YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.

25.დასასრული თუ დასაწყისი?

4.1K 172 85
By Niniee04



-მიდიხარ და არც კი ფიქრობ იმაზე, რომ მე აქ ვრჩები მარტო, თანაც მინიმუმ ორი თვით?-ანდრია საუზმის მერე მაშინვე გავიყვანე ეზოსგან მოშორებით, სადაც არც დასახლება იყო და არც ხალხი დაიარებოდა.

-წამომყევი. ორი თვე და ჩამოვიდეთ უკან.

-ანდრია, აქ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ისიც არ იცი ორი თვე იქნები თუ ოთხი. მე კიდევ აქ ოჯახიც მყავს და მეგობრებიც.

-ტაისია ეს ჩემი პროფესიისთვის ძალიან კარგია და მთელი ცხოვრება იქ არ მივდივარ. შენთვითონვე მეუბნები, რომ ცხოვრება გავაგრძელო და ამასთანავე ბრაზდები იმაზე, რომ სამსახურიდან ორი თვით უნდა წავიდე?

-და ასევე მე დამტოვო აქ ორი თვით, მარტო!

გაეღიმა. ვერ მივხვდი რა აღიმებდა.

-მარტო არ გტოვებ, ამ ორი თვის განმავლობაში ყოველდღე დაგირეკავ.

-არ მინდა შენს გარეშე-ვხვდებოდი უკვე ორი წლის ბავშვივით ვიქცეოდი, თუმცა მართლა არ მინდოდა ანდრიასგან შორს ყოფნა.

-არც მე დამიჯერე, მაგრამ ისე მალე გავა ეს ორი თვე ვერც გაიგებ.

-არ გავა. ჩაიცინა და მასთან ახლოს მიმიზიდა.

-მიყვარხარ, თან ყველაზე მეტად და მინდა გამიგო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მაკედონიაში წასვლა.

-იქნება მკვლელი ძალიან საშიშია. შენ რომ რამე დაგემართოს?

-არაფერი დამემართება ტაისია.

-კარგი რა, მერაბის ხალხმა რა გიქნა და იქ რას გიზავენ საერთოდ.

- არაფერი მომივა-სიტყვები დამიმარცვლა და თავზე მაკოცა.-წამო ახლა სახლში-ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთი ღერი ამოაძვრინა. ბაგეებს შორის მოიქცია და მოუკიდა.

-აუ ორი თვე არ მინდა შენს გარეშე-ისევ გავაგრძელე წუწუნი.

-გეუბნები წამოდითქო და არ მოდიხარ.

-ხომ იცი, რომ ვერ შევძლებ.

-ვერც მე შევძლებ ალბათ ორი თვე უშენოდ ყოფნას.

-იცოდე ფრთხილად იყავი!  როდის მიდიხარ?

-სამშაბათს და ძალიან გთხოვ ორშაბათს ჩემთან დარჩი. მინდა ბოლო დღე ერთად ვიყოთ.

-კარგი.

სახლში დავბრუნდით. მეორე დღეს დიდხანს არ გავჩერებულვართ. შუა დღისას უკვე მანქანაში ვისხედით. ამჯერად საჭესთან ანდრია იჯდა. გვერდით ნიცა ყავდა გამოჭიმული, რაზეც ყოველ წამს მეცინებოდა. მე კი უკან ჩემი ძმის გვერდით ვიჯექი და მის მხარზე მქონდა თავი ჩამოდებული. დილით ადრე მომიწია ადგომა, რომ ციცოს მივხმარებოდი და სწორედ ამიტომ მთელი გზა ალექსანდრეზე მიყრდნობილს მეძინა.

***

დადგა სამშაბათი. დილის ექვს საათზე მომიწია გაღვიძება. ანდრია 9-ზე აეროპორტში უნდა ყოფილიყო. საუზმე მოვამზადე და ოთახში შევბრუნდი რომ ტაბატაძე გამეღვიძებინა. მუცელზე იწვა და ხელი ჩემს ბალიშზე ედო. თმა სახეზე ჩამოშლოდა და ტუჩები გამოებზიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაღვიძება ჩემს სურვილს ეწინააღმდეგებოდა, მაინც მიწევდა ამის გაკეთება. ფრთხილად დავაწექი ზემოდან და თმა გადავუწიე. წარბიც არ შეუხრია, მშვიდად განაგრძო ფშვინვა.

