YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

13.გატაცება

2.1K 111 24
By Niniee04




-ანდრია კარგად ხარ?

-მაპატიე რა.  პირობა ვერ შევასრულე და ვერ დაგიცავი.

ჩვენი ისედაც დაძაბული საუბარი კარების ხმამ გაწყვიტა.

-მზად ხარ გამომძიებელო?-ისევ ის სასტიკი ღიმილი...

~5 საათით ადრე~

-ანდრია, მეჩვენება თუ ვიღაც მოგვყვება?

ანდრიამ სარკის საშუალებით უკან გაიხედა.

-დედას******, მოგვყვებიან!

საგრძნობლად მოუმატა სიჩქარეს და ბნელ ქუჩას ჩაუარა.

ჩემს წინ უჯრის მაგვარი რაღაც გადმოაღო და არც მეტი არც ნაკლები იარაღი ამოიღო.

-ანდრია, რა ჩაიფიქრე!

-თუ დაიწყეს სროლა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვისვრი მეც.

-მერაბის ხალხია?

-სხვა ვინ იქნება!

მთელი სიჩქარით ატარებდა მანქანას და თან საჭირო ხალხს უკავშირდებოდა.

ბოლოს ისე ქნა, რომ უკან ვეღარ ვხედავდი შავ მანქანას.

მისი სახლის გზისკენ წავედით.

მთელი გზა იარაღისთვის ხელი არ გაუშვია.

რომ მივედით მანქანიდან ჯერ თვითონ გადავიდა, შემდეგ კი მე გამიღო კარი.

გადასვლისას კი ვიგრძენი როგორ შემასუნთქეს რაღაც და გავითიშე.

აზრზე მოსულმა მწარე თავის ტკივილი და აუტანელი სიცივე ვიგრძენი.
დრო დამჭირდა, რომ თვალები გამეხილა და ყველაფერი დამენახა.

ნესტიან ოთახში ვიყავი გამოკეტილი.

სერიოზულად, რომელი საუკუნეა?

ანდრია გამახსენდა.
ოთახში მიმივიხედე და იქ დამხვდა.

სკამზე მივარდნილი და ბოლო დონემდე ნაცემი იყო.

-ანდრია!-რაც შემეძლო ვიყვირე და ვეცადე გამომეფხიზლებინა.

როგორც შემეძლო სკამით მისკენ გავიწიე.
დიდი გაჭირვების შემდეგ მის გვერდით ავღმოჩნდი.

ხელებით ვერაფერს შევძლებდი, რადგან დაბმული მქონდა.
მხარი რამდენჯერმე გავკარი და ძლივს გამოფხიზლდა.
გამოფხიზლებისთანავე ტკივილისგან ამოიკვნესა.

-ანდრია, რა გაგიკეთეს.

-ტაის, როგორ ხარ?

-მე კარგად, შენ როგორ ხარ.

-დიდად არ მსურს იმ გოგოსთან ამ თემაზე საუბარი ვინც მომწონს, თუმცა მცემეს. სკამზე დამაბეს და მირტყეს.
აი მესმის კაცობაც.

***
გვერდით გამწიეს და ანდრიას ისევ რტყმა დაუწყეს.

-გეყოთ! საკმარისია!-ვყვიროდი თუმცა ვინ მისმენდა-რა გინდათ ჩვენგან-ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ფეხები დავაბაკუნე.

მადლობა ღმერთს ერთ-ერთმა გამოიხედა.

-შეეშვით-ხელი ასწია და ორი მოზვერი გააჩერა-ერთი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა გავჩერდე ლამაზო.

-ტაისია ჩუმად იყავი!-ანდრიას მკაცრი ხმა აღმოხდა.

