YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

63.9K 3K 649

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

14.გაქრობა

2.1K 110 10
By Niniee04



ანდრიამ დამშვიდობებისას მხოლოდ ის მითხრა, რამდენიმე დღით დასვენება მჭირდებაო. შემდეგ ვისაუბროთო.
არ მინდოდა შეწინააღმდეგება, ვიცი თავს დამნაშავედ თვლიდა. შევახსენე რომ ის არაფერ შუაში იყო და იქვე დავემშვიდობე მას.

სახლში მისვლისას კი მთელი ჩემი და ბექას და მარიამის ოჯახი სასტუმრო ოთახში ისხდნენ და იქაურობა დიდ სიჩუმეს მოეცვა.
შესვლისთანავე ძალიან ბევრი წყვილი თვალის ყურადღება მივიქციე.

-ტაისია-დედაჩემი დივნიდან წამოხტა და მაშინვე გულში ჩამიკრა-სად იყავი დედი, როგორ ვინერვიულე ნეტა იცოდე. ტელევიზორში რომ ცოცხალი დაგინახე მაშინ ამოვისუნთქე მთელი დღის მანძილზე. ძალიან მანერვიულე.

-მართლა ძალიან ვწუხვარ ასე რომ განერვიულეთ, მაგრამ მერწმუნეთ კარგად ვარ. ძალიან დავიღალე და გთხოვთ ოთახში ავალ.

ყველას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და ჩემი ოთახისკენ წავედი.

ვიცი, ჩემზე ძალიან ღელავდა ყველა, თუმცა არ შემეძლო მათთვის ყველა წვრილმანი მომეყოლა. ვიცოდი ეს ანდრიასთან დაშორების ტოლფასი იყო.

კარზე დააკაკუნეს, თუმცა თანხმობა არ მითქვამს, ისე გაიღო კარი. ალექსანდრე იყო.

მაშინვე ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
თავზე მაკოცა და ისევ ჩამეხუტა. ბოლოს ასე როდის მომეფერა არც კი მახსოვს.

საწოლზე ჩამოვჯექი. მან სკამი საწოლთან ახლოს მოწია და უკუღმა დაჯდა, ფეხები კი საზურგეს გარშემო გადააწყო.

-ტაისია, როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რამეს? ვიცი მე ბიჭი ვარ, შენ გოგო. და მე შენი დიდი ძმა ვარ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მკაცრია, მაგრამ ისიც იცი რომ მხოლოდ შენი უსაფრთხოების გამოა ასე.
არ მინდა რაიმე საიდუმლო იყოს ჩვენს შორის. შენს თავს ვფიცავარ, თუ მე რამეს გიმალავდე. მინდა შენც ასეთი გულწრფელი იყო ჩემთან. მითხარი რა ხდება შენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცი.

-დიდი ხანი არ არის, ამიტომ არ გეგონოს რომ შენს გარდა ბევრმა იცის. მხოლოდ მარიამმა და მანაც არა ბოლომდე.

-გისმენ.

-გამომძიებელი ანდრია მომწონს.-გავჩერდი, მაინტერესებდა მისი რეაქცია, თუმცა ვერაფერს მივხვდი, ამიტომ გაგრძელება ვარჩიე-მასაც მოვწონვარ. პირველმა მან მითხრა, მე კი პასუხი მაშინვე ვერ ვუთხარი, რადგან იყო რაღაც მიზეზები, რაც მბოჭავდა. ერთ-ერთი მთავარი, ჩემი უსაფრთხოება. რომ დამირეკე და მითხარი გამომძიებელი დაჭრესო, მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი და მისი ოპერაციის დასრულებას ველოდი.

-ჰო, მაგას ვეჭვობდი.

-ვიცი, სახეზე გეტყობოდა და მადლობა რომ არ ჩამეძიე იმ მომენტში-გამიღიმა.-მას ვუთხარი, რომ მომწონდა, თუმცა მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მასთან უსაფრთხოდ ვიქნებოდი, რადგან ჩემს ცხოვრებაში არა მხოლოდ ის, არამედ თქვენც არსებობთ, რომლებიც პირველები ხართ და ვერავინ შეგცვლით. მან მითხრა, რომ დამიცავდა და არანაირი საფრთხე არ შემექმნებოდა. ის რომ საფრთხე შეგვექმნა ახლა თავის თავს ვერ პატიობს და განმარტოება გადაწყვიტა რამდენიმე დღით. მკვლელი ნარკოდილერი იყო და მისმა ხალხმა გაგვიტაცეს იმ დღეს, როდესაც მერაბი დავაკავეთ. ამ გატაცების დროს კი ჩემში რაღაც შეიცვალა. თქვენ ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ ჩემთვის და ისევ ძალიან მიყვარხართ, თუმცა ამჯერად აღარ ვფიქრობ უსაფრთხოებაზე, რადგან მასთან ყოფნა მინდა. იქ მაინც ყველანაირად დამიცვა და საბოლოოდ სახლში უვნებელი მომიყვანა. მართლა ძალიან მომწონს ის და მეშინია, რომ ჩემთან დაშორებას მოინდომებს-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. წესით ამას მარიამს უნდა ვუყვებოდე, თუმცა წინ ალექსანდრე მეჯდა და მის თვალებში სითბოს რომ ვხედავდი, ვხვდებოდი რომ მასთან უფრო კომფორტულადაც ვგრძნობდი თავს.