-ანდრია, არ დაგაგვიანდეს აეროპორტში, ადექი.

-რომელი საათია-დილის დამახასიათებელი, ხრიწიანი ხმით იკითხა და გვერდზე გადამაწვინა, რომ ჩამხუტებოდა.

-შვიდის ნახევარია.

-კაი რა დროს ადგომაა, 8ზე ავდგები.

-არა! უნდა ისაუზმო და მერე დროულად მივიდეთ აეროპორტში.

-რომელზე ადექი?

-ექვსზე.

-აფრენ, გეფიცები.

იმდენად ჩამეხუტა, რომ სუნთქვა გამიჭირდა.

-გამჭყლიტავ ანდრია!

-მე ბოდიში, რომ ჩახუტება მიყვარს. შენთან განსაკუთრებით!

-ჩემს გარდა საერთოდ ვინმეს ეხუტები?

-ბარბარეს და ანას... ვიკასაც. კიდევ წინა შეყვარებულს ვეხუტებოდი ბევრს-ბოლო წინადადების თქმა და მის თავში ხელის წამორტყმა ერთი იყო-სხვათაშორის მეტკინა!

-ღირსი ხარ!  ნეტა მყავდეს ყოფილი, რასაც მე შენ გაეჭვიანებდი.

-ჰო და მერე რასაც მე ვიჩხუბებდი.

-ეგოისტი ხარ!

-ეგოისტი არ ვარ, უბრალოდ შენ ჩემი ხარ და არ ვაპირებ ვინმეს გავუყო შენი თავი.

-ვფიქრობ ამ ორ თვეში ირაკლი ყველა შანსს გამოიყენებს(სვანეთში მეზობელი ირაკლი).

-ძაან უნდა მაგ ტიპს რომ დავლეწო?

-რატო უნდა დალეწო, საყვარელია

-ახლა შენი თაყვანისცემლებით ცდილობ მაეჭვიანო?

-მინდა გითხრა, რომ ცდა წარმატებით წარიმართა-სწრაფად ვაკოცე და ფეხზე წამოვდექი.

-აბრძანდი, ყავა გაცივდა.

-არ მინდა ადგომა-წამოიყვირა და ფეხზე წამოდგა.

-ვერ ხარ შენ ხო იცი.

შემომხედა, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. ისევ ჩამეხუტა და სამზარეულომდე ეგრე მიმიყვანა.

-ანდრია, წაეთრიე ხელ-პირი დაიბანე და მოდი მერე ისაუზმე.

-თბილად მესაუბრე ქალბატონო ტაისია! ორი თვე ვერ მნახავ, რომ იცოდე.

-ხო და ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ გავატარო ეგ ორი თვე!

თავზე მეამბორა და მომშორდა.

-როგორმე შევძლებთ და მერე ორი თვე რომ გავა ჩემი ატანა მოგიწევს ყოველ წამს.

-აქეთ ვაპირებდი მაგის თქმას-თვალი ჩავუკარი და ყავის ჭიქა ტუჩებთან მივაახლოვე.

ათ წუთში ანდრია მოწესრიდგა და ერთად ვისაუზმეთ. რვა საათზე კი სახლიდან, ვიკასთან ერთად გავედით. დანარჩენებიც მოდიოდნენ აეროპორტში, მათ შორის ანა და ბარბარეც. მათ გავუარეთ და ცხრას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა უკვე აეროპორტში ვიყავით. წუთების გასვლის შემდეგ მოვიდნენ ვაკო და აკო, შემდეგ კი ალექსანდრე, ნატალია, ბექა და მარიამი. მანამ, სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა ანდრიას არ მოვშორებივარ გვერდიდან, თუმცა რა თქმა უნდა დრო ძალიან მალე გავიდა და ანდრიას რეგისტრაციის დროც დადგა. ფეხზე წამოდგა და ყველას ჩაეხუტა. ანას და ბარბარეს ეტირებოდათ და მათ ჩახუტებასთან ერთად ამშვიდებდა კიდეც. ყველას რომ მოუარა ჩემთან მოვიდნენ. დანარჩენები მოშორებით დადგნენ ისე, რომ ჩვენთვის პირადი სივრცე მოეცათ. თვალებში ვერ ვუყურებდი, რადგან ვიცოდი ამეტირებოდა.

