27

319 18 0
                                    



ერთი კვირა გავიდა წვეულებიდან. დღითიდღე უფრო და უფრო რთულდებოდა ქეითის და ჯორჯის ურთიერთობა. ყველაფერი იძაბებოდა, რადგან ქეითი მას ღალატობდა და ეს თავს საშინლად აგრძნობინებდა!

- აქ რატომ მოვედით?

ჰკითხა ქეითმა ზეინს, რომელმაც ის სავარჯიშო დარბაზში მოიყვანა. დარბაზის ცენტრში ასევე პატარა საბრძოლო არენაც იყო.

- მინდა უკეთ გამიცნო.
- აქ ვარჯიშობ ხოლმე?
- ძირითადად სახლში ვვარჯიშობ, აქ უფრო ვჭიდაობ.
- აი თურმე საიდან გაქვს ხოლმე დალურჯებული სახე და ხელები.

ზეინს ჩაეცინა.

სპორტდარბაზის შემდეგ ლილის რესტორანში დასხდნენ. ლილიმ მათ შოკოლადის ნამცხვარი და წვენი მოუტანა.

- დიდიხანია არ შემოგივლიათ. ასე უნდა დამივიწყოთ? - განაცხადა ქალმა.
- კარგი რა ლილ, ახლა ხომ მოვედით? თანაც უფრო სასიამოვნო ამბავი მაქვს, ერთი პიროვნების დამსახურებით აღარ ვეწევი?
- მართლა? მადლობა ქეით, რომ როგორც იქნა გადააჩვიე მოწევას. მის გამო მთელი რესტორანი ყარდა ხოლმე.

ქეითს გაეცინა.

- როგორ მიხვდი, რომ ეს ქეითმა გააკეთა?
- შენი აზრით ვერ ვხედავ როგორ შეცვალა შენი თვალები? ან იმ მზერას ვერ ვამჩნევ, რომლითაც მას უცქერ? მეც ვიყავი ახალგაზრდა... ასე, რომ ბავშვებო არაფერს მისცეთ საშუალება წინ დაგიდგეთ. ბედნიერად, ერთად გაატარეთ წუთები, დღეები, წლები...

ლილიმ ისინი მარტო დატოვა.

- ზეინ...
- გისმენ, პატარავ.
- დღეს ჯორჯს უნდა შევხვდე. ვფიქრობ დროა ყევლაფერი დავასრულო...
- დარწმუნებული ხარ?
- სრულებით. ასე გაძლება აღარ შემიძლია.
- კარგი, შენს გვერდით ვარ.
- და რაც შეეხება იმას რაც ლილის უთხარი. მოწევას მართლა უნდა გადეჩვიო. და ალკოჰოლსაც!
- უკვე 3 დღეა არ მომიწევია. დალევას რაც შეეხება ბევრს აღარ ვსვამ.
- კარგი ბიჭი ხარ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin