეწვია და უარით გამოვესტუმრებინე.
გამომკითხეს თუ რატომ მსურდა წასვლა.ვუთხაი რომ ტურისტული ვიზა მინდოდა ორ კვირიანი,მინდა ოცნება ავისრულო და ნიუ იორკი ვნახო-თქო.ეჭვით შემომხედეს.
-სტუდენტი რომ ხარ სწავლაში ხელი არ შეგეშლება გაცდენების გამო?-მკითხეს.ცნობა წაღებული მქონდა ჩემი ლექტორებისგან,რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი და ორი კვირა გაცდენა დაბრკოლებას არ წარმოადგენდა.ამათვალიერეს და ჩამათვალიერეს.მერე პასპორტის დატოვება მომთხოვეს და თითის ანაბეჭდები ამიღეს.-თავისუფალი ხარ,პასუხს ამ დღეებში შეგატყობინებთ.-მითხრეს და გამომისტუმრეს უკან.მოლოდინში ისე ნელა გადიოდა დრო სულ დაძაბული ვიყავი.მესამე დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს,რომ ვიზა მზად არის და შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიღოთო.ტელეფონი გავთიშე,თვალები დავხუჭე და სიხარულისგან კივილი დავიწყე.ვკიოდი მანამ სანამ ყელი არ მეტკინა.შევიძინე ბილეთი ასევე ჩემი დანაზოგით.ამოვიწერე ამერიკაში არსებული ქართული ეკლესიის და ქართული სასტუმრო-საერთო საცხოვრებლის მისამართები.იქ რომ ჩავიდოდი მჭირდებოდა სახარჯო ფული სანამ სამსახურს ვიშოვიდი,ამიტომ შოთი და ტატო დამეხმარა ამ მხრივ.ახლა დამრჩა ის თუ როგორ უნდა ჩემებისთვის,რომ საქართველოდან მივდიოდი.ისევ ტყუილის თქმა მომოწია.ვიცრუე,რომ სასწავლებელმა გამიშვა უცხოეთში სასწავლებლად და იქ მომიწევდა ყოფნა რამოდენიმე ხნით.მამაჩემი ჯერ აყვირდა დაყვირდა უარზე იდგა,მაგრამ იმდენი ვქენი მაინც დავითანხმე.ორი დღით გავჩერდი სოფელში ჩემებთან.ვიჯერე გული მათი მოფერებით,ვინ იცის რამდენი წლით ვერ ვნახავდი ჩემს საყვარელ ხალხს.ვკოცნე ჩემი დედიკოს ცრემლიანი ღაწვები,ჩემი მამიკოს სევდიანი თვალები,ჩემი და-ძმების გულდაწყვეტილი სახეები.ვეფერე ბევრი და დავტოვე.. მოვიტოვე უკან ჩემი მშობლები და მშობლიური სახლი...
აეროპორტში შოთიმ და ტატომ წამიყვანეს.გულში მიკრავდნენ დარდიანი სახეებით.მათთვის არ მითქვამს რომ ფეხმძიმედ ვიყავი.იცოდნენ,რომ ბურდულმა მიმატოვა და მასზე დაბოღმილები მისი ცემით ეჩემებოდნენ.
რეისი ინგლისის მიმართულებით იყო,მერე გადავჯდებოდი მეორე თვითმფრინავში და ნიუ-იორკს ვესტუმრებოდი.ვნერვიულობდი მგზავრობის გამო,იქ ჩასულს არავინ მხვდებოდა ესეც ძალიან მანერვიულებდა,მაგრამ არ მაშინებდა.მიზანი დავისახე და ბოლომდე უნდა მივსულიყავი,სულ რომ მიწაზე ფორთხვა დამჭირვებოდა მაინც...
თვითმფრინავი აფრინდა...
ბოლოჯერ მოვავლე თვალი თვითმფრინავის სარკმლიდან საქართველოს,ღრმად ჩავისუნთქე და თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გავაბრუნე.
