1

1.2K 31 25
                                    


ქეითი სკოლას უახლოვდება და თან ფიქრობს თუ რა უცნაური დილაა. ჯერ ძალიან ადრეა, ამიტომ სკოლის ეზოში და ალბათ შენობაშიც ათიოდე ადამიანი იქნება.

როგორც კი სკოლას მიუახლოვდა ნაცნობი სილუეტი დაინახა, რომელიც 3 ბიჭთან ერთად იდგა. გადაწყვიტა არ შეემჩნია ისე გაევლო ის ადგილი და სკოლაში შესულიყო.

_ ქეით_ ერთ-ერთი ბიჭი მისკენ დაიძრა, რაზეც ქეითი შეკრთა.

ბიჭი მას მოუახლოვდა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა. ლამაზი მწვანე თვალები და ხვეული თმა ჰქონდა.

_ მომენატრე.
_ ჰარი, რას აკეთებ... გაგიჟდი?
_ სკოლა თითქმის ცარიელია, ვერავინ დაგვინახავს.
_ მაგრამ ისინი...
_ მათ იციან. წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.

ჰარიმ გოგოს ხელი ჩაავლო და მათკენ წაიყვანა. ქეითს არ გამორჩენია თუ როგორი გაკვირვებულები უყურებდნენ მათ ბიჭები, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს მეტად ეტყობოდა დაბნეულობა და განცვიფრება.

_ ჰარი? ეს გოგო ვინ არის?_ ჰკითხა მუქთმიანმა.
_ ბიჭებო ეს ქეითია.

გოგოს სახელის გაგებაზე თითქოს დამშვიდდნენ.

_ ქეით ეს ლუისია_ უთხრა ჰარიმ ლურჯთვალებაზე, რომელიც ასე აფორიაქებულიყო ორიოდე წუთის წინ. _ ეს ნაილია_ ანიშნა ქერაზე_ ეს კი ლიამი.
_ სასიამოვნოა.
_ ჩვენთვისაც. როგორც იქნა გაგიცანით.
_ ჰარი აქ რას აკეთებთ?
_ ნაილის შეყვარებული ამ სკოლაში სწავლობს და მას მოვაკითხეთ.
_ გასაგებია. მე სკოლაში შევალ, არ იქნება კარგი თუ ვინმე დაგვინახავს.
_ ქეით შენ ჩემი და ხარ და არ მაინტერესებს რას იფიქრებს ამაზე ხალხი! დავიღალე იმით, რომ ზოგჯერ თვეში ერთხელაც კი ვერ გნახულობ.
_ ჰარი, ხომ იცი რომ...
_ კარგი. უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით ცოტა მეტი დრო გაატარო.
_ უადგილო კითხვაა, მაგრამ ქეით ჩვენს წვეულებაზე ხომ არ მოხვიდოდი?_ იკითხა ნაილმა ღიმილით.
_ ამმ მე?_ დაიბნა გოგო.

აქამდე წვეულებაზე არასდროს ყოფილა. ის ხომ არ ეკუთვნის მაღალი ფენის საზოგადოებას.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now