7

394 23 11
                                    



ქეითი ძალიან მიეჩვია ბიჭებთან ერთად ყოფნას. ქრისტინის გარდა მეგობარი არასდროს ყოლია და ახლა მიხვდა თუ როგორი კარგია მეგობრებთან ერთად გართობა. დედამისს უთხრა, რომ კლასელის დაბადების დღეზე მიდიოდა ქეისტინთან ერთად. გოგოებმა ქეითის დედა დაიყოლიეს; ლამაზად გამოეწყვნენ და ჰარის გამოგზავნილ მისამართზე ტაქსით წავიდნენ.

ლამაზი სახლი იყო, ლამაზი და დიდი. ეზოში არავინ ჩანდა, მაგრამ შიგნიდან ხმაური და ფერადი სინათლეები გამოდიოდა.

გოგოები შიგნით შევიდნენ და ნაცნობი სახეების ძებნა დაიწყეს. ქრისტინმა დასალევს სტაცა ხელი და ჭიქა არაყი გადაკრა. ქეითი ვერ დალევდა, წამლების მიღება უნდა დაეწყო. სიცოცხლით ნამდვილად ვერ გარისკავდა.

- ჰეი, გოგონებო- მათთან გაღიმებული ლუი მოვიდა.
- ჰეი ლუი. დამარჩენები სად არიან?
- მისაღებში. წამოდით.

უამრავ თინეიჯერს შორის მათ გზა გაიკვლიეს და მისაღებში შევიდნენ. დივანზე ჰარი, ნაილი და ლიამი ერთად ისხდნენ. სავარძელში კი ზეინი, რომელიც ერთ გოგოს ეზასავებოდა. ამაზრზენი სანახავი იყო, ამიტომ ქეითმა თვალი მოაშორა მათ.

ლუი ჰარისთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა. ხელები შემოხვია, ჰარიმაც მკერდზე მიიკრა ის და მის ტუჩებს დაეწაფა. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა და ნიშანი დაუტოვა.

- ჰეი პატარავ- ლუისთან დამთავრების შემდეგ მიესალმა ქეითს.

ზეინი გოგოს შეეშვა და ახლა ქეითს მიაპყრო ყურაღდება. მისი სხეული და ტანზე მომდგარი კაბა აათვალიერა. ჩაეღიმა. მისი კალთიდან გოგო წამოდგა და წავიდა. ზეინმა ფეხები გაშალა და უფრო კომფორტულად მოკალათდა სავარძელში. ვისკის ჭიქა აიღო, რომელშიც ბევრი ყინული ეყარა და ვისკი მოსვა.

ჰარი და ლუი კვლავ ერთმანეთით იყვნენ დაკავებულები. ქეითის გარდა ყველა კარგად გრძნობდა თავს. გოგონა უხერხულად იყო. აქ ყოფნა მოსწონდა, მაგრამ ამავდროულად უნდოდა ტერიტორიას გასცილებოდა.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now