20

896 24 0
                                    

20 თავი.

არ მოველოდი ბურდულის იქ ნახვას და მოულოდნეობისგან შევკრთი.
-მგონი ცოტა ანერვიულოდი ხო?-მკითხა და გამომცდელი მზერით დამაკვირდა.
-მოგეჩვენა!.-ვუთხარი უტეხად და გვერდი ავუარე,დარბაზისკენ წავედი.მკლავში დამქაჩა და თავისკენ მიმიზიდა ისე ძლიერად,რომ გულ-მკერდზე მივეკარი.ცალი ხელი გვერდებზე მომხვია და თვალებში ჩამხედა.მძიმედ და ღრმად სუნთქავდა ,თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადაიტანა,მივუხვდი ჩანაფიქრს და თავი უკან გავწიე.
-გამიშვი ვერ ვსუნთქავ!--სუნთქვა შეკრულმა და გვერდებ ატკივებულმა ამოვიკნავლე.
-მითხარი რომ გიყვარვარ!-მითხრა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი.
-არა,არ მიყვარხარ! გამიშვი მეტკინა გვერდები.
-ცრუობ ანა!აღიარე რომ გიყვარვარ-არ მეშვებოდა და თან ახლოს მოჰქონდა სახე,მისი ცხელი სუნთქვა მთელ კისერზე ცეცხლის ალს მდებდა.
-ალექსანდრე შემეშვი.
-ხომ იცი ვერ მომატყუებ და ჩემთან არ გამოგივა ეგ თამაშიცემი სულელი გოგო-ჩაიცინა და ყელზე ნაზად მაკოცა.მთელ ტანში დამიარა მისი ტუჩების შეხებამ.თვალები ინსტიქტურად მიმელულა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე ,არ მინდოდა მეღიარებინა მის წინაშე,რომ დაუვიწყარი და უძლიერესი სიყვარული მქონდა მის მიმართ და არც არასდროს გამნელებოდა.
-ძალიან ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს,ხომ არ გავიწყდება რომ ქმარი მყავს?-ვუთხარი მკვახედ და ვეცადე გავნთავისუფლებულიყავი მისი ხელიდან.
-რომ მკოცნიდი ისე ვნებიანად მაშინ არ გყავდა ქმარი?
-გაუაზრებლად მოხდა ეგ რაც არ უნდა მომხდარიყო,შეცდომა იყო!
-და ახლა რომ ეჭვიანობ გათხოვილი ქალი სხვა კაცზე,ეგეც შეცდომაა?
-არ ვეჭვიანობ,რაღაც გეჩვენება.. გამიშვი თორემ შევწუხდები,ვერ ვსუნთქავ უკვე-მართლა გამიჭირდა სუნთქვა ტკივილისგან და იმის გამოც,რომ ფაქტზე გამომიჭირა ბურდულმა.
-რატომ ხარ ასე ჯიუტი?-არ მეშვვებოდა მაინც.
-არ ვარ ჯიუტი,უბრალოდ სიმართლეს ვამბობ,მაგრამ შენ არ მოგწონს,რადგან სასურველი პასუხი ვერ მიიღე ჩემგან.ვერც მიიღებ რაც არ არსებობს,ის როგორ გითხრა?!-მტელი დამაჯერებლობით ვუთხარი. უცებ შემიშვა ხელი,ძლიავ შევიმაგრე თავი თორემ იატაკზე გავიშხლართებოდი.სახე მოეღრუბლა,ზღვა აუღელდა და ისე მითხრა.
-ერთხელაც იქნები მაგ სიჯიუტეს გადაგაჩვევ!-გამეცინა მის ნათქვამზე.
-ნეტავ როგორ? შენ გიჯობს მე შემეშვა და შენს გოგოს მიხედო,თორემ გაგექცევა-ვუთხარი სიცილით და დარბაზისკენ გავიხედე.არაფერი არ უთქვამს მრისხანებით მომავლო თვალი და გაბრუნდა.რამოდენიმე ხანში დავინახე როგორ დატოვა ბურდულმა და მისმა გოგომ კლუბი.გული ჩამწყდა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მეგონა მარტო არ მოხვიდოდი-მითხრა შოთიმ.
-ხო,ერეკლეც აპირებდა წამოსვლა,მაგრამ თავი აქვს გატეხილი-ვუთხარი ნაძალადევი სიცილით.-ვწუწაობდით და წყლიანი ჭურჭელი მოვარტყი თავში.
