7

762 31 0
                                    

7 თავი.

-ღამით,როცა წამოწვები ხოლმე,რაიმე წაიფარე,თორემ გამიცივდები!-მითხრა და კარში შესასვლელად შებრუნდა.გაგონილმა ფარდა ახადა და საბოლოოდ დამარწმუნა იმაში,რომ ჩემი უჩინმაჩინი ბურდული იყო.ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია.მეშინოდა ბანდიტი რომ გადამეკიდა,მეშინოდა ჩემი თავის,რადგან ადრევე ვხვდებოდი ბურდული ჩემი ინტერესის სფერო გახდა.მიხაროდა,რომ ჩემზე ფიქრობდა,რომ ზრუნავდა.მტკიოდა სხვასთან რომ იყო,მიუხედავად იმისა,როგორც მისი საქციელიდან გამომდინარე სჩანდა მე მოვწონდი,კოცნიდა სხვას ჩემს მოურიდებლად.. "არა ეს ვერ არის აშკარად"გავიფიქრე და გაცეცხლებული შევვარდი კლუბში.შოთისთან მივიჭერი.
-შემივსე ერთი ჭიკა რაიმე სპირტიანი სასმელით.-ვუთხარი და ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი.
-რა მოგივიდა ანა! ადამიანის სახე არ გაქვს-შეშფოთდა ბარმენი.
-მიდი,მიდი დამისხი და მერე მოგიყვები.-შოთიმ უხმოდ დამისხა ტეკილა.წყალივით დავლიე,ისედაც გაცეცხლებულ გულზე სულ წამომახურა.-წავედი მე,დავითმა რომ მიკითხოს მოკვდა ანათქო ან რამე მოიფიქრე არ ვიცი-მივახალე და გასახდელისკენ წავედი,შოთის არაფრის თქმა არ ვაცადე.ტანსაცმელი გამოვიცვალე და დარბაზში რომ დავბრუნდი შოთის გავძახე-კარგად ვარ,არ ინერვიულო.უბრალოდ ახლა აქედან უნდა გავიდე აუცილებლად.-კარგიო დამიქნია თავი გაოცებულმა.
გარეთ რომ გამოვედი წვიმდა.ჩქარა გავუყევი სახლისკენ გზას.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. "ანა! ტატო ვარ,შოთიმ მომცა შენი ნომერი.მითხრა,რომ განერვიულებული ყოფილხარ.ახლა როგორ ხარ?".. მივწერე "კარგად ვარ,კარგად. ხვალ შეგეხმიანები".. მობილური გავთიშე.ალკოჰოლმა გზაში მიწია,საიამოვნოდ გამაბრუა და დამიბრუჟა კეფა და მუხლები.კარგა გვარიანად დავსველდი. სახლში შესულმა თვალი მოვავლე იქაურობას.ისევ სიმშვიდე იყო.
-ჰმ!ბურდული.. ჩემზე შემოჩენილი უჩინმაჩინი ალექსანდრეა.. ლექსო ბურდული კრიმინალი! ლექსო ბურდული მექალთანე!ლექსო ბურდული რისხვა! ლექსო ბურდული გიჟი და არანორმალური! ბურდული საშინლად სიმპატიური! ბურდული საშინლად საყვარელი! ბურდული!..-ვლაპარაკობდი ჩემთვის გაბრაზებული და თან სველ ტანსაცმელებს ვიხდიდი.ტრუსის ამარა დარჩენილ სხეულზე პიჟამოს ზედა გადავიცვი და თავზე პირსახოცი მოვიხვიე,თმას რომ არ დავესველებინე.. ოთახში შევედი და საწოლში შევწექი.-დეგენერატი! იდიოტი!-განვაგრძობდი ალექსანდრეს ლანძღვას.ღამემ და ცოტაოდენმა ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და ძილი მომერია,ემოციებიდან დაცლილს ღრმად ჩამეძინა...
