26

356 18 0
                                    



ოთხშაბათია. ამ დროის განმავლობაში ქეითი ყოველდღე ნახულობდა ზეინს.

გაკვეთილების შემდეგ ქეითს ჯორჯმა მიაკითხა სკოლაში. ამის გამო მოუწია ზეინისთვის თავის არიდება.

- დღეს საღამოს წვეულებაზე მივდივართ.
- აუცილებელია წამოვიდე?
- ქალაქის ყველა ბიზნესმენი იქნება ოჯახებთან ერთად, ამიტომ შენც და შენი მშობლებიც მინდა წამოხვიდეთ. ბოლოსდაბოლოს ჩემი საცოლე ხარ. - ყველას გასაგონად თქვა ჯორჯმა.

ზეინს წარბები შეეკრა. წვეულებაზე მისი და ბიჭების ოჯახებიც იქნებოდნენ, მაგრამ როგორც ყოველთვის ისე მოუწევდათ მოქცევა, თითქოს ქეითს არ იცნობდნენ. პრესისთვის ნამდვილი სენსაცია იქნება, როცა გაიგებენ, რომ ჰარი სტაილსს და ყავს, მისი დედა კი ცოცხალია. ცნობილია რომ მისის სტაილსი მშობიარობას გადაჰყვა, ბატონმა სტაილსმა კი მარტომ გაზარდა ვაჟი. სინამდვილეში მას ცოლი არც არასდროს ჰყოლია.


საღამოს როცა ყველანი გაემზადნენ წვეულებისთვის სახლის წინ ჯორჯის ოჯახის გამოგზავნილმა მანქანამ მოაკითხათ, რომელიც წვეულებაზე წაიყვანდათ.

ქეითს არ ეხალისებოდა იმ წვეულებაზე წასვლა, რადგან იცოდა იქ ზეინი და ბიჭებიც იქნებოდნენ, მათთან გასაუბრებასა და მისვლას კი ვერ შეძლებდა.

მანქანა უზარმაზარი განათებული შენობის წინ გაჩერდა. ქეითმა შორიდანვე დაინახა, რომ შენობის გარეთ ბიჭები თავიანთი ოჯახებით და ჯორჯის ოჯახიც კი იდგა. როგორც ჩანს მას ელოდებოდნენ.

მანქანა შესასვლელის წინ გაჩერდა. დაცვამ ქეითს კარი გამოუღო, ქეითიც მანქანიდან გადმოვიდა და დაინახა მომღიმარი ჯორჯი. თვალი კი ზეინისკენ გაეპარა, რომელიც მას უცქერდა.

- ულამაზესი ხარ- უთხრა ჯორჯმა და კისერში კოცნა დაუტოვა.
- მადლობა.
- დარბაზში შევიდეთ.

თქვა მისტერ იანგმა. ყველანი დარბაზში შევიდნენ. ჯორჯს ქეითის წელზე ხელი ჰქონდა შემოხვეული. ქეითი ძალდატანებით იღიმოდა. ყველას ღიმილით ესალმებოდა და პასუხობდა. ხანდახან თვალს ზეინისა და ბიჭებისკენ აპარებდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now