12

387 20 13
                                    


ქეითი სკოლაში დაძაბული იჯდა. გაკვეთილებს კარგად ვერ უსმენდა, თავში მხოლოდ ზეინი და  მისი კოცნა უტრიალებდა. საშინლად აფორიაქებული იყო.

ბოლო გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ყოყმანით ჩააწყო ჩანთაში წიგნები, არ უნდოდა სახლში წასვლა. არც შენობიდან გასვლა, რადგან შესაძლებელი იყო გარეთ ჯორჯი დახვედროდა. მაგრამ ეს ასე ვეღარ გაგრძელბდებოდა, მალე ქეითი მისი ცოლი გახდება და ასეთი ურთიერთობა და კამათი კარგს არაფერს მოუტანს მათ ურთიერთობას.

- დღეს უცნაურად იქცევი. კარგად ხარ?
- კი, კი კარგად ვარ.
- რაღაც არ გეტყობა. რა მოხდა?
- უბრალოდ ჯორჯთან და მშობლებთან პატარა შეკამათება მომივიდა.

გოგოებმა ერთად დატოვეს კლასი და გასასვლელისკენ გაემართნენ. დერეფანში ლიზას შეხვდნენ. ახლა სამივემ ერთად განაგრძო სიარული და სკოლა დატოვა.

- ნაილი გელოდება?- ჰკითხა ქეითმა მოულოდნელად, რადგან აინტერესებდა გარეთ ბიჭებს თუ ნახავდა.
- კი, მასთან სახლში ვაპირებთ წასვლას.

"ჯანდაბა!" გაიფიქრა გოგონამ და ნერვიულად დაიწყო თითების წვალება.

საბოლოოდ როცა სკოლის ეზოში გავიდნენ დაინახეს ნაილი, რომელიც მანქანას ეყრდნობოდა და მათ უღიმოდა. და... ჯორჯის მანქანაც! ეზოში ჯორჯის მანქანაც იდგა.

მალევე ჯორჯმაც შენიშნა გოგოები და სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან. ქეითისკენ დაიძრა, არ უნდოდა ნაილთან მისულიყო.

- ჯორჯ?
- პატარავ, უნდა ვილაპარაკოთ- თქვა და ალმაცერად გახედა ნაილს, რომელიც წარბშეკრული უყურებდა მას.
- კარგი.

ჯორჯი და ქეითი მოშორებით გავიდნენ.

- მისმინე, ვიცი არასწორად მოვიქეცი. არ უნდა მეთქვა შენი მშობლებისთვის და შენს საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი. ამას მართლა ვნანობ, მაგრამ შენზე ვნერვიულობდი. არ მინდა მათთან მეგობრობამ რამე გავლენა მოახდინოს შენზე.
- ჯორჯ...
- ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, არა?
- ვიცი...
- მაპატიე, გთხოვ. - ჯორჯმა ქეითის სახე ხელებს შორის მოიქცია.
- მეც არააწორად გამომივიდა. მაგრამ ჰარი ჩემი ძმაა, ჯორჯ. არ მინდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა.
- კარგი, მაგრამ დამპირდი, რომ აღარ მომატყუებ.
- კარგი, გპირდები.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now