15

390 19 8
                                    


დილით ორი სხეული ერთმანეთსაა მიკრული. ქეითი მშვიდად სუნთქავს ზეინის მკლავზე. სძინავს. ზეინი კი მძინარს უმზერს და მისი სილამაზით ტკბება. გონებაში კითხვა უჩნდება თუ რითი დაიმსახურა ახლა ასეთი ანგელოზის გვერთიდ ყოფნა. ის არ არის კარგი ბიჭი, არც ურთიერთობებშია კარგი.

ქეითი იშმუშნება და თვალებს ნელა ახელს. როცა ზეინს ხედავს ჯერ ეღიმება შემდეგ კი დენდარტყმულივით ხტება ლოგინიდან.

- ღმერთო ჩემო. ჩემს საწოლში რას აკეთებ?
- მთელი ღამე შენს გვერდით ვიწექი და მაგას ახლა მეკითხები?
- ჯანდაბა...

ბიჭი ღიმილით უყურებდა დარცხვენილ და უხერხულად მოფუზულ გოგოს. ზეინმა საწოლში წამომჯდარ ქეითს ხელი წელზე შემოხვია და ბალიშზე დაანარცხა, თვითონ კი წამში აღმოჩნდა მისი სხეულის ზევით.

- რას აკეთებ? გაიწიე.
- რატომ? მე მომწონს ჩემს ქვევით შენი დანახვა. - ქეითი კიდე უფრო გაწითლდა.

ზეინი დაიხარა და ჯერ აწითლებულ ლოყებზე აკოცა, შემდეგ კი მის მარწყვისფერ ტუჩებს დაეწაფა. იმისდა მიუხედავად, რომ ზეინი უხეშობით გამოირჩეოდა ქეითს ნაზად კოცნიდა. ყველანაირად ცდილობდა ფაქიზი ყოფილიყო. იგრძნო როგორ დაეჭიმა მუცელში რაღაც.

- ზეინ... ეს არასწორია- თავი გაწია და კოცნა შეწყვიტ ქეითმა. - მე შეყვარებული მყავს... და ეს...
- გასაგებია.

ზეინი ფეხზე წამოდგა და მაისური დაგაიცვა. ქეითი მართალი იყო, როცა ამბობდა რომ ეს ყვეკაფერი არასწორია. არა მარტო იმიტომ, რომ ქეითს შეყვარებული ყავს, არამედ იმიტომაც, რომ ზეინი და ქეითი სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან, რომელთაც ერთად ყოფნა უბრალოდ არ გამოუვათ. ქეითს არავინ ჰყოლია ჯორჯის გარდა, ზეინი კი თითქმის ყოველ მეორე შემხვედრ გოგოსთანაა დაწოლილი. მათ შორის განსხვავება დიდია. მათი ურთიერთობა კი რომელსაც სახელიც კი არ აქვს ერთი დიდი შეცდომაა...


IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now