ინგლისამდე მეძინა.ინგლისიდან ამერიკამდე კი თვალი არ მომიხუჭავს ისეთ განცდებში ვიყავი.კიდე ვერ ვიჯერებდი,რომ მე ეს ნაბიჯი გადავდგი...მივატოვე სწავლა, ყველაფერი და უცხო ქვეყანაში გადახვეწა გადავწყვიტე.
JFK-ის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავის პილოტი მგზავრებმა ოვაციებით დააჯილდოვეს,რადგან ისე მოხდა დაფრენა თითქმის ვერაფერი გავიგეთ და ეს მართლაც აღსანიშნავი იყო.ზოგადად ძალიან ცუდი შეგრძნებაა დაფრენის მომენტი.მაგრამ ყველაზე მაგარი მომენტი არის ის,რომ იგრძნობ მიწაზე შეხებას.
რეგისტრაცია გავიარე და იმის გააზრება,რომ მე ამერიკაში ვიყავი გულს მიჩქარებდა.ერთი ჩემოდანი და ხელის ჩანთა მქონდა.გარეთ გამოვედი და ხარბად ჩავისუნთქე ნიუ-იორკის ჰაერი.
-დეე ჩამოვედით უკვე.-ვუთხარი ჩემს პატარას და მუცელს მივეფერე.-დაიღალე ხო?მეც ძალიან დავიღალე,მაგრამ აი მივიდეთ სასტუმროში და მერე დავისვენოთ.-ყვითელი ტაქსი გავაჩერე და ღიმილისგან გაფანტული ტუჩებით ქართული სასტუმროს მისამართი ვუთხარი პაკისტანელ მძღოლს.სულ სხვანაირი დამხვდა ამერიკა,რატომღაც ასეთი არ წარმომედგინა.
ტაქსი სასტუმროს წინ გაჩერდა.ამერიკული სახლი იყო სასტუმროდ გადაკეთებული.კარზე ზარი დავრეკე.გაბმული ზუმერის შემდეგ საკეტტის ხმა გავიგე,მივხვდი კარი გაიღო და შიგნით შევედი.შესასვლელში შუახნის ქალი შემომეგება ღიმილით.
-ქართველი ხარ ხო?-მკითხა ქართულად.
-კი,კი ქართველი ვარ!-ვუთხარი ღიმილით.
-ღამის გასათევი გჭირდება ალბათ ხო?
-დიახ!პირველად ვარ ამ ქვეყანაში,დღეს ჩამოვედი...
-კარგი,წამოდი აქეთ და გიჩვენებ,ერთ ოთახში რამოდენიმე საწოლი დევს და სულ ქართველი ქალები არიან.-წინ გამიძღვა და ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო.ოთახში ოთხი საწოლი იდგა.კედელთან მდგარ საწოლზე მიმითითა-ის იქნება შენი ადგილი.ფულს მე მომცემ,ღამეში ათი დოლარი უნდა გადაიხადო.გოგოებო ახალი ემიგრანტი გვყავს-გააცნო ჩემი თავი ოთახში მყოფ ორ ქართველ ქალს,რომლებიც ინტერესით მაკვირდებოდნენ.-არ მოაწყინოთ ეს გოგო-თქვა ღიმილით და გავიდა.
-გამარჯობათ!-მივესალმე ქალებს.
-გაგიმარჯოს შვილო!კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ქვეყანაში.
-მადლობა!
-რამდენ ხანს აპირებს აქ დარჩენას?
-არ ვიცი,მთავარია სამსახური ვიშოვო.
-კაი,კაი.. მიდი დაისვენე ახლა და მერე ვილაპარაკოთ,დაგაკვალიანებთ,იქნებ რაიმე სამსახური გამოგიძებნოთ კიდეც.-მითხრეს ქალებმა.
-ძალიან დიდი მადლობა.-გულწფელად ვუთხარი.-შეგიძლიათ მასწავლოთ საქართველოში როგორ დავრეკო?
-უი შენ მობილური არ გაქვს ხო?
-არა,არ მაქვს.
-აგერ ჩემი გამოიყენე მაშინ,ნათელა შენ კარტა ხომ არ გაქვს საქრთველოში დასარეკი?-მიუბრუნდა მეორე ქალს.
