9

418 23 15
                                    


ქეითი სახლში ძალაგამოცლილი და ემოციურად გადაღლილი დაბრუნდა. გზაში არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ ნელა მიაბიჯებდა სახლისკენ.

- ძვირფასო, როგორი დღე გქონდა? - ღიმილით ჰკითხა ოთახში ახლახანს შემოსულ ქეითს დედამისმა.
- ჩვეულებრივი.
- არ ისადილებ?
- უკვე ვისადილე ჯორჯთან ერთად. ოთახში ავალ და ვიმეცადინებ.
- როგორც გინდა.

ქეითი ოთახში ავიდა. პირსახოცი და ტანსაცმელი აიღო, ახლა ცივი წყალი გამოაფხიზლებდა. სააბაზანოში შევიდა და ცივი წყლის ქვეშ დადგა.

წყლის ცივი წვეთები სხეულზე ეცემოდა და მის ნაზ კანზე ქვევით ცურდებოდა. ქეითი იმ მომენტზე ფიქრობდა, როცა დაინახა როგორ გამეტებით ურტყამდა ზეინი ვიღაც ბიჭს. ალბათ შემოაკვდებოდა კიდეც ქეითს რომ არ მიესწრო.

აქაფებული თავი ჩამოიბანა და სხეულიც დაიბანა. ერთი პირსახოცი თმაზე შემოიხვია, მეორე კი სხეულზე და ოთახში გავიდა. გამშრალების შემდეგ ჩაიცვა და გადაწყვიტა დავალებებისთვის მიეხედა. პირველი მათემატიკით დაიწყო, რადგან ვერ იტანს მათემატიკას! შუა დავალების წერის დროს მიხვდა, რომ დამთავრება ეზარებოდა და შეეშვა. ახლა ლიტერატურის თემის წერაზე გადავიდა, რაც მარტივი იყო მისთვის. თემა ჯერ "შავ ფურცელზე" დაწერა და რამოდენიმეჯერ გადაიკითხა, რომ დარწმუნებულიყო მის სტულყოფილებაში. 

საათს დახედა და მიხვდა, რომ თემის დაწერამ
საკმაო დრო წაიღო. უკვე 2 საათი გასულიყო. ქეითი მუცელმა შეაწუხა და მიხვდა, რომ შიოდა. ქვევით ჩავიდა, რომ დედასთვის ეთხოვა რამე მოემზადებინა მისთვის. ახლა დედამისი მომზადებული საჭმელი ძალიან უნდოდა.

- დედა, შეგიძლია რამე მომიმზადო?
- რა თქმა უნდა, ძვირფასო.
- მამა ჯერ არ დაბრუნებულა?
- არა, თქვა, რომ ცოტა დააგვიანდება.
- გასაგებია.

ქეითი წყლის დასალევად წამოდგა, როცა ზარმა დარეკა.

- მე გავაღებ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now