6

403 22 14
                                    



დღეები დღეებს მიყვება და ქეითის ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. სკოლაში დადის და მეცადინეობს, მაგრამ ამ ბოლო დროს მიხვდა, რომ მის ასაკში ყველა ერთობა და ცხოვრებით ტკბება. მაშინ რატო არ შეიძლება ქეითიც მათ ჰგავდეს? რატომ არ შეიძლება ისიც გაერთოს და ცხოვრებით ისიამოვნოს? მაგრამ ამას ვერ აკეთებს, საკუთარ თავს და მშობლებს ვერ ეწინააღმდეგება. მისმა მშობლებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ქეითს ესწავლა, მისი მომავლისთვის ივრძვიან. თვითონაც არ უნდა გართობა და წვეულებებზე სიარული. უბრალოდ არ მოსწონს ეს. ასევე ჰყავს საქმრო, რომელსაც უყვარს და თავზე ევლება. სხვისი თვალით დანახულით მისი ცხოვრება იდეალურია, მაგრამ ქეითი ასე არ ფიქრობს.

გუშინ რაღაც მოხდა. ქეითი და ქრისტინი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ქეითმა ტკივილი იგრძო მკერში. წამიერად ხელი მკერდზე მიიჭირა, რომ ტკივილი შეემსუბუქებინა, მაგრამ არ გამოვიდა. დაბნეულ ქრისტინს უთხრა, რომ ეს სწრაფი სიარულის და დაღლილობის გამო იქნებოდა, შემდეგ კი გზა განაგრძეს. გუშინგელ ღამეს ქეითს ეჭვები გაუჩნდა, რამაც მოსვენება დაუკარგა.

დღეს დილით გადაწყვიტა ყველაფერი გადაემოწმებინა. ანალიზები უნდა გაეკეთებინა ისე, რომ მის მშობლებს არაფერი გაეგოთ. თუ ეტყოდა გუშინ რაც მოხდა ისინი ნერვიულობას დაიწყებდნენ. იქნებ არაფერია? იქნებ წამიერი იყო? ის ხომ დიდი ხანი მკურნალობდა? არ შეიძლება დაავადებამ ისევ იჩინოს თავი.

გადაწყვიტა ექიმთან სკოლის შემდეგ წასულიყო, მაგრამ არ იცოდა როგორ. არ უნდოდა თავის ექიმთან წასვლა, რადგან იცოდა ექიმი მის მშობლებს შეატყობინებდა.

გაკვეთილების შემდეგ ჯორჯს დაურეკა და ჰკითხა თუ ეცალა. სამწუხაროდ ჯორჯი ლექციების შემდეგ კომპანიაში აპირებდა წასვლას, რათა მამამისს მიხმარებოდა კომპანიის საქმეებში. ქეითმა დიდხანს იფიქრა კიდევ ვისთვის შეეძლო დახმარება ეთხოვა და ბოლოს გადაწყვიტა ჰარისთვის დაერეკა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Där berättelser lever. Upptäck nu