მესიზმრა.. ცეცხლში ვიდექი და სახეს ცეცხლის სიმხურვალე მიწვავდა,გაქცევა მინდოდა მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი.. ვგრძნობდი ვბორგავდი.ძლივს გავახილე თვალები.თავის გაუნძრევლად ავხედე ტუმბოზე დადებულ ელექტრო საათს. დილის რვის წუთებს მიჩვენებდა.ისევ დავხუჭე თვალები.. ლოყაზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი,სახე ამეწვა აი ზუსტად ისე როგორც სიზმარში.. თავის გადმობრუნება ვცადე,მეორე ლოყა ბალიშის ნაცვლად მკლავზე მედო.. არა ჩემი მკლავი ნამდვილად იყო!! საბანი ფრთხილად ავწიე და ჩემს სხეულს დავხედე.მუცელზე ხელი მქონდა მოხვეული.არც ეს იყო ჩემი ხელი!! სწრაფად დავიფარე და თვალები დავჭყიტე დაძაბულობისგან.ფრთხილად გადმოვაბრუნე თავი,რომ მენახა ვინ იწვა ჩემს საწოლში ჩემს უკან. ფანჯრიდან შემოსული დილის რიჟრაჟის და ელექტრო საათის განათებაზე ჩემზე მოკრული მძინარე ბურდულის სახე ამოვიცანი.ჯერ გამაჟრჟოლა,გამაცია,ცივმა ოფლმა დამასხა,დამამუნჯა.. მერე მისმა მშვიდმა სუნთქვამ სითბო ჩამიღვარა გულში,ისე საყვარლად ეძინა, სუნთქავდა და თან ისე ვყავდი ჩახუტებული მომინდა გადავბრუნებულიყავი და მეც მივხუტებოდი.მაგრამ არა!! ამას არ გავაკეთებდი.. ინსტიქტურად კივილი მოვრთე და წამოხტომა ვცადე საწოლიდან.ჩემს კივილზე ლექსომ შეიღვიძა.თავი ოდნავ წამოწია და ცალი თვალ მოჭუტულმა გაბრაზებული ტონით მითხრა:
-რა გაკივლებს გოგო ამ დილაუთენია,გაჩუმდი და მაცალე რა ძილი!-ხელები მაგრად მომხვია და თავი ისევ ბალიშზე დადო.ძილს აპირებდა.გავგიჟდი მის ასეთ რეაქციაზე.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?-გავკიოდი.
-ხომ გითხარი "ბლიად" გაჩუმდითქო-იღრიალა.მერე წყნარადა მითხრა.-აი უბრალოდ გაჩუმდი!ძალიან მეძინება.-მეუბნებოდა ისე თვალებს არც ახელდა.ვითომ გათიშულს ეძინა.მარჯვენა ხელი,რომელზეც თავი მედო პირზე ამაფარა,ხმის ამოღების საშუალება არ მომცა.-ჰო აი ეგრე გაჩუმდი! ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ!-შემაქო და უფრო მოემგვანა საწოლში,ტკიპასავით მომეკრა უკნიდან.ხმა ჩამივარდა,ვერაფერს ვერ ვამბობდი,ყელში ბურთი გამეჩხირა,საცაა ავტირდებოდი.მხოლოდ ტრუსებით და მაისურის ამარა ვიწექი საწოლში და ჩემთან ერთად უცხო მამაკაცი იწვა,რომელიც არც კი მაძლევდა იმის საშუალებას ავმდგარიყავი და ჩამეცვა მაინც.დავნებდი და მოვეშვი,ნელა დავდე თავი ისევ მის მკლავზე.თვითონ კი ისევ მშვიდად განაგრძობდა სუნთქვას.სხეულის ყველა ის ადგილი მეწვოდა სადაც კი მეხებოდა,მთლიანად ვხურდი.არ დამძინებია,ან რა დამაძინებდა.უბრალოდ ვიწექი ჩუმად და სუნთქვისაც კი მეშინოდა. ასე ვიყავი დაახლოებით ორმოცი წუთი. მეტკინა მარჯვენა გვერდი ერთ მხარეზე ნაწოლი,ფრთხილად ვეცადე გადმობრუნება და გულაღმა დაწოლა.გამომივიდა.ისევ ეძინა ბურდულს,მაგრამ ხელები არ გაუშვია ჩემზე.მარწუხებივით ჰქონდა შემოჭერილი.ავწრიალდი,ვერ მოვისვენე ლოგინში,თან მართლა ძალიან მცხელოდა. საათს გადავხედე,მერე ლექსოს უკან მდგომ ტუმბოზე მობილურს.მოკლედ ნერვებმა ერთ ადგილას გაუნძრევლად ყოფნას ვერ გაუძლეს.
-არ იცოდი ხოლმე ასე მოუსვენრად ყოფნა საწოლში!-მითხრა თვალებ გაუხელელად ალექსანდრემ.
-ოჰ!იკადრა გაღვიძება.-ამოვიღე ენა-გამიშვი,გაწიე ხელები.-ვცადე მისი ხელი მომეშორებინა,რომელიც წელზე ჰქონდა შემოხვეული,მაგრამ ამაოდ ვეჭიდავებოდი.-ეს რა წესია?სახლში იპარები. ეგ არ იკმარე და საწოლში მიწვები.გეკითხები რა წესია?!-წამოვენთე.ლექსომ თვალები გაახილა,ერთხანს ჩუმად მაკვირდა,მერე ისედაც ბოხი ხმა ახალ გაღვიძებულზე სულ დაბოხებოდა, მითხრა:
-ძალიანაც კარგი წესია,შემოვედი არ შეგაწუხე,ადე ქალო კარი გააღეთქო,ჩუმად ჩემთვის დავწექი და დავიძინე.რას უწუნებ ჩემს წესს?-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ვერ ხარ ხო?-წამოვიძახე.
