20

383 19 9
                                    



ქეითს მთელი ღამე თვალი აღარ მოუხუჭავს. ზეინს მისი არ სჯეროდა და რეჯინაც კი დაიცვა. ეს წარმოუდენელია. მთელი ღამე ცრემლები მოსდიოდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე და ზეინზე.

გოგონას მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. უძილობის და ტირილის გამო მისი მდგომარეობა შედარებით დამძიმდა, ამიტომ საჭირო გახდა დილით მისთვის წვეთოვანი დაედგათ, სანამ ეძინა.

დილით ქეითის მშობლები ადრიანად მოვიდნენ. ცოტახანში კი პალატის წინ ჰარიც გამოჩნდა.

- შენი აქ ყოფნა საჭირო არ არის. - თქვა დენიელმა.
- თქვენთვის არ მიკითხავს. ჩემი დის გვერდით ვიქნები და ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი არ მაინტერესებს.

ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ექთანმა მათ ნება დართო პალატაში შესულიყვნენ.

- უკვე გაიღვიძე?
- კი. - მშვიდი ხმით თქვა ქეითმა.
- კარგად ხარ?- კითხა ჰარიმ.
- კარგად ვარ.

უპასუხა მაგრამ კარგად არ იყო.
კარგად ნამდვილად არ იყო. ერთადერთი რაც უნდოდა აქედან წასვლა იყო. ფიქრობდა ზეინზე, რაც უფრო ცუდად ხდიდა. წარმოიდგენდა, რომ ახლა რეჯინას ეხებოდა და მისი მთელი სხეული ზიზღით ივსებოდა. 

- ექიმს ველაპარაკე- დაიწყო ვანესამ- თქვა რომ მდგომარეობა არც ისე დამაკმაყოფილებელია.
- ანუ დღესაც აქ დავრჩები?
- სამწუხაროდ.
- მამა კიდევ ერთ ღამეს აქ ვერ გავატარებ. ექიმებს დაელაპარაკე, გთხოვ.
- ძვირფასო ვიცი, რომ აქ დარჩენა არ გინდა, მაგრამ მე ვერაფერს გავხდები.
- კარგიი, ახლა არ მოიწყინო. მიიწიე გუშინ ღამე არ მძინებია ასე, რომ დაღლილი ვარ. მიიწიე, მიიწიე.

ჰარი ქეთს საწოლში ჩაუხტა და ფრთხილად დაადო მკერდზე თავი. დენიელს არ უნდოდა რამე ეთქვა და თავის შეკავებას ცდილობდა.

მალე ჰარის ტელეფონმა დარეკა.

- გისმენ ლუ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now