23

915 20 0
                                    

23 თავი.

დილით ბურდულის მკლავებში გამეღვიძა,ორივე ხელი მოეხვია ჩემზე და ისე სძინავდა.ფრთხილად ავწიე თავი არ მინდოდა გაღვიძებოდა.
მშვიდად სუნთქავდა,ვუსმენდი მის სუნთქვას და სახეზე ბედნიერება დამთამაშებდა. 
მიყვარდა.. მიყვარდა მისი ყველაფერი,მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებიანად... მიყვარდა უანგაროდ,მიყვარდა სიგჟემდე,იმდენად რომ მზად ვიყავი გამეძლო ყველა განსაცდელისთვის და დაბრკოლებისთვის თუ რამე შგვემთხვეოდა ცხოვრების გზაზე. 
განა ეს ექვსი წელი არ მოწმობდა იმას,რომ მე ბურდულის მიმართ სამუდამო სიყვარული მჭირდა?!.ჩემი გული,გონება და სული მთლიანად მას ჰქონდა დასაკუთრებული და არ მსურდა სხვა დაუფლებოდა. ის პირველი იყო ჩემთვის.
პირველი გულის აჩქარება,პირველი გაფიქრება სიყვარულზე,პირველი შეხება,პირველი კოცნა,პირველი მამაკაცი,პირველი გულის ტკივილი,ცრემლი,დარდი,მონატრება,სიხარული...
ყველაფერი პირველი ბურდულს მაკავშირებდა ჩემს-როგორც ქალის ცხოვრებაში და ამიტომაც ვიყავი ასე უზომოდ და გიჟურად მასზე შეყვარებული.
ადგომა მომინდა და ფრთხილად გამოვძვერი მისი მკლავებიდან. ოდნავ შეიშმუშნა და ისევ განაგრძო ძილი. ტანსაცმელები ჩავიცვი და გარეთ გამოვედი.ბავშვთან მინდოდა დარეკვა,მაგრამ ტელეფონი დამჯდარა და გათიშული იყო.გადავწყვიტე ეზო დამეთვალიერებინა. წინა მხარეს არაფერი არ იყო.ერთი ხეც არ ერგო.უკან გავედი,აქ კი ხეხილის ბაღი დამიხვდა. იქვე ღობის კუთხეში მეთევზეს ბოსტანი გაეშენებინა და სხვადასხვა ბოსტნეულით იყო სავსე. თეთრი ბალით დახუნძლული ხე შევნიშნე,სიხარულით ტაში შემოვკარი. მიწვდომით ვერ მივწვდი,რომ დამეკრიფა და ხეზე ავცოცდი. თითქმის კენწოროში მყარ ტოტზე შემოვჯექი და კრეფა დავიწყე. მოკრეფილ ბალს მაისურის უბეში ვაგროვებდი. სიმაღლიდან გადავხედე იქაურობას.ირგვლივ მხოლოდ ქვიანი გორაკები იყო,მაგრამ მაინს თავისებურ სილამაზეს ქმნიდა ეს პეიზაჟი. ბურდულის ძახილი შემომესმა,მეძახდა. გავიტრუნე არ გავეცი ხმა. მინდოდა შეშინებოდა. მეორედ დამიძახა,არც ახლა გავაგონე. უკან გამოვიდა,ფოთლები ჩუმად გადავწიე და მისი სახე დავინახე ფერი არ ედო . შორტის ამარა იდგა,აქეთ იქით იყურებოდა და ჩემს დანახვას ლამობდა..ისევ დამიძახა,კიდევ არ გავაგონე,თან პირზე ავიფარე ხელი რომ არ გამცინებოდა.. „არაფერი გიჭირს,ინერვიულე ცოტა,როგორც მე მანერვიულე გუშინ“ გავიფიქრე და კიდევ გამოვიჭყიტე სამალავიდან. ორივე ხელები თავში წაეშინებინა და ჩაცუცქულიყო. „ოჰ! შეშინდა ბიჭი.. რას ფიქრობს ნეტა სულელი“.. ვფიქრობდი და ფერ წასულ ბურდულს ზემოდან დავცქეროდი.
