YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

19.ამოუცნობი ოთახი.

2.2K 120 55
By Niniee04



ნატალიას ჩემს სახლში ყოფნამ გაკვირვება და სიხარული გამოიწვია. გაკვირვება იმის გამო, რომ ასე მალე მოგვარდნენ ის და ალექსანდრე. სიხარული კი ადვილი მისახვედრია.

-ძლივს მოხვედი-ნატალი წამოხტა და ჩამეხუტა. ღმერთო რა კარგი სუნამო ესხა.

-მოულოდნელი იყო შენი აქ გამოჩენა.

-ვაიმე კაი გამახსენე, წამოდი გარეთ რა, შენი ძმის ნახვა ჯერ არ მსურს. ტელეფონს რატომ არ პასუხობ?

-მოიცადე, ალექსანდრე არ გინახავს?

-არა ველოდე სანამ გავიდოდა სახლიდან და მერე შემოვედი, მაგრამ არ დამხვდი.

-იქნებ სულ არ გასულიყო სახლიდან.

-წელიწად ნახევარი ვიყავი მასთან და ვიცი, სახლში არასდროს ჩერდება.

-კარგი იქნება ახლაც ერთად იყოთ-ნელ-ნელა ვიწყებდი გეგმის განხორციელებას.

მან სევდიანად გამიღიმა და გარეთ გამიყვანა.

-საით?-ისევ მე დავიწყე საუბარი.

-სადმე კაფეში წავიდეთ.

-ჩემს ძმას რატომ არიდებ თავს?

-ვფიქრობ პასუხი ისედაც იცი. მე ის მაინტერესებს აქამდე რატომ არ ვმეგობრობდით. რა კაი ვინმე ყოფილხარ-მაისურაძემ ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და ხელკავით წავედით წინ.

-მოიცა, მანქანით წავიდეთ რა-დაღლილი ვიყავი და ფეხით სიარულის თავი არ მქონდა.

-კაი, ჯანდაბას.

მაგრამ არა! ვივლი ფეხით.

-უი, ახლა გამახსენდა, რომ ბენზინი არ არის ბაკში. ფეხით მოგვიწევს წასვლა.

-წამოდი მერე!

მეტროთი თავისუფლების მოედანზე გავედით და ორბელიანის ქუჩისაკენ გავუყევით გზას. ერთ-ერთ კაფეში შევედით. თბილი გარემო იყო და ხალხიც არ იყო ძალიან ბევრი.
ორივეს გვშიოდა, ამიტომ პიცა და გაზიანი სასმელები შევუკვეთეთ.

მინდოდა ის ჩანაფიქრი განმეხორციელებინა რაც წამოსვლის წინ მოვიფიქრე.

მთელი დრო, როდესაც პიცას ბოლოს ვუღებდით, ნატალიას ამბებზე ვსაუბრობდით. თუ როგორ შეეჩვია საზღვარგარეთ ყოფნას, გაიჩინა თუ არა შეყვარებული, კიდევ კარგი უარყოფითი იყო მისი პასუხი. როგორ დაუმეგობრდა იქ მცხოვრებებს და კიდევ ათასი წვრილმანი.
როდესაც მიხვდვით რომ გვიანი იყო წასვლა გადავწყვიტეთ.

-აუ ახლა რა წავა ფეხით-თვითონვე გამახსენა რომ გეგმის განხორციელების დრო იყო.

-იცი, ალექსანდრემ უნდა გამომიაროს და ჩვენ წაგიყვანთ.

-არა, არა.

-გთხოვ, თუ ჩემთან მეგობრობა გსურს ეს სურვილი ამისრულე. ის რომ დაშორდით იმას ხომ არ ნიშნავს რომ მტრები ხართ. უბრალოდ სახლში გაგაცილებთ. ძალიან გთხოვ! მართლა ძალიან გთხოვ! გთხოვ!-ამდენი მგონი არავისთვის მიხვეწნია.

-კარგი რა ტაისია, უხერხულია. წელიწადზე მეტია არ მინახავს. არ მინდა მასთან ასე შეხვედრა.

