22

1K 21 0
                                    

22 თავი.

-შენ რა უნდა ქნა?.. თავიდან ბოლომდე მოყვები ყველაფერს.-მიღრიალა ისევ.
-არაფერი არ მაქვს მოსაყოლი!-ვუყვირე თითქმის. 
-აი ზუსტად მაგიტო,დაისჯები ასე ჯიუტი რომ ხარ!
-სახლში წამიყვანე ბავშვთან ალექსანდრე!-მუდარა ჩავდე ხმაში.
-არა თქო გითხარი და მორჩა,შენი ხმა არ გამაგონო!-მეგონა ყურის ბარაბნები დამისკდა ისე დამიყვირა ბურდულმა.გალახული ლეკვივით მოვიბუზე და ჩუმ წკმუტუნს მოვყევი. ვბრაზობდი საკუთარ თავზე აქამდე რომ მივიყვანე ყველაფერი,ვბრაზობდი ლექსოზე ასე რომ მიმეტებდა,ვბრაზობდი დედაჩემზე რომ გამაჩინა და საერთოდაც რომ ვარსებობდი.. ვბრაზობდი მთელ სამყაროზე და კაცობრიობაზე.. უხმოდ ვტიროდი.შემეშინდა... ბურდულის შემეშინდა,ის ხომ კრიმინალია,ადამიანიც ჰყავს მოკლული,როგორც თვითონ თქვა.რავიცი და მეც არ მიმაკლას სადმე... ამის გაფიქრებისას სისხლი ამიდუღდა,გულს მთელი ძალით მოასკდა და ვიწრო სადინარის გავლას მტკივნეულად ცდილობდა.თვალი გავაპარე მისკენ,მრისხანება ისევ აღბეჭვდოდა.მანქანამ გზატკეცილიდან მარჯვნივ გადაუხვია და ცოტა გზის გავლის შემდეგ სოფლის შარის მსგავს გზაზე გავიდა.ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი,რომ მეკითხა სად ვართ თქო. მალევე სოფლის დასახლებაც გამოჩნდა.მიუხედავად ცუდი გზისა,ბურდული მაინც მაღალი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას.რამოდენიმე ხანში მოსახლეობა უკან მოვიტოვეთ.ირგვლივ უდაბნოსავით ცარიელი სივრცე იყო.სადღაც გზის ბოლოს შევნიშნე ღობე,პატარა ხის სახლით.შიშმა უფრო მიმატა,რომ მომკლას და მიმამარხოს იქ,კაციშვილი ვერ მნახავსთქო გავიფიქრე.ჩემი ფიქრი ბაგეებს ხმამაღლა წამოცდა.
-უნდა მომკლა?-ვკითხე ხმაგაპარულმა.უცებ მოაბრუნა თავი ჩემკენ,წამით მიყურა.
-ხომ ხარ ღირსი?-მკითხა აუღელვებლად.სახე ისევ სატირლად დამებრიცა.
-მე თუ არ გეცოდები,ბავშვი მაინც შეიცოდე,უჩემოდ როგორ უნდა იყოს.
-არა უშავს,შეეჩვევა მალე ახალ დედას.-ისევ მშვიდად მითხრა. მის ასეთ პასუხზე გული ამომიჯდა ტირილისგან.პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი.
მანქანა ჭიშკართან გააჩერა.
-იჯექი არ გადმოხვიდე-მიბრძანა, თვითონ კი გადავიდა.ჭიშკარი გააღო და მანქანა ეზოში შეიყვანა.-გადადი!..
უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და იქვე დავდექი.უკან დამიდგა.მარჯვენა ბეჭის ძირში თითი მიჯიკა მსუბუქად,მანიშნა წადიო.დამნაშავესავით თავ ჩახრილმა ავიარე კიბის ხუთი საფეხური და სახლის კარებთან გავჩერდი. გასაღები საკეტს მოარგო და შინ შემიყვანა.ოთახს ფანჯრებიდან შემოსული ზაფხულის შუადღე ანათებდა.თვალი მოვავლე იქაურობას.ხის მოყვითალო მბზინავი კედლებით იყო სახლი მორთული.ოთახის შუაში ხის მაგიდა და ოთხი სკამი იდგა.მარცხენა კუთხეში დიდი სკივრი,იწონებდა თავს მასზედ დაყრილი ფერადი მუთაქა ბალიშებით.მარჯვენა კუთხეს ბუხარი და კედელზე მიმაგრებული სანთლიანი შანდლები სძენდა სასიამოვნო იერს,ბუხრის წინ ორი დაწნული სავარძელი იდგა. 
