13

352 20 4
                                    


საღამოა. ქეითი წვეულებისთვის ემზადება, რომელზეც ჯორჯთან და მის ოჯახთან ერთად მიდის. რა თქმა უნდა არ უნდა წასვლა, მაგრამ ჯორჯის მშობლებს უარი ვერ უთხრა.

ულამაზესი, გამოყვანილი, მოკლე და ოდნავ ჩახსნილი კაბა აცვია. ცოტა მაკიაჟი და გაშლილი თმა მეტად ალამაზებს მის ნაკვთებს.

- ძვირფასო მშვენივრად გამოუყურები- უთხრა ჯოჯრმა და ლოყაზე აკოცა.

ქეითს არაფერი უპასუხია, უბრალოდ გაუღიმა. კაბა აწუხებდა, რადგან ზედმეტად მოკლე იყო. მაღალქუსლიანები კი უბრალოდ საშინელებაა!

დენიელმა და ვანესამკარგი საღამოს გატარება უსურვეს და მათაც დატოვეს სახლი. სახლის წინ შავი ლიმუზინი ელოდებოდათ. ჯორჯმა ქეითს კარი გამოუღო და გოგონას შემდეგ თავადაც მოთავსდა მანქანაში. რა თქმა უნდა, ბედნიერი იყო იმით, რომ ულამაზესი გოგონა, რომელიც მისი შეყვარებული იყო იმ წვეულებაზე მის გვერდით იქნებოდა. ჯორჯმა იცოდა, რომ ქეითი იქ მყოფი ბიჭების ყურადღებას მიიქცევდა და კმაყოფილი იყო იმით, რომ ეს გოგო სრულებით მას ეკუთვნოდა. მაგრამ ეკუთვნოდა კი?


***

წვეულება როგორც ქეითი ვარაუდობდა მოსაწყენი იყო. ყველგან გავლენიანი ბიზნესმენები და მათი ვაჟები იყვნენ, ლამაზ ქალბატონებთან ერთად. ქეითი ჯორჯს არ შორდებოდა, ღიმილით ესალმებოდა ყველას და კომპლიმენტებს იღებდა. სტუმრები მაგიდებთან იყვნენ გადანაწილებულნი. ჯორჯი და მისი მშობლები ვიღაცას ესაუბრებოდნენ, ქეითი კი გარშემო იყურებოდა და ხალხს ათვალიერებდა. ზედმეტად იდეალურად ეცვათ, მათი კმაყოფილი სახეები კი ქეითს აღიზიანებდა. ფიქრობდა ამ კმაყოფილი, მომღიმარი სახეების მიღმა დიდი სიყალბე იმალებოდა.

მოულოდნელად ქეითი გაშრა, როცა ნაცნობი სახე დალანდა. თავიდან იფიქრა, რომ მოელანდა, მაგრამ შემდეგ ისევ გააპარა თვალი მისკენ და დარწმუნდა რომ ის იყო.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Wo Geschichten leben. Entdecke jetzt