YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.4K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

12.ვიკა

2.1K 113 15
By Niniee04

ვიწექი და ვფიქრობდი მინდოდა თუ არა ანდრიასთან ურთიერთობა.
მანამდე არ ვფიქრობდი ამ თემაზე, თუმცა ანდრიას ასეთ მდგომარეობაში ნახვამ საგონებელში ჩამაგდო.
მინდოდა ცხოვრების რაღაც ნაწილი მაინც საფრთხეში გამეტარებინა? ჯიუტი ვიყავი, თუმცა ამავდროულად მშიშარა. ვერ გავუძლებდი რომ მუდმივად დაძაბული ვყოფილიყავი. ვერც ანდრიას ვეტყოდი, თუნდაც მომავალში, რომ მისი საქმისათვის ჩემს გამო თავი დაენებებინა. მე კი არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს თავში, რომ ამის ატანას შევძლებდი. თუ ანდრიას ჩემთან რაიმე სახის ურთიერთობა სურდა, ეს აუცილებლად უნდა გაგვერკვია.

***
ტაბატაძისგან მოსულ შეტყობინებას არც მეორე დღეს მოვუსვენებივარ.

საღამოს მშობლები ჩამოვიდნენ. გამიკვირდა, როცა ნანუკას დედ-მამა და მისი პატარა დაც ჩამოვიდნენ. არ მეგონა ბექა ამ ურთიერთობას ასე სერიოზულად თუ აღიქვავდა. თუ ასეა და მართლა ძალიან უყვარს ნანუკა, მაშინ მე ბედნიერი ვარ მის გამო.
ჩემთვის მარიამის, ალექსანდრეს და ბექას გულის ტკენა ჩემს გულის ტკენასთან ასოცირდება და არ დავუშვებ, რომელიმე მაინც გულნატკენი დავინახო, რადგან ვიცი, ისინი ამას არ იმსახურებენ. მამებთან ერთად ყველა სასრიალოდ წავედით.
ქალბატონებმა უარი თქვეს, წესიერად არ შეჭამდით თქვენ და რამეს გაგიკეთებთო.
არა ისე, ელენეს საჭმელი მართლა მომენატრა....

ორი დღის გაცდენა მთლიანად ავინაზღაურე და წამითაც არ გავჩერდი, ისე ვისრიალე.
ბოლოს შიმშილმა შემაწუხა და ელენეს და ინგას ხელები დანაყრების შემდეგ მილიონჯერ ვაქე.

***
თბილისში ჩასულს ანდრიამ შევხვდეთო შემომთავაზა. დავთანხმდი, რაღაცეების გარკვევა მსურდა მასთან. ასევე თუ ვაპირებდი მასთან რაიმე ურთიერთობის დაწყებას ალექსანდრესათვის უნდა მეთქვა.
დღეს წესით ყველაფერი უნდა გამეგო, რაზეც მჭირდებოდა პასუხები.

საღამოს მომაკითხა და წამიყვანა. დედას ვუთხარი ანდრიაათქო, ალექსანდრე და მამა სახლში არ იყვნენ, რამაც სიტუაცია გააადვილა.

მანქანაში ჩაჯდომისას გადავკოცნე და წავედით.
გზაში ტკივილნარევ ხმებს გამოსცემდა ჭრილობის გამო, რაზეც ძალიან ვიძაბებოდი.

-კარგად ხარ?-ისე ჩუმად ვკითხე, თვითონ ძლივს გავიგე ჩემი ხმა.

-არ მესმის ტაისია.

-კარგად ხართქო?

-უკეთესადაც ვყოფილვარ.

-შემიძლია რამით დაგეხმარო?

-გამივლის, ნუ ღელავ.

-მაინც აგრძელებ გამოძიებას?

-ვაგრძელებ ტაისია და თუ არ გინდა, რომ ვიჩხუბოთ ნუღა შემეკამათები.

ხმა აღარ გავეცი.

მასთან მივედით და გული დამწყდა, რომ მომღიმარი ბარბარე არ დამხვდა გვერდით.

-ანდრია, სალაპარაკო მაქვს შენთან.

-მეც მაქვს სალაპარაკო, რამეს დალევ?

-არა, მადლობა.

-ტვიქსი?

-ეგ შეიძლება.

გაეღიმა და სამზარეულოდან ორი ტვიქსით დაბრუნდა.

-რომელმა დავიწყოთ?-მკითხა და ორივე ერთად მოკბიჩა.

-შენ.