-აბა როგორი გინდა? აა მივხვდი, რესტორანი, სანთლები, ყვავილები და რამე?

-დიდი იმედი მაქვს ეგეთი რომანტიკოსი არ ხარ სინამდვილეში.

-რატო ასწორებს ეე-გავიღიმე და წარმოვიდგინე ანდრია შარვალ კოსტუმში დიდი ვარდებით.
საერთოდ არ შეეფერება.

-შენ და შენი შეყვარებული რას შვებით.

-აი თუ წამოხვალ, ყველაფერს მოგიყვები.

-ტაისია, არ ვარ მზად ალექსანდრეს შევხვდე.

-რატომ? თქვენ ხომ ერთმანეთისთვის აღარაფერს ნიშნავთ.

-არ ვიცი, ალბათ სწორედ მაგიტომ რომ აღარაფერს ვნიშნავთ ერთმანეთისთვის.

-რატომ არ გყავდა ამ ხნის მანძილზე შეყვარებული?

-არ ვიცი, არავისთვის შემიხედავს სერიოზულად.

-პასუხი უკვე ვიცი რატომ არ შეგიხედავს სერიოზულად.

ალექსანდრეს ნომერი ავკრიფე ტელეფონში და დავურეკე.

-რა.

ისევ უხეშობს. ვანახებ როგორ უნდა ჩემთან უხეშობა.

-ალექსანდრე, მე და ნატალიამ გამოვისეირნეთ ფეხით და ძალიან მეზარება სახლში ასე დაბრუნება და მომაკითხავ?

-ტაისია ნუ ატრაკებ რა. ვინ ნატალია, რა ნატალია.

-შენი ყოფილი შეყვარებული. ნუ თქვენ ეძახით ასე ერთმანეთს.

-მორჩი ღადაობას და ანდრიას დაურეკე, წაგიყვანს სახლში.

-მოიცა, გამოდის რომ ჩემი თავი მთლიანად გადააბარე ანდრიას? ვსო, ახლა დავკრავ ფეხს და გავთხოვდები.

-სად გდიხარ.

-ორბელიანზე.

-კარგი მოვალ.

დაკიდებას ვაპირებდი, თუმცა ისევ დამიძახა.

-მართლა მანდაა ნატალია?

-კი ძმაო, კი.

ავღელდი. ვიცი თვითონ უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს წესით, თუმცა ამის გამკეთებელი არცერთი არ იყო. ჩემი ძმა რომ ჯიუტია ყველამ ვიცით, მაგრამ არც ნატალია აკლებდა.

15 წუთში ალექსანდრეს შავი ჯიპი დავლანდე.
როდესაც მოგვიახლოვდა ნატალიას შეავლო თვალი და მაშინვე დაეტყო აღელვება.
ახლა ვერ ვხვდები სწორად ვიქცევი თუ არა. თუმცა რომელიმეს რომ არ ნდომებოდათ ერთმანეთის ნახვა, უარს მეტყოდნენ.
ჩემმა ძმამ მანქანა წინ გაგვიჩერა და იქიდან გადმოვიდა. შავი სპორტულები ეცვა და ზემოდან შავი, თხელი მაისური. ალექსანდრე არასდროს არ ცდილობდა სტილით მიექცია ვინმეს ყურადღება. განსაკუთრებულად ყოველთვუს თმას უვლიდა. ახლაც, თმის სწორებით მოგვიახლოვდა.

-გამარჯობათ-ჩემი ძმა გვერდით ამომიდგა და ნატალიას შეხედა.

-გამარჯობა, ალექსანდრე-მეორე მხარეს მდგომმა სუსტად გაუღიმა.

-წყალს ვიყიდი და მოვალ, ძალიან მწყურია.

მათ მოვცდილდი და სუპერმარკეტისაკენ წავედი. ახლო-მახლო არსად იყო. საბოლოოდ ძლივს მივაგენი. წყლის მაგივრად სამი ყავა ვიყიდე და უკან დავბრუნდი.

მანქანაში ისხდნენ.

ნატალია უკან იჯდა, ამიტომ წინ მე დავჯექი. ყავა ორივეს მივეცი და ღვედი შევიკარი.

