YOU ARE SO GOLDEN.

By Niniee04

61.5K 3K 647

-როგორც ჩანს, ჩემი უარის მიუხედავად შენსას აგრძელებ-ზურგს უკან, ბოხი და უკვე ნაცნობი ხმა მომესმა. -გამარჯობა... More

2.ერთი ნაბიჯით უკან
3.გვამი
4.უჟმური
5. რას გაუგებ
6. საფრთხე
7.მეგობარი, მეტი არაფერი.
8.ტაბატაძე
9.ბაკურიანი
10.მეცეკვე.
11.ახალი წელი
12.ვიკა
13.გატაცება
14.გაქრობა
15.სვანეთი
16.ეჭვიანობა.
17.ალექსანდრე.
18.ოჯახში ზედმეტი.
19.ამოუცნობი ოთახი.
20.ზურა?
21.დეპრესია?
22.გთხოვ.
23.მეორე მხარე.
24. სამეგობრო.
25.დასასრული თუ დასაწყისი?

1.ოცნებასთან ახლოს

6.4K 170 25
By Niniee04

ძველი მოთხრობაა და ბევრი რამე ძალიან სულელურად მაქვს დაწერილი, მაგრამ ძალიან მიყვარს და არ მინდა, ამის გამო წავშალო ან რაიმე შევცვალო, ამიტომ როგორმე გვერდი აუარეთ ძალიან უაზრო მომენტებს 😄

***



ვცდილობდი რაც შეიძლებოდა სწრაფი ნაბიჯებით მევლო ქუჩაში. თავსხმა წვიმა იყო. ტყავის თხელი მანტო უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე სხეულზე, რომ ის სუსხი, რომელიც სხეულში მივლიდა ოდნავ შემენელებინა.

ვფიქრობ, ამ გასაუბრებიდანაც უარს მივიღებ. საბოლოოდ კი მომიწევს კრედიტი გამოვიტანო ბანკიდან და მეთვითონ გავხსნა ატელიე. მგონი თავიდანვე ასე უნდა გამეკეთებინა.

საბოლოოდ მივაღწიე ჩემს პატარა, კომფორტულ მანქანამდე და სწრაფად მოვთავსდი შიგნით. მაშინვე გამათბობელი ჩავრთე და ხელები ერთმანეთს გავუხახუნე გათბობის მიზნით. ტემპერატურის გაზრდის შემდეგ რადიო ჩავრთე. სიმღერის დასაწყისის მოსმენის თანავე სიამოვნებისგან გამაჟრიალა, რადგან სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც ახლა მინდოდა. მანქანის ძრავა ავამუშავე და გზაზე გავედი.

***
სახლში მისულმა გეზი სააბაზანოსკენ ავიღე მას შემდეგ, რაც მანტო საკიდზე დავკიდე და ბათინკები სახლის ფუმფულა ფეხსაცმლით ჩავანაცვლე.

ხელების დაბანის შემდეგ სამზარეულოში გავედი, სადაც მოფუსფუსე ელენე დამხვდა.

-დე, რას აკეთებ?

-მაწვნის სუპს-მან ჩემსკენ შემოიხედა, ამათვალიერა და ბოლოს გამიღიმა.

-კარგი რა, ხომ დამპირდი შოკოლადიან ბლინებს გაგიკეთებო.

-ტაისია ეგ საჭმელი არ არის, დესერტია და მაგასაც გაგიკეთებ.

-კარგი. მამა სად არის?-ფანჯრიდან გარეთ გავიხედე, რომ მამას მანქანა დამენახა, თუმცა ეზო ცარიელი დამხვდა.

-ირაკლისთან ერთად შეხვედრაზე წავიდა.

-ჩემი ძმა სადღაა?

-ალექსანდრე ძმაკაცებთანაა.

დედამ მაგიდაზე მაწვნის სუპი დამიდო და მეც ჭამა დავიწყე.