-მე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი-წინ გადმოიწია და იდაყვები მუხლებს დააყრდნო-შენგან პასუხი მჭირდება უბრალოდ. მინდა ვიცოდე რას გრძნობ ჩემს მიმართ. აქამდე არ გაჩქარებდი, თუმცა ჩემთვის ასე ყოფნაც მოსაბეზრებელია.
პასუხი მინდა ვიცოდე. დღეს თუ არა ხვალ მაინც.

-ანდრია, სანამ რაიმეზე დავფიქრდები, არის რაღაც კითხები, რომლებზეც აუცილებლად მჭირდება პასუხი.
მისმინე, მე სიყვარულის მწამს და თან ისე მწამს, რომ რაღაც მომენტში თავიც შეიძლება მის გამო გავწირო. თუმცა ამ ეტაპზე, მე შენს მიმართ სიმპათიები მაქვს და ვინც ახლა შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში არსებობს და მნიშვნელოვანია, არის ოჯახი და არიან ჩემთვის ყველაზე ახლო
მეგობრები, მარიამი და ბექა. მე თუ საფრთხეში ვარ გამოდის ისინიც საფრთხეში არიან. სწორედ ამიტომ მე ის მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოდ ვიგრძნობ შენთან თავს. ვიცი სხვების ურთიერთობაში ამას დრო ამტკიცებს, თუმცა შენ მკვლელებთან უშუალო
შეხება გაქვს. შეიძლება ვინმეს
შენი მოკვლაც კი უნდა. არ ვარ თავმოყვარე ეგოისტი და მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობ ამ ურთიერთობაში. მთელი ეს დღეებია ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ცოცხალი ხარ და ახლაც მადლობელი ვარ მისი, რომ წინ მიზიხარ და შენი დანახვა შემიძლია.

-ანდრიაა!-დიალოგი გოგონას  ხმამ გაწყვიტა და შემოსასვლელი კარი მოაჯახუნა.

ანდრიას სახე გაკვირვებამ მოიცვა.

შემოსასვლელში მაღალი, სასვე სხეულის მქონე გოგონა იდგა. მე მიყურებდა და რამდენჯერმე ამათვალიერა.

-გამარჯობა ვიკა-ტაბატაძე ფეხზე წამოდგა და ისე დადგა, რომ
ვიკა ვეღარ დამინახავდა.
თუმცა მე კარგად ვხედავდი მის გრძელ, ქერა თმას, რომლის ნახევარიც აწეული ჰქონდა და აბურდულად შეეკრა.

-როგორ გიკითხო ანდრია?-ვიკა რაც შეეძლო მთელი ძალით მოეხვია ანდრიას ლამაზ სხეულს და ისევ გამჭოლი მზერით შემომხედა.

რა უნდა?

-არ გამაცნობ, შენს მეგობარს?-მეგობარი ზედმეტად განსაკუთრებულად თქვა და ანდრიას ადგილას დაჯდა.

ანდრიამ ამჯერად ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა.

-ტაისიაა მისი სახელი. ტაისია, გაიცანი ეს ვიკაა.

რაც შემეძლო შესამჩნევად გავუღიმე და თავი ჩავხარე.

ზედმეტად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს.

არადა როგორ მინდოდა ანდრიასგან რაიმე პასუხის მოსმენა.

-რამეს დალევ?

-ჰო, ყავა მინდა ძალიან-ვიკამ ქურთუკი გაიხადა და დივანზე მიაგდო, ჩემგან ოდნავ მოშორებით.

ანდრია გაუჩინარდა, რის გამოც გულში მილიონჯერ გავლანძღე.

-რა თქვი რა მქვიაო?-ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო და პატარა მაგიდაზე დადო.

-მე არაფერი მითქვამს.

ჩემს ნათქვამზე ჩაიცინა და სამზარეულოსკენ გაიხედა.

-ვინ ხარ ანდრიასი?

-ანდრია როდესაც მოისურვებს თვითონ გეტყვის.

შევატყვე ჩემი პასუხები არ სიამოვნებდა.

-მე და ანდრია თუ ვხვდებით ერთმანეთს ვიღაცებზე სასაუბროდ არ გვცალია.

ყელში დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი. თავს ძლივს ვიკავდებდი რომ  არ ავდმგარიყავი და სირბილით არ წავსულიყავი აქედან.

ძლივს ანდრია დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ადგილი ვიკას გვერდით დაიკავა. ყავა მაგიდაზე დადო და ბალიში მოიქცია ხელებში.

-ანდრია მე წავალ-ჩანთა და ქურთუკი ხელში ავიღე და ფეხზე წამოვდექი.

