25

353 17 1
                                    



ქეითმა ტანსაცმელი ჩაიცვა და ჩვევით ჩავიდა. ზეინი ბიჭებთან არ იყო. სუფთა ჰაერზე გავიდა სახლის უკანა ეზოში, სადაც ზეინი იჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ხელშე სიგარეტი ეჭირა და აბოლებდა.

გარეთ ციოდა, მაგრამ არცერთი დარდობდა ამაზე. ქეითი ზეინის გვერდით ჩამოჯდა, მაგრამ ხმა არ გაუღია. არც ზეინს მიუქცევია ყურადღება, ცისკენ ყურებას განაგრძნობდა.

- გაიყინები- თქვა რამოდენიმე წუთის შემდწგ, რადგან შეამჩნია, როგორ კანკალებდა ქეითი.
- არაუშავს.

ზეინმა ქურთუკი გაიხადა და ქეითს მოაფარა.

- შენ?
- არ მცივა.

- ასე ხშირად რატომ ეწევი?
- მამშვიდებს, თავს კარგად ვგრძნობ როცა ვეწევი.
- მაგრამ მოგწონს ის რაც გკლავს.
- ზუსტად. ყველანი რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები, მე კი სასმელსა და მოსაწევზე.
- შენ თქვი რომ გეშინია.
- დაივიწყე...
- ზეინ ერთადერთი ხარ რომელმაც გამააზრებიბა როგორია ცხოვრება. ახლა უკვე ვიცი, რომ ყველა ბედნიერად არ ცხოვრობს. შენთან ერთად ყოფნა მაბედნიერებს, არ მინდა ჩამოგშორდე.
- მე სიყვარული არ შემიძლია, ქეით. გულს გატკენ. ბავშვობაშიც კი სულ ჩხუბისკენ ვიყავი მიმართული და...
- არ მაინტერესებს როგორი იყავი, არ ის მაინტერესებს ახლა როგორ ხარ. არ მადარდებს ის რომ ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული და სასმელს წყალივით სვამ. გადაეჩვევი, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთხელ შეძელი და მეორედაც შეძლებ! არ მაინტეტესებს რას ფიქრობენ სხვები შენზე. ასეთი გაგიცანი და ასეთს დაგიახლოვდი.
- ქეით...
- არა არ გამაწყვეტინო. არასდროს მიგრძვნია თავი ბედნიერად. ყოველთვის მეგონა, რომ კარგი ცხოვრება მქონდა. მყავდა მოსიყვარულე ოჯახი და შეყვარებული, მაგრამ თავი ბედნიერად არასდროს მიგრძვნია. არ ვიცოდი რა იყო მეგობრებთან ერთად გართობა, მხოლოდ სწავლაზე ვიყავი კონცენტრირებული, რადგან მშობლებისთვის იმედები არ გამეცრუებინა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მდიდარ ოჯახში შევდიოდი და საკმარისი განათლება და ეთიკა უნდა მქონოდა. მართლა ვდარდობდი ამასე, მაგრამ ახლა აღარ მადარდებს, რადგან ვიცი, რომ ეს არ მინდა. არ მინდა ჯორჯს გავყვე ცოლად. მასთან ვერ განვიცდი იგივეს, რასაც შენთან. მისი კოცნა არ მიღვივებს გრძნობებს, როგორც შენი. ვერ ვგრძნობ მუცლის სასიამოვნო წვას, სუნთქვა არ მეკვრება. ერთადერთი ვისაც ჩემი სხეულის ნებისმიერ წერტილთან აქვს წვდომა შენ ხარ! შენ შეგიძლია ის რასაც სხვა ვერ ახერხებს.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now