-დედა, გადავწყვიტე, რომ ატელიე გავხსნა. დავიღალე გასაუბრებაზე სიარულით. ჩემი განრიგი არავის აწყობს და დღეებს ვერ ვუთანხმებ. ჩემი როცა მექნება, ყველაფერი ჩემს გემოზე იქნება.

-კი დედი, მაგრამ ამჯერად არამგონია ფულის ის რაოდენობა რაც გჭირდება, ხელში ჰქონდეს მამაშენს.

- ალექსანდრეს სახელზე კრედიტს ავიღებ და შემდეგ ნელ-ნელა გადავიხდი ატელიეს შემოსავლით.

-მოდი ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც გიორგი და ალექსანდრე სახლში მოვლენ. შენ მანამდე იმეცადინე.

-ბევრი არაფერი მაქვს ხვალისთვის. მხოლოდ ორი ლექცია მაქვს.

თავი დამიქნია და გამიღიმა.

სხვენის კიბეს ავუყევი, რაც უკვე ჩემს ოთახად იყო გადაკეთებული და შიგნით შევედი. თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, კედელს, რომელზეც ახალი დასრულები მქონდა ყველა ჩემი საყვარელი ჯგუფის, მომღერლის, თუ მსახიობის პლაკატის გაკვრა.  ნათურები ავანთე, რომელიც ზემოდან მქონდა ჭიკარტებით მიმაგრებული.

ტანზე სწრაფად გამოვიცვალე და ფანჯრის დიდ რაფაზე, წიგნებით   ხელში შემოვჯექი.

დაახლოებით  ერთ საათში ქვემოთ ვიყავი და მამას და ალექსანდრეს მოსვლას ვუცდიდი.
ჯერ ალექსანდრე მოვიდა და ხელების დაბანის შემდეგ ზედ არ შემომხედა, ისე შევიდა სამზარეულოში და სასადილოთ მაგიდას მიუსკუპდა.
-გამარჯობა ალექსანდრე-სამზარეულოში შევყევი და წყლის ჭიქით ხელში მის წინ დავჯექი.

-სალამი, ტაის.

-სად იყავი?

-ბექასთან.

-მარიამი სახლში იყო?

მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და დედას დადებულ ჯამს, სადაც მაწვნის სუპი ესხა ამრეზით შეხედა.

-ელენე, ხომ იცი, რომ არ მიყვარს?

-ცოტა ჭამე, გთხოვ!

ალექსანდრემ დედას ხათრი ვერ გაუტეხა და ბუზღუნით დაიწყო ჭამა.
როდესაც დაასრულა დედამ მაგიდაზე ახალი გამომცხვარი ბლინები დაგვიდო, რომელსაც შოკოლადის კარაქი ჰქონდა გადასმული და ზემოდან ბანანის თხელი ფენები ელაგა. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და ერთ-ერთი მაშინვე ჩემს კუთვნილ თეფშზე გადმოვიღე.
ალექსანდრემ ამათვალიერა და ფეხზე წამოდგა. უკან დანა-ჩანგლით ხელში დაბრუნდა და ბლინის ჭრა დაიწყო.

-სერიოზულად ?-თვალები ავატრიალე და მეორე ბლინს ბანანი ავაცალე.

-არასერიოზულს ვგევარ?-შემომხედა და ბლინის დაჭრა დაიწყო.

-კი.

მან ღრმად ამოისუნთქა და გადაწყვიტა დავეიგნორებინე.

-ვფიქრობ, სახლში დანის ხმარება უნდა ავკრძალოთ. რათქმაუნდა ზოგ შემთხვევას ვგულისხმობ.-ხმამაღლა წამოვიძახე და ყურებზე ხელი ავიფარე, მას შემდეგ რაც დანა თეფშზე გაესვა და საშინელი ხმა გამოსცა.

-ტაისია მაგდენ ტლიკინს ჯობია მაცივრიდან წვენი გამომიღო.

-არა.

-დაღლილი ვარ და არაფერი მოგივა რომ გამომიღო.

-დაღლილი აქ მე ვარ. გასაუბრებებზე დავდივარ და შემდეგ ვმეცადინეობ. შენ ძმაკაცებთან გდიხარ!