-ტაიისიიაა-სიტყვა გაწელა და თითით სახე ამაწევინა-არ იტირო. მალე გავა ეს ორი თვე და რომ მოვალ შენთან აღარც გაგიშვებ. კარგი? თავი დავუქნიე და ისევ თავი ჩავხარე, რასაც ისევ ამოწევა მოჰყვა ანდრიას თითის დახმარებით.-დამპირდი, რომ არ მოიწყენ და ბედნიერად გაატარებ დროს. რომ გავიგო ცუდ ხასიათზე ხარ, მაშინვე მივატოვებ ყველაფერს და აქ გავჩნდები. დამპირდი, რომ არ იტირებ და შენი ლამაზი ღიმილით ივლი.

-გპირდები.

-ხოდა ძალიან კარგი, ახლა ჩამეხუტე თორე გამასწრებს თვითმფრინავი.

ნუ ტირი ტაისია ყველაფერზე!!

-პირობის შესრულება ახლავე უნდა დაგეწყო ქალბატონო! ნუ ტირი გთხოვ.

თვალებიდან მარილიანი სითხე მოვიშორე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. უცბად მაკოცა ტუჩებზე, რასაც ჩემი გაწითლება მოჰყვა, რადგან ვიცოდი ყველა გვიყურებდა, მათ შორის ალექსანდრე და ანა! ანდრიამ გამიღიმა და ჩვენი სხეულები საგრძნობლად დააშორა ერთმანეთს. არ მინდოდა მისი წასვლისთვის მეყურებინა, ამიტომ ჩემს ძმასთან გავიქეცი და მის მკლავებში ვიპოვე შვება. ანდრიასკენ ზურგით ვიდექი და ალექსანდრეს ესმოდა მხოლოდ ჩემი ტირილი . ძმამ სანუგეშებლად ხელები მომხვია და მხარზე მაკოცა.

-არ იტირო გთხოვ! მალე გავა ეს ორი თვე. მანამდე მე ვარ შენთან და არ მოგაწყენ. უბრალოდ ცრემლებს ნუ დამანახებ.

აეროპორტი დავტოვეთ. ანდრიას მანქანა ვაკომ წაიყვანა. მე ჩემს ძმას გავყევი. მთელი გზა ალექსანდრე და ნატალია ცდილობდნენ გავემხიარულებინე, თუმცა არ შემეძლო ძალით გამეცინა. იმდენად ვიყავი მიჩვეული ანდრიას, რომ არ წარმომედგინა მთელი ორი თვე მის გარეშე, ან შეიძლება მეტიც. ყოველ დღეს მასთან ერთად ვატარებდი, ახლა კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.

***
ორი დღე გავიდა რაც ანდრია წავიდა და სულ ერთხელ მომწერა. ვერც კი დამირეკა. ყველაფერი დასალაგებელი ჰქონდა და არაფრისთვის არ ეცალა. ერთი კვირა გავიდა და მე ისევ ცუდ გუნებაზე ვარ. ალექსანდრე უკვე ბრაზდება ჩემს საქციელზე, ანდრიამდე ცხოვრება არ არსებობდაო?! მართალიც იყო. ჩემს თავზე თვითონაც მეშლებოდა ნერვები, რომ ასე მყავდა ყველაფერი დაიგნორებული და მხოლოდ ანდრიაზე ვფიქრობდი. ერთი თვე გავიდა და ალბათ ათჯერ ველაპარაკე სულ. თვის მიწურულს გადავწყვიტე, რომ ატელიესთვის მიმეხედა. ალექსანდრეს ძალიან გაუხარდა ჩემი ინიციატივა და მაშინვე ერთად დავიწყეთ ახალი ადგილის ძებნა.

-მარჯანიშვილი გამორიცხულია ხომ?

-რა თქმა უნდა!

-აბა, რა ხდება აქ?-კარი ბექამ შემოაღო და სივრცე მოათვალიერა.
როდესაც და-ძმა დაგვინახა ჩვენსკენ გამოემართა და მარიამიც უკან გამოჰყვა.