-მეგონა,სადღაც სარდაფში ჩამიყვანდი და იქ მომისწრაფებდი სიცოცხლეს წამებით, საოპერაციო იარაღების საშუალებით.-წარმოვსთქვი ტირილისგან დაბოხებული ხმით.
-აქაც შეიძლება მაგის გაკეთება.-მითხრა უემოციოდ.
-მიდი მერე რას ელოდები?!... დაიწყე,მე მზად ვარ!-დავიყვირე ბოლო ხმაზე,მოთმინების ფიალა ავსებულმა.მისი მშვიდი გამოხედვა მაგიჟებდა.როგორ შეეძლო ასე მშვიდად ეყურებინა ჩემთვის,როცა ასეთ დღეში ვიყავი.
-შენს მორჯულებას ველოდები.. შენს დაჭკვიანებას და გაზრდას.
-ჩემგან რომ წახვედი მაშინ გავიზარდე მე ..მაშინ დავჭკვიანდი.. თუ დაგაკმაყოფილებს გეტყვი... შენი წყალობით!-ბოლო სიტყვები ზიზღით ვთქვი.
-მგონი გასაგებად აგიხსენი რაც მოხდა მაშინ!-აუწია ხმას ლექსომ.
-უნდა გაგეფრთხილებინე რომ მიდიოდი... არ მოვიდოდი იმ საშინელ დღეს შენთან სახლში და არ მოვისმენდი გაბროსგან იმ სიტყვებს.. უნდა მცოდნოდა,გესმის უნდა მცოდნოდა!-გავკიოდი ნერვებ დაჭიმული.
-არ იყო საჭირო მეთქვა შენთვის ჩემი მარშუტი.. როცა მომინდება მაშინ წავალ და მოვალ გასაგებია? და ამისთვის არ ვაპირებ ვინმესგან ნებართვის აღებას.. მითუმეტეს ისეთ საქმეზე მივდიოდი,ხო საერთოდ არ ვიყავი ვალდებული რაიმე მეთქვა...-ამყვა ყვირილში ბურდული.
-სადაც გინდა იქ წადი.. არ მაინტერესებს.. შენი ცოლი მედარდება.. საწყალმა გოგომ რა დააშავა ასეთი შენი ცოლობა რომ ერგუნა წილად.-ბოლომდე ნერვებ მოშლილი და სიკვდილის მოლოდინით მზად ყოფნაში ვიყავი. სანამ მომკლავს ჩემს ბოღმას და სიბრაზეს გადმოვანთხევთქო ვიფიქრე და გამწარებულზე რაც მადგებოდა ენაზე ვლპარაკობდი იმას.
-ჩემს ცოლს შეეშვი.. შენს ქმარზე რას მეტყვი,შენ როგორ აგიტანა? ან როგორ უნდა აგიტანოს?
-ჩემი ქმარი შენნაირი მხეცი არ არის!-თვალ წინ გეი ჯისონი დამიდგა.გადახარხარება მომინდა უცებ.თავი ძლივს შევიკავე-ვუყვარვარ და მისთვის ჩემი ბედნიერებაა მთავარი!..
-მართლა?-მკითხა წარბ აწევით,თითქოს გაუკვირდა.
-ხო მართლა!
-და მე სულ არ გიყვარვარ არა?
-შენ რატომ უნდა მიყვარდე?
-არა ხო? 
-არა!-მივახალე უარი და თავი ამაყად ავწიე მაღლა,იმ წუთას მის მიმართ არანაირ სიყვარულს არ განვიცდიდი,მხოლოდ შიში და სიბრაზე მქონდა.
მრისხანებით შემომხედა,უთქმელად გავიდა გვერდით ოთახში,წამებში შემობრუნდა,ხელში დაგრეხილი თოკი ეკავა.მომიახლოვდა,სკამზე ძალით დამსვა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე სწარფად მომახვია თოკი მთელ სხეულზე და სკამთან ერთად გამკოჭა.-რას აკეთებ?!-ამოვიკნავლე.