ინტერესი მკლავდა იმაზე, ისაუბრეს თუ არა რამე.

ალექსანდრემ მანქანა დაქოქა და გზას გაუყვა.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. არ ვიცი ჩემი რცხვენოდათ თუ ერთმანეთის.

-ნატალია, ამ დღეებში ისევ გამომიარე-მივხვდი ისევ მე უნდა მემოქმედა.

-ვეცდები.

-ზეგ ჩემი დაბადების დღეა და გამიხარდება თუ მოხვალ-ძლივს! მიხვდა ალექსანდრე იმას, რაზეც მთელი გზა ვფიქრობდი და ვანიშნებდი.

-ვიცი და ვეცდები მოვიდე.

ჩემმა ძმამ თავი მსუქუბად დააქნია და შუქნიშანზე გაჩერდა.

ნატალი სახლში მივაცილეთ და ჩვენი სახლისაკენ წავედით.

-ჯანდაბა ტაისია, მოსაკლავი ხარ. ასე მგონი მაშინ არ მინერვიულია, როდესაც ვუთხარი რომ მომწონდა.

-იდიოტი ხარ გელოვანო! წასული რომ ვიყავი რამეზე ისაუბრეთ?

-ჰო, ვკითხე როგორი იყო საზღვარგარეთ. მაგრამ მეზიზღება, როდესაც ასე უხერხულად ვარ ადამიანთან.

-ნუ ღელავ, გამოსწორდება ყველაფერი.

-სახლში წავიდეთ თუ ბექასთან?

-ბექასთან.

ბერიძეებს თავზე დავადექით. სახლში მხოლოდ ბექა დაგვხვდა. საშინელ ხასიათზე იყო და ტელევიზორს უაზროდ მიშტერებოდა.

-რა გჭირს შეჩემა-ალექსანდრე გვერდით მიუჯდა.
მეც მეორე მხარეს დავჯექი და ბექას ჩავეხუტე. ძალიან მციოდა და თან ბექას ხასიათის გამოკეთება მინდოდა.
მკლავები მომხვია და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

-ნანუკას დავშორდი.
თვალები ვჭყიტე, თუმცა ადგილზე დავრჩი. ისევ არ მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა, რომ მათთვის მეწყენინებინა.

-შენ დაშორდი?-ალექსანდრემ ჰკითხა.

-ჰო, მე დავშორდი, იმიტომ რომ დამღალა. თავიდან ეჭვიანობდა და ბოლოს ეს ეჭვიანობა უნდობლობაში გადაუვიდა. საერთოდ არაფერში მენდობოდა და მე კიდე რაში მჭირდება ეს დედანატირები ურთიერთობა, სადაც არც ნდობაა და არც ეს იდიოტური სიყვარული. მართლა მომბეზრდა უკვე. არაფერს ვაკეთებ ისეთს მგონი, რომ ადამიანში ასეთი უნდობლობა გამოვიწვიო.

-გამიტყდა ძაან, მაგრამ ხომ იცი, არაა ეს შენი ბრალი და ნუ ხარ ასეთი დაგრუზული. თამაშია და ვუყუროთ. დამიჯერე ბექუშ, მალე შეხვდები იმ ერთს ვისაც შენც მიენდობი და ისიც დაგიჯერებს ყველაფერში.

-წადი ლუდი და ჩიფსი გამოიტანე რა.

ალექსანდრე სამზარეულოში გავიდა.

-ტაისია.

-ჰო?

-შენ ხომ გოგო ხარ.

-რა სწორად შენიშნე.

ჩაეცინა.

-ჰოდა ხომ გყავს შეყვარებული. შენც ასე არ ენდობი ანდრიას?

-მისმინე, ყველაფერი ინდივიდუალურია. მე ვენდობი ანდრიას და არ მაძლევს საბაბს რომ არ ვენდო. შენ არ აძლევ საბაბს ნანუკას ამისას, თუმცა ის მაინც არ გენდობა. შეიძლება წარსულში შეემთხვა რაღაც, რის გამოც ბიჭებს ადვილად ვერ ენდობა და ეშინია. ან შეიძლება უბრალოდ ასეთია. ყოველშემთხვევაში მე შენ დამნაშავედ არ მიმაჩნიხარ. მესმის, რომ გვერდით გინდა ადამიანი, რომელიც გენდობა და და ერთმანეთს უგებთ.