-მოხვედი ხასიათზე ქალბატონო?-გადამკონცა და ადგილი ჩემს წინ დაიკავა.

-ვცდილობ-მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე.მარიამი გვერდით მომიჯდა და ჩამეხუტა.

-აუ, დღეს მოლში ხომ გამომყვები? საზაფხულო კოლექცია შემოვიდა და დავათვალიეროთ რაღაცეები.

-რა თქმა უნდა-ჩემი პასუხი ყველას გაუკვირდა.

ადრე ვერ წარმოვიდგენი და ვერც დავიჯერებდი, ვინმეს რომ ეთქვა ტაისიას მოლში წასვლა ვინმეს გაუკვირდაო. ტაბატაძე! ხედავ რას მიშვები?!

-ტაისია ატელიეს ხსნის და ახალ ადგილს ვეძებთ, ოღონდ ამჯერად ისეთი გვინდა, რომ ვიყიდოთ და არა ვიქირაოთ.

-მშვენიერია, მე ვიცი სადაც წაგიყვანთ. მოემზადეთ-ბექამ ჩაიღიმა და ვიღაცას გადაურეკა. გაურკვევლობაში ვიყავი, თუმცა მაინც გავემზადე და ყველა ერთად წავედით გაუგებარი გზით. საბოლოოდ პეკინზე მოვხვდით. ეს ადგილი მშვენიერი რამ იყო ატელიესათვის. ბექამ მანქანა ერთ-ერთ კართან გააჩერა, სადაც დიდი ასოებით ეწერა, რომ იყიდებოდა.

-მოკლედ ამ ადგილის პატრონი ჩემი ნაცნობია. თუ მოგეწონა ადგილი სასურველ ფასში მოგვყიდის. წუთი-წუთზე აქ იქნება და დაგათვალიერებინებს. წესით უნდა მოგეწონოს, არ ვიცი.-ბექამ უცბად გამარკვია სიტუაციაში და მანქანიდან გადავედით. მალევე მოვიდა ჩემი ძმის ხელა ბიჭი და მოსალმების შემდეგ, კარი გასაღებით გააღო. მოცულობით ეს ადგილი საგრძნობლად დიდი იყო, ვიდრე წინა. საკმაო ხანი ვათვალიერებდით ადგილს და როცა თითქმის ყველა პუნქტი დაამაყოფილა, გადავწყვიტეთ გვეყიდა. ფასი ნამდვილად სასურველი იყო. ალექსანდრე გაიქცა და მაშინვე მოხსნა თანხა. ვაფასებდი, რომ ჩემი ძმა ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა. სახლში დაბრუნებულებმა გამოვიცვალეთ და მე და მარიამი მოლში წავედით. ვერ გავერთე, თუმცა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და საცურაო კოსტიუმი ვიყიდე. იმედი მქონდა ანდრია რომ ჩამოვიდოდა გეგმას შევასრულებდით და ყველა ერთად წავიდოდით ბათუმში.  მე და მარიამი ერთ-ერთ კვების ობიექტში ვიყავით ანდრიამ რომ დარეკა. მის სახელს რომ ვკითხულობდი გული სხვანაირად და აჩქარებულად მიცემდა.

-როგორ ხარ?-გამიღიმა და ლოგინზე წამოწვა.

-კარგად, შენ?

-მეჩვენება თუ უკეთეს ხასიათზე ხარ?

-მგონი კი.

-ძალიან მიხარია. რა ხდება მაქეთ?

-რავიცი, ატელიეს ვხსნი პეკინზე. მეტი საინტერესო არაფერი. მოსაწყენია ყველაფერი.

-ძალიან მიხარია. ერთი თვეც და გნახავ. ძალიან მომენატრე.

-მეც-პირველად გავიღიმე და არ ვიტირე ამ სიტყვის წარმოთქმის დროს.

-კარგი, ახლა წავედი და ვეცდები მალე დაგირეკო. მიყვარხარ!

-მიდი, მეც.

გათიშა და ისევ სევდიან განწყობაზე დამაყენა, თუმცა ეს მარიამმაც შენიშნა და მაშინვე გადაწყვიტა ჩემი გართობა. ბოულინგზე შევედით და თამაში დავიწყეთ. მოგებული მე დავრჩი.