-ხომ დაინახე გზა როგორია აქ მოსასვლელი? ჩემს გარდა არავინ იცის ამ სახლის არსებობა... არ გიყვარვარ არა?! ჰოდა იყავი მანდ... კარგა ხანს მოგიწევს ყოფნა ეგრე.... უი ხოო,მანქანაში „სკოჩი“ მაქვს პირი რომ აგიკრა...-გაშტერებული ვუყურებდი და ვუსმენდი,ნუთუ მართლა მიმეტებდა სიკვდილისთვის.სახლში „სკოჩით“ ხელში დაბრუნდა და შემოსვლისთანავე დაიწყო გახსნა,რომ პირზე აეკრა ჩემთვის,არ მიყურებდა ისე მიახლოვდებოდა,
-ალექსანდრე არ ქნა ეგ,გთხოვ!!-ვემუდარებოდი ტირილით,მაგრამ არ მისმენდა.მარცხენა ლოყაზე დამაკრა „სკოჩის“ ბოლო და ტუჩებისკენ წამოიღო რომ დამემუწა პირი.მივხვდი,რომ არ ხუმრობდა გააკეთებდა იმას რასაც შემპირდა და სასოწარკვეთილმა წამოვიძახე-მიყვარხარ! ჰო.. მიყვარხარ.. ერთადერთი მამაკაცი ხარ ჩემს ცხოვრებაში,ჯეისონი არასოდეს ყოფილა ჩემი ქმარი,ეს ფიქტიური ქორწინება იყო.. მტკიოდი და საშინლად მენატრებოდი მთელი ეს დრო..შენზე ფიქრში იწყებოდა ყოველი დღე.. სანაპიროზე გავდიოდი შენი სუნი რომ მომენატრებოდა,ტალღებს მოჰქონდა ჩემთან... ბავშვსაც მიტომ დავარქვი შენი სახელი.. რომ მიყვარხარ!..ფეხმძიმობა მოვიგონე იმიტომ,რომ არ მინდოდა საცოდავი გამოვჩენილიყავი შენს თვალში,მითუმეტეს,რომ სხვა მოგყავს ცოლად! -თითქმის ვბღაოდი მთელი ხმით,ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.-ამის მოსმენა გინდოდა?!.. ხომ მოისმინე ახლა..-ბურდული უხმოდ მიხსნიდა თოკს. მკლავებზე ხელები მომკიდა და წამომაყენა,ერთხანს ჩუმად იდგა და მიყურებდა,მეც დაბნეული და ცრემლისგან დაბურული თვალებით მივჩერებოდი.
-ამდენი ამბავი სეიფის პატრონებთან არ მჭირდება,რომ მითხრან რკინის ყუთი რომელ კედელშია ჩამალული.-მითხრა ღიმილით-რაც თქვი ისედაც ვიცოდი... შენგან მინდოდა მომესმინა... ბეჭედი რომ გაგიკეთე ხელზე .. იმ წამიდან ჩემი ცოლი ხარ!-არ ვიცი რა ვიგრძენი ამ სიტყვების მოსმენისას,ვერაფერს ვერ ვფიქრობდი... უბრალოდ ტვინის ხვეულები უთოს პირივით გასწორდა და აზროვნების ნასახი არ შემრჩა.გავხევდი,გავშეშდი და ისე გაურკვეველ და გაოცებულ მდგომარეობაში მივჩერებოდი ბურდულს. იდგა და მიღიმოდა... სისხლი თვალებში მომაწვა.. 
სიბრაზემ ტვინს ხვეული გაუკეთა და ბურდულს მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გავარტყი... თითქოს მოელოდა ჩემს ასეთ საქციელს, წყნარად ჩამოისვა ხელი წვერებიან ლოყაზე და ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია... ღრმად და ჩქარა ვსუნთქავდი... ცრემლიანი სახე უცებ ხელის გულით გავიმშრალე და სანამ რამეს მეტყოდა მეორედ გარტყმა დავუპირე.. მოქნეული ხელი ჰაერშივე დამიჭირა და გულზე მიმიკრა..
-გამიშვი შენ საზიზღარო!... სადისტო!..-დავუკივლე და მისგან განთავისუფლება ვცადე.მაგრამ ამაოდ,რაც უფრო მეტს ვფართხალებდი უფრო და უფრო მეცლებოდა ძალა.ბურდული კი კმაყოფილი და გაღიმებული სახით ცდილობდა ჩემს შებოჭვას და ხელების დაკავებას.რომ მიხვდა რომ მეტი თავი არ მქონდა ბრძოლის, ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-ჩემი პატარა სულელი გოგო ხარ შენ!-მითხრა და გიჟივით დამაცხრა ტუჩებზე,ზუსტად ისე,როგორც პირველად... მისი ცხელი და ვნებიანი ბაგეების შეხებამ მთელ ტანში ვიბრაციასავით დამიარა... ჩემში ქალმა გაიღვიძა,ქალმა რომელსაც ასე ძალიან ენატრებოდა ბურდულის შეხება,ალერსი და მოფერება... მეც ავყევი მისი ტუჩების მოძრაობას... გულის ცემა ერთი გაგვიხდა... ერთმანეთის ჰაერით ვსუნთქავდით.. აჩქარებული პულსს ვნებიანი ალერსი აკონტროლებდა...

ქმედება ოცნების ნაცვლად Kde žijí příběhy. Začni objevovat