-არადა მართლა კარგად მივიღე ის და საიდუმლოებებიც გავუმხილე. ღმერთო, რატომ ვენდობი ყველა ადამიანს ასე.

-არაუშავს ამის მერე დაფიქრდები კარგად და ისე მიიღებ ამგვარ გადაწყვეტილებებს.

მან უფრო მეტად მიმიხუტა და თავზე მაკოცა.

-შენი დაქალი სად გდია ნეტა.

მარიამის ხსენება და მისი ოთახში შემოვარდნა ერთი იყო. მთვრალი იყო და ბოლო ხმაზე იცინოდა.

-ჩემო სიყვარულებო-ბექასკენ წამოვიდა და კალთაში ჩაუჯდა-ჩემი საამაყო ძმა. უხ როგორ ვამაყობ შენით-კისერზე ჩამოეკიდა და იქვე მიეძინა.

-ამას ავიყვან მე და ჩამოვალ.

სიცილით გავაცილე, და ძმა მეორე სართულზე.
ალექსანდრეც გამოვიდა სამზარეულოდან.

-მარიამი შემოვიდა?

-ჰო, გალეწილი მთვრალი.

-ტაისია-ბექას ღრიალი შემომესმა მეორე სართულიდან.

მე და ალექსანდრე წამში იქ გავჩნდით. ჯანდაბა, მარიამმა კუჭიდან ყველაფერი ამოიღო.

-თუ არ გინდათ რომ მეც დავამატო მე გავდივარ აქედან-ალექსანდრე უკან გაბრუნდა.

ბექაც ჩუმად გაყვა.
ღრმად ამოვისუნთქე და ოთახი მოვასუფთავე. მარიამს ზედმეტი მოუვიდა დალევა, ამიტომ ცუდად იყო.
თავზე ცივი ტილო დავადე. როცა მივხვდი რომ უკეთესად იყო დაბლა ჩავედი. ალექსანდრეს ვთხოვე სახლში წავსულიყავით, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი. ბექას დავემშვიდობეთ და წავედით.

**

ალექსანდრეს დაბადების დღე დადგა. ღამე ბექა, მარიამი და მისი დანარჩენი ძმაკაცები დაადგნენ და მიულოცეს. მერე მთელი ღამე ვერთობოდით.

დილით მოვწესრიგდი და ანდრიასთან წავედი. დღეს ლექციებს ვაცდენდი.

წინა დღეს ვერ ვნახე, ამიტომ მივედი თუ არა ჩავეხუტე.

-ბარბარე სად არის?-მაშინვე ვიკითხე, როდესაც სახლში ვერავინ შევნიშნე.

-სკოლაშია.

-კარგი, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.

ჩემი ძმისთვის ორივეს უნდა აგვერჩია საჩუქარი და ჯერ კიდევ აზრზე არვიყავი რა უნდა მეყიდა მისთვის.

ანდრია ოთახიდან მომზადებული გამოვიდა. სანამ სახლს დავტოვებდით კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მეორე ოთახს და გზა გავაგრძელე. ეს ანდრიამაც შეამჩნია. ჩაიცინა და უკან გამომყვა.
პირველი ანდრიას საჩუქარი ავარჩიეთ. იმდენა კარგი საათი აარჩია მზად ვიყავი მე გადამეხადა და ჩემი საჩუქარი გამხდარიყო.
ერთი საათი ვიარე და ვერ ავარჩიე რა მეყიდა. ბოლოს მისი საყვარელი ფეხსაცმელი ვუყიდე, ყურსასმენები და ახალი  'ფლეისთეიშენი'.

საღამომდე დრო ანდრიასთან ერთად გავატარე. ჯერ ერთ-ერთ კაფეში ვისადილეთ, შემდეგ კი მის სახლში წავედით.