***

შემდეგი ერთი თვე ატელიეს გარემონტებაში გავიდა. და დადგა დრო რომ ანდრია ჩამოსულიყო. შუა ღამის სამ საათზე თბილისში იქნებოდა.  მთელი დღე აღელვებული ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა 2 საათი, რომ წავსულიყავი.
-ტაის, ჩამო რა რამე გააკეთე ძალიან მშია-ალექსანდრემ სამზარეულოდან ამომძახა.

უკვე ზაფხულია. ელენემ და გიორგიმ კი დასასვენებლად გადაწყვიტეს წასვლა, რადგან გიორგის ახლა ჰქონდა თავისუფალი დღეები.
მე დავამთავრე უნივერსიტეტი წარმატებით და დავემშვიდობე უბედნიერეს წლებს.

სახლში ბრეტელებიანი მაისურით და მოკლე შორტით ვმოძრაობდი და ამაშიც კი მცხელოდა.

ჩასვლისას პირველი კონდიციონერი ჩავრთე და შემდეგ შევედი სამზარეულოში. ჩემი ძმა მხოლოდ შორტით იჯდა და თავზე ცივი წყლის ბოთლი ჰქონდა მიდებული.

-რა გავაკეთო?

-რაიმე ცივი! გთხოვ ცხელი არაფერი მაჭამო.

-ცეზარს შეჭამ?

-შევჭამ!

უცბად გავაკეთე სალათი და მაგიდა გავაწყვე.

-ესეიგი ანდრო ჩამოდის დღეს.

-ნუ ეძახი ანდროს! ანდრია უხდება.

-ნუ მატრაკვეცობ ერთი შენ შემოგევლე რა!

-რა დღეში ხარ გელოვანო?

-ვიწუწაოთ რა.

მის იდეაზე გამეღიმა.
ჭამას მოვრჩი თუ არა სარდაფში ჩავედი და დიდი წყლის თოფები მოვძებნე. ერთი ალექსანდრეს გავუწოდე, მეორე კი სააბაზანოში წავიღე და წყლით გავავსე.

-მზად ხარ დაუნდობელი ბრძოლისთვის?!-ვკითხე და წარბები ავუთამაშე.

-შენ მოემზადე, თორემ მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

მაშინვე სახეში შევასხი წყალი. ხელით მოიწმინა ზედმეტი წყალი და ავად გამიღიმა. ხელში ამიყვანა და გარეთ გამიყვანა. რეზინის მილი მოიმარჯვა და ძალიან ცივი წყლით გამწუწა. მაშინვე კანკალი ამიტყდა.

-მეზიზღები! ეს რა უსამართლობაა, ჩვენ თოფებით ვეომებოდით ერთმანეთს.

-მე გაგაფრთხილე მოემზადეთქო და ნუ მაბრალებ შენს სილუზერეს!

-წადი რა წაეთრიე შენს სახლში, მომიშალა ნერვები. ხომ ხედავ მშობლებმა ბინა გიყიდეს რომ მოეშორებინე როგორმე და მაინც აქ ხარ?

-შენ არასდროს მიგატოვებ ლამაზო-ახლა მან აათამაშა წარბები და რეზინის მილი მომიშვირა. მინიმუმ ორი წუთი ვიდექი და წყალს ვიგერიებდი, თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი უშედეგო იყო.

-თქვენ აფრენთ ხო?-შორიდან ვიკას ხმა შემომესმა. თუ სწორად დავინახე გვერდით ნიცა ედგა. ბოლო დროს ესენი ძალიან დადაქალდნენ.

-ვიკუნა, როგორ ხარ მომენატრე-ალექსანდრემ მილს მიმართულება შეუცვალა და ახლა ვიკას შეასხა წყალი.

-ტელეფონი მიჭირავს შენ არანორმალურო!

-ნიცა შენ არ შეგასხავ, ნუ გეშინია.

ნიცამ კმაყოფილმა გაიღიმა.

-ეს რა არის ვერ გავიგე? დაზე მეტად რატომ გიყვარს დეიდაშვილი? მეწყინა!

