21

370 24 0
                                    


ზეინი სამხარეულოში ზის და ყავას სვამს, როცა კარის გაღების ხმა ესმის. რეაქცია არ აქვს. წარმოიდგეს გუშინდელ ღამეს, როგორ ეხებოდა წინიდან ქეითის თბილი სხეული მისას. როგორ ეცვა მისი მაისური, რომელიც მხოლოდ საჯდომს უფარავდა. ისეთი სექსუალური იყო... იმ ღამეს ქეითს ცხოვრებაში პირველად არაფერი ანაღვლებდა და იმას აკეთებდა რაც უნდოდა.

- ზეინ? არ მეგონა სახლში თუ იქნებოდი- სამზარეულოში დედამისი შემოდის.
- მამა დღეს არ მოვა?
- არამგონია. ქალაქგარეთაა საქმეებზე.
- როგორც ყოველთვის- არც გაკვირვებია ზეინს.- სანამ შენით ნახავ გეტყვი, რომ ჩემს ოთახში გოგონას სძინავს.
- ახლა მათი მოყვანა სახლშიც დაიწყე?

მისის მალიკი უკვე შეჩვეული იყო ვაჟის ასეთ საქციელ, მაგრამ არ ახსოვს გასართობად სახლში გოგონა მოეყვანოს. წვეულებებზე შეიძლება, მაგრამ ღამე მაინც არ რჩებოდნენ აქ.

ზეინმა არაფერი უპასუხა. მისი ყურადღება ქეითმა მიიქცია, რონელიც მორცხვად, თავჩახრილი შემოვიდა სამზარეულოში.

- დილამშვიდობისა- მიესალმა მათ.
- შენ ჰარის და არ ხარ?- გაუკვირდა მისის მალიკს და რაღაც მხრივ ესიამოვნა კიდეც, რომ მის მაგივრად სხვა გოგო არ დაუნახავს.
- დიახ.
- მას იცნობ?
- ერთხელ კლინიკაში იყო მოსული ჰარისთან ერთად.
- ყავას არ დალევ?- შესთავაზა ზეინმა ქეითს.
- არა, მადლობა. უმჯობესია მალე წავიდე.
- ჰარის უკვე ველაპარაკე, სავარაუდოდ მალე აქ იქნება.

ზეინი მართალი აღმოჩნდა. მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა, შემდეგ გაღების. სამხარეულოში გაბრაზებული ჰარი გამოჩნდა.

- სანამ დატუქსვას დაიწყებ გეტყვი, რომ მე ვთხოვე ზეინს იქიდან წამოვეყვანე.
- დატუქსვაც იქნება. ახლა კი როგორ ხარ?
- კარგად.
- ღმერთო, სულ გაგიჟდით? ზეინ ჩემი და საავადმყოფოდან მოიტაცე, ხვდები ამას? ქეით ჩემთვის მაინც გეთქვა.
- შენთვის რომ მეთქვა იქიდან მაინც არ წამომიყვანდი.
- რა თქმა უნდა არ წამოგიყვანდი, ექიმმა თქვა რომ დასვენება გჭირდებოდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now