დივანზე ვიჯექი, როდესაც აბაზანიდან გამოვიდა ანდრია.

-კარგი, მზად ხარ გაიგო რა არის იმ ოთახში?

კარგი, ამისათვის მზად არ ვიყავი, თუმცა თავი მაშინვე დავუქნიე.
ჩემთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა.
ფეხზე წამოვდექი. ხელი წელზე მომხვია და მიმიხუტა.
ოთახში შევედით. თავიდან მხოლოდ სიბნელე იყო, თუმცა როდესაც შუქი აინთო ყველაფერს მოედო სინათლე. კარგად გამოჩნდა საღებავით დასვრილი იატაკი და კედლები.  ძალიან ბევრი, პატარა თუ დიდ ტილოზე შესრულები ნამუშევრები.
ოთახის შუაგულში იდგა მოლბერტი და მასზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული.

გაოცებული ვიყავი. თითოეულ ნახატს ეტყობოდა სპეციალისტის ხელი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ანდრია ასე კარგად ხატავდა.

-მოგწონს?

-რათქმაუნდა. საოცრებაა აქაურობა. მართლა ძალიან მაგრად ხატავ.

-მთავარი რაც მინდა რომ გაჩვენო, მოლბერტზეა.

ორივე მის წინ დავდექით და დაველოდე როდის გადახდიდა ნაჭერს.
საღებავებით დასვრილი ნაჭერი მოაშორა მოლბერტს და პირველი რაც დავინახე ეს მწვანე თვალები იყო. მაშინვე ვიცანი ჩემი თვალები.
ტილოზე მე ვიყავი. ყველა ჩემი ნაკვთი იმდენად კარგად ჰქონდა აღბეჭდილი, რომ გაოცებული დავრჩი.
ჩემს ყავისფერ თმაში ჭაღარებიც კი შეიმჩნეოდა. ის ერთი-ორი ცალი ჭაღარა სინამდვილეში ასე ძალიან რომ მაღიზიანებს და ხშირად ვფიქრობ მის ამოძრობაზე.

ნახატზე გაღიმებული ვიყავი, რაც კარგად აჩენდა ჩემს ფოსოებს ლოყებზე. ყველაფერი იმდენად კარგად ჰქონდა გადმოტანილი, მეგონა სარკეში ვიყურებოდი.

-მართლა, ძალიან, ძალიან ლამაზია და არ ვიცი კიდევ რა შემიძლია ვთქვა.
მისკენ შევტრიალდი და მის ტუჩებს დავეწაფე. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ვკოცნიდი ყოველ ჯერზე იწვევდა ჩემში აფორიაქებას და უდიდეს სიამოვნებას.

-მიხარია, რომ მოგეწონა.

ოთახი აღფრთოვანებულმა დავტოვე.

ანდრიას დავემშვიდობე და სახლში წავედი. მოსამზადებელი ვიყავი.

უკვე 8 საათი იყო. ორ საათში კლუბში უნდა წავსულიყავით.
სახლში მისული ელენესთან შევედი სამზარეულოში. სახლში სტუმრები იყვნენ. სანათესაო იყო, მათ შორის ჩემი გიჟი დეიდაშვილიც.

-ოჰ, ვინ მობრძანდა-ნიცა სამზარეულოს დახლიდან ჩამოხტა და ჩემსკენ გამოექანა.

ღმერთო როგორ მომნატრებია.
ნიცა 18 წლის გიჟი სტუდენტია.
დედამისი, ანუ დეიდაჩემი საზღვარგარეთაა წასული. მამამისი კი გარდაცვლილია. ნიცა მარტო ცხოვრობს და ჩვენთან რაც სტუდენტი გახდა იშვიათად ახერხებს მოსვლას.

-ასე უნდა დავიწყება შე ლაწირაკო?-ხელი საჯდომზე მოვარტყი და გავუცინე.

-და თქვენ რას იტყვით? და ძმა მთელ თქვენს სამეგობროს რომ შემოივლით ხოლმე და ნიცა არავის ახსოვს. შეყვარებული რომ გყავს ეგეც ახლა გავიგე. ძალიან ვარ ნაწყენი!