-მერე როგორაა?-ტატომ ჩართო საუბარში.
-სასწრაფო გვავდა გამოძახებული,ჭრილობა დაუმუშავეს და ახლა კარგად არის,უბრალოდ თავი ტკიოდა და დარჩენა ამჯობინა. 
-ბურდული ნახე ხო?-მკითხა შოთიმ შეპარვით.
-კი ვნახე თავის ლამაზმანთან ერთად იყო-ვუთხარი ისე,თითქოს არ მაინტერესებდა მასზე არაფერი.
-მერე?
-რა მერე? იყო და იყოს რაა.. რაში მედარდება.-არ გავიტეხე იხტიბარი.
-ანა!-ისეთი ტონით დამიძახა შოთიმ მიმახვედარა „კაი ახლა ჩემთან რად გინდა ეგ ტყუილიო“.
-ხო კარგი.. გავსკდი გულზე!-ვაღიარე და თვალები ამიცრემლიანდა.
-მერე რატომ იწვალებ თავს? მიდი რა ჩაკიდე ხელი და იყავით ერთდა და ბედნიერად.ხომ ხედავ ეგ ერთობა და შენ კიდე იტანჯები აქ..
-ჰოდა რომ ერთობა მიტომაც არ მინდა ჩავკიდო ხელიეგრე გაერთობა ეგ სულ და მერე სულ მომეშლება ნერვები.თან ასე უცებ არ იმსახურებს ჩემგან პატიებას.. რა არის იცი?! კი მინდა მასთან ვიყო,მაგრამ რაღაც მაბრკოლებს,რაღაც არ მადგმევინებს ამ ნაბიჯს.. იქნებ და აღარ მიყვარს ისე ძალიან რომ მასთან ცხოვრება მინდოდეს.-გამოვთქვი ჩემი ფიქრი ხმამაღლა და საკუთარ ნათქვამს შიშით დავუკვირდი. იქნებ და მართლა ასეა?.. არა,არ არის ასე,ამომძახა ჩემმა მემ.ბურდულის წასვლამ სევდა მომგვარა,ბიჭებს დავემშვიდობე და კლუბიდან გამოვედი,სასიამოვნო ზაფხულის ღამე იყო და ჩაფიქრებულმა იმ გზას დავადექი ექვსი წლის წინ ჩემს სახლთან რომ მიდიოდა. 
ფიქრებში ჩაძირულმა ისე მივედი კორპუსთან ვერც კი შევნიშნე. სვედიანი ღიმილით ავხედე მეხუთე სართულს.ფაჯარაში შუქი ჩანდა.გამახსენდა უჩინმაჩინის მოლოდინში როგორ გულის კანკალით ვარებდი ხოლმე კარს,სახლში შესულს ყვავილები და საჩუქრები რომ მხვდებოდა.როგორ ამოვჭედე კარები და გამოვიკეტე სახლში ბურდულის გამო,როგორ შემომივარდა ფანჯრიდან ლექსო,როგორ გავხდი მისი და როგორ მტკიოდა მისი წასვლიდან გამოწვეული პირველი დღეები.. თბილი,ტკბილი და მწარე მოგონებები მაკავშირებდა ამ სახლთან. ახლა კი სხვები ცხოვრობენ და მათთვის იქცევა ალბათ მოგონებების ბუდეთ აქაურობა. სახეზე თბილი ცრემლი ჩამომიცურდა,გული ამიჩუყდა ტირილი მომინდა,ტირილი ლექსოს გამო.. წარსულის გამო და იმის გამო ახლა სხვას რომ ეფერებოდა. ეზოში ლამპიონის ქვეშ მდგარ გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და ჩუმათ,გულამოსკვნილმა მოვრთე ტირილი.
გული რომ ვიჯერე დასიებული თვალებით და დარდით სავსე გულით უკან გამოვბრუნდი.სახლში მისულმა ალექსანდრეს მივუწექი და მთელი ძალით ჩავიხუტე.შეიშმუშნა და გადაბრუნდა. გამეღიმა და სევდიანმა ბედნიერებამ მომიცვა მისი შემხედვარე.რომ ვუკვირდებოდი ჩემს შვილს ვაანალიზებდი რა იქნებოდა მის გარეშე ჩემი სიცოცხლე?! არც არაფერი შეიძლება ცოცხალი არც ვყოფილიყავი ახლა.ფრთხილად ვაკოცე გავარდისფერებულ ლოყაზე და მასზე მიხუტებულს ჩამეძინა.
