24

350 21 0
                                    


სამშაბათის შემდეგ ქეითს ზეინი აღარ უნახავს. უამრავი სამეცადინო, ჰქონდა. შემდეგ ოჯახური ვახშამი ჯორჯის ოჯახთან ერთად, უაზრო საუბრები და სკოლის პრეზენტაციები.

შაბათს ზეინმა ქეითს დაურეკა და სადმე წასვლა შესთავაზა. ასევე დაამატა, რომ მოენატრა. ბოლოს გადაწყვიტეს ბიჭებთან ერთად ლიამის სახლში შეკრებილიყვნენ.

ქეისტინმა ქეითს სახლში გამოარა, ლიამთან ერთად აპირებდნენ წასვლას. ქეითმა მშობლებს უთხრა, რომ მეგობრებთან ერთად მიდიოდა კაფეში. მოტკეცილი ქვედაბოლო და ტოპი ჩაიცვა. თმა კოსად აიწია, მცირედი სამკაული გაიკეთა და ლიამის სახლისკენ გაემართა ქრისტინთან ერთად.

ეგონა სახლში სიმშვიდე იქნებოდა, მაგრამ არა. პატარა წვეულება იყო.

მისაღებში შესვილსთანავე დაინახა ლუი და ჰარი რომელიც ერთმანეთს კოცნიდნენ. ზეინიც იქვე იჯდა და ვისკის სვამდა. ნაილს ლიზა ჩაესვა კალთაში ერთად იცინოდნენ რაღაცაზე. ლიამი მათკენ წამოვიდა და გოგოებს მიესალმა.

- მეგონა მარტო ჩვენ ვიქნებოდით.
- ასე გამოვიდა.

მხრები აიჩეჩა ლიამმა და მაგიდისკენ წავიდნენ, რომლის გარშემოც ბიჭები ისხდნენ.

- შეგიძლიათ ოთახში ახვიდეთ, მაგრამ არა შემსაში- უთხრა ლუის და ჰარის ლიამმა.
- შეეშვი- მობეზრებით თქვა ზეინმა და ქეითს გამოხედა.

მისი თვალები ისევ წითელი იყო. ისევ... ქეითმა სევდა და ბრაზი იგრძნო. ზეინმა ხომ უთხრა, რომ ნარკოტიკებს შეეშვებოდა?

- კარგად ხარ?- ქეითი ზეინს მიუჯდა.
- ცუდად რატომ უნდა ვიყო?
- არ ვიცი... ზეინ, ძალიან ბევრს სვამ- უთხრა როცა კიდე ერთი ჭიქა გამოცალა.
- მერე რა? არაფერია.

ზეინმა კიდევ დაისხა ვისკი. უკვე მეორე ბოთლი დაცალა. ჭიქის გამოცლის შემდეგ ტუჩები ქეითთან ახლოს მიიტანა, თმა გადაუწია და ყურში ჩაჩურჩულა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now