-იმიტომ უნდა გაჩერდეთ, რომ წესიერი ცხოვრება დაიწყოთ. რატომ ცემთ ანდრიას, რა დააშავა. თქვენი დამპალი საქმე გაანადგურა და თქვენი ბოსი ციხეში გამოამწყვდია. სინამდვილეში შანსი მოგეცათ დაფიქრდეთ იმაზე თუ რას აკეთებთ. ცოლი არ გყავთ? შვილი არ გყავთ? ნეტა იცოდეთ რამხელა საფრთხეში აგდებთ მათ. კარგი, ანდრია მოიშორეთ, სხვა ადამიანი არ არსებობს ვინც შეძლებს გაიგოს თქვენი ოჯახის შესახებ? თქვენს შესახებ? ბოლოს ხომ მაინც აღმოჩნდებით მერაბის გვერდით და ინანებთ, რომ თავის დროზე არ ატარებდით მეტ დროს დედასთან, შვილთან ან ცოლთან. თქვენი დამპალი საქმის გამო სავარაუდოდ არც ის იცით რა უყვარს თქვენს შვილს და როგორ აპირებს მომავლის გაგრძელებას. და თუ თქვენ არ დაეხმარეთ მას მომავლის გაგრძელებაში, ისინიც თქვენს გზას დააწვებიან. თქვენ ბედნიერად გრძნობთ თავს აქ? არა! სწორედ ასე და უარესად იგრძნობენ თავს თქვენი შვილები. დაფიქრდით! რატომ არ შეიძლება ცხოვრების უფრო ნათელ მხარეს გადახვიდეთ. მუდმივ შარში ყოფნას არ ჯობია დამლაგებელი, ტაქსის მძღოლი, დაცვა ან სხვა რამე იყოთ. შეიძლება მდიდარი არ იყოთ, თუმცა ბედნიერები იყოთ. იმაზე მეტად, ვიდრე ახლა ხართ.

წინ მდგომს არანაირი ემოცია არ ჰქონდა.
მის უკან მდგომებს კი სევდა აღებეჭდათ. ან მე მეგონა ასე.

-მომისმინე პატარა გოგო, ეგ სიტყვები სხვებს უთხარი. ჩემზე არანაირად მოქმედებს.  დროს გაძლევთ. ან მერაბის ციხიდან გამოუშვებთ, ან კიდევ აქვე დაასრულებთ სიცოცხლეს.

ოთახი დატოვა და მისი ორი თანმხლები პირიც უკან გაყვნენ.

-ტაისია! ჩუმად უნდა იყო!

-ანდრია, მაინც და მაინც სიკვდილამდე უნდა ეცემეთ?

-მომისმინე, რამე უნდა მოვიფიქროთ. ამ ნაბიჭვრებთან ვერ გავჩერდებით.

-და რას აპირებ?

-რათქმაუნდა გაქცევას.

-ანდრია, ისიც კი არ ვიცით ამ ოთახის გარეთ რა ხდება. ვერ გავიქცევით.

-მაგასაც ვნახავთ. ყველაფერს გეტყვი ახლა და მინდა რომ ყველაფერი გააკეთო. დარწმუნებული იყავი, რომ გამოგვივა.

-კარგი, რა უნდა გავაკეთოთ-ღრმად ამოვისუნთე და მისი მოსმენა დავიწყე.

-იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამი ადამიანის გარდა არავინ არ არის აქ. მათი ბანდიდან უმნიშვნელო ხალხი ისედაც ყველა დაპატიმრებული მყავს. საქმეს ყველა ვერ მოწყდებოდა, ამიტომ  ბევრს ვერ გამოგზვანიდნენ ჩვენთან. ახლა კი რას ვიზავთ...

***
ანდრიამ თავისი დამალული დანით თავისი ხელ-ფეხი გაიხსნა. გაჭირვებით წამოდგა და მეც დამეხმარა.

გეგმის განხორციელების დრო იყო.

როგორც ტაბატაძემ მითხრა სკამი ძირს მთელი ძალით დავაგდე. ისედაც დაზიანებული, მთლიანად დაიმტვრა და ნაწილები მოიფანტა.
მაშინვე მეორე სკამს დავტაცე ხელი და კარის უკან ამოვდექი.
როგორც ანდრიამ მანამდე თქვა ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა.
სკამი თავში ჩავარტყი. არ მჯეროდა რასაც ვაკეთებდი, თუმცა არც მე და არც ანდრია არ ვაპირებდით აქ სიკვდილს.
მაშინვე გაითიშა და ძირს დავარდა.
ანდრიამ გათიშული კაცის ქამარზე მიმაგრებული იარაღი  აიღო და მეორეს მოსვლას დაელოდა.
თუმცა შესაძლო იყო, რომ ორივე შემოსულიყვნენ.
გაგვიმართლა და მეორე ზორბა კაცი შემოვიდა. ანდრიამ მას იარაღის უკანა ნაწილი დაარტყა შემოსვლისთანავე და ისიც მეორეს ბედს მიჰყვა.
უკვე მზად ვიყავი ბედნიერებისკან მეკივლა, როდესაც საფეთქელზე ცივი საგანი ვიგრძენი.
დიდი ხანი არ დამჭირვებია მივმხვდარიყავი, რომ ეს იარაღი იყო.