-კი,მაქვს სადღაც უნდა მქონდეს,დაიცა მოვძებნი.-ნათელამ ხელჩანთას დაავლო ხელი და კარტის ძებნა დაიწყო.
-რა გქვია შვილო?-მკითხა ნათელამ.
-ანა.
-საური ხარ ანა?-ახლა მეორე ქალმა მკითხა.
-იმერელი.
-უი მართლა?მეც იმერელი ვარ!-წამოიძახა უცებ.
-რა კარგია!-გამიხარდა ძალიან.
-ზესტაფონელი ვარ მე და შენე?
-მე ქუთაისელი,ძალიან გამიხარდა ერთი მიწისანი რომ ვართ.უკაცრავად რა გქვიათ?
-ზეინაბი მქვია შვილო.რამდენი წლის ხარ?
-ცხრამეტის ვარ.
-და სამუშაოდ ჩამოხვედი აქ?
-კი.
-სწავლა?
-ვსწავლობდი თბილისში,პირველ კურსელი ვიყავი,მაგრამ აუცილებელი იყო ჩემი საქართველოდან წამოსვალა და დავტოვე ყველაფერი.
-ვიპოვე კარტა.-ნათელამ კარტა ზეინაბს გაუწოდა.
-ოო გაიხარე ნათელა.. მითხარი ვისთანაც რეკავ იმის ნომერი და აგიკრიფავ ახლავე.-მითხრა ზეინაბმა.
-ახლა რა დროა საქართველოში კი მარა-იკითხა ნათელამ და მაჯის საათს დახედა.
-აქ საღამოს ექვსია ხო? საქართველოში ღამის ორი საათი იქნება ახლა-თქვა ზეინაბმა და მობილურზე ციფრების აკრეფა დაიწყო.
-შენს ზარს ელოდებიან ალბათ ხო შენები?-მკითხა ნათელამ.
-კი ელოდებიან,წარმომიდგენია როგორ ნერვიულობდეს იქნება ახლა დედაჩემი-ვთქვი ნაღვლიანი ხმით.
-მითხარი უცებ ნომერი-ზეინაბს მამაჩემის ნომერი ვუკარნახე.-ჰა გავიდა,გავიდა-მობილური მომაწოდა და მამაჩემის ხმის მოლოდინში სუნთქვა შევიკარი.
-ალო!-გაისმა მამას ღამენათევი ხმა.
-მა მე ვარ..
-ანა შვილო რა ქენი ჩახვედი?-ლამის შეიცხადა-ანაა..ანაა..ანა რეკავს!-გაიძახოდა მამა.
-კი მა ჩავედი,კარგად ვარ და არ ინერვიულოთ ჩემზე არაფერი.კაი?-ხმაში ცრემლი გამერია.
-რაფერ იმგზავრე შვილო?-მკითხა მამაჩემმა,თან დედას ხმა მესმოდა "დამლაპარაკე,მისი ხმა მომასმენინე"-ო.
-ძალიან კარგად,ცოტა დავიღალე,მაგრამ ეგ არაფერია.კარგად ვარ ახლა.თქვენ ხომ ხართ კარგად?
-ჩვენ არაგვიშავს..მეიცა დედაშენს უნდა ლაპარაკი აგერ.
-ანა დედი!-დამიძახა ატირებულმა დედამ.
-ჰოუ დეე!როგორ ხარ?
-მე კი არა შენ რაფერ ხარ,შენი დარდით აღარ ვარ უკვე.
-კარგი რა დეე!კარგად ვარ მე,არაფერი არ მიჭირს.
-რაფერ მეეწყვე ახლა მაქანე?
-კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ვართ ქართველი სტუდენტები ყველა ერთად-ვიცრუე საშინლად და ნათელას და ზეინაბის გაკვირვებულ თვალებს გადავაწყდი.
-ჭკვიანად იყაავი ხო გესმის შვილო!..როდის გეწყება სწავლა?-მაყრიდა კითხვებს დედა.
