8

394 24 8
                                    


ქეითი სახლში გვიან ღამით დაბრუნდა.  იმდენად დაღლილი იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად, რომ მალევე გაითიშა. დაძინებამდე მის გონებას ზეინის თვალები არ შორდებოდა. მისი ცივი ხელი ლოყაზე და მისი ჩაღიმება...


***

გაკვეთილებმა ჩვეულებრივ ჩაიარა. გოგონები სიცილით გამოდიოდნენ სკოლიდან, როცა ქეითმა თვალი მოჰკრა ქერა თმას. მალევე ნაილი ამოიცნო.

- ნაილ.
- ქეით. უკვე დამთავრდა გაკვეთილები?
- კი.
- კარგია, ალბათ ლიზაც მალე გამოვა.
- ნუ ღელავ გოგოს არავინ მოგტაცებს- გაეცინა ქეითს, შემდეგ ნაილიც აყვა.

უცებ სკოლის ეზოში სწრაფად შემოვარდა სპორტული მანქანა და ნაილის და ქეითის წინ გაჩერდა. მანქანიდან ჯორჯი გადმოვიდა და სწრაფად წავიდა გოგოსკენ.

- აქ რა ხდება? -იკითხა როცა მომღიმარი ნაილი და ქეითი დაინახა.
- არაფერი. არ გელოდი.
- გადავწვიტე მოვსულიყავი, ცოტა დრო მაქვს. - თქვა და ქეითის ტუჩებს დაეწაფა.

მომთხოვნად კოცნიდა, რამაც ქეითი გააკვირვა. არასდროს უკოცნია ჯორჯს მისთვის ასე დაჟინებით. ნაილსაც არ მოეწონა ეს სანახაობა. საერთოდ არც ჯორჯი მოსწონდა.

როგორც იქნა ჯორჯი ქეითს მოშორდა და ნაილს დაბღვერილი სახით გახედა.

- მასთან ერთად რას აკეთებდი?
- არაფერს. ნაილი თავის შეყვარებულს ელოდება, მე კი უბრალოდ მივესალმე.
- არ მინდა მათთან გხედავდე!
- ჯორჯ, რა გჭირს? ასე რატომ იქცევი?
- უბრალო არ მინდა მათთან გხედავდე. არც შენს მშობლებს უნდათ.
- კარგი- დანებდა ქეითი.

ლიზაც მალე გამოჩნდა. ქეითი მათ დაემშვიდობა და ჯოჯთან ერთად ჩაჯდა მანქანაში. მანც ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე უხეშად ჯორჯი. მანქანას გაღიზიანებული და დაძაბული მართავდა. ხელები ძლიერ ჰქონდა საჭეზე მოჭერილი და შეკრული წარბებით უყურებდა გზას. 

მალე მანქანა მოულოდნელად დაამუხრუჭა რაზეც ქეითმა წამოიკივლა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now