17

822 24 0
                                    

17თავი 

ექვსი წელი გავიდა რაც საქართველოდნა წამოვედი.ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.ზოგი მნიშვნელოვანი,ზოგიც უმნიშვნელო.
გავთხოვდი,ამერიკელს გავყევი ცოლად. ჯეისონი ჩემი მოხუცის შვილიშვილია.ხშირად მოდიოდა ბებიასთან სანახავად და იქ გავიცანით ერთმანეთი.ბევრ რამეში საერთო აზრები და შეხედულებები აღმოგვაჩნდა,ერთმანეთის გვესმოდა და მეგობრობაც ავაწყეთ.
-ჯეისონ!-ვეუბნები ერთ დღეს,მაშინ შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი.-შენი დახმარება მჭირდება.
-გისმენ,რა ხდება?
-ცოლად უნდა მომიყვანო!-მივახალე და დაველოდე მის რეაქციას.
-კი მაგრამ,ანა მე გეი ვარ!-მითხრა გაოცებულმა და დაბნეულმა.
-რაა?-შევიცხადე-აქამდე რატომ არ ვიცოდი?
-მეც ახლახანს აღმოვაჩინე-თქვა მორიდებით.
-მოკლედ! ჯეისონ არ აქვს მნიშვნელობა შენს ორიენტაციას ჩემთვის. მინდა ცოლად შემირთო.ეს ფიქტიური ქორწინება იქნება,მე თუ შენი ცოლი გავხდები ამერიკის საბუთები მიკეთდება,შენი დახმარება ამიტომ მჭირდება.ფულს გადაგიხდი ნაწილ-ნაწილ.
-დაიცა,დაიცა ვერაფერი გავიგე-მითხრა ჯეისონმა და აშკარად ეტყობოდა,რომ ვერაფერი გაეგო ჩემი ნათქვამიდან.
-ხელი მოვაწეროთ,შენ ხომ მოქალაქე ხარ ჰოდა მე თუ შენი კანონიერი ცოლი გავხდები მწვანე ბარათი მექნება და ეს ძალიან მჭირდება.ჯეისონ უარს ნუ მეტყვი ძალიან გთხოვ,გადაგიხდი თან.
-გასაგებია! მომავალო მეუღლევ-გაეცინა.
-ანუ თანახმა ხარ?-ტაში შემოვკარი სიხარულით.
-კი,კი..დაგეხმარები.ჩვენ ხომ მეგოებრები ვართ.გადასახადი არ ახსენო მეტად.
-ჯეისონ!..
-ანა!.. მეც მაწყობს ეს ქორწინება.არ მსურს ჯერ ჩემი ორიენტაციის შესახებ გაიგონ.
-ძალიან კარგი.მადლობა ჯეისონ,ძალიან დიდი მადლობა.-სიხარულისგან კისერზე ჩამოვეკიდე ჩემს „ცისფერ“ მეგობარს.
როუზისთან ჩამოსვლიდან ერთ თვეში მომიწია სამსახურის დაწყება. ჩემი მოხუცი წყნარი,მშვიდი და ბუნჩულა ქალი იყო.ავიწყდებოდა რაღაცეები,სჭირდებოდა შეხსენება,წამალი დაელია,ექიმთან მიღებაზე ჩაწერა,ხანდახან ისიც ავიწყდებოდა საჭმელი ნაჭამი ჰქონდა თუ არა.მოკლედ სკლეროზი ჰქონდა მსუბუქ ფორმებში.long island-ში ცხოვრობდა და მეც იქ გადავედი საცხოვრებლად.ვცხოვრობდით მხოლოდ ჩვენ ორნი, არავინ აკითხავდა საწყალ როუზის ჯეისონის გარდა,სასწავლებლად იყო ნიუ-იორკში ჩამოსული.შვილები სხვა შტატში ცხოვრობდნენ და დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდნენ მოხუცი დედის ნახვას.
