Hashtag Yoonmin Is Real (GEO...

By BeGold7

44K 3.8K 442

ერთ დღესაც ამ ერთი პატარა რაღაცის გამო მსოფლიომ იუნმინის შიფვა დაიწყო, რომელიც იდიოტმა პაკ ჯიმინმა ინტერვიუს... More

*პროლოგი*
|| ONE ¦¦
¦¦ TWO ||
|| THREE ¦¦
¦¦FOUR ||
|| FIVE ¦¦
¦¦ SIX ||
|| SEVEN ¦¦ Pt.1
《《 SEVEN 》》Pt.2
《《 EIGHT 》》
《《 NINE 》》
《《 TEN 》》
《《 ELEVEN 》》
《《 TWELVE 》》
《《 THIRTEEN 》》
《《 FOURTEEN 》》
《《 FIFTEEN 》》
《《 SIXTEEN 》》
《《 SEVENTEEN 》》
《《 EIGHTEEN 》》
《《 NINETEEN 》》
《《 TWENTY 》》
《《 TWENTY ONE 》》
《《 TWENTY TWO》》
《《 TWENTY THREE 》》
《《 TWENTY FOUR 》》
《《 TWENTY FIVE 》》
《《 TWENTY SIX 》》
《《 TWENTY SEVEN 》》
《 TWENTY EIGHT 》》
《《 TWENTY NINE 》》
《《 THIRTY 》》
《《 THIRTY ONE 》》
《《 THIRTY TWO 》》
《《 THIRTY THREE 》》
《《 THIRTY FOUR 》》
《♡ THIRTY FIVE ♡》
《♡ THIRTY SIX ♡》
《♡ THIRTY SEVEN ♡》
EPILOGUE: PART ONE
NEW STORY
New Story!

EPILOGUE: PART TWO

1.1K 94 40
By BeGold7

გადაღებები დღეს ადრე დასრულდა და ბიჭები პირდაპირ სახლში წავიდნენ.

"ვოაჰ თე, არ ვიცოდი დრამის გადაღება ასეთი რთული თუ იყო. შენ ალბათ მიჩვეული ხარ" თქვა ჯიმინმა როგორც კი სახლში ფეხი შედგა.

თეჰიონი და ჯონგუკი დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.

ჯონგუკმა თავი გააქნია. "არ მიჩვეულა. ყოველთვის მოწყენილია რადგან გადასაღებ მოედანზე მე არ ვარ. თეჰიონისთვის ყველგან მოსაწყენია სადაც ჯონ ჯონგუკი არაა"

თეჰიონმა გაიცინა და ჯონგუკს ხელი ნაზად დაარტყა.

ჯინმა, რომელმაც მათი საუბარი მოისმინა ჯონგუკის გაკიცხვა დაიწყო.

"როდის გასწავლე ასეთი ამაზრზენი რომ ყოფილიყავი შვილო? შეწყვიტე ასეთი საუბარი. ოჯახის სირცხვილი ხარ"

მაკნემ ხელები ნამჯუნისკენ გაიშვირა რომელიც წიგნს კითხულობდა.

"მამაჩემისგან გამომყვა!"

ნამჯუნმა თითი დაუქნია და ისევ წიგნს დაუბრუნდა, მაგრამ ჯინისგან სახეში ჭუჭყიანი ნასკი მიიღო.

"რა ჯანდაბაა ჯინ?" აღშფოთდა ჯუნი.

ჯინმა ხელები წელზე დაიწყო და ნამჯუნს წინ დაუდგა.

"რა ასწავლე ჩვენს პატარას?"

ნამჯუნი უემოციო სახით უყურებდა მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა.

"თუ ასეთი საუბარი არ მოგწონს ჩემს სიტყვებზე რატომ დნები?" უთხრა ჭკვიანურად.

"საღამოს ბარგს ჩაგილაგებ. ახალი სახლის პოვნა მოგიწევს რადგან აქედან გაგდებ"

ნამჯუნმა გაიღიმა. "მხოლოდ შენ არ იხდი გადასახადს ძვირფასო"

ჯინმა წარბი გამომწვევად ასწია.
"და ვინ? შენ?"

