22

397 21 4
                                    


საღამოა. ქეითი მეცადინეობს.

დილით სკოლაში წავიდა, ქრისტინმა უამრავი კითხვა დააყარა თავზე. კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ დაწყნარდა და ყველაფერი მოუყვა ქეითს რაც მის არ ყოფნაში მოხდა.

დეტალუტად აღუწერა თუ როგორ ეჩხუბებოდა ზეინი მის გამო რეჯინას, სკოლის წინ, იმ დღეს როცა ქეითი საავადმყოფოში იწვა. ესე იგი, მაშინვე დაუჯერა.

ქეითი გიჟივით იღიმოდა უმიზეზოდ, თავს ვერ იკავებდა.

მისი მშობლები მამამისის ძველ მეგობართან იყვნენ წასულები, ამიტომ სახლში მარტო იყო.

გაიგონა ხმა, რომელმაც მისი ყუადღება მიიქცია. ფანჯარაში გაიხედა და დაინახა ზენი კენჭებით ხელში. ქეითმა ფანჯარა გააღო.

- გაიწიე.

ზეინმა ამოძრომა დაიწყო და მალე ფანჯარაში შემოძვრა.

- არ მაცადე იმის თქმა, რომ სახლში მარტო ვარ და შეგეძლო კარიდან შემოსულიყავი, მაგრამ სასიამოვნო იყო შენი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, მიტერ მალიკ.
- ესე იგი ასე არა, ქალბატონ ქეით?

ზეინმა ქითი ერთი ბიძგით დააგდო საწოლზე და თვითონ ზევიდან გადააწვა.

- ეს შენი საწოლი არ არის, ცოტა ფრთხილად.
- მართალია, ჩემი საქოლი უფრო რბილია.
- უკმაყოფილო თუ ხარ გადადი.
- ხმას აღარ ვიღებ.

ზეინმა სწრაფად მიაწება თავისი ტუჩები ქეითისას. ენატრებოდა ეს გრძნობა. ორივეს ძალიან ენატრებოდა. მათი ტუჩების დეერთებისას კი ორივეს სხეულმა იგრძნო სასიამოვნო ჟრუანტელი. ზეინმა ხელი თეძოდან ყელამდე აატარა და გრძელი თითები ქეითს ყელზე შემოახვია. სველი ენით ყბის ძვალს გაუყვა და აპირებდა ყელზე ნიშანი დაეტოვებინა.

- არ გაბედო. ბოლოს როცა ეს გააკეთე სამი დღე მომიწია დამემალა შენი "შემოქმედება".

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now