-სხვათაშორის თავისუფალ დროს 'ვგდივარ' ძმაკაცებთან! დანარჩენი დრო შენზე მეტს ვშრომობ.

-გეყოთ!-დედამ ტონს აუწია და თვითონ გამოიღო წვენი მაცივრიდან. ორივეს დაგვისხა და თეფშების გვერდით დაგვიდო-რით ვერ მოეშვებით ამ გაუთავებელ კამათს? 23 წლის ხარ ტაისია, ალექსანდრე შენ 25-ის და ჯერ კიდევ ისეთ სისულელეებზე ჩხუბობთ რამისაა გავაფრინო! აღარ გეცოდებით?

მე და ჩემს ძმას ხმა აღარ ამოგვიღია ისე დავასრულეთ ბლინების ჭამა. დასვრილი თეფშები მალევე გავრეცხე და მამას შევეგებე, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან იყო დაღლილი.

-მამა, სალაპარაკო მაქვს შენთან-მას მკრთალი ღიმილი დავანახე და სასტუმრო ოთახში შევყევი.

-ოუ, რა სერიოზული ხარ ტაის-ალექსანდრემ უაზრო მიმიკა მიიღო და პულტით ხელში დივანზე გადაეშვა.

-ხმა ჩაიგდე შენ!-მას შევუბღვირე და მის გვერდით დავჯექი.

-რაზე გინდა საუბარი?-მკითხა მამამ და ჩემი და ჩემი ძმის  მოპირდაპირედ, სავარძელზე დაჯდა.

-მამა დავიღალე რაა, დავდივარ ამ გასაუბრებებზე და ჩემი განრიგის გადამკიდე სულ უარს ვიღებ. მე კიდევ იცი, როგორ ძალიან მინდა ატელიეში მუშაობა. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ სხვასთან მუშაობით ვერ შევქმნი რამეს ჩემი გემოვნებით. მოკლედ-სიტყვა გავწელე და მამას ემოციას დავაკვირდი. ძალიან მინდოდა ჩემს შეთავაზებას დათანხმებოდა.-მინდა რომ ჩემი ატელიე გავხსნა. შენი ან ალექსანდრეს სახელზე კრედიტს გამოვიტან და პატარა ადგილს ვიყიდი ან ვიქირავებ. შემდეგ კი გამომუშავებული ფულით გადავიხდი გამოტანილ თანხას. ძალიან გთხოვ რა.-ვცდილობდი ჩემი ოცნება ამეხდინა და ვიცოდი, რომ მამა ამაზე უარს არ მეტყოდა.

-არვიცი ტაის. ადგილიც საპოვნელი გაქვს, რაიმეს შესაკერად ათასი ნაჭერი, საკერავი მანქანა და კიდევ ძალიან ბევრი წვრილმანია საჭირო.

-კარგი რა მამა-ალექსანდრე წამოიწია და ხელი გადამხვია-გამოიტანოს კრედიტი რამდენიც უნდა და თვითონ შეძლებს ყველაფერს.

-კარგი ჰო-მამამ ხელები ასწია-არ ვაპირებ ოცნებების ახდენაში ხელი შეგიშალო. გამოვიტანოთ კრედიტი.

-მადლობა, მადლობა, მადლობა!-ფეხზე წამოვხტი და მაშინვე მამას ჩავეხუტე, შემდეგ ჩემს ძმასთანაც მივვარდი და თავზე ვაკოცე.