-ანააა!-დაიღრიალა მთელი ხმით,ისე რომ არ ამდგარა ფეხზე და ხელები თავისთვის არ მოუშორებია.ეს დაძახილი არა უფრო გამარებული ადამიანის ამოძახილი იყო. შევცბი ისეთი ხმა ჰქონდა,შემეცოდა და შემეშინდა კიდეც.
-აქ ვარ აქ! რა იყო!-ჩამოვძახე ხიდან სიცილით.უცებ აწია თავი და მაღლა ამოიხედა,ვერ მხედავდა,თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.ფოთლები გადავწიე ისევ და დავენახე.
-შენ გოგო ნორმალური ხარ საერთოდ?-დამიყვირა დაბლიდან.-ჩამოდი ძირს დროზე!
-რა იყო შეგეშინდა?-ვკითხე სიცილით.
-ჩამოდი ძირს დროზე!-ისევ დამიყვირა.მივხვდი,რომ სულ არ ეცინებოდა ჩემს საქციელზე.
-არ ჩამოვალ,ეგრე რომ მიყვირი.-გავებუსე.
-კარგი,იყავი მანდ!-მითხრა და სწრაფად წავიდა. ცოტა ხანი შევიცადე,არ გამოჩნდა. მანქანის ძრავის ხმა გავიგე. „მიდის ალბათ“ გავიფიქრე და ხიდან სწრაფად ჩამოვედი. კბილებით აკაპიწებული მაისური მეკავა ბალით სავსე.ორი ტოტიღა მქონდა დარჩენილი და უკვე მიწაზე დავდგამდი ფეხს,უცემ დამიცურდა ფეხი,დავიბენი,ხელითაც ვერ მოვეჭიდე მყარად ტოტებს და ძირს გავადინე „ზღართანი“.. ჩემი დაკრეფილი ბალი ირგვლივ მიმოიბნა. ბალს დავეძებდი?! მარჯვენა ფეხი მთელ სიგრძეზე ისე მტკიოდა ლამისაა ტკივილისგან გული შემწუხებოდა. მოვრთე ტირილი პატარა ბავშვივით,რომ წაიქცევა და დედას რომ ელის მოვა და ამაყენებსო. ისე ვიყავი მეც.. ვცადე ფეხზე დადგომა მაგრამ ამაოდ,მარჯვენა ფეხში ძალა არ მქონდა.ისევ დავეცი.
-ლექსოო!-კივილის მსგავსი ხმა ამომივიდა პირიდან.ბურდული არ ჩანდა. ტირილს ვუმატე-ალექსანდრეე!!- დავუძახე კიდევ,ტკივილით და სიბრაზით სავსე ხმით. 
-რა დაგემართა ანა!- გამომძახა სახლის უკნიდან ბურდულმა და ჩქარა თითქმის სირბილით მოვიდა ჩემთან.
-ხიდან ჩამოვვარდი-ვუთხარი გულ ამოსკვნილი ტირილით.-ფეხი მტკივა,ვერ ვდგები.. 
-აუ ჩემი... ძაან გტკივა?-შეშფოთებით მკითხა.
-ხოო... მტკივა და შენი ბრალია ეს.. რომ არ გაფხურულიყავი ნელა ჩამოვიდოდი-ჩემს ნათქვამზე გადაიხარხარა.
-ჩემი სულელი გოგო!.. იცი როგორ გავბრაზდი, რომ დაგინახე მერე?!.. 
-იცინე ახლა... ვაიმე დედიკო.. მტკივაა!-ამოვიკნავლე.
-მოიცა აგიყვან ხელში და წავიდეთ თბილისში,ექიმთან.-ხელში ამიყვანა მანქანაში ჩამსვა და თვითონ სახლში შებრუნდა. ხელში წყლის ბოთლი ეჭირა. მანქანის უჯრა გამოაღო და წითელი ჯვრიანი პატარა ტყავის ყუთი გამოიღო. 