აქ მოსვლამდე ის ერთი თვე იყო საშინელება.უცხო გარემოსთან და კლიმატთან შეგუების პროცესი უხალისოდ და ნერვიულად მიმდინარეობდა.ზეინაბის და ნათელას დახმარებით რამოდენიმე საათიან სამსახურებს ვშოულობდი.
ერთი კვირა მთელი ღამის განმავლობაში რუსულ რესტორანში თეფშების მრეცხავი ვიყავი.ღამეში სამოცდაათ დოლარს მიხდიდნენ.პირველი ხელფასი იმდენად სტიმულის მომცემი იყო და ისეთი ბედნიერი ვიყავი,სიხარულით მიწას ფეხს არ ვაბიჯებდი.
სახლის დალაგებაზეც ვიმუშავე.ერთხელ ებრაელებს აბაზანის დასუფთავება სჭირდებოდათ და სამი საათის საქმე იყო.სამ საათში ას დოლარს იხდიდნენ.არანაირ სამსახურს არ ვთაკილობდი,მთავარი იყო მემუშავა და თავი გამეტანა ჩემივე პატიოსანი შრომით.აბაზანის მთელი იატაკი,სულ მუხლებზე დამდგარმა კბილის ჯაგრისით მახეხინეს,თან თავზე მადგა პატრონი და მითითებებს მაძლევდა.იმდენად გამიჭირდა ცრემლიც კი გადმომცვივდა.ორი დღე მოძრაობის თავი არ მქონდა.
ნათელას წყალობით როუზისთან გამომიჩნდა სამსახური. მისი მოხუცი და როუზი გვერდი გვერდ ცხოვრობენ და „დაქალობდნენ“ . გაიგო,რომ მის შვილს რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს დედისთვის მომვლელი სჭირდებოდა,მაშინვე ჩემი კანდიდატურა შესთავაზა და მანაც ნდობა გამოუცხადა ნათელას,რადგან უკვე წლებია იმ მოხუცთან მუშაობდა.
გადავედი როუზისთან საცხოვრებლად და მომვლელად. ჩემი ფეხმძიმობა რა თქმა უნდა, გასაიდუმლებული იყო.კარგა ხანს ვმალე მუცელი,მაგრამ ბოლოს ჯეისონს ვუთხარი.მეგონა სამსახურს დამატოვებინებდა ჩემსავე უსაფრთხოებისთვის,მაგრამ არ მოიქცა ასე.მისი ძალიან მადლიერი ვიყავი,რომ ქუჩაში არ გაგვყარა მე და ჩემი შვილი. 
მე და ჯეისონმა ვიქორწინეთ.ხელი მოვაწერეთ მხოლოდ.ჯვარი არ დაგვიწერია. იმ დროისთვის რვა თვის ორსული ვიყავი. კრემისფერი გრძელი საორსულო-სადედოფლო კაბა მეცვა,სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და უფრო მეტად დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ჩვენი ქორწინების ფოტოები,ვეცადეთ გვეთამაშა ფოტოაპარატის წინ.ჯეისონმა ხელში ამიყვანა და ორივეს ბედნიერი სახეები ფოტოზე აღიბეჭდა,ერთ სურათში მუცელზე მკოცნიდა,მეორეში ისე ახლოს ვიდექით ერთმანეთთან თითქოს ტუჩებში ვუპირებდით კოცნას.ბევრი სიხარულ ასახული სურთი მოვაგროვეთ და თან არა მარტო ქორწილის დღის.ჩემს facebook-ზე ავტვირთე ესსურათები.გასაუბრებასზე რომ გავიდოდით მწვანე ბარათის მოთხოვნით,მინდოდა უფრო მეტი დამაჯერებელი ყოფილიყო ჩვენი ქორწინება და ნაკლები ეჭვი გამოეწვია.იქ ითხოვენ საოჯახო ალბომს.
გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და რამოდენიმე თვეში მწვანე ბარათის მფლობელი გავხდი.ჩემი შვილი უკვე დაბადებული იყო.