დილით დედაჩემის დაძახილმა გამაღვიძა.
-ანა! ჩვენ უნდა წავიდეთ დედი სოფელში.სახლი და საქონელი მეზობლების ამარა გვაქვს დატოვებული... 
-მეც მინდოდა წამოსვლა,მაგრამ ჯეისონს დაველოდები და ერთად ჩამოვალთ. ნანა და ბესო დამიტოვე კარგი?-ვუთხარი დედას საწოლზე წამოვჯექი,ალექსანდრესკენ გადავიხედე,არ დამხვდა ლოგინში.შეშინებულმა ვკითხე დედაჩემს-ბავშვი სადა?
-დილის თერთმეტი საათია უკვე და შენი შვილი ორი საათია ბაბუამისთან ერთად ერთად თამაშობს ეზოში-მითხრა ღიმილით.
-უი რა დრო მოსულა-ვთქვი გაკვირვებით- საჭმელი ჭამა ალექსანდრემ?
-კი,კი ჭამა... ადე ჩაიცვი მიდი და ჩვენც ვჭამოთ შენ გელოდებით ყველა.
-ერეკლე როგორაა,ისევ ტკივა თავი?-ვკითხე და თან ავდექი.
-არა,კარგადაა ახლა,ერეკლე წაგვიყვანს ჩვენ.
-კარგი,გამოვალ ახლავე.-ტელეფონს დავხედე შეტყობინება დამიხვდა.“დილა მშვიდობის,როგორ გეძინა? დღეს ბავშვი მინდა რომ ვნახო და რომელ საათზე შეძლებ რომ გამომიყვანო?“ ლექსო მწერდა.გული ამიჩქარდა,ხელის კანკალით მივწერე „ დილა მშვიდობისა,ალბათ შუადღის შემდეგ პარკში გამოვალთ და იქ მოდი“. პასუხი არ მომსვლია.დედა,მამა და ერეკლე სოფელში გავაცილეთ.ბესო და ნანა ჩემთან დარჩნენ.ბესო კომპიუტერს მიუჯდა და თავით გადაეშვა ვირტუალურ სამყაროში.ნანას ვუთხარი ალექსანდრე მამამისს უნდა შეხვდეს და უნდა წავიყვანოთქო.
პარკისკენ ნელა გავუყევით გზას მე და ჩემი შვილი.ლექსო უკვე მოსულიყო, ჩრდილში ფერად სკამზე იჯდა და გველოდა.ალექსანდრეს დავანახე მამამისი.
-ნახე დე ვინ მოვიდა!-ვუთხარი და აკანკალებული ხელი ბურდულისკენ გავიშვირე.ბავშვმა მის დანახვაზე ხელი გამიშვა და მამიკოს ძახილით მისკენ გაიქცა-ფრთხილად არ წაიქცე!-მივაძახე და უკან სწარაფად გავყევი.ბურდულმა გულში ჩაიკრა ბავშვი და სახე დაუკოცნა ღიმილით.მერე ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა.
-მამიკოს ვაჟკაცი და დიდი ბიჭი რომ ხარ შენ ხომ იცი?!-ჰკითხა და თავზე აკოცა.
-კი ვიცი! დედამ მითხრა-უპასუხა ბავშმა.
-ჰოდა ახლა მამაც გეუბნება,რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ და ეს მაგარი ბიჭი ჩემია!..
-გამარჯობა!-მივესალმე ბურდულს.
-გაგიმარჯოს,როგორ ხარ?
-კარგად ვარ,ავეწყვეთ იოლად აქაურ დროს და წუხელ კარგად მეძინა-ვუთხარი ღიმილით და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
-ძალიან კარგი!.. მე შენთვის საჩუქარი მაქვს და იმედია მოგეწონება-უთხრა ალექსანდრეს.
-საჩუქარი?-წამოიძახა ბავშვმა ინტერესით.
-კი!.. აი დამელოდე ერთი წუთით და ახლავე დავბრუნდები კარგი?-ბავსვი სკამზე დასვა ჩემს გვერდით და თვითონ სწარაფად წავიდა.მალევე დაბრუნდა ერთ ხელში ფეხბურთის ბურთი ეკავა და მეორეში კისერზე რემენ მობმული კავკასიური ნაგაზის ლეკვი.ლეკვის დანახვაზე სიხარულისგან შევკივლე. სიხარულში ალექსანდრეც ამყავა და ორივემ ხტუნვა დავიწყეთ.