-დალიე ეს ტკივილს გაგიყუჩებს ცოტათი მაინც-მითხრა და ორი ცალი აბი გამომიწოდა ხელის გულზე დადებული.წამალი დავლიე.-კაიტელეფონს ავიღებ,კარებს ჩავკეტავ და წავიდეთ-ლოყაზე მაკოცა და მანქარის კარი მომიხურა. წამლების ყუთს თავი დავახურე და თავის ადგილას შენახვას ვაპირებდი,უცებ საბუთების ქვეშ,რომელიც უჯრაში იყო იარაღის ლულას მოვკარი თვალი.ცივად დამიარა ტანში შიშმმა,ხელის ნელი მოძრაობით ავწიე ქაღალდები და პისტოლეტი ხელში ავიღე,პირველად მეჭირა ხელში იარაღი. მძიმე და ცივი იყო. გაშტერებული დავცქეროდი. ვერც კი შევნიშნე ლექსო როგორ მოვიდა და მომიჯდა გვერდით.-ანა,გაუშვი იარაღს ხელი-მითხრა ჩურჩულით შიშ ჩამდგარი ხმით და ხელში ჩაბღაუჭებული იარაღის გამორთმევას ფრთხილად ცდილობდა.
-ლექსო რად გინდა პისტოლეტი?-ვკითხე ჩახლეჩილი ხმით ისე,რომ მისთვის არ შემიხედავს.
-მჭირდება ანა!.. მომეცი ახლა... გაუშვი ხელი!-იარაღს ხელი ცივად გავუშვი და ბურდულს შერჩა ხელში.
-საქართველოში რატომ გჭირდება? აქაც ძარცვავ სახლებს? ქართველებს უკეთებს ამას? ჯერ ის რამხელა საშინელებაა იქ,ესპანეთში როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობ... საქართველოში? საქართველოშიც აკეთებ მაგას?-ნერვიულად გავყვიროდი და არ ვაქცევდი ლექსოს მრისხანე თვალებს ყურადღებას.
-დაწყნარდი და რაც არ იცი ნუ ლაპარაკობ-გამოცრა ბურდულმა კბილებში.
-კიდე რა არ ვიცი ლექსო? კრიმინალი ხარ,ძარცვავ,კლავ, რაც გინდა იმას აკეთებ.. მეტი რა უნდა ვიცოდე?... ქართველებსაც უვარდები სახლში იარაღით გასაძარცვად... კიდე რა არ ვიცი.. რა?-მივახალე კისრის ძარღვებ დაჭიმულმა. ფეხის ტკივილი სულ არ მახსოვდა.
-რა გადაეკიდე ამ ქართველებს...
-საკუთარი სახლივით და ოჯახივით უნდა მიიღო საქართველო და ქართველები ალექსანდრე და მიტომ გადავეკიდე.
-ჩვენ მიგვიღეს საკუთარი ოჯახივით?.. გეკითხები მიგვიღეს?-დამიღრიალა თვალებ ჩაწითლებულმა.
-ვინ ჩვენ?-ვერ მივხვდი მის ნათქვამს.
-ჩვენ!.. ჩემი ოჯახი.. დედაჩემი.. მამაჩემი.. ქართველები,ქართველები გაიძახი.. მაგათნაირი ძუნწი ხარბი მდიდრები არც ერთი ერის წარმომადგენელი მდიდარი არაა. მაგათ დედას რომ შევე*ი მე!.. იშოვიან ფულს და დააჯდებიან მერე კრუხივით ზედ.. არც დახარჯვა უნდათ და არც კეთილი საქმისთვის მოხმარა.. მასეთ მდიდრებს,რომლებსაც ფული უყვართ და არ იციან და არ სურთ რას ან რაიმეს მოახმარონ,რომელიმე კეთილ საქმეს ის ფული.. უნდა უჩვენო შენ!.. მაგნაირებს უნდა წაართვა ზუსტად-გაჰყვიროდა ლექსო და ემოციურად იქნევდა ხელებს.
-რატომ ხარ ასე აგრესიულად განწყობილი?-ვკითხე ყვირილის გარეშე.
