11

385 22 12
                                    


- კარგად ხარ?- ჰკითხა სლუკუნით ზეინს, რომელსაც ტუჩიდან სისხლი სდიოდა.
- კი.
- მეტის ღირსი იყო!- თქვა ჰარიმ.
- კარგით, სახლში შემოდით. ისედაც დიდხანს გიყურეთ- თქვა გაბრაზებულმა მისტერ სტაილსმა.

ყველანი სახლში შევიდნენ და მისაღებში დასხდნენ. ჰარის წარბები ჰქონდა შეკრული, ზეინმა კი ფეხი ფეხზე გააიდო და ჩვეული, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით გახედა ქეითს. 

- ეს ვინ იყო?
- ჩემი შეყვარებული- მორცხვად თქვა ქეითმა- მაპტიეთ, რომ ჩემს გამო ეს ყველაფერი მოხდა.
ჩემი ბრალია.
- არ არის შენი ბრალი. მეც უნდა მეცემა!
- ალბათ დედაჩემმა გამოუშვა...
- აღარ მისცე უფლება გაგაკონტროლოს. ერთ დღესაც შეიძლება შემომაკვდეს!
- ჰარი დაწყნარდი. მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო.

ზეინი კვლავ წყნარად იჯდა და ქეითს აკვირდებოდა. ქეითი მის თვალში ბავშვსს გავდა. პატარა ანგელოზს.

- შეიძლება გარეთ გავიდე? სუფთა ჰაერი მჭირდება.
- რა თქმა უნდა. დამხმარეს ვეტყვი ოთახი მოამზადოს შენთვის- გაუღიმა ჰარიმ და ლოყაზე აკოცა.

ქეითი უკანა ეზოში გავიდა. ღამე ბნელი და ცოვი იყო. ვარსკვმალევი ისეთივე ლამაზი როგორც ყოველთვის. ქეითს უყვარს მათი ცქერა. ეს ამშვიდებს.

გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ვარსკვლავებს დაუწყო ყურება. არ უნდოდა ეფიქრა ჯორჯზე და მის მშობლებზე. ზედმეტად გაბრაზებული და განაწყენებული იყო.

მოულოდნელად შეხტა და გულზე ხელი მიიჭირა, როცა ტკივილი იგრძნო. ისევ ეს ტკივილი მკერდის არეში. ხვდებოდა, რომ წამლების მიღება უნდა დაეწყო. არ უნდოდა იგივე გამეორებულიყო რაც ბავშვიბაში.

ჩაფიქრებული იჯდა, როცა უკნიდან შეხება იგრძნო. ვიღაცამ ქურთუკი მიაფარა. ზეინი.

- შეგცივდება, გარეთ ცივა- თქვა და ქეითის გვერდით ჩამოჯდა.

მისთვის არ შეუხედავს, წინ იყურებოდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now