-ოო ნუ წიკვინებ რაა.. შენ,რა წესია ერთი, ახალგაზრდა გოგო ტრუსებით რომ წვები დასაძინებლად?-გადავიკისკისე მის ნათქვამზე.თვითონაც გაეცინა.
-აი ვინ გეკითხება შენ,მე ჩემს სახლში და ჩემს საწოლში როგორ დავწვები და რას ჩავიცვამ?-ვუთხარი სიცილს რომ მოვრჩი.
-ჰოდა,აი შენც არავინ გეკითხება,ჩემს სახლში როდის მოვალ და როდის დავიძინებ ჩემს საწოლში.გასაგებია?-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ჰაჰ!-აღშფოთებისგან აღმომხდა- მოდი ხელზე მიჩქმიტე,მესიზმრება მგონი.სიზმარში ვარ ჰო?-ვეუბნებოდი გაფართოვებული თვალებით.
-ჰო კაი,მოდი გიჩქმეტ,მოწიე ხელი!-მარჯვენა ხელით,რომელზეც თავი მედო ჩემი მარჯვენა აიღო და მისი მარცხენა ხელით მკლავზე მიჩქმიტა.
-აუ!!!-წამოვიძახე ტკვილისგან და ხელი მოვისვი მტკივან ადგილას.-მეტკინა ველურო!
-ხო მთხოვე ჰოდა მეც შევასრულე.კაი მიდი ადექი ახლა და ჩაიცვი.-მითხრა და საბანი გადამხადა.თვითონ ჩაცმულს ძინებია,შავი მაისური და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა.ამ ჟესტმა უფრო გამიღვივა მის მიმართ ნდობა.მაგრამ მე სირცხვილისგან რა მექნა არ ვიცოდი. ისიც მრცხვენოდა ერთ საწოლში რომ ვიწექით,მაგრამ ასე დღის სინათლეზე რომ რომ გამომამზეურა,მეუხერხულა ძალიან. თან შემცივდა.
-დამაფარე საბანი გავიყინე!-საბანს მოვეპოტინე ,მაგრამ არ მაფარებდა.გავბრაზდი,გავიბერე და კოპებ შეყრილმა წამოვხტი საწოლიდან.მაისური ძლივს მიფარავდა საცვალს.კარადიდან შარვალი გამოვიღე და ამოვიცვი.-შენც ადექი დროზე და წადი აქედან.იმ კარებს ამოვჭედავ და მერე ვნახავ როგორ შემოხვალ.-ვუთხარი ისევ გაბუსულმა და ფეხსაცმელების ჩაცმა დავიწყე.
-სად მიდიხარ?-მითხა და საწოლზე წამოჯდა. თმები სასაცილოდ ჰქონდა აბურძგნული და ძალიან საყვარლად მიყურებდა.ვდნებოდი მისი შემხედვარე,მაგრამ ეს შინაგანად,გარეგნულად კი ისევ ისეთი შეუვალი სახე მქონდა.
-დაბლა ჩავდივარ,ყავა არ მაქვს და უნდა ვიყიდო.-ვუთხარი მკაცრად.
-აუ ყავა მეც მინდა.დაიცა შენ იყავი და მე ჩავალ!-თქვა და საწოლიდან ადგა.
-ალექსანდრე! მაბრაზებ უკვე..-მთელი სერიოზულობა ჩავაქსოვე ხმაში.
-ანა! ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს მე.. - გამხადა ღირსი მომესმინა მისი მკაცრი ხმა.იმდენად კატეგორიულად მითხრა,წინააღმდეგობა არ გამიწევია.უბრალოს ზედმეტი იქნებოდა იქ ჩემი ლაპარაკი.არც ის მინდოდა,რომ "ქაჯი" გამოვსულიყავი მის თვალში.
-კარგი!როგორც ინებებთ ბატონო ალექსანდე!-ირონია გავურიე ხმაში.
-ძალიან კარგი,ქალბატონო ანა! და ეს დაიმახსოვრე ყოველთვის,საშინლად არ მომწონს როცა მეწინააღმდეგებიან.
-ჰმ! დავიმახსოვრო?
-ჰო დაიმახსოვრე,სამომავლოდ გამოგაგება!-მითხრა და თვალი ჩამიკრა.-მიდი წყალი აადუღე და ხუთ წუთში აქ ვარ.რა წამოგიღო კიდე ყავის გარდა?
-არაფერი!
-კარგი ჩემით მოვიფიქრებ.-მოვიდა თავზე მაკოცა და კარი გაიხურა.მოწყვეტით დავვარდი საწოლზე. იმ წუთას ყველაზე ბედნიერი და შიშით გარემოცული ადამიანი ვიყავი...

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now