-კარგი, ბოდიში. ალექსანდრე ნახე?

-არა, ოთახშია ემზადებაო და მეც ახლახან მოვედი.

ცოტახანში ალექსანდრე შემოვიდა სამზარეულოში. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა. ფეხზე კი თავისი კეტები.

პერანგის ღილებს იკრავდა მაჯებზე.

-ნიცა?-დეიდაშვილის დანახვაზე გაეღიმა. ხელში აიყვანა და ჩაეხუტა.

ნიცა პატარა რომ იყო სულ ალექსანდრესთან უნდოდა ყოფნა, მე კიდევ მწყინდა ხოლმე.

ნათესავები მოვიკითხე და ოთახში ავედი გამოსაცვლელად.

შავი ბრეტელებიანი კაბა ავარჩიე. ფეხზე ვერცხლისფერი ქუსლიანები მოვირგე და რამდენიმე სამკაული გავიკეთე. მაკიაჟს ყველაზე დიდი დრო დავახარჯე. ათის ნახევარზე მზად ვიყავი. მე ნიცა და ალექსანდრე ნათესავებს დავემშვიდობეთ და სახლი დავტოვეთ.

-შენს შეყვარებულს ვნახავ?-ნიცამ გახარებულმა ამოილაპარაკა.
თავი დავუქნიე, რაზეც ტაში შემოჰკრა.

მისულებს მარიამი და ბექა იქ დაგვხვდნენ. მარიამს კარგად დავცინეთ გუშინ წინდელ საქციელზე და კლუბში შევედით.
ნიცა მათ კარგად იცნობდა, ამიტომ არანაირი უხერხული მომენტი არ ყოფილა.
კლუბი მამაჩემის ძმაკაცს ეკუთვნოდა, ამიტომ ვიაიპ ზონაში შევედით.

ცოტახანში ანდრიაც მოვიდა. ჩემმა ძმამ გადაკოცნა და საჩუქარზე მადლობა გადაუხადა.
ახლა გამახსენდა, რომ საჩუქრის მიცემა დამავიწყდა ალექსანდესთვის.

ნიცამ წარბები აათამაშა, როდესაც ანდრია გვერდით მომიჯდა.

ბექა ჩემთან ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.

-ნატალია არ მოდის?

არვიცითქო ვანიშნე და ნატალიას მივწერე. მან კი მომწერა, რომ გზაში იყო. გამიხარდა.

სასმელი შევუკვეთეთ და გართობა დავიწყეთ.
მალევე შემოგვიერთდა ნატალია. ულამაზესი იყო. კრემისფერი კაბა და შავი პალტო ეცვა. მაღალ ქუსლზე იდგა და თმა კოსად ჰქონდა აწეული.
ალექსანდრეს პირი ღია დარჩა. ფეხზე წამოდგა და ჩაეხუტა.
მოვკვდები ახლა!

მალე ბექას და ალექსანდრეს დანარჩენი ძმაკაცებიც მოვიდნენ, ყველაზე ჭკუა მხიარული ხალხი. ყველამ ერთმანეთი გაიცნო და საუბარი დაიწყეს. ანდრიაც კარგად იყო ჩართული, რაც მიკვირდა.
მარიამი ჩემსკენ გადმოჯდა და ნიცაც მოგვიცუცქდა.

-შეიძლება შენი შეყვარებული დავქრაშო?-მან მომხიბვლელათ გამიღიმა. ანდრიამ მისი ნათქვამი გაიგო და ღიმილით გახედა. ნიცა გაწითლდა და ჩემს უკან დაიმალა. მასზე გამეცინა. ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.

მალე ნატალიაც ჩვენსკენ მოვიდა.
-წამოდით ვიცეკვოთ-სამივე ფეხზე წამოგვაყენა და მოცეკვავეებს შევუერთდით.

ალექსანდრეს ძმაკაცებიც შემოგვიერთდნენ და გვეცეკვებოდნენ. თვითონ ალექსანდრე, ბექა და ანდრია კი ისხდნენ და საუბრობდნენ. უჟმურები.

