YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

1.ოცნებასთან ახლოს
2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

6. საფრთხე

2.2K 120 25
By Niniee04

მთელი დღე გაღიზიანებული ვიყავი და კიდევ უფრო ვღიზიანდებოდი, რომ ეს ანდრიას უხეშობის გამო იყო. თავს ვაჯერებდი, რომ ასე არ იყო, თუმცა ბოლოს მაინც ვაღიარე.
ხომ შეეძლო თავისი პირადი პრობლემის გამო ჩვენთან არ ეუხეშა. უბრალოდ ძალიან ცუდი თვისებაა და ძალიან არ მიყვარს ეს ყველაფერი ადამიანებში.
ყოველთვის შემიძლია ადამიანის მინუსი პლიუსით გადავფარო, მაგრამ ტაბატაძეს პლიუსები ჯერ ვერ ვუპოვე, გარდა იმისა, რომ კარგი შესახედაობისაა.

ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და მეც ლექციაზე მყოფმა, რომელსაც გონება ბოლომდე გაფანტული მქონდა, ანდრიას შეტყობინების წაკითხვით დავაგვირგვინე.

'დიდი იმედი მაქვს გამოძიებას შეეშვი'

ნეტა რა ამის საქმეა მე რას ვიზავ!

'შენი საქმე არაა რას შევეშვები და რას არა'-ტელეფონი დავბლოკე და მისგან მოწერილ კიდევ რამდენიმე შეტყობინებას ყურადღება არ მივაქციე.

-ტაისია რა გჭირს-ჩემს გვერდზე მჯდომმა ხატიამ ხელით შემანჯღრია.

-დაიკიდე არაფერია, ძილი არ მეყო.

-უიმე, ძილი ვის ყოფნის. ხასიათზე მოდი!

-მოვალ, მოვალ.

***
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გარეთ გავედი და პირველი რაც გავაკეთე ჩემი ატელიეს ფართის პატრონს დავურეკე. ვუთხარი, რომ ერთი თვე ვერ მივიდოდი, რაზეც ვთხოვე, რომ თანხა შეემცირებინა მაინც ქირის.
თვითონ კი მითხრა, რომ ამ თვისას არ აიღებდა, რაზეც უზომოდ მადლიერი დავრჩი.
გათიშვის შემდეგ ზარი სწორედ იმ ნომრიდან შემოვიდა, რომელიც სულ შემთხვევით დავიმახსოვრე.

-არ მცალია-არ ვაპირებდი თბილად მესაუბრა მასთან.

-უნივერსიტეტის ეზოდან გამოსვლას, არ მოცლას ეძახი შენ?-თავის დამახასიათებელი ბოხი ხმით მითხრა, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ იღიმოდა.

-რა გინდა?-გარშემო მიმოვიხედე, თუმცა ვერსად შევამჩნიე.

-პირველ რიგში, შეტყობინებებს, რომ არ ნახულობ უზრდელობაა.

-შენ ვერ განმისაზღვრავ რა არის უზრდელობა, როდესაც უარესებს აკეთებ.

-ვიღაც გამიბრაზდა.-ჩაიცინა.

-არავინ ხარ, რომ რაიმე ემოცია გამოვხატო შენს მიმართ.

-საუბარს არ ეტყობა, ტაისია.

-ანდრია, მეტყვი რა გინდა?

-კიდევ ერთხელ მიმოიხედე და დიდი იმედი მაქვს ჩემს მანქანას იპოვი. გელოდები.

-არ მცალია შენთვის. კარგად იყავი.

-შენზე გაიგეს.

-ვინ გაიგო?-მუცელში უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. მივხვდი ვისაც გულისხმობდა. თუმცა არ მინდოდა მართალი ვყოფილიყავი.

-მანქანასთან მოდითქო.

სხვა გზა არ მქონდა.
მისი მანქანა მალევე ვიპოვე, თუმცა მისი დანახვა შეუძლებელი იყო, დაბურული შუშების წყალობით. ეგეც არ მყავდეს ცნობილი ადამიანი, რომელსაც პაპარაცები აწუხებენ.

მანქანას რომ მიუვახლოვდი ფანჯარა ჩაწია.
შავი სათვალე ჰქონდა მორგებული და იდიოტივით იღიმოდა.

-ჩაჯექი.

-არა, ახლავე მითხარი ვინ რა გაიგო ჩემზე.

-ეს დედანატირები შენს უსაფრთხოებას ეხება საქმე ჩემსას კი არა. სულ ნუ ჯიუტობ! ჩაჯექი მანქანაში-წამში განწყობა ისე შეეცვალა და ისეთი უხეში ტონით მომმართა ტირილი მომინდა.

