16

369 20 10
                                    



- ზეინ! უნდა ვილაპარაკოთ!
- ახლა არა, დედა.

ზეინ ოთახში მიდის, მაგრამ დედამისი უკან მიყვება.

- შენი თვალები! ისევ დაიწყე სმა?
- დედა, არ გინდა.
- ზეინ, ვიცი რომ რაღაც გიჭირს, მაგრამ დალევა არ არის გამოსავალი. შენს ლექტორს ველაპარაკე, ლექციებს აცდენ. სად დადიხარ მთელი დღის განმავლობაში? უკვე ვნეურვიულობ.
- ნუ ღელავ, დედა საზოგადოებაში არ შეგარცხვენთ.
- ზეინ, გეყოს! ხომ იცი, რომ შენზე მეტად არაფერი მადარგებს, არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი.
- მაგრამ მამას აინტერესებს. ეს თემა ჩემზე მეტად აღელვებს, ასე რომ თუ ეტყვი, რომ დალევა დავიწყე ეს უბრალოდ გამირთულებს მდგომარეობას.
- ეს გოგოს გამოა?
- რა თქმა უნდა, არა. - თვალები აატრიალა ზეინმა- დედა, არავინ მყავს, ამას უკვე მეასედ გეუბნები.
- კარგი.... - დანებდა ქალი.

ზეინის დედა თავს ცუდად გრძნობდა, როცა უყურებდა თუ როგორ ინადგურებდა ცხოვრებას მისი ვაჟი. არ იცოდა ზეინს რა აწუხებდა, ყოველთვის  ეკითხებოდა, მაგრამ პასუხს ვერასდროს იღებდა. შვილზე ნერვიულობას ისიც ემატებოდა, რომ მას ვერაფრით ეხმარებოდა. შემდეგ საკუთარ თავსაც იდანაშაულებდა, იმის გამო, რომ დატვირული გრაფიკი აქვს და შვილს ყურადღებას ვერ აქცევს.




***

ქეითი არეულია. გრძნობები, რომელსაც ვერ აკონტროლებს, რომელიც შიგნიდან ჭამს, ანადგურებს. არ იცის თავს რა მოუხერხოს, ყველაფერს ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. ძილის წინ ცდილობს ყურადღება რამეზე გადაიტანოს, მაგრამ ვერ ახერხებს. მისი გონება დაბურულია, მხოლოდ ზეინის ჩამქრალ თვალებს ხედავს. თვალწინ ის სცენა უდგება, თუ როგორ კოცნის ზეინი სხვას, როგორ ეხება სხვის სხეულს. ყველაზე მეტად კი ის სტკენს, რომ იაზრებს ზეინმა უბრალოდ გამოიყენა. ის მხოლოდ მისი გასართობი იყო, რომელიც მალევე დაავიწყდა და განზე მოისროლა.

ქეითს ასე არასდროს უგრძვნია თავი. ასე შეშფოთებულად. გოგონა რომელიც ბავშვიბიდან სიყვარულში და ფერად სამყაროში იზრდებოდა არ იყო ასეთ რამეს მიჩვეული. მათი ოჯახი სიყვარულით იყო სავსე, მაგრამ ახლა დანაკლისი იგრძნო. თავი გამოყენებულ ნივთად ჩათვალა. ზეინის თვალები და ხმა  ისეთი ცივი და უხეში იყო...

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now