-მომისმინე. დაელაპარაკე აუცილებლად. დამიჯერე ჩემზე მეტად შენი ბედნიერება არავის გაუხარდება. თუ შენ მასთან თავს კარგად გრძნობ კარგი, იყავი მის გვერდით. თუმცა რამე რომ დაგემართოს აქედანვე იცოდეს ანდრია ტაბატაძემ, რომ ჩემი ხელით დავმარხავ. ნუ მიუხედავად ამისა, შენ თუ ენდობი მას, მეც ვენდობი.

ყურებამდე გამეღიმა.
მეგონა გაბრაზდებოდა, იყვირებდა და მასთან შეხვედრას ამიკრძალავდა, იმის გამო რომ მასთან ერთად გამიტაცეს. თუმცა ეს არ ქნა და მისი მადლობელი ვიყავი. ისიც იცოდა, რომ საფრთხე ყველანაირად მექმნებოდა, თუმცა ჩემი ბედნიერება უნდოდა. ოჰ ალექსანდრე! ხანდახან როგორ მაოცებ!

-ალექსანდრე! მე რომ გამომკითხე ყველაფერი! შენსკენ რა ხდება. დრო გადაგიცდა. უკვე უნდა გყავდეს მესამე შეყვარებული.

ვთქვი თუ არა თვალებში სევდა ჩაუდგა.

-რა ხდება?-მიკვირდა მისი ამ საკითხთან ასეთი დამოკიდებულება.

-ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. გახსოვს ჩემი ბოლო შეყვარებული?

-საზღვარგარეთ რო წავიდა?

-ჰო ეგ, ნატალია. მგონი ისევ მიყვარს. მუდამ ჩვენს ძველ ფოტოებს ვნახულობ. მის სოციალურ ქსელებს ვაკონტროლებ და ვინმე ბიჭს რომ ვხედავ მასთან ერთად უაზროდ ვეჭვიანობ.

-და რატომ არ მიწერ?

-არ ვიცი, ვერ ვბედავ. სავარაუდოდ მას დავავიწყდი. მისივე ინიციატივით დავშორდით ერთმანეთს. არადა ყველაზე ახლოს მასთან ვიყავი. შეიძლება არ მეტყობოდა თუმცა, განშორების მერე ერთი კვირა ჩემთვის კოშმარი იყო.

ახლა გამახსენდა თუ როგორ არ ჩერდებოდა სახლში და მხოლოდ შუა ღამისას რომ მოდიოდა.
მე კიდევ მეგონა ერთობოდა. მის მიმართ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ჩემს ძმაზე ასეთი დამოკიდებულება არ უნდა მქონოდა.

-არ ვიცი მას რა რეაქცია ჰქონდა დაშორებაზე, თუმცა რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ სანამ წავიდოდა მე დავინახე. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და მთლიანად გაფითრებული იყო. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ვფიქრობ არანაკლებ ცუდად გადაიტანა მან ეს ამბავი.

-რას მირჩევ.

-არ მინდა ასე იყო. გირჩევ მიწერო. ან შემიძლია მე მივწერო გავიგებ მის დამოკიდებულებას შენს მიმართ და მერე გადაწყვიტე მიწერ თუ არა.

-შენ რომ მას არ იცნობდი კარგად?

-არაუშავს. მაგას მოვაგვარებ.

-კარგი, მადლობა-გამიღიმა და ოთახი დატოვა.

დედას და მამას ვუთხარი, რომ რადგან გვამი მე აღმოვაჩინე სწორედ ამიტომ გამიტაცეს, ეგონათ გამოძიებაში მეც ჩართული ვიყავითქო. მოვატყუე ისეთი არაფერი მომხდარათქო.
რათქმაუნდა, მხოლოდ იარაღი მომადეს საფეთქელზე. ეს იყო და ეს.
ელენეს რომ გაეგო ეგ, ის ვაჟბატონი ახლა მკვდარი იქნებოდა და ციხეში ვერ დატკბებოდა სიცოცხლით.

მარიამსაც ყველაფერი ვუამბე ისევე როგორ ბექას. თუმცა არავისთვის მითქვამს იარაღის შესახებ. მათი შეშინება და ნერვიულობა აღარ მინდოდა.