ანდრიაც ფეხზე წამოდგა და გამომყვა.

გარეთ გასვლისას მხარში ხელი მომკიდა და გამაჩერა.

-ბოდიში დღეს რომ ვერ ვისაუბრეთ, გპირდები ხვალ გამოგივლი და დავასრულებთ საუბარს.

-არ ვიცი ხვალ მეცლება თუ არა.

-ტაისია, ახლა რაღა გჭირს?-ამოიფრუტუნა და კედელს ხელით მიეყრდნო.

-არაფერი ანდრია, უბრალოდ მარტო შენ არ ხარ საქმიანი, ატელიეს უნდა მივხედო.

-იქ მისვლა საშიშია.

-ეგ შენი პრობლემაა, ერთი თვეა მკვლელობას იძიებ.

სახეზე სიბრაზემ გადაურბინა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. ლიფტში შევედი და ჩემი თავით კმაყოფილმა ღრმად ამოვისუნთქე.

ვიკა.
ნეტა ვინ არის?
ფაქტია ანდრიამ არ მოისურვა მისთვის ჩემი რაიმე სტატუსით გაცნობა. არც ის მოინდომა ეთქვა, ვინ იყო ვიკა. საბოლოოდ კი იმაზე მეშლება ნერვები, რომ საუბარი მაინც ვერ მოვახერხეთ და ყველაფერი ისევ გაურკვეველია.

სახლში ავტობუსით მომიწია დაბრუნება.
მისულმა მაშინვე თბილი შხაპი მივიღე და ჩემს საწოლში ჩავთბი.
ლეპტობი ფეხებზე დავიდე და სოციალურ ქსელში შევედი. ანდრიასგან იყო მესიჯი.
მეილს მთხოვდა, რაღაც მნიშვნელოვანი ვიდეო მასალა უნდა გამოეგზავნა. შემდეგ კი მომწერა, რომ ვერ გარისკავდა ამას და ხვალ მასთან აუცილებლად მიწევდა მისვლა.

'თუ ისევ მატყუებ, არ ვაპირებ მოსვლას'
პასუხი დავუბრუნე და საახალწლო ფილმების ძებნა დავიწყე.

'არ გატყუებ, გამოძიებას ეხება და შენი დახმარება მჭირდება. ახლოს ვარ ყველაფერთან'

***

ანდრიას სახლში ვიჯექი და ვიდეოს ვუყურებდი, სადაც კარგად ჩანდა როგორ მიდიოდა შავებში ჩაცმული მამაკაცი სწორედ იმ კუთხისაკენ, სადაც მკვლელობა მოხდა. ნახევარ საათში იქიდან გამოდის და დაბნეული ყველა მხარეს იყურება. აჩქარებული
ნაბიჯით მიდის. როდესაც მე ვჩნდები ნაბიჯს უნელებს და ჩვეულებრივად აგრძელებს სიარულს. როდესაც ყველა მხარეს ათვალიერებდა სახე მივაახლოვეთ თუმცა იმდენად ბნელი იყო ყველაფერი ძნელი იყო რამის გარჩევა. მაშინაც პირბადე ეკეთა, თვალის ფერი კი ისედაც ვიცოდით.
სხეულის მთლიანი ზომა ზუსტად ამოვიღეთ ვიდეოდან და შემდეგ გადავედით ვიდეოებზე, სადაც ჩვეულებრივი მარჯანიშვილის ყოველდღიურობა იყო ასახული.

-ტაისია, ამასთანავე მინდა ყველაფერზე გესაუბრო რაც მითხარი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დამჭრეს და ისიც იმიტომ რომ შუა ღამისას ვიმყოფებოდი გარეთ. დამიჯერე ჩემთან მუდმივად დაცული იქნები. არ დავუშვებ რამე დაგემართოს ან შენ, ან კიდევ რომელიმე შენს ოჯახის წევრს.
როდესაც ამ საქმეს ვიწყებდი ყველაფერი გაანალიზებული მქონდა. ახლა უკვე აღარაა საშიში ჩემი ცხოვრება. მკველელების ფსიქოლოგია ძალიან კარგად ვიცი. რაც მოხდა იმის ბრალია რომ გაუთვალისწინებლად ჩამოვედი შენთან, მე კი დაუგეგემავად სამსახურის გამო არაფერს ვაკეთებ. პირობას ვიძლევი, შენ თუ ჩემთან ურთიერთობა გექნება, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცული იქნები და არანაირი საფრთხე არ შეგექმნება. თუ რა თქმა უნდა მენდობი, ამის უნდა გჯეროდეს.