მათკენ წავედი და ალექსანდრე ფეხზე წამოვაგდე, ნატალიასთან რომ ეცეკვა. ბექაც წამოდგა და ნიცასთან წავიდა.
მე ანდრიას მივუჯექი გვერდით და მივეხუტე.

-მისტერ სერიოზულობა ალბათ არ ცეკვავს და შეთავაზებას ვერც კი ვბედავ.

-შენთან აუცილებლად ვიცეკვებ-გამიღიმა და ფეცზე წამოდგა.

გაკვირვებული ავედევნე უკან და საცეკვაო მოედანზე წავედით.

ხელები წელზე შემომხვია და სხეული მუსიკას ააყოლა. მეც ავყევი და ცეკვა დავიწყეთ.
ყველა ძალიან ვერთობოდით. ნატალია და ალექსანდრე ერთმანეთს უღიმოდნენ და ჯანდაბა! მგონი საქმე კარგად მიდიოდა.
ბექა მაინც მოწყენილი იყო.

-ანდრია, ცოტახანს ნიცას რომ ეცეკვო?

ანდრიამ თავი ღიმილით დამიქნია.
ნიცას ცეკვა შესთავაზა და ისიც აღტაცებული დასთანხმდა. მე კი ბექასთან გადავინაცვლე.

-ბექაა, არ მომწონხარ ასეთი უხასიათო.

-არ ვარ უხასიათოდ რა გინდა.

-შენი აზრით შენ მე მომატყუებ?

-ჰო, ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ.

-წამოდი ცოტახანს გარეთ გავიდეთ.
თავი დამიქნია.
ქურთუკები შემოვიცვით და გარეთ გავედით.

მან სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო.

-გიყვარს ნანუკა?

-რა?

-ვფიქრობ გაიგე.

ცოტახანს გაჩუმდა, ბოლოს კი გამცა პასუხი.

-არ ვიცი. უკვე ვეღარ ვიგებ ვერაფერს.

-მისმინე, თუ გიყვარს უბრალოდ დაელაპარაკე მას და აუხსენი ყველაფერი. მიეცი შანსი დაგანახოს უყვარხარ თუ არა. თუ არადა გაუშვი. შენი ღირსი არაა ისეთი ადამიანი ვინც არ დაგაფასებს.

-იქნებ არც ვუყვარვარ.

-მე ასე არ ვფიქრობ. როგორც ის გიყურებს სიყვარულის გარდა სხვა მიზეზი არ მოეძებნება მაგ ყველაფერს. მე მაინც ვფიქრობ რომ აქვს მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ადვილად ვერ ენდობა. თუ დაელაპარაკები და გაიგებ ყველაფერს, მოგვარდება ეს პრობლემაც.

ჩემსკენ მოიწია და ჩამეხუტა.

-მადლობა.

კლუბიდან ღამის ორ საათზე წამოვედით.
ალექსანდრე და ნატალია მთვრალები სადღაც გაქრნენ და ვეღარც ვიპოვეთ. ვიცოდით ცუდი არაფერი ხდებოდა, ამიტომ ჩვენთვითონვე დავიშალეთ.

ნიცა ბექამ და მარიამმა წაიყვანეს.
მე კი ანდრიას გავყევი.

-შეგიძლია დღეს ჩემთან დარჩე?

-კი, მაგრამ რატომ?

-ძალიან მინდა ვინმეს ჩემს იმ პრობლემებზე ვესაუბრო რაც ყოველდღიურად მაწუხებს.

ვხვდებოდი რამდენად ახლოები ვხდებოდით მე და ანდრია ერთმანეთისათვის, რაც ძალიან მაბედნიერებდა.

Chapter 19 is here.
Love, N🤍

მეორე დღესვე ვდებ, რადგან ელოდებოდით. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი💖

Continue Reading

You'll Also Like

2.7K 163 12
non description 🤫🤐 აღებულია 4love.ve დან
8.6K 566 40
მოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.
348K 8.6K 80
တောင်ပေါ်သားနဲ့ မြေပြန့်သူ ဇာတ်လမ်းလေးပါရှင့်
440K 16.4K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...