მესამე დღე სულ საწოლში ვიწექი და მხოლოდ სადილისთვის ჩავედი დაბლა.
ალექსანდრეს პირობა შევუსრულე და ნატალიას მივწერე. მიცნო და თბილადაც მომწერა. ვუთხარი რომ ყოველთვის მომწონდა ის და მასთან მეგობრობა ძალიან მინდოდა. ახლა ვიყოთ მეგობრებიო. ორი რამის გამო გამიხარდა. მასთან მეგობრობა მართლა მსურდა და ალექსანდრეზე რამეს აუცილებლად გავიგებდი.

უაზროლდ გაილია ერთი კვირა.
მალე უნივერსიტეტი მეწყებოდა.
დაწყებიდან წინა დღეს სახლში მარტო მომიწია დარჩენა.
მეც მეტი რა მინდოდა. ფორტეპიანოს მივუჯექი და ჩემს მეორე საყვარელ საქმეს მივხედე, რომელიც ასე მქონდა დავიწყებული.
სევდიანი მელოდია ავარჩიე.
მალევე ფორტეპიანოს ნაზ მელოდიას ჩემი ხმა შეერწყა. ვცდილობდი მაღალი ტონების აღებას. როდესაც კარგად გამომდიოდა უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი და კიდევ ახლიდან ვიმეორებდი. შემდეგ ტელეფონში ვიდეო ჩავრთე და მთლიანი სიმღერა შევასრულე.
დასრულებისას ენერგიითა და პოზიტივით ამევსო სხეული, რამაც მომანდომა რაიმე გამომეცხო.

დიახ სწორად მიხვდით. ვცდილობდი რამით გადამეტანა ყურადღება და არ მეფიქრა ანდრიაზე. მასზე ძალიან ვღელავდი. დიდი იმედი მქონდა კარგად იყო და ისევ რამე საფრთხეში არ გაეხვა.
იმედი მქონდა კარგად დაფიქრდებოდა და არ მიმატოვებდა. თუ ამას გააკეთებდა, ვიცი რომ ძალიან დამასუსტებდა. იმას იზავდა, რასაც ყოველთვის ვუფრთხოდი და ვემალებოდი.

უნივერსიტეტში დავბრუნდი.
ატელიეზე საქმეები მოვაგვარე და ყველა ნივთი წამოვიღე იქიდან. იმ ადგილას გაჩერებას აღარ ვაპირებდი. ახლის ძებნას კი მალევე დავიწყებდი.
ბევრს აღარ ვსაუბრობდი. აღარც ვმღეროდი და აღარც ჩანახატებს ვაკეთებდი. თავს ცოტა უბედურად ვგრძნობდი.

სწორედ ის გავხდი ვინც არ მინდოდა რომ ოდესმე ვყოფილიყავი.
ტაბატაძემ დღეები კვირებად აქცია და ახლა მე უკვე უბედური, შეყვარებული გოგო ვიყავი.
რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.
ჩემთვის მიუჩვეველი იყო ის ფაქტი, რომ კვირა დღე ისე გავიდა არც მისი სახე დამინახავს, არც მისი ხმა გამიგია და არც მისი შეტყობინება წამიკითხავს.
ტაბატაძე გაქრა.

Chapter  14 is here.

Love, N🤍

Continue Reading

You'll Also Like

558K 15.1K 20
"ဘယ်သူကမှ သူရဲကောင်းအဖြစ်မွေးဖွားလာတာမဟုတ်ဘူး သူရဲကောင်းတစ်ယောက်၊ ခေါင်းဆောင်ကောင်းတစ်ယောက်ဖြစ်ဖို့ဆိုတာ ပင်ကိုယ်အရည်အသွေးနဲ့ ကိုယ်တိုင်လုပ်ယူထားတဲ...
1.9M 91.2K 57
အမိန္႔စည္း+သခြပ္႐ိုး ( ႐ွင္မႈန္းနံ႔သာ) အမိန့်စည်း+သခွပ်ရိုး ( ရှင်မှုန်းနံ့သာ) ခြင့္ျပဳခ်က္မရပဲ ငါ့အနားကထြက္ခြာခြင့္မျပဳနိင္ဘူး အသက္နဲ႔ခႏၶာတည္ျမဲေနသ...
8.5K 812 18
-იცოდე თუ აქედან ფეხს გაადგამ,უკან ვეღარასდროს დაბრუნდები.ყველაფერი დამთავრდება.შენ თუ ამ გადაწყვეტილებას დათანხმდები და წუთით მაინც გაიფიქრებ ჩემს ა...
369K 34.9K 101
ဇာတ်လိုက်က အရင်ဘဝတုန်းက အပယ်ခံလေးဖြစ်ပြီးတော့ ရုပ်သေးဘုရင် အဖြစ် ဖိအားပေးခံခဲ့ရတယ်။ ပြီးတော့ တော်ဝင်နန်းတော်ကနေ ဝိုင်းပြီးတော့ အနိုင်ကျင့်ခဲ့တဲ့ စစ်သ...