"რადგან მამა ვარ..."

იუნგიმ თვალები გადაატრიალა და ბალიშები ესროლა. "ბიგჰიტი იხდის ჩვენს გადასახადებს იდიოტებო"

იუნგიმ ბიჭების მზერა დააიგნორა და სამზარეულოსკენ დაიძრა, სადაც ჩიმჩიმი ეგულებოდა.

"თავში ჯემის ქილა დამარტყი თუ როდესმე ნამჯინის მსგავსად მოვიქცევით" თქვა როგორც კი სამზარეულოში შევიდა.

ჯიმინი წარბ აწეული შეტრიალდა.
"რა სჭირს ჯინ ჰიონს ან ნამჯუნ ჰიონს?"

"გამაღიზიანებელი მშობლებივით იქცევიან დრამებში რომაა"

უმცროსმა თვალები გადაატრიალა და იუნგის ხელები მოხვია. "ერთ ჭერ ქვეშ, რომ ოთხი ბინძური და გიჟი ბავშვები გყავდეს ბებერ იუნგისთან ერთად შენც დაისტრესებოდი"

"ეგეთი ბებერიც არ ვარ" დაიწუწუნა იუნგიმ.

ჯიმინმა გაიცინა და იუნგის ტუჩებში წამიერად აკოცა.

"დაგენიზლავები ამას იმიტომ ამბობ, რომ ჩხუბის საშუალება გქონდეს"

"შეიძლება. ეს დღეებია ბევრს არ ვჩხუბობ"

ბიჭმა ჰიონის ნათქვამზე გაიცინა.
"ეგ იმიტომ, რომ შენი პირის მოკეტვის გზა ვიპოვე"

იუნგიმ გაიღიმა.

"მართლა? რა არის?"

ჯიმინი იუნგის ტუჩებს მიშტერებოდა სანამ თვალებში შეხედავდა. ტუჩის კუთხეები მაღლა ასწია.

იუნგიმ ამოიოხრა.

მაგარია, როცა სექსუალური შეყვარებული გყავს.

მაგარია, როცა პაკ ჯიმინი გყავს.

"ჯიმინი..."

"ჰმმ?"

"მაკოცე"

უმცროსმა გაიცინა და თავი გააქნია მაგრამ მაინც გააკეთა ის რაც უფროსმა უთხრა.

თავიდან ნაზად კოცნიდა, ტუჩებს ულოკავდა და აგემოვნებდა. ერთმანეთის ტუჩებს ზედმიწევნით სწავლობდნენ.

ჯიმინმა იუნგის ხელი თმაში ჩაავლო და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად ქაჩავდა.

იუნგიმ საპასუხოდ ხელი ჯიმინის უკანალს დაადო და ძლიერად მოუჭირა.

არცერთს არ ახსოვდა ყველაზე საჭირო რამ - ჰაერი.

იუნგი ჯიმინის მაიკის ქვეშ აცურებდა ხელს როცა ქალის წივილი გაიგო.

"ააააააააააა"

ბიჭებმა ერთმანეთს ტუჩები მოაშორეს, გაკვირვებისგან ჯიმინმა იუნგის ხელი კრა.

ერთმანეთს თვალებ გაფართოებული უყურებდნენ და ღრმად სუნთქავდნენ.

"აქ რა ხდება?" ჰოსოკის ხმა გაისმა, რომელსაც ფეხის ნაბიჯები ხმა მოყვა.

"მე -ამმ" გოგო რომელმაც დაიყვირა ახსნა ვერ შეძლო.

იუნგიმ თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

რაც მოხდა, მოხდა.

ნელა შეტრიალდა და ზუსტად ის სიტუაცია დახვდა რასაც მოელოდა.

სეჰი, ჰოსოკის შეყვარებული კართან იდგა და აღელვებულ ჰოსოკს უყურებდა.

