31

340 18 10
                                    


კიდევ რამოდენიმე მოსაწყენი დღე სახლში. ქეითი მიეჩვია, მაგრამ ზეინი ენატრებოდა. საშინალდ უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა. მთელი დღეები ჩაფიქრებული დადიოდა. მასზე ფიქრობდა. ზეინზე ფიქრობდა. გამუდმებით ის ტრიალებდა მის გონებაში.

- შეიძლება?- კარს ნელა აღებს ვამესა და ქეითს უყურებს.
- რა თქმა უნდა დედა, შემოდი.

ვანესა ოთახში შემოდის და ქეითის საწოლზე ჯდება მის გვერდით. ჯერ შვილს უყურებს შემდეგ კი ლაპარაკსაც იწყებს.

- შვილო, ვიცი, რომ მე და მამაშენი მკაცრად გექცევით, მაგრამ ხომ იცი რომ ძალიან გვიყვარხარ არა?
- რა თქმა უნდა, ვიცი.
- რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ მხარს დაგიჭერ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა და ყველაფერში მენდო. შენ და ჯორჯი... უბრალოდ ზედმეტად ვიყავი იმით შეპყრობილი, რომ ჩემი შვილი კარგ ოჯახში გათხოვდებოდა და საუკეთესო მეუღლე ეყოლებოდა გვერდით, მაგრამ სულ არ მიფიქრია იმაზე თუ რას გრძნობდი შენ რეალურად. ვერ ვხედავდი, რომ მის გვერდით მოწყენილი და გათრგუნული იყავი. მაპატიე ამის გამო, კარგი? ეს როგორ ვერ შევამჩნიე...
- დედა, თავს ნუ იდანაშაულებ, გთხოვ. ამას მეც გვიან მივხვდი. მაგრამ იცოდე, რომ ბედნიერი ვარ კარგი?
- ვინმე გიყვარს? სხვას ხვდები?

ქეითი გაჩუმდა. იცოდა, რომ ახლა ძალიან ადრე იყო ყველაფრის თქმა. თანდათან დედამისს ყველაფერს მოუყვებოდა, მაგრამ ახლა არა. იცოდა, რომ ყველაფრის მიუხედავად დედამისს ცუდი რეაქცია ექნებოდა, მანამ სანამ შეეჩვეოდა, ამიტომ ჩუმად ყოფნა ამჯობინა.

- არა. მეგობრები მყავს დედა. ქრისტინთან და ბიჭებთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ. ისინი მამხიარულებენ და ძალას მმატებენ.
- ჰარი...  - ვამესამ ხმის კანკალით წარმოთქვა მისი სახელი და შეყოვნდა. - ის კარგადაა? ბედნიერია?

ქეითს გაეღიმა. ყოველთვის სჯეროდა, რომ იმისდა მიუხედავად თუ რას აკეთებდა და რას ამბობდა დედამისი, იცოდა, რომ ჰარი მაინც უყვარდა. ბოლოსდაბოლოს ის ხომ მისი შვილია.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now