-იმიტომ რომ ნიცა საყვარელია და ნერვებს არასდროს მიშლის. პირიქით სულ მეფერება, მე კიდევ ხომ იცი მიყვარს მოფერება-თვალი ჩამიკრა და ნიცასკენ წავიდა. ამ სიცხეში ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.

-მეზიზღებით! ვიკა წამო გამოსაცვლელი მოგცე.

რომ გამოვიცვალეთ ცივი ყავა გავაკეთე. მთელი დღე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დრო მალე და ადვილად გასულიყო.

საბოლოოდ დაღამდა და ორ საათზე ყველა ერთად წავედით აეროპორტში. მისვლისას ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. ერთი სული მქონდა მის სახეს როდის დავინახავდი. საბოლოოდ დადგა სამი საათი და დავინახე როგორ დაეშვა თვითმფრინავი. ძალიან ავღელდი. 10 წუთში ხალხის ნაკადი გამოვიდა კარიდან და მალევე დავლანდე მისი სახეც. თმა ძალიან გაზრდოდა და წვერი წამოსვლოდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მალევე დამინახა და თავისი ნაცრისფერი თვალები მომანათა. გაეღიმა. ნაბიჯს აუჩქარა და ჩვენსკენ წამოვიდა. მეც წინ წავიწიე და მოახლოვდა თუ არა მაშინვე ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემს სხეულზე. გული სითბოთი ამევსო. უბედნიერესი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი იმ მონატრებულ სურნელს და თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდი მასთან ერთად. ყელში მაკოცა და ხელში ამიტაცა

.-არ მჯერა რომ შენთან ვარ-დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები.

-ანდრია!-ბარბარე მისკენ გამოიქცა. მე ჩამომსვა და ახლა ბარბარე აიტაცა ხელში. როგორ მიხაროდა რომ ისევ ჩვენს გვერდით იყო. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი. ანა ტიროდა და აფრთხილებდა ამდენი ხნით მარტო აღარ დამტოვოო. ყველას ცალ-ცალკე მოეხვია და ბოლოს ისევ ჩემს გვერდით დადგა.

ბარგი ვაკომ გამოართვა და ნება მისცა მე მომხვეოდა. უკანასკნელმაც ხელი გადამხვია და ლოყაზე მეამბორა.

-მაგრად მომენატრე.

გავუღიმე და მუცელზე შემოვხვიე ხელები.

-მეც, ძალიან.

მანქანაში სანამ ჩავსხდებოდით ალექსანდრე გვერდით ამოგვიდგა.

-სად მიგყავთ ჩემი და უკაცრავად?-ხელი გადამხვია და ანდრიას გამომგლიჯა.

-ახლა რომც მცემო შენს დას ვერ დაგითმობ. ორი თვეა არ მინახავს.

-შენთან არ დარჩება! მშობლებმა მე ჩამაბარეს და მე ვარ მასზე პასუხის მგებელი. მე კიდევ დიდი ძმა ვარ და ამას ვერ დავუშვებ. შენც ხო გყავს პატარა და, უნდა გამიგო-ვითომ დამწუხრებულმა მიუგო ალექსანდრემ.

-ოე, იდიოტო! მგონი დიდი ხანია სრულწლოვანი გავხდი და მე გადავწყვიტავ სად დავრჩე და სად არა. ანდრიას და 15 წლისაა! გამეცალე ახლა აქედან.

-ასე როგორ გადამაგდე ამ გამომძიებელის გამო?

-ნატალიას მიხედე შენ!

-კარგი, ამის მერე საერთოდ არ მოითხოვი ჩემგან ყურადღება-შუა თითი მიჩვენა და მოგვშორდა.

ვიცოდი ხუმრობდა, ამიტომ აღარ გავკიდებივარ.
მთელი ორი თვე დრო ჰქონდა და მოექცია ჩემთვის ყურადღება. ახლა იმაზეც მადლობა თქვას ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ თუ დავენახები.

ანდრიამ გამიღიმა და კარი გამიღო.
მეც მაშინვე მოვთავსდი მანქანაში და დაველოდე როდის დაიკავებდა ის თავის ადგილს.

მადლობა აკოს რომ მისი მანქანა მოიყვანა.

-აბა? რა ხდებოდა თბილისში?-მანქანა პარკინგიდან გამოიყვანა და აეროპორტიდან წამოვედით.

