17

365 17 7
                                    



- რაზე ფიქრობ? - ეკითხება ჯორჯი ქეითს და ხელს ხელზე ადებს.
- არა, არაფერზე.

ახლა სუფრასთან ზიან მშობლებთან ერთად. მათი მშობლები ისევ მათზე საუბრობენ. იხსენებენ სულ პატარაბი რომ იყვნენ.

- სულ ერთი ციცქნები იყავით. მის გარეშე არ იძინებდი, ამიტომ ხშირად გვიწევდა დარჩენა მათთან. ერთადაც კი ბანაობდით ხოლმე. - იცინის ქეითის დედა, გოგონა კი წითლდება და თავს ხრის.
- დედა, გაჩერდი...
- კარგი, კარგი.
- საყვარელი ხარ აწითლებული ლოყებით- გადმოჩურჩულა სიცილით ჯორჯმა და ყურქვეშ ნაზად აკოცა.


ვახშმის შემდეგ, სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს. უფროსები ბიზნესსა და სამუშაოზე საუბრობდნენ.

- ჩვენ ოთახში ავალთ, თქვენ მშვიდად ილაპარაკეთ.

ჯორჯმა ქეითი თავის ოთახში აიყვანა. ქეითი აქამდეც ხშირად ყოფილა მის ოთახში, რომელიც საკმაოდ მყუდრო და დიდია.

- ჩამოჯექი.

ორივე საწოლზე ჩამოსხდნენ. მშივიდად ისხდნენ. ჯორჯი ქეითს უყურებდა და ბედნიერი იყო თუნდაც მისი ცქერით. მათი ურთიერთობა ოფიციალურად უკვე 5 წელია გრძელდება, მაგარამ ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ. ბავშვობაში დაინიშნენ და მათი ერთად ყოფნა თავიდანვე დაგეგმილი იყო. ჯორჯი რაღაც ენითაღუწერელს გრძნიბდა. მიზიდულობა ქეითის მიმართ ძალიან დიდი იყო.

ქეითის გონება ამ დროს სხვა მიმართულებით იყო მიმართული. ის მომავალზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა როგორი იქნებოდა მისი მომავალი, ან მათი. ალბათ ჯორჯს გაყვებოდა ცოლად, მერე შვილებიც ეყოლებოდათ... ჯორჯი ყოველთვის ამბობდა რომ ორი ბიჭი და ერთი გოგო უნდოდა.

- ისევ რაღაცაზე ხარ ჩაფიქრებული. ახლა მაინც არ მეტყვი?
- მომავალზე ვფიქრობდი. ჩვენს მომავალზე, სადაც ერთად ვართ.

IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now