მანქანაში ჩავჯექი და ჩანთა მუხლებზე დავიდე.
არ მინდოდა მისთვის შემეხედა, ამიტომ მზერა ეზოში მყოფ სტუდენტებზე გადავიტანე.

ანდრია ჩემსკენ გადმოიწია.
ჩემსა და მის სახეს სანტიმეტრები აშორებდა. მაშინვე ავფორიაქდი და ჩანთას ხელები მთელი ძალით მოვუჭირე. ღვედი გადმოწია და შემიკრა.
შემდეგ კი გასწორდა. ისევ მკაცრი სახე ჰქონდა, რამაც დამარწმუნა, რომ ჩემი რეაქცია არ შეუმჩნევია.

მანქანა დაქოქა და მთელი სისწრაფით გაიჭრა წინ.
სისწრაფე ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ამჯერად იმ დონეზე ვიყავი ანერვიულებული და გაბრაზებული საერთოდ არ მხიბლავდა ეს ყველაფერი.

-სად მივდივართ?!

-ჩემთან.

-შენთან რა მინდა, სხვაგან არ შეიძლება წავიდეთ? ან საერთოდ ახლავე მითხარი ყველაფერი. უცხო ადამიანის მანქანაში აე მინდა ყოფნა!

-ტაისია, ყველაფრისგან პრობლემას ნუ ქმნი. ჩემს სახლზე უსაფრთხო შენთვის არც ერთი ადგილი არაა და მე, უცხო ნამდვილად აღარ ვარ. შენ ხომ ფაქტიურად ჩემი დამხმარე გამომძიებელი ხარ-ისევ ჩაიცინა.

-ჯანდაბამდე გზა გქონია!

უკვე მესამედ ჩაიცინა, თუმცა არა უბრალოდ. რათქმაუნდა ირონიულად.

მთელი გზა მისთვის ხმა აღარ გამიცია.

სულ  მობილურზე საუბრობდა და იგინებოდა.
როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ მის გვერდით ვიჯექი.

-არ შეგიძლია მშვიდად ისაუბრო და ცენზურა არ დაარღვიო?

-ბოდიში.

-რა?

-ბოდიშითქო ტაისია-მზერა გამისწორა და შემდეგ ისევ შეაბრუნა თავი.

ეს მისგან მოულოდნელი იყო.

საბოლოოდ მანქანა კორპუსთან გააჩერა.

თვითონ კორპუსი საკმაოდ თანამედროვე სტილის იყო. თითქმის ყველა აივანზე ყვავილები იყო გადმოკიდული, რაც კიდევ უფრო დიდ სილამაზეს სძენდა მას.

ანდრია სიტყვის უთქმელად გადავიდა მანქანიდან და მეც სხვა გზა არ მქონდა, მას გადავყევი.

ლიფტში შევედით და ხელი ღილაკს მიაჭირა, რომელზეც ციფრი რვიანი იყო ამოტვიფრული.

ლიფტიდან გამოსვლისას დიდი ვიწრო დერეფანი დამხვდა.
მაინც და მაინც ყველაზე ბოლოში იყო ანდრიას ბინა.

კარის კლიტეს გასაღები მოარგო და შიგნით შემივა.

-ყავა, ჩაი, წყალი, წვენი-დოინჯი შემოირტყა და ჩემს პასუხს დაელოდა.

-ჩაი.

-ტკბილი?

-უშაქროდ.

-გეტყობა ტკბილი რომ არ გიყვარს.

-მაგაზე სასაუბროდ მოვედით?

-არა, დამელოდე ჩაის გავაკეთებ და მოვალ.

მის მოსვლამდე გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა. კედლები კრემის ფერი იყო, ავეჯი კი ნაცრისფერი. სახლში ბევრი მცენარე ჰქონდა და არ ვიცი ეს უვლიდა მათ თუ სხვა ვინმე. დიდი ფანჯრიდან კარგად შემოდიოდა სინათლე და ყველაფერს სახლის სინათლეზე კარგად ანათებდა.
სამზარეულოს კარის გარდა, კიდევ სამი კარი იყო.
ძნელი არ იყო გამოცნობა, თუ რისი ოთახები იქნებოდა.

აბაზანა, მისი ოთახი და ან სტუმრებისათვის ოთახი, ან კიდევ მისი კაბინეტი.

მალევე დაბრუნდა ორი ჭიქით ხელში.
დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა და ტელეფონი დასამუხტად შეაერთა.