-მესმის ხო დე. ხვალ წავალთ სასწავლებელში.დეე უნდა გავთიშო ახლა და წავიდე.არ ინერვიულოთ ჩემზე კარგად ვარ მე!გკოცნით ყველას.-დავემშვიდობე დედას და ტელეფონი ზეინაბს გავუწოდე-ძალიან დიდი მადლობა!
-დაიცა როგორც მივხვდი შენები ბოლომდე ჩახედული არ უნდა იყვნენ შენი აქ ჩამოსვლის მიზეზში თუ..-მითხრა ნათელამ.
-მართალი ხარ.. ჩემებს ჰგონიათ,რომ სასწავლებლად ჩამოვედი,მაგრამ სინამდვილეში სამუშაოდ და ცხოვრების უკეთესი მოწყობისთვის ვარ აქ-ვაღიარე ჩასვლის მიზეზი ქართველი ქალების წინ,რომლებიც ასე თბილად შემხვდნენ.დედაჩემის ხნისა იქნებოდნენ ასაკით და ძალიან ახლობლებლად ჩავთვალე ზეინაბი და ნათელა.უცხო ქვეყანაში,უცხო გარემოში მათი გაცნობა ჩემთვის თავშესაფარი და საყრდენი ძალა იყო.
ბარგი ამოვალაგე და წამოვწექი,ცოტა ხნით დასვენება მჭირდებოდა.მეძინებოდა,მაგრამ ვცდილობდი არ დამძინებოდა,რადგან რეჟიმში უნდა ჩავმჯდარიყავი და ამერიკის დროს ავწყობოდი.
-საჭმელი ვჭამოთ,მშიერი იქნები-მითხრა ნათელამ.ოთახში დაბალ მაგიდაზე სუფრა გაეწყოთ და ვახშმად მეპატიჟებოდნენ.
-მეთერთმეტე წელია უკვე აქ ვარ ანა-მითხრა ზეინაბმა,როცა ჭამას მოვრჩით.-მეც ოჯახის გამო გადმოვიხვეწე აქეთ.სამი შვილი მყავს,მათ ხელი ხომ უნდოდათ.დავუტოვე ქმარს და დედამთილს ბავშვები და წამოვედი აქ.მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოში არ ვყოფილვარ,საბუთები არ მაქვს და რომ წავიდე უკან არავინ დამაბრუნებს და იქ კიდე რა ვნქ რა გავაკეთო? რაც უფრო გაიზრდნენ ბავშვები მით მეტი მოთხოვნილებები გაუჩნდათ.უფროსი სტუდენტი მყავს და პატარები სკოლის მოსწავლეები.შუათანა წელს ამთავრებს სკოლას.უმცროსი წლის და შვიდი თვის დავტოვე... ჩემი სული დავუდოვე თან ჩემს შვილებს იქ,მაგრამ რა უნდა მექნა?პრეტენზია მქონდა რომ კარგი მომავალი ჰქონოდათ ჩემს შვილებს,ჩემი ქმარი არაფრის მაქნისი არ იყო აბა და ამის ატანა არ შემეძლო.დედამთილმა შემიწყო ხელი და დაიტოვა ბავშვები.-გაყუსული ვუსმენდი ზეინაბს და გული მეწვოდა.-თან მაშინ სად იყო ახლა რომ არის ისე სკაიპი და კომფორტი,მხოლოდ ტელეფონით ვახერხებდი მათი ხმის გაგონებას და თვეების მანძილზე ახალი სურათის ნახვას ველოდი.უცემოდ დაიზარდნენ... უმცროსის ნაწერი, პირველ კლასში რომ დაწერა 'დედა მენატრები'ახლაც მაქვს შენახული,საფულეში მიდევს მათ სურათთან ერთად...მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს ერთი წელიც და მივდივარ უკვე საქართველოში.სამივე შვილს ვუყიდე ბინა,ქმარს მანქანა გავუგზავნე..უფროს ბიჭსაც.ახლა ცოტა სახარჯო ფულს მოვაგროვებ და წავალ,რაიმე პატარა ბიზნესს ავაწყობ და ვიქნები ჩემს შვილებთან ერთად და ავინაზღაურებ იმ წლებს რაც მათ გარეშე გავატარე.-თქვა იმედიანად ზეინაბმა.სუნთქვა გამიხშირდა მონასმენის გამო და წყალი მოვსვი.