ჩემებისთვის გაოცების კულმანიაცია იყო ჩემი გათხოვების ამბავი.ვუთხარი,რომ ორსულად ვიყავი,მაგრამ არა ჯეისონისგან.მამაჩემმა მიკრო ინფაქტი მიიღო.არა ნაკლებ დღეში იყო დედაჩემი.
-შენ ჩემი შვილი არ ხარ!-დამიღრიალა მამაჩემმა.
-მაპატიე!-ამოვაყოე გული და ცრემლები.
-რა გაპატიო რაა,შემარცხვინე თავი მომჭერი მთელ სოფელში.ჩემი რეპუტაცია შელახე,შენ ტუტუცო და უნამუსო.
-მამა..
-არ გაბედო და მამა არ დამიძახო.თვალად არ დამენახო არასოდეს,შენ არ ხარ ჩემი შვილი..
-ნუ გააკეთებ ამას გთხოვ!.. მე ახლა მჭირდება თქვენი გვერდში დგომა და ხელს მკრავ?..-ვტიროდი გულამოსკვნით.
-რას არ ვიფიქრებდი,მაგრამ შენგან ასეთ ტყუილს რას წარმოვიდგენდი.ფეხმძიმე წახვედი მანდ და ერთი სიტყვა არ დაგცდენია.მითხარი ვინაა ის არაკაცი ღორივით უნდა დავკლა.-ღრიალებდა თამაზი და ვერავინ ახერხებდა მის დამშვიდებას.
-მამა მიყვარდა და ვუყვარდი,ცოლად მოყვანას აპირებდა ჩემსას,მაგრამ პრობლემები გაუჩნდა, ესპანეთში მოუწია წასვლა, და ვერ მოახერხა ჩამოსვლა.-ვცდილობდი ღია ფერებში დამეხატა მამაჩემისთვის ვითარება-მე გავუბრაზდი,რომ ვერ ჩამოვიდა და მიტომ წამოვედი აქ.ახლა არ ვიცი სადაა,მეძებს თუ არა.არაფერს ვგებულობ მასზე.ხომ ხედავ გავთხოვდი აქ,ოფიციალური ქმარია ეს ადამიანი ჩემი და შეგიძლია უთხრა მანდ შენს ჭორიკანა მეზობლებს.შენს რეპუტაციას არაფერი გაუფუჭდება.. მამა!...
-ვაიი ჩემო დღეოოო?!!-თქვა ოდნავ ჩამცხრალი ხმით თამაზიმ.დედამ ჩამოართვა ყურმილი და ახლა დედაჩემის საყვედურების და ტირილის მოსმენა მიწევდა.ტირილი კივილში გადაიზარდა.მამაჩემის სახელს გაჰკიოდა დედა.სამი დღე იწვა მამა საავადმყოფოში. მის მერე არ დამლაპარაკებია.ბევრჯერ ვცადე,მაგრამ არა.გადამისვა ხაზი და მორჩა ვერავინ ვერ შეძლო ამ ხაზის წაშლა ჩემსა და მამას ურთიერთობაში.არ მოულოცია დედა რომ გავხდი.მე მივულოცე ბაბუობა.დედა და და-ძმები მალევე შემირიგდნენ და სულ ჩემს შვილზე უნდოდათ ლაპარაკი.ათას კითხვას მაყრიდნენ,თუ როგორია და რას აკეთებს,როგორ ჭამს,როგორ სუნთქავს,როგორ იცინის,როგორ ტირის... 
ალექსანდრე ბურდული კაკააურიძე ჩავწერე დაბადების მოწმობაში. აქ შეგიძლია ასე ჩაწერო, ამისთვის დამადასტურებელ საბუთებს არ ითხოვენ.