-მოკლედ, ცხედარი ექსპერტიზაზე იყო და არ ვიცი ტელევიზორში თქვეს თუ არა. გაკვეთისას მის სხეულში ნარკოტიკი იყო, რამაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ეს მკვლელობა მეტად ბნელია.
დღეს მარჯანიშვილზე ვიყავი ისევ, მაღაზიებში ხალხს ვაჩვენებდი მსხვერპლის ფოტოს, თუ ეცნობოდათ. მეოთხე მაღაზიაში ვიყავი, შენს ატელიესთან ახლოს, როდესაც კაცი შემოვიდა და შენი სურათი ერთ-ერთ კონსულტანტს აჩვენა.
უბრალო ტანსაცმლით ვიყავი და არა ფორმით, ამიტომ ჩემი მასთან მისვლა იმ პერიოდში დიდი სისულელე იყო. ფოტოები გადავუღე და თუ ფიქრობ, რომ მკვლელი ეგაა ახლავე დავაკავებთ.

ფოტოები მანახა, მაღალი კაცი იყო და საკმაოდ მასიური. ნამდვილად ვერ იქნებოდა ეს, თამაზივით პუტკუნას ვერ დაუძახებდი. ძალიან დიდი იყო.

-არა, ის კაცი, ვინც მე ჩამიარა ამხელა ნამდვილად არ ყოფილა. ამას შევამჩნევდი.

-გამოდის საქმესთან კავშირშია და კიდევ, ვიღაც მარჯანიშვილზე გითვალთვალებდა...

-და მისგან იცის ჩემს შესახებ იმ ზორბა კაცმა?

-კი.

-ახლა რა უნდა ვქნა?

-მთავარი რაც იყო, უკვე აღარ დადიხარ მარჯანიშვილზე. მაგ ადგილს ცოტა ხნით საერთოდ შეეშვი და რაც მთავარია შენებური გამოძიება დაივიწყე და დამაცადე საქმის კეთება. რამეს თუ გავიგებ ხოლმე გეტყვი შენც.

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ამ მომენტში ვერაფერს ვხედავდი შესაწინააღმდეგებელს... სამწუხაროდ.

ახლახანს შევამჩნიე, რომ გარეთ წვიმას იწყებდა.

ცოტახანში კი საშინლად დასცხო.

-ვფიქრობ, სანამ გადაიღებს დარჩენა მოგიწევს-ანდრია ფანჯარასთან დადგა და ხედს გადახედა.

-იქნებ მთელი დღე იწვიმოს.

-არ შეგჭამ ტაისია, გადაიღებს და მერე წაგიყვან.

-კარგი ჰო.

-ისე, ამდენი ხანია გნახულობ და შენზე არაფერი ვიცი. ცოტა რომ გაგვეცნო ერთმანეთი არა?

-მეგობრობას მთავაზობ?

-ეგრე ჩათვალე.

-კარგი, გავიცნოთ-გავიღიმე და დივანზე უკეთესად მოვთავსდი.

-ცხელ შოკოლადს გავაკეთებ და მოვალ.

-მეც წამოვალ, დაგეხმარები.

სამზარეულოში გავედით. კარადიდან წითელი ფერის ჭიქები გადმოიღო და ორი ცალი ცხელი შოკოლადის პაკეტი.

-რამდენი წლის ხარ?-ჩემსკენ შემობრუნდა და წყლის ადუღებას დაელოდა.

-ოცდასამის, შენ?

-ოცდაშვიდი. შეყვარებული გყავს?-ანდრიასგან გამიკვირდა ეს კითხვა, თუმცა ღიმილი შევიკავე და უარყოფითი პასუხი გავეცი.
მეგონა გეყოლებოდაო დაამატა.

-არა, არავინ შემხვედრია ისეთი, ვისთანაც ცხოვრების დაკავშირება მსურს. პატარა ასაკშიც აღარ ვარ, რომ ცხრა შეყვარებული ვიცვალო.

-აა, ანუ გათხოვებას გეგმავ?-მან გაიღიმა და ადუღებული წყალი ჭიქებში გაანაწილა.

-არაფერსაც არ ვგეგმავ.

-კარგი, კარგი. შენ არ გაქვს რაიმე კითხვა?

-კი, გამომძიებლობა რატომ გიზიდავს.

-არ ვიცი, თინეიჯერობისას ფილმებმა იმოქმედა და მიმიზიდა.
შემდეგ უკვე, როდესაც ჩემი ბიძაშვილი მომიკლეს, მინდოდა სხვა მისნაირების საქმე გამომეძიებინა და მკვლელისთვის თავისუფლება წამერთმივნა ისევე, როგორც ისინი ართმევდნენ ხალხს სიცოცხლეს.

-ბევრი მკვლელი გყავს აღმოჩენილი?

-რაც კი ჩემი საქმე იყო, ყველა მკვლელი ვიპოვე.

-ანუ, შენი აზრით ამ ამბის მკვლელსაც იპოვი?

-რა თქმა უნდა, ვიპოვი.

ფინჯნებით ხელში, სასტუმრო ოთახში დავბრუნდით და დივანზე ჩამოვჯექით.

-და ან ძმა გყავს?-საუბარი ისევ მე წამოვიწყე.