-რატომ?! რატომ და მამაჩემს ავარია მოუვიდა,კაცი შემოაკვდა შემთხვევით, მეცხრე კლასში ვიყავი მაშინ,დაიჭირეს მამაჩემი,მაგრამ იყო შანსები გამოშვების თუ ფულს გადავუხდიდით პოლიციას და გარდაცვლილის ოჯახს.რამოდენიმე ათას დოლარზე იყო ლაპარაკი,იმ დროისთვის დოლარი ძალიან დიდი ფული იყო,მილიაარდელად ითვლებოდი საახლობლოში ხუთასი დოლარიც რომ გქონოდა. ირგვლივ ყველა შემოგვეცალა,არავინ არ დაგვიდგა გვერდში. ვინც ეიმედებოდა დედაჩემს ფულის სასესხებლად ყველამ ზურგი გვაქცია,ბიძაცემიც არ იყო მაშინ ასე „გაქაჩული“ მარტო ათასი დოლარი გამოაგზავნა,ისიც სიმწრით შეუგროვებია იქ.. ვისთან არ მიდიოდა დედაჩემი,მაგრამ არა.. არავინ არ აძლევდა ფულს,იმიტომ რომ თავის თავზე ფიქრობდნენ,თავის დედა მოტ*ნულ ჯიბეზე, იცოდნენ დაგვიგვიანდებოდათ ვალის გადახდა და თავი არ შეიწუხეს. ბოლოს თანამშრომელმა ასესხა პროცენტიანი სესხი,წარმოიდგინე თითქმის ყოველ დღე რომ ყრეკავდნენ ერთმანეტს და ერთმანეთის ამბებს უყვებოდნენ,ისეთმა ადამიანმა პროცენტით ასესხა... ამ გაჭირვების და გამოუვალი მდგომარეობის დროს,პროცენტის გარეშე რომ გაემართა ხელი არ შეეძლო? არ შეეძლო რადგან ტვინ მოტ*ნულია ფულით.. ქართველი ოყო ის,გესმის? ქართველი და ქართველები ვიყავით ჩვენც..
-ძალიან ვწუხვარ!-ვთქვი ჩუმათ დამნაშავესავით.-მერე რა მოხდა?
-მერე ექსპერტიზამ დაადგინა,რომ იმ კაცის სიკვდილი მთლად მამაჩემის ბრალი არ იყო,ღვიძლი ჰქონია დაზიანებული და წამი წამზე ყოფილა.. „დატორმუზებისგან“ საჭეს მიჯახებია და გაუსკდა . ამით გარდაიცვალა,თორემ შეჯახება ძლიერი არ ყოფილა,რომ სასიკვდილოდ დაშავებულიყო... მაგრამ მაინც ჩვენ უნდა მიგვეხედა მისი ოჯახისთვის. ერთი შვილი ჰყავდა ბიჭი,იმ ბავშვს ბინა ვუყიდეთ,გასვენება და ყველა ხარჯი ჩვენ დავუფარეთ და მამაც გამოუშვეს ციხიდან გირაოთი. ისინი ვინც ძმობას ეფიცებოდნენ მამაჩემს ყველა შემოეფანტა და დატოვეს მარტო. ესაა ქართველობა?.. ესაა საქართველო?..
-ჰო მაგრამ ყველას ნუ გარევ,ყველა არაა ეგეთი.. არის ბევრი ქართველი ვინამაც გულითადი და ერთგული მეგობრობა იციან ლექსო...
-ანა!.. მე ისეთებთან შევდივარ,ზუსტად ეგ რომ არ იციან!..-მომიჭრა მოკლედ.
-ძალიან გთხოვ შეეშვი ამ საქმიანობას,ძალიან გთხოვ!.. რო რამე მოგივიდეს ვერ ვიცოცხლებ თავს და შვილი ობლად დაგვრჩება-მოვრთე ტირილი.
