23

378 21 2
                                    



- ხვდებით, რომ ბოლო ორი თვეა თითქმის ყოველ დღე აქ დგახართ? ხუთი უსიმპატიურესი ბიჭი სკოლის წინ. გოგოების ყურადღებას იქცევთ.
- ნუ ღელავ ყველამ დაინახოს, რომ შენთან ვართ- თვალი ჩაუკრა ლიამმა.
- სხვათაშორის ჰაროლდ, შენ ბიჭს მიხედე, რამოდენიმემ თვალი დაადგა.

ქეითმა მოათვალიერა გარემო მაგრამ ზეინი ვერსად დაინახა. არც მისი მანქანა ან მოტოციკლი ჩანდა.

-ზეინი არ არის?- იკითხა დამწუხრებულმა, რაზეც ბიჭებს გაეცინათ. - რა გაცინებთ?
- ნუ ღელავ, სკოლის უკან გელოდება- უთხრა ჰარიმ და მასთან ახლოს მიიწია- არ იმაიმუნოთ, ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვარ.

ქეითს გაეღიმა და ჰარის ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.

- ჰეი, ეს ჩემი ბიჭია, ქალბატონო.
- შეგიძლია გყავდეს შენი ბიჭი, ბატონო ლუის. მე წავედი.

ქეითი ღიმილით წავიდა იქ სადაც წესით ზეინი უნდა დახვედროდა.

- ჩვენც წავალთ. დღეს ყველასთვის განტვირთვის დღეა ასე რომ ამ სიამოვნებას არ ჩამოვრჩებით.

თქვა ჰარიმ ლუის ხელი გადახვია და მანქანისკენ წავიდნენ.

ქეითი სკოლის უკანა ტერიტორიაზე გავიდა და დაინახა შავი მოტოციკლი. ღიმილით მიუახლოვდა.

- გამარჯობა.
- გამარჯობა, პატარავ.
- აქ რატომ ხარ? ვგულისხმობ ბიჭებთან ერთად რატომ არ მოხვედი?
- ყველას თვალწინ არ მინდოდა შენი გატაცება.
- სად მივდივართ?
- ყველგან სადაც მივახერხებთ. ამ დღეს ისე გაატარებ, როგორც მე მომინდება.
- რატომ?
- უნდა განახო რა არის ნამდვილი ცხოვრება, პატარავ. დაჯექი.
- მოტოციკლზე არ დავჯდები. არ მინდა ჩემი ახლად დაწყებული ცხოცრება ავარიით დავასრულო.
- არ მენდობი?- ტუჩი გადმოაბრუნა ზეინმა.
- შენ გენდობო, საკუთარ თავს არა. ნამდვილად გადმოვვარდები.
- დაჯექი და ხელები მე შემომხვიე.

გოგონა დათანხმდა. ზეიმმა ჩაფხუტი გაუკეთა, შემდეგ კი ქეითი მოტოციკლზე დაჯდა და ზეინს ხელები შემოჰხვია. იგრძნო მისი პრესი მუცელზე.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now