-პატარა და მყავს, 15 წლისაა.

-ჩემზე სავარაუდოდ გეცოდინება-ირონიული სახით შევხედე, რაზეც მან გაიღიმა და თანხმობის ნიშნად, თავი დამიქნია.

-შეგიძლია მითხრა, რა გამოიძიე ამ მკვლელობაზე?

-არა!

-გთხოვ, ძალიან გთხოვ. ხომ დამპირდი ყველაფერს გეტყვიო.

-რატომ აინტერესებს ატელიეს მეპატრონეს მკვლელობები?

-არანაკლებ მიზიდავდა მკვლელობებზე ფილმები.

-კარგი მოგიყვები, თუმცა იმ პირობით, თუ არ ჩაერევი ამ საქმეში.

-არ ვერევი.

-კარგი, ის უკვე იცი, რომ მსხვერპლი ბნელ საქმეებში იყო გარეული. ეს უკვე თითქმის ამტკიცებს, რომ მისი საქმის გამო მოკლეს. ვფიქრობ ნარკოტიკის ვალი ჰქონდა ან მოიპარა, ან მსგავსი რამე, რის გამოც მეპატრონე გაბრაზდა და შემოაკვდა. მის ჭრილობაში ნაპოვნი იყო ბოთლის ნატეხი, კონკრეტულად არყის ბოთლის, რაც იმას ამტკიცებს, რომ მკვლელი  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყველანაირი კამერა გადავამოწმე და ჩანს, როგორ მიდის შავ სამოსში ჩაცმული კაცი სწორედ იმ ბნელი კუთხისაკენ და ხელში არყის ბოთლი ეჭირა. და ჰო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან, იმ ადამიანის სიარულის მანერა შეგიძლია აღმიწერო? მაინტერესებს ძალიან ნასვამი იყო, თუ არა.

-ჩვეულებრივად დადიოდა, მე ვერაფერი შევატყვე.

-გამოდის გააზრებულად ჩაიდინა ეს მკვლელობა. შეიძლება შემთხვევითობაცაა, ნუ ყოველშემთხვევაში დაგეგმილი არ იქნებოდა. მართალი ხარ იმაში, რომ მკვლელობისათვის მარჯანიშვილის ქუჩას არ აარჩევდა და არც არყის ბოთლს გამოიყენებდა იარაღად. მან ეს, ან იქვე გამწარებულა გააკეთა, ან კიდევ შემთხვევით მოუვიდა. მე პირველს ვფიქრობ, თუმცა დაზუსტებით არაფერი ვიცი.

-საიდან გამოდის მკვლელი არ იცი?

-კი, სასმლის მაღაზიიდან. იქაც ვიყავი, და შიგნითა კამერებიც შევამოწმე. მისი შავი ტანის სამოსი ყველაფერს კარგად უფარავს. გამყიდველმა კი თქვა, რომ მხოლოდ ცისფერი თვალები უჩანდა. დანარჩენი სახე დაფარული ქონდა.

-გამოდის ვიცით, რომ მისი თვალები ცისფერია.

-მხოლოდ ეგ ვიცით. ეგ კი არაფერში დაგვეხმარება.

-როგორ არა, ეჭვმიტანელების რაოდენობა შემცირდება.

-ეჭვმიტანელი ჯერ არც არავინ გვყავს.

***
წვიმამ გადაიღო თუ არა, ანდრიას წაყვანა ვთხოვე და მანაც უნივერსიტეტთან მიმიყვანა, შემდეგ კი ჩემს მანქანაში გადავჯექი, ანდრია სახლის გზამდე უკან მომყვებოდა, რადგან ეშინოდა ვინმე რამეს დამიშავებდა.

სახლში შესვლამდე ხელი დავუქნიე და თბილ სივრცეში შევაბიჯე ფეხი.

-ვინ იყო?-დედაჩემმა წარბები მაღლა აზიდა და გამიღიმა.


Chapter 6 is here.

Love, N🤍

Continue Reading

You'll Also Like

2.7K 163 12
non description 🤫🤐 აღებულია 4love.ve დან
331K 34.7K 172
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...
85.7K 3.9K 24
ამ მოთხრობის მთავარი გმირია მარიამი, რომლის სიყვარულის ისტორიასაც მოგითხრობთ მე,და არაა მარტო მისას. ( დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ).
437K 16.3K 44
ကိုယ်ဟာ ကြိုးဝိုင်းထဲမှာ ကိုယ့်ကိုစိန်ခေါ်လာသမျှကောင်တွေအကုန် ထိုးရဲတယ် သတ်ရဲတယ် ကိုယ်နိုင်မယ်ဆိုတဲ့ယုံကြည်မှုရှိတယ် ကိုယ်မလုပ်ရဲတာဘာမှမရှိဘူးလို့ထင...