-რავი ისეთი არაფერი. ძალიან მოვიწყინე პირველი ერთი თვე. მერე ირაკლი ჩამოვიდა და ცოტა ხასიათზე მოვედი-ამის თქმა და მანქანის მთელი ძალით დამუხრუჭება ერთი იყო.

სიცილი ამიტყდა მის რეაქციაზე.

-ჰაჰა, რა სასაცილოა-შემომიბღვირა და გზა გააგრძელა.

-შენთან მივდივართ?

-კი და დღეს რჩები. ხვალაც, ზეგაც.

-შენთან გადმოვედი საცხოვრებლად და არ ვიცი?

-შესაძლოა.

მალევე მივედით ანდრიასთან. ბარგზე ხელი არ მომაკიდებინა თვითონ ამოათრია ყველაფერი.

სახლში მისი წასვლის მერე არ ვყოფილვარ.
რომ შევედი ნოსტალგიური გრძნობა მომაწვა და ვხვდებოდი, რომ ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდებოდა.

ბარგი ოთახში შეაგდო და მომმვარდა და ჩამეხუტა.

-ტაისია გელოვანო, ახლა ვერსად ვერ გამექცევი.

როდესაც მოვწესრიგდით და გვიანი ვახშამიც დავასრულეთ საწოლში ჩავწექით. საშინელი სიცხე იყო, ამიტომ კონდიციონერი ჩავართვევინე და მერე მივეცი უფლება ჩემს გვერდით მოთავსებულიყო.

***
დილით ახალ გაღვიძებულს ანდრიამ მითხრა სწრაფად მოემზადე მივდივართო.
კითხვაზე, თუ სად მივდიოდით რათქმაუნდა არ გამცა პასუხი.

უცბად გადავიცვი თხელი სარაფანი და როდესაც აბაზანაშიც მოვწესრიგდი მაშინვე გამაქანა სახლიდან.

გზაში სიმღერები იყო ჩართული და რამდენჯერაც რამის კითხვას დავაპირებდი მაჩუმებდა.

სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ბაკურიანში ამოვყავით თავი.

მანქანიდან გადავედით და იმ ადგილას ავღმოჩნდი, სადაც ზამთარში მე და ანდრიამ ვიცეკვეთ.

ხალხი არ იყო, რადგან ძალიან მაღლა ვიყავით. თოვლის მაგივრად კი ყველაფერი მწვანეთ ანათებდა.

ჩემი ორივე ხელი თავისაში მოიქცია და გამიღიმა.

-მისმინე, ძალიან არ მაინტერესებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. ამ რამდენიმე თვეში შენგან იმხელა მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი, რაც არავისგან არასდროს. ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ცხოვრებამ გამიკეთა, ეს შენი თავია. მართლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ ყველა მძიმე დღეებში გვერდით მყავდი და არ დამტოვე. რამდენ უბედურებას ჩამომაშორე არც კი იცი. შენ რომ არა ცხოვრებას დიდი ხნის გამომშვიდებული ვიქნებოდი. ამ ორ თვეში როგორც კარიერაში გამიძლიერდა გამოცდილება, ათმაგად გამიძლიერდა შენს მიმართ სიყვარული. მონატრებამ კიდევ უფრო დამანახა ის გრძნობა, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ. ჩემგან ცოტა გასაკვირია ასეთ სიტყვებს რომ გეუბნები, თუმცა არ შემიძლია არ გადმოგცე ყველაფერი რასაც შენს მიმართ განვიცდი. ეს ორი თვე იმდენად აუტანელი იყო ჩემთვის, რომ ვერც კი ავღწერ. სწორედ ამიტომ მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე და მთელი ცხოვრება იყო ჩემს გვერდით. ყველგან და ყოველთვის. მოკლედ, ტაისია. ცოლად გამომყვები?

ენა ჩამივარდა. პასუხი ვიცოდი, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვაბავდი, რომ რაიმე მეთქვა, ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, რა წამსაც ხელში ამიტაცა და ტუჩებზე დამეწაფა.

ისევ ცეკვა დაიწყო ჩემთან ერთად.

ბაკურიანიდან ემოციურად გადაღლილი წამოვედი.