-აი შენი საჩუქარი.-უთხრა ღიმილით ბავშვს და ლეკვი ძირს დასვა-მაგრამ დედიკოს ისე გაუხარდა ხანდახან ისიც ათამაშე კარგი?-გაიცინა და რემენი გაუწოდა ბედნიერებისგან აღფრთოვანებულ პატარა ბურდულს.
-რა მაგარიააა!-წამოიძახა ბავშვმა.
-ესე იგი მოგეწონა ხო? 
-კიი!..
-რა მაგარიაა-ჩავერთე მეც-ძალიან უყვარს ძაღლები და ცხენები. ვაიმე რა ბუთხუზაა.-ლეკვის წინ ჩავიცუცქე და ხელში ავიყვანე.ცხვირზე გავუხახუნე ცხვირი.-რა ჰქვია?-ვკითხე მოცინარ ბურდულს.
-არ აქვს ჯერ სახელი..ალექსანდრემ შეურჩიოს! რას დაარქმევ?!
-დე რა დავარქვა?
-რავიცი აბა?! მოიფიქრე შენით,რომელი სახელი მოგწონს?
-ფაფიი! ფაფის დავარქმევ.-თქვა სახე გაბადრულმა.
-ძალიან მაგარი სახელია-წამოვიძახეთ მე და ბურდულმა ერთხმად. ლეკვი ძირს დავსვი.
-გავასეირნებ კარგი?
-კარგი,მაგრამ მგონი რაღაცის თქმა გავიწყდება ხო?-ვუთხარი ღიმილით შვილს,წამით ჩაფიქრდა .
-მადლობა მამიკო საჩუქრისთვის!-ლექსოს ღიმილმა გადაურბინა სახეზე.თმები აუჩეჩა პატარა ბურდულს და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა. 
-რას შვები ემზადები ქმარს რომ დახვდე?-მკითხა როცა ალექსანდრე ლეკვთან ერთად სათამაშოდ წავიდა.ჩამეცინა.
-კი ვემზადები აბა რაა! ოთახიც გავამზადე უკვე აივნიანი, თბილისის ხედით რომ დავტკბეთ დილა საღამოს!-ვუთხარი სერიოზული სახით.
-კარგია,როგორ ზრუნავ!-ისევ ჩაეღიმა.
-ხო ვზრუნავ,ასეა მეორე ნახევარი,ზრუნვა და სითბო სჭირდება სულ!აი გეყოლება ცოლი და ისიც იზრუნებს შენზე.
-გამოვცდი მალე მაგ ბედნიერებას,ცოლის ზრუნვას ვგულისხმობ-გამომხედა მოჭუტული თვალებით.დავიბენი,ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მიმიხვდა ჩემს რეაქციას-ცოლს ვირთავ ანა! მეც მეყოლება შენსავით ბედნიერი ოჯახი!-რეტი დამესხა ამის გამგონეს,მეგონა ამოყირავდა ირგვლივ ყველაფერი და ფეხებით ვიყავი დაკიდებული ჰაერში.სისხლი ტვინს მოაწვა და თვალებიდან გადმოსვლას ლამობდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ძლივს მოვაბრუნე ენა პირში რომ ორი სიტყვა მეთქვა.
-მართლა? კარგია ძალიან,გილოცავ!-ვცადე დამაჯერებელი ტონით გამომსვლოდა ნათქვამი.
-მადლობა! ხო კარგია როგორც იქნა დავაყენე საშველი-გაეღიმა და შორტის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
-ხო უკვე ასაკი გაქვს-გავუღიმე მეც,მაგრამ იმწუთას გაქცევა მინდოდა სადღაც შორს,სადაც არავინ იქნებოდა.. სადღაც უდაბნოში მინდოდა ყოფნა და ბოლო ხმაზე ბღავილი.გონებაში უკვე მზისგან გაცხელებულ ქვიშაზე ვიდექი ფეხშიშველი ნახევრად დახეული ტანსაცმლით და სიცხისგან და დარდისგან გათანგული ვტიროდი ,ვტიროდი იმას,რომ საბოლოოდ ვკარგავდი ჩემს ერთდადერთ,პირველ და უკანასკნელ სიყვარულს.ცხელი ცრემლები მიწვავდა სახეს.