-სულელო,არაფერი მომივა ნუ გეშინია!-გამიღიმა თბილად და ლოყაზე ჩამოსული ცრემლი ცერა თითით მომიწმინდა. მალევე მოვიტოვეთ კუმისი უკან და თბილისისკენ მიმავალ გზატკეცილს დავადექით. თითქმის გამიყუჩდა ფეხის ტკივილი.-იცი რა დამემართა,რომ გავიღვიძე და ჩემს გვერდით არ იყავი?!-მითხრა ბურდულმა.-გიჟივით წამოვვარდი და ძებნა დაგიწყე..რომ ვერ გიპოვე მეგონა წახვედი,გამეპარე..
-კარგად გამომივიდა შეშინების მომენტი-ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ და ჩემს გაშეშებულ ფეხზე დავიდე ხელი.
-მეორედ არ ქნა ეგრე,არ დამემალო.. ცუდათ გავხდი...
-მართლა?ნუთუ ამდენს ვნიშნავ შენთვის?-ვკითხე ისეთი კითხვა რისი პასუხი ისედაც კარგად ვიცოდი.
-ჩათვალე რომ შეკითხვა ვერ გავიგე-მითხრა გაბუსულმა.
-ალექსანდრე! მართლა გიყვარვარ?-მინდოდა უბრალოდ მისგან თბილი სიტყვები მომესმინა. წამით შემომხედა,ჩემი მარცხენა მის მარჯვენაში მოიქცია და გულზე დაიდო.
-აქ,ყოველი ფეთქვა მხოლოდ შენ გეკუთვნის!.-გავთბი ამ სიტყვების მოსმენსისას.ისედაც სიყავრულით სავსე გული კიდევ უფრო ამევსო და ამიჩუყდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ!-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
-მე უფრო,ძალიანზე მეტად ბედნიერი ვარ ჩემთან რომ ხარ და ჩემი რომ ხარ!.-მითხრა და ხელზე მაკოცა.
საავადმყოფოში ხელში აყვანილმა შემიყვანა.კარებში მორიგე ექთნები შემოგვეგება, ბორბლებიან საკაცეზე დამაწვინეს და პალატაში შემიყვანეს.
ექიმიც მალევე შემოვიდა,ვიცანი,რა თქმა უნდა შეცვლილი იყო,მაგრამ მაინც ვიცანი. მაშინ,ქუჩაში რომ გავხდი ცუდათ და საავადმყოფოში მომიყვანეს,ახალგაზრდა ექიმი ბაჩანა წიკლაურის სახელით რომ გამეცნო,ახლაც ის იდგა ჩემს წინ.
-გამარჯობათ! მე მორიგე ექიმი ბაჩანა წიკლაური ვარ.-გაგვეცნო და თავის დაკვრით მოგვესალმა. დამაკვირდა,მივხვდი მანაც მიცნო,მაგრამ ალბათ არ იყო დარწმუნებული.-რა მოხდარა მოგივიდათ?-მკითხა და ჰონეიდოსკოპი მოიხსნა კისრიდან.
-ხიდან ჩამოვვარდი და მარჯვენა ფეხი მტკივა მთლიანად.ვერ ვამოძრავებ.
-ყოჩაღ!-წამოიძახა მხიარუად-ხეზე ძრომიალი გყვარებიათ.კარგი ვნახოთ აბა დაშავებული ადგილი. მაკრატელი მომაწოდე თამილა-გასძახა ექთანს რომელიც საბუთებს ჩასჩერებოდა.
-ახლავე ბატონო ბაჩანა-გამოერკვა ექთანი და ვერცხლისფერი დიდი მაკრატელი გამოუწოდა.
-ვწუხვარ მაგრამ შენი შარვლის გაჭრა მოგვიწევს,რადგანაც ფეხს ვერ ამოძრავებ გახდაც გაგიჭირდება.ამიტომ უნდა გავჭრა.. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-მკითხა და პასუხს დაელოდა.
-არა,არა.. რა წინააღმდეგი!-გავეცი პასუხი.