-ეს რას მოვესწარი-თქვა ჩემმა შავგრემანმა ძმამ და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

ვფიქრობ ჩემი ძმა სიმპატიურია. თაფლისფერი თვალები და შავი თქმა აქვს. მაღალია და გამხდარი.
მეც გამხდარი ვარ, თუმცა მისგან განსხვავებით მწვანე თვალები მაქვს. მე და ალექსანდრეს  ამაზეც კი ჩხუბი გვაქვს, თუ რომლის თვალის ფერი სჯობს. რათქმაუნდა ორივე ჩვენს თვალებს ვიცავთ, თუმცა სინამდვილეში მის თვალებზეც არ ვიტყოდი უარს.
უაზრო ჩხუბს თუ არ ჩავთვლით, კარგი და-ძმური ურთიერთობა გვაქვს. ალექსანდრე ძალიან მხიარული და კეთილია. რჩევა როდესაც გვჭირდება, ზოგჯერ არა მეგობრებს, არამედ ერთმანეთს ვეკითხებით. ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია, თუმცა არასდროს, არცერთი არ გამოვხატავთ ამას.

***
მამა და დედა დასაძინებლად როდესაც დაწვნენ, მე და ალექსანდრემ  კომპიუტერი მოვიმარჯვეთ და ადგილის ძებნას შევუდექით, სადაც მომავალში ატელიეს გავაკეთებდი და ჩემი საყვარელი ადგილი გახდებოდა.

-ეს კარგია ტაისია, მარჯანიშვილზეა. მეტი კარგი ადგილი რა გინდა. ხალხიც ხშირად დადის მაქეთ.

-მაგაზე უკეთესი ადგილებიც არსებობს-ამოვიბურტყუნე მე და თვალები მოვისრისე-ძალიან მეძინება.

-არსებობს, მაგრამ არც მარჯანიშვილია ცუდი ადგილი და თან, ძალიან კარგი ზომის არის ეს ფართი. რავი მე ამის ქირაობას გირჩევ.

-ყიდვა არა?

-აქირავებენ მხოლოდ.

-კარგი იყოს.

-ხვალ წავიდეთ და გამოვიტანოთ სესხი.

-კარგი, ახლა წავალ დავიძინებ.

ძმას ხელი ხელზე მივარტყი და ჩემს საძინებელში ავედი. დაწოლისთანავე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რამხელა ვარ უკვე. ჩემს ატელიეს ვხსნი, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო ცხოვრებაში. პატარაობაში მუდამ ბარბებს ვუკერავდი კაბებს. შემდეგ ბებომ მასწავლა ქსოვა და ერთხელ თბილი მოსაცმელიც  კი მოვიქსოვე ჩემით. საბოლოოდ კი ისე მოხდა ჩემთვის დავიწყე ტანსაცმლის შექმნა, თუმცა მეგობრებს ისე მოეწონათ მათაც ვუკერავდი. ბოლო წლებში სანამ სკოლას დავასრულებდი სწორედ ამან გამიტაცა. მომინდა სხვებისთვისაც შემექმნა ის ტანის სამოსი, რასაც მე ლამაზს და კომფორტულს ვთვლიდი. ჩავაბარე დიზაინზე და ახლა აქ ვარ. ჩემს მთავარ ოცნებასთან ძალიან, ძალიან ახლოს.
იმედი მაქვს, ხელს არავინ და არაფერი შემიშლის.

მოგესალმებით. უკვე ჩემი მეორე მოთხრობაა აქ.
ყველაფერი საქართველოში ვითარდება და არანაირი სელებრითი არ იქნება. პირველად ვწერ ასეთ მოთხრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ პირველ თავთან დაკავშირებით ❤️

Love, N❤️

Continue Reading

You'll Also Like

8.6K 566 40
მოთხრობა არის ერთ გოგოზე რომელსაც თავისი კლასელი უყვარდა. რამოხდება მერე? როგორ შეიცვლება გოგონას ცხოვრება როცა ის სტუდენდი გახდება.
473K 40.3K 33
ရိုးရိုးအချစ်ဇာတ်လမ်းလေးတစ်ပုဒ်ပါပဲ
336K 35.1K 173
English Name: After Retiring from Marriage, I became the Favorite of a Powerful Minister Associated Names: 退婚后我成了权臣心尖宠 Chinese Author: Lan Bai Ge Ji ...
348K 8.6K 80
တောင်ပေါ်သားနဲ့ မြေပြန့်သူ ဇာတ်လမ်းလေးပါရှင့်