-ერთი კვირაში გვექნება ჯვირწერა!-მისმა ნათქვამმა მომაფხიზლა.ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე.
-ერთ კვირაში? -გავიკვირვე,თუმცა უკვე არ ჰქონდა აზრი დროს მას სხვა მოჰყავდა ცოლად და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა მასთან ერთად.
-ხო ერთ კვირაში!-მითხრა ისე,რომ არ შემოუხედავს ჩემთვის,მოთამაშე ალექსანდრეს გაჰყურებდა.
-კარგია,მიხარია.კიდევ ერთხელ გილოცავ. რა ქვია შენს მომავალ ცოლს?-ვკითხე გულ მოკლულმა.
-ქორწილის დღეს გაგაცნობ-შემომხედა და გამიღიმა.
-მპატიჟებ?-გავიოცე გულწრფელად.
-არ მოხვალ?-მანაც გაიოცა.
-რავიცი... მოვალ ალბათ!
-უნდა მოხვიდე,გამიხარდება ძაილიან.
-კარგი მოვალ,მაგრამ შენს ცოლს არამგონია რომ მოეწონოს ჩემი იქ ყოფნა.-ვუთხარი ჩაფიქრებულმა.
-უკვე იცის შენზე და ბავშვზე ყველაფერი.
-მერე რაო?
-არაფერი,რა უნდა ეთქვა? ვუყვარვარ... ასე რომ მისთვის პრობლემატური არაა,ის რომ შვილი მყავს.
-გასაგებია!-ვთქვი ათრთოლებული ხმით.
-ეტყობა ალერგია გაქვს თვალებზე-მითხრა სერიოზული სახით და თვალებზე მომდგარ ცრემლზე მიმანიშნა.
-ხო ალერგიაა,ასეთ დროს ვიცი ხოლმე-ვიცრუე უნიჭოდ,ჩაეღიმა და პატარა ბურდულისკენ ბურთიანად წავიდა.თვალი გავაყოლე მის სხეულს ასე ძალიან რომ მიყვარდა,მიყვარდა ყოველი მისი მოძრაობა,მიხვრა-მოხვრა. თავისებური სიარულის მანერა ჰქონდა,ბეჭებში გაშლილი და მტკიცე ნაბიჯებით დადიოდა სულ. მომიხედა და თვალი ჩამიკრა ღიმილით.მკლავდა მისი ახლოს და ამავდროულად შორს ყოფნა.ბურთი ბავშვს გადაუგდო და მამა შვილმა ფეხბურთის თამაში გააჩაღეს.ბავშვივით დასდევდა ლექსო ალექსანდრესთან ერთად ბურთსა და ბედნიერი,გახარებული სახით თამაშობდა შვილთან ერთად.
თამაშით რომ გული იჯერეს ორივე სახე აწითლებული და ოფლით დასველებული თმებით მოვიდნენ ჩემთან.
-უჰ დავიღალე!-თქვა ბურდულმა და მოწყვეტით დაჯდა ჩემს გვერდი.
-ალექსანდრეს რა გემრიელად დაეძინება ამ ღამით ამდენი რომ ირბინა!-ვუთხარი ღიმილით,ჩანთიდან სველი სალფეთქი ამოვიღე და გავუწოდე-ჰა სახე გაიწმინდე თუ გინდა-გამომართვა.
-ახლა წავიდეთ და ნაყინი ვჭამოთ,ხომ გინდა მამი ნაყინი?-ჰკითხა ალექსანდრეს.
-კი მინდა,დედი წავიდეთ ხოო?
-კარგი წავიდეთ,ოღონდ ჯერ უნდა გამოგიცვალო სულ სველი ხარ.-ვუთხარი და მაისური გადავაძრე.
-აუ მეც მინდა გამოცვლა,ჩემთვის არ წამოგიღია რაიმე ზედა?-მკითხა ღიმილით ბურდულმა.
-შენ გეყოლება ცოლი და ის გამოგიცვლის.-გავუღიმე.ჩემს ნათქვამზე გადაეხარხარა.
-კარგი გასაგებია!-იცინოდა ისევ.ტელეფონმა დაურეკა.-გისმენ სიხარულო! -გასცა პასუხი ზარს...

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now