-საქართველოდან დანახული ამერიკა ფულთან ასოცირდება-მითხრა ნათელამ-მაგრამ როგორი შრომა გვიწევს აქ იმის დანახვა არ უნდათ.ჩამოვედი აქ ისევე ოჯახის სარჩენად და ვირივით ვმუშაობდი,რომ არაფერი მოკლებოდათ ჩემებს მეხუთე წელია უკვე აქ ვარ.ერთი კვირის წინ ქმარმა განქორწინების საბუთი გამომიგზავნა..გაუჩენია ვიღაც ბოზ* და იმასთან წაშავებულა,ცოლად მომყავსო.-თვალები დავქაჩე ისე ვუსმენდი ნათელას-მე ვუტხარი,ჩემი სახლიდან მოშორდი და მანდ არავინ მიიყვანო თორემ ყელს გამოგჭრი ძილში თქო.შევუსრულებდი კიდევაც იცის მან ეს.ბინა უქირავებია იქ ცხოვრობს ახლა.ერთი შვილი მყავს გოგო,ისიც სტუდენტია.გაწყვიტა მამამისთან ურთიერთობა.დედას ასე როგორ მოექეციო,ჩვენი გულისთვის გადაკარგულია და შენ რა გააკეთეო.კი არ ვუმტყუნებ მე ჩემს ქმარს კაცია და ბუნებრივია ქალი მოუნდებოდა,მაგრამ ბოზ* უნდა მოეყვანა ცოლად?რომ ჩავალ იქ ისე უნდა ვცემო ორივე,ისე უნდა ვცემო რომ კაი ორი თვე არ ჰქონდეთ სექს*ს თავი.-მის ნათქვამზე გაგვეცინა.
-შენზე რას გვეტყვი ანა?-მკითხა თბილი ხმით და შეპარვით ზეინაბმა.ჩავთვალე,რომ ჩემზე უნდა ცოდნოდათ ყველაფერი ამათ.იმის გაგება,რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი ბომბი იყო მათთვის.-როგორ გარისკე გოგო!-გაიძახოდა ზეინაბი-ცოტა არ იყოს გაგიჭირდება ორსუს სამსახურის შოვნა.არავის არ უნდა ზედმეტი პრობლემები აქ,რომ რამე შეგემხთვეს მუშაობის პროცესში ღმერთმა დაგიფაროს,მაგის ეშინიათ,რომ დაზარალებულმა არ იჩივლოს ფეხმძიმეს მუშაობისთვის.
-მერე ნუ ეტყვის ესეც-თქვა ნათელამ-სანამ მუცელი არ დაეტყობა იმუშაოს და მერე რამე იქნება,ნუ გეშინია-მითხრა თბილად და გამიღიმა.
-მასეც შეიძლება ხო-დაეთანხმა ზეინაბი.-ხვალ ჩვენ არ ვმუშაობთ day off-ი გვაქვს და წავიდეთ დაგათვალიერებინებთ აქაურობას,თან ტელეფონიც ავიღოთ.ნათელა ჩვენს ქსელში ჩავართვევინოთ ხო?
-ხო,ხო ადვილად დარეკავს საქართველოში უფრო.-დაეთანხმა ნათელა.
-ვაიმე რა მაგარია შენი პაწაწუნააა.-ზეინაბმა მუცელზე გადამისვა ხელი.-აქ შეგიძლია დაზღვევა გააკეთო და ექიმთან რომ წახვალ მარტო მგზავრობის ფული დაგეხარჯება.წავიდეთ მერე,მე წაგყვები.
-ძალიან დიდი მადლობა.თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა-ვუთხარი ორივეს სიხარულიდან აცრემლებულმა.
-არ შეგეშინდეს კარგად იქნება ყველაფერი,აი ზუსტად ისე როგორც შენ გინდა-მითხრა ნათელამ.-დაისვენე მიდი ახლა,დაიძინე და ხვალ წავიდეთ მანჰეტენზე...

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now