-ან დააგდებ მაგ იარაღს, ან შენი კახპა სიცოცხლეს 'კარგადო' ეტყვის.

ანდრიამ იარაღი მაშინვე ძირს დააგდო. სახე ბრაზისგან აწითლებული ჰქონდა.

-მერაბს ვერ გამოვუშვებ. არაფერი შემიძლია მე უკვე. მე მხოლოდ მევალებოდა რომ საქმე გამომეძია, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს.

-დარწმუნებული ვარ ყველაფერს შეძლებ. თუ არა და....-იარაღი უფრო მომაბჯინა საფეთქელზე, რამაც ტკივილი გამოიწვია თავის არეში.

-მხოლოდ ერთ რამეზე შემიძლია შენთან შეთანხმება, არასდროს დავაჭერინებ შენს თავს პოლიციას, თუ ახლა მას იარაღს მოაშორებ.

-რა დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ არ მატყუებ.

-ტაისიას ერთ-ერთ ახლო ნათესავს დანაშაული აქვს ჩადენილი და ეძებენ მას.
ტაისიაზეც იცის ყველაფერი პოლიციამ, თუმცა მიწევს გადავმალო ხოლმე. ხომ ხვდები, სიყვარულის გამო ყველაფერს აკეთებს ადამიანი-წარმოდგენა არ მქონდა რეებს ბოდავდა ანდრია-ჰოდა ახლა პოლიციის გამოჩენა არც მე მაწყობს სადმე.

-ანდრია დებილი ხარ! ოდესმე თუ დააპატიმრეს ეგრევე მაგას იტყვის და დაემშვიდობე გამომძიებლობას!-ვეცადე მეც დავხმარებოდი ანდრიას.

-ოჰო, ჭკუაში გოგო გჯობია. ნეტა როდესაც მართალს ამბობთ რამეს, მაშინაც ტაისია გასწავლის ჭკუას? ეგეთებით ვინ უნდა მოატყუოთ! მე?-იარაღი თავისკენ მიიშვირა და მომენტი ხელიდან არ გაუშვი. ფეხებშუა ამოვცხე. მაშინვე მოიკეცა. ანდრიამ გამომწია და ძირს დააგდო.

სახეში მუშტი უთავაზა
-ეს ჩემი დასინიაკებისთვის.

კიდევ ერთხელ დაარტყა.

-ეს იმისთვის, რომ ასეთ საქმეებს ჩადიხარ!

ბოლოს ფეხი ჩაარტყა მუცელში.

-ეს კი იმისთვის, ტაისიას კახპა რომ დაუძახე.

ბოლოს ისიც გათიშა და პოლიცია გამოიძახა.

მათთვის ბრალის გამოტანა ადვილი აღმოჩნდა, რადგან მათ ნარკოტიკების საბადოში ვყავდით მოყვანილი.
ზედმეტად დაუფიქრებელი ნაბიჯი.

მე და ანდრია პოლიციის მანქანაში ჩაგვსვეს.

-ანდრია სათხოვარი მაქვს.

-გისმენ.

მას მივეხუტე და თავი მკერდზე დავადე.

-ჩხუბის ილეთები მასწავლე.

-გასწავლი, თუ ჩემგან წასვლას არ მოისურვებ-თავზე მაკოცა და გზას გახედა.

Chapter 13 is here.

Love, N🤍

Continue Reading

You'll Also Like

85.7K 3.9K 24
ამ მოთხრობის მთავარი გმირია მარიამი, რომლის სიყვარულის ისტორიასაც მოგითხრობთ მე,და არაა მარტო მისას. ( დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ).
257K 41.1K 104
I am the father of villain Author Lin Ang Si ရဲ့ novel လေးပါ ???? All credit to Original author and E-Translators .
8.2K 368 47
წაიკითხეთ არ ინანებთ ❣️ თავების რაოდენობამ არ შეგაშინოთ😅❤️ (წერის პროცესშია) აღებულია 4 love.ge დან
330K 34.7K 172
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...