***
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

შუა ზაფხულს მე და ანდრიას ქორწილი გვქონდა.
თაფლობის თვე რაღა თქმა უნდა პარიზში გავატარეთ.

ერთი წლის თავზე კი შვილი გვეყოლა.
პატარა გაბრიელი.
სახელი ანდრიას ბიძაშვილის საპატივცემულოდ დავარქვით.

გაბრიელი ბიძიას გათამამებული ბიჭი იყო, თუმცა მაინც კარგად აღზრდილი და ზრდილობიანი.

ალექსანდრე და ნატალია უკვე სერიოზულ ურთიერთობაში გახლდათ.
ბექა ნელ-ნელა იგებდა ვიკას გულს.

მარიამი კი ჯერ კიდევ მარტო იყო, თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ იპოვნიდა ადამიანს ვისთანაც თავს ბედნიერად იგრძნობდა. 

ცხოვრებაში ყველა საჭირო გრძნობა განვიცადე და ცხოვრების ყველა მხარე დავინახე.

ვიგრძენი ტკივილი, ვიგრძენი ბედნიერება, ვიგრძენი სიყვარული და ვიგრძენი რა არის იყო დედა. მომემატა იმაზე დიდი პასუხისმგებლობა ვიდრე ოდესმე მქონია. იმდენად დიდი სიყვარულს განვიცდიდი იმ პატარა არსების მიმართ, რაც მთელი ცხოვრება არ მიგრძვნია.

თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობდი. მქონდა კარიერა, ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს ყოველდღიურად. ანრია მყავდა გვერდით, ჩემი უდიდესი სიყვარული. და რაც მთავარი... ჩემი პატარა გაბრიელი.

კითხვაზე პასუხი, თუ რა არის სიყვარული ახლა უკვე გამაჩნია.

სიყვარული ძალიან ბევრი გრძნობით შეერთებული ერთი დიდი ბედნიერებაა.

მასში ყველაფერი შედის. ცუდიც და კარგიც. გიწევს გაუძლო ცუდს რომ შემდეგ კარგი მოვიდეს. 

ცხოვრება კი რამდენადაც მწარეა, ათმაგად ტკბილია.

ბედნიერი ხარ, თუ გყავს ოჯახი, მეგობრები და განცდილი გაქვს სიყვარული.

მე ბედნიერი ვარ.

და რაც მთავარია...ანდრია ბედნიერია.

დასასრული.


დასრულდა მეგობრებო. ამ მოთხრობის დადების პერიოდში თქვენგან საკმაო აქტიურობას ვგრძნობდი, რაც ძალიან მახარებს და ყველას დიდ მადლობას გიხდით, ვინც კითხულობდით და თქვენს აზრს მიზიარებდით. მართლა ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. გამიხარდება, თუ აქაც გამოთქვამთ თქვენს აზრს მთლიანად მოთხრობის მიმართ. იმედი მაქვს, რომ იმედი არ გაგიცრუეთ დასასრულით. ვფიქრობ ანდრია და ტაისია იმსახურებდნენ ბედნიერ დასასრულს, მას შემდეგ რაც გამოიარეს.

ასევე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ჯერ კიდევ დადების პროცესში მოთხრობამ თითქმის 2000 ნახვას მიაღწია, რაც მართლა ძალიან მახარებს

წინასწარ გილოცავთ ახალ წელს. ყველას ბედნიერი ემოციებით დატვირთულ წელს გისურვებთ. იმედია 2021 წელი არ იქნება 2020-ზე უარესი.

მადლობა დიდი ყველაფრისთვის.

Love, N.🤍

Continue Reading

You'll Also Like

437K 16.3K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...
1.2K 109 13
no spoiler💗 წყარო:4love.ge ავტორი:lilu7
37.8K 2.1K 36
ზიზღით დაწყებული ურთიერთობა, იდუმალ თვალება ბიჭსა და ზღვისფერ თვალება გოგოს შორის... როგორ განვითარდება მოვლენები ბიზნესმენ ბიჭსა და უბრალო თუმცა ულა...
8.2K 368 47
წაიკითხეთ არ ინანებთ ❣️ თავების რაოდენობამ არ შეგაშინოთ😅❤️ (წერის პროცესშია) აღებულია 4 love.ge დან