-ძალიან კარგი.-მითხრა და შარვლის გაჭრა დაიწყო.ფრთხილად და ნელნელა მოიწევდა მაკრატელი ზემოთ თეძოსკენ და თამამად მიჩნდებოდა შიშველი ფეხი, საქამრეც გაჭრა და ფაქტიურად ექიმი ჩვეულებრივად ხედავდა თუ როგორი ტრუსი მეცვა,უხერხულობას არ ვგრძნობდი,ის ხომ ექიმია და თავის საქმეს აკეთებდა.ბურდულისკენ გავაპარე მზერა. დავინახე როგორ გადადიოდა ფერები სახეზე.როგორ ჩასდგომოდა თვალებში მრისხანება და როგორ გამეტებით აჭერდა ერთმანეთს ყბებს.მისმა რეაქციამ ღიმილი მომგვარა „ჩემი გიჟი“ გავიფიქრე.-ოჰო! ასეთი რა ჩამოვარდი კი მაგრამ, რა დღეში გაქვთ ფეხი-წამოიძახა ექიმმა.-ჩაქცევები დაბეჟილობა და სავარაუდოდ მოტეხილი უნდა გქონდეს.-თამილა,ანკეტა შეავსე და რენდგენის გადასაღებად მოამზადე,ახლავე დავბრუნდები მე.-დაუბარა ექთანს ბაჩანამ და პალატიდან გავიდა.
-რა სახე გაქვს ლექსო,რა იყო?-ვკითხე ბურდულს,ვითომ არ ვიცოდი მისი გამომეტყველების მიზეზი.
-ა?..-გამოერკვა- არაფერი ისეთი. გტკივა ახლა?-მკითხა და ჩემს დალურჯებულ ფეხს დახედა.
-კი მტკივა,ასე მგონია რაღაც მყავს ჩამძვრალი და ძვალს მიხრის.-ვუთხარი სახე დამანჭვით.
-კაი,გაუძელი და კარგად გახდები მალე.-მითხრა და თავზე მაკოცა-იქნებ გამაყუჩებელი გაუკეთოთ?!-მიმართა ექთანს უკმაყოფილო ხმით.
-გავუკეთებთ ახლავე!-გასცა პასუხი ცხვირ აბზუებით თამილამ.რენდგენი გადამიღეს და ექიმის ვარაუდი დადასტურდა.ფეხი მოტეხილი მქონდა. თაბშირში ჩამისვეს და ისე გამიშვეს სახლში. გზად აფთიაქში ყავარჯნები მიყიდა ლექსომ და გვარიანადაც დამცინა.ბავშვმა ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა შეცბა. თვალები აუწყლიანდა. ჩემმა დამ შეიცხადა,ჩემი ძმაც იქ დამხვდა ალექსანდრესთან სახლში.დიდის ამბით დამტრიალებდნენ თავზე,გავიცანი ლექსოს და. ძალიან დახვეწილი და სასიამოვნო მოსაუბრე იყო. მომეწონა ძალიან. რაღაც ძალიან თბილად მოვიდა გულთან. 
შაბათი იყო,მეორე დღეს ჯეისონი აპირებდა ჩამოსვლას.კვირა დილით ალექსანდრეს ეკლესიაში წავყვანას ვგეგმავდი. შუა ღამით გამეღვიძა,სამი სრულდებოდა. საწოლზე წამოვჯექი და ყავარჯნებს დავწვდირომ ავმდგარიყავი. შევხედე ბურდული არ იყო ლოგინში. ვიფიქრე საპირფარეშოში თუ არის თქო მაგრამ არ დამიხვდა იქ. ტელეფონზე დავურეკე გამორთული ჰქონდა.აივანზე გავედი,მანქანა ეზოში ეყენა. ძლივს ჩავედი კიბეებზე.იქნებ გარეთ იყოს თქო,შემოსასვლელში პატარა მაგიდაზე გასაღები დავინახე მანქანის.
დავწვდი და გარეთ გავედი. გული მიკანკალებდა,არ მინდოდა მართალი გამომდგარიყო ის რასაც ვვარაუდობდი.ხელის კანკალით გამოვაღე მანქანის კარი და უჯრა მოვქექე. იარაღი აღებული დამიხვდა....

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now