"ჰიონ, გამაგებინეთ რა მოხდა"

იუნგი ვერ მოიტყუებოდა. ასეთი წითელი ჯიმინი ცხოვრებაში არ ენახა, ჰოსოკს თვალს ვერ უსწორებდა.

ჰოსოკმა აზრები დაალაგა და უთქმელად მიხვდა რაც მოხდა.

სეჰიმ სიცილი დაიწყო.

"ვაუ, ჩემს ფანფიკში კარგი თავი იქნება"

ჰოსოკმა თბილად გაუღიმა. "ყვირილის მაგივრად ფოტო ან ვიდეო უნდა გადაგეღო. მომწონს მათი ასე ნახვა, ხომ ხვდები. ეს დღეებია ჩუმჩუმელობენ" ჰოსოკმა მოწყენილი ხმით თქვა.

"სერიოზულად ჰობი, იცი რომ ახლა მთლიან არმის წარმოადგენ?" უთხრა იუნგიმ.

ჰოსოკმა უცოდველად გაიღიმა.

იუნგიმ ამოიოხრა.

ჰოსოკი მუცელში ჩასახვის დღიდან იუნმინს შიფავდა და მას შემდეგ რაც პუმას მოდელს, სეჰის შეხდა იუნმინზე ლაპარაკის გარდა არაფერი გაუკეთებია და ეს საწყალი გოგოც ჩაითრია.

სხვათა შორის სეჰის გალერეა სავსე იყო იუნმინის ფოტოებით.

და რადგან წერა უყვარდა გადაწყვიტა ფანფიკი დაეწერა. სპეციფიკური ინფორმაციებისთვის ჯიმინს მიმართავდა.

ჯერ კიდევ არ იცით როგორ ზუსტად აღწერა ეს ყველაფერი.

"აზრზე არ ხართ როგორ ვნერვიულობ როცა ერთ-ერთი თქვენგანის გარშემო ვარ და ახლა ორივე ჩემს წინ დგახართ" თქვა იუნგიმ, ჯიმინს ხელი ჩაკიდა და სამზარეულოდან გაიყვანა.

ჰოსოკმა და სეჰიმ სიცილი დაიწყეს.

იუნგიმ და ჯიმინმა კი საქმე იუნგის ოთახში გააგრძელეს.

******

მშვენიერი დღე იყო, კარგი ამინდით და მანათობელი მზით.

დილის რვა საათი იყო, მაგრამ იუნგი მთქანრების და ჩხუბის მაგივრად დიდზე იღიმოდა.

"ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? მოღუშული უნდა იყო" უთხრა უმცროსმა.

იუნგიმ გაიღიმა, ჯერ კიდევ გასაოცარ ხასიათზეა.

"მოღუშული რატომ უნდა ვიყო?დღეს ხომ ჩვენს სცენას ვიღებთ"

ჯიმინმა თვალები აატრიალა.

"ერთი სცენაა სადაც უკანალზე უნდა შემოგცხო" იუნგიმ ღიმილით დაამატა.

ჯიმინი იუნგის აკვირდებოდა, რა ჯანდაბა სჭირს ამ ბიჭს?

"პლუს" იუნგიმ გააგრძელა. "იდიოტი უნდა დაგიძახო"

ჯიმინმა ბიჭს იმხელაზე უბრწკინა, რომ იუნგიმ ლამის დაიკივლა.

"აწ პატარავ, კვალს დამიტოვებს!"

ჯიმინმა მკაცრი თვალებით შეხედა.
"ოჰ, ახლა წუწუნებ რომ კვალს დაგიტოვებს და მე, რომ დალურჯებებს მიტოვებ-"

"დილა მშვიდობის ბავშვებო, დავიწყოთ?" გაისმა დირექტორის ხმა.

ბიჭები უცებ ადგნენ და მიესალმნენ.

"რა თქმა უნდა დირექტორო" უთხრა იუნგიმ.