-მაშინ, შემიძლია გითხრა რომ შენი გრძნობა ჩემს მიმართ ორმხრივია ტაბატაძე.
გამიღიმა, ხელში ამიტაცა და ჩამეხუტა.

***

ფეხები მიკანკალებს.
ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მე და ანდრიამ დავგეგმეთ.
მანქანა მეტროსთან გავაჩერე და მეორე მხარეს გადავედი.
გადავწყვიტე სანამ ანდრია მოვიდოდა ჩემი ატელიე მომენახულებინა.
სწორედ მის კარებთან ბატონი მერაბი დამხვდა.

-ქალბატონო ტაისია! თქვენ გეძებდით ზუსტად.

-უი, გამარჯობა. როგორ გიკითხოთ?

-მშვენივრად ვარ. ახალ წელს გილოცავ.

-მეც. რატომ მეძებდით?

-მაინტერესებს როდიდან გააგრძელებთ ქირის გადახდას.
ტელეფონზე ვერ დაგიკავშირდით.

-ამ თვის ფულს აუცილებლად გადავიხდი, ვაპირებ გავხსნა უკვე.

-მშვენიერია.

-ტაის, ხომ არ დამაგვიანდა?-ანდრია გვერდით ამომიდგა და ხელი წელზე მომხვია.

-არა, ახლახანს მოვედი მეც. უი, ბატონო მერაბ, გაიცანით ანდრია ტაბატაძე. თუ იცით ამ ქუჩაზე რომ მკვლელობა მოხდა, მისი გამომძიებელია-ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავიჩურჩულე.

ანდრიამ ბატონ მერაბს ხელი ჩამოართვა.

-უი ხო, რა ხდება ბატონო ანდრია, მკვლელი ხომ არ გიპოვნიათ?

-ჯერ ვერა. ძალიან გაუგებარია ყველაფერი. როდის რას გავიგებთ არ ვიცი.

-ძალიან ცუდი.

-ბატონო მერაბ, ძალიან კარგი პალტო გაცვიათ. თუ დიზაინერის გემოვნებას ენდობით, ამას შავი შლიაპაც მოუხდებოდა.

-ოჰ, მაქვს კიდეც. ხშირად ვხმარობდი, ახლა აღარ მკეთებია ბოლო დროს.

ბატონ მერაბს სახე გაუთეთრდა.
თითქოს ისეთი რაღაც წამოცდა, რაც არავის უნდა გაეგო.

-კარგად ხართ ბატონო მერაბ?

-კი, კი. წავალ მე აღარ მოგაცდენთ.

ანდრიამ წრე შემოარტყა მერაბს და ხელები უკან გაუკავა.
ბორკილები დაადო და მის ყურთან დაიხარა.

-მოიცა, სად გეჩქარება. ვეცდები უფრო მეტი მოგისაჯონ ჩემი დაჭრის გამოც. მადლობა საჭირო არაა.

წამში პოლიციის სირენების ხმა გაისმა. ხალხი გარს შემოგვერტყა და გაურკვევლად იყურებოდნენ. აინტერესებდან რა ხდებოდა.

დააკავეს.
დიახ ბატონი მერაბი, ჩემი ფართის მფლობელი. სწორედ ის აღმოჩნდა მკვლელი. მან მიგზავნა ხალხი ანდრიას სასიკვდილოდ დასაჭრელად. და იქნებ, მეც მიპირებდა რამეს?

თუმცა ვიღას ადარდებთ. მე და ანდრიამ შევძელით ეს.

-ახლა საით?-ვკითხე ანდრიას.

მან ხელი გადამხვია და მანქანისკენ ერთად წავედით.

-ახლა უნდა მეცეკვო, თუმცა დასასრული უკეთესი უნდა ჰქონდეს.

Chapter 12 is here.

Love, N🤍

Continue Reading

You'll Also Like

337K 11.7K 45
ဖီးနစ်ငှက်တစ်ကောင်ရဲ့ ရင်ကွဲမတတ်အော်ဟစ်သံဟာ လောင်ကျွမ်းအံ့ဆဲဆဲ အတောင်ပံတွေနဲ့အတူ ပျောက်ကွယ်ပျက်စီးသွားတော့မယ့်အချိန်မှာ ငါဟာ မင်းနဲ့နောက်တစ်ကြိမ်...
434K 10.4K 86
"ပူတင်းလေးကဘာလဲ" "ကိုကို့အပိုင်" "ကိုကိုတို့ကရောဘာလဲ " "မောင်နှမ" "ဟာ..."
8.6K 566 40
მოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.
411K 15.6K 43
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...