ალექსანდრეს მამამისივით ლურჯი თვალები აქვს. მასსავით ჯიუტია და ბევრი ლაპარაკი არ უყვარს ხოლმე.ძალიან გონიერი და გონება გახსნილი ბავშვია.უკვე სამ ენაზე ლაპარაკობს. ესპანურ ენოვან ბაღში ვატარე და შესაბამისად ესპანური იცის.როუზი და ჯეისონი ინგლისურად ელაპარაკება,სწავლებასაც ინგლისურად გადის.მე ყოველთვის ქართულად ველაპარაკები,მართალია სიტყვებს ვერ ამბობს გამართული ქართულით,მაგრამ აბსოლიტურად ყველაფერი ესმის რასაც ვეტყვი ხოლმე.ჩემი ცხოვრების გამფერადებელია ჩემი პატარა ალექსანდრე.
მთელი ეს პერიოდი ბურდულზე არაფერი მსმენია.ვცდილობდი ნაკლები მედარდა მასზე(მაგრამ არ გამომდიოდა).ალექსანდრეზე გადამქონდა ყურადღება.ძალიან რომ მომენატრებოდა და თავს ვერაფერს ვუხერხებდი რომ მასზე არ მეფიქრა,გავიდოდი ოკეანის სანაპიროზე,(როუზის სახლი სანაპიროზე იყო და ყოველ დღე ვტკბებოდით ტალღების ცქერით და ოკეანის ხმის მოსმენით)და ხარბათ ვისუნთქავდი ტალღების სურნელს,ლექსოს სუნი მოჰქონდათ ჩემთან. ტირილით ვიჯერებდი გულს და მერე ემოცია დაცლილი ცოტათი დამშვიდებული ჩემი უდიდესი სიყვარულისგან მოძღვნილ უძვირფასეს საჩუქართან ჩემს პატარა ალექსანდრესთან ვბუნდებოდი.
მენატრებოდა,მენატრებოდა სულის ტკივილამდე.მისი ყოველი გახსენება მტკიოდა. ამოსუნთქვისას გული რომ გეტკინება აი ისე.მჭირდა მე ბურდულის სიყვარული და მონატრება.ვიხსენებდი მის სუნთქვას,მის სიცილს,მის მოფერბას,მის მკაცრ გამოხედვას და ხმას.უხმოდ ვეძახდი,“როგორ შემიყვარდი ალექსანდრე,ნეტავ თუ იცოდი ეს“ ხანდახან გაუსაძლისი იყო მასზე ფიქრი,მაგრამ ჩემი შვილით ვუძლებდი ამას.მიტომ დავარქვი მამამისის სახელი და გვარი. ერთმა ბურდულმა ტკივილი მომაყენა,მაგრამ მეორე ბურდული მაბედნიერებდა და სიცოცხლის სურვილს მიღვივებდა.
ცხოვრება მატერიალური მხივ კარგად მოვიწყვე.შევიძინე თბილისში სახლი.კარგადაც მოვაგროვე თანხა და ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე საქართველოში.სწავლითაც ვისწავლე,საღამო საათები ავიღე ლექციებზე დასაწრებად, ბავშვთან და როუზისთან ხან ჯეისონი,ხან ნათელა და ზეინაბი რჩებოდნენ.ბავშვობის ოცნება ავიხდინე და ჩემებს შევუქმენი ის პირობები,რაც აკლდათ ჩემი იქ ყოფნის დროს.ჩემს ძმას ქუთაისში ბინა ვუყიდე,მამას მანქანა გავუგზავნე,მაგრამ არ მიიღო ჩემი საჩუქარი და ჩემი ძმა დადის ახლა იმ მანქანით.
ექვსი წელი... ექვსი წლის მერე პირველად ჩავდიოდი საქართველოში,თან შვილთან ერთად.
გული,მუხლები,ხელები ყველაფერი,მთელი სხეული მიკანკალებდა რაც უფრო და უფრო ეშვებოდა თვითმფრინავი და ცდილობდა დაფრენას თბილისის აეროპორტში.ვიცოდი მამაც აპირებდა დახვედრას ჩემმა დამ მითხრა ჩუმად.

ქმედება ოცნების ნაცვლად Where stories live. Discover now