"კარგია, კარგი. სამზარეულოს სცენით უნდა დავიწყოთ სადაც ერთმანეთს ხვდებით. შემდეგ კი გადასაღენ მოედანს შევცვლით, გასაგებია?"

ბიჭებმა თავი დაუქნიეს.

"წამოდი ტანსაცმელი გამოვიცვალოთ" თქვა ჯიმინმა და იუნგი გასახდელში წაათრია.

ლამაზად მოწყობილ სახლში იყვნენ, რომელიც იუნგის პერსონაჟს ეკუთვნოდა.

სცენა უნდა გადაეღოთ სადაც ჩოი მინუ(ჯიმინი) და ო შინჰვა(იუნგი) ერთმანეთს პირველად შეხვდებოდნენ.

ჯიმინმა მიმოხილვა გააკეთა.
"ჩემი და სორი დეჰუნის მდივანი გახდა. ერთ დღესაც მას სამუშაოზე ვესტუმრე. გავიგე, რომ მას და დეჰუნს, რომელიც შენი საუკეთესო მეგობარია რაღაცის წამოსაღებად შენს სახლში უწევთ წამოსვლა. სორის ნათქვამიდან გამომდინარე მას არ ვენდობი და მათთან ერთად მივდივარ"

იუნგიმ თავი დაუქნია და ვაშლი ჩაკბიჩა.
"და შენ დაიკარგები და ჩემს სამზარეულოში აღმოჩნდები. შემდეგ კი რაღაცეები მოხდება"

ჯიმინმა ჩაიცინა და იუნგის თმები აუჩეჩა.

დირექტორის რამდენიმე რჩევის შემდეგ გადაღება დაიწყეს.

"ვიწყებთ"

იუნ უნჰესთან და გონგ იუსთან ერთად ჯიმინი სახლში უკმაყოფილი სახით შევიდა.

ისე უნდა მოქცეულოყო თითქოს ამაზე მაგარი სახლი ჯერ ნანახი არ ჰქონდა, რადგან მინო ნორმალური ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა.

რადგან სახლი დეჰიონის მეგობრის იყო მას გასაღები ჰქონდა და ზარის დარეკვა საჭირო არ იყო.

კედელზე უზარმაზარი ნახატი ეკიდა რასაც ჯიმინი მიშტერებოდა და ვერ შეამჩნია რომ სორის და დეჰუნს ჩამოშორდა.

როცა სიტუაცია გაანალიზა დაპანიკებულმა აქეთ-იქით მიმოიხედა.

ოთახებიდან ოთახებში გადადიოდა და როგორც უთხრეს ბოლოს სამზარეულოში შევიდა.

იცოდა, რომ იუნგი სადღაც ახლოს იდგა და თავის დროს ელოდებოდა.

მინუმ თვალები დაახამხამა, ამხელა სამზარეულო ცხოვრებაში არ ენახა. სორი და დეჰუნი იქ არ იყვნენ.

კუმამონის ხელთათმანები ნახა და დასაკვირვებლად ახლოს მივიდა.

უცებ ხელების შემოხვევა და მხარზე სიმძიმის დაწოლა იგრძნო.

ვიღაც უკნიდან ეხუტებოდა.

მინუმ დაიყვირა და თავის დასაცავად უკან მდგომს იდაყვი ჩაარტყა.

იუნგიმ დაიღმუილა როგორც კი ჯიმინმა ჩაარტყა. ჯანდანა, მისი შეყვარებული როლში ზედმეტად შევიდა.

"გარყვნილო!" დაიყვირა მინუმ.

"რა ჯანდაბა გჭირს?!" იკითხა შინჰვამ.

ჯანდაბა, ჯიმინს მართლა მწარედ მოუვიდა ჩარტყმა. იუნგის სახეზე ტკივილი აღბეჭდოდა.

"შენ ვინ ხარ?!" დაიყვირა მინუმ.

შინჰვამ შეხედა. "ამას მე უნდა გეკითხებოდე იდიოტო. ჩემს სახლში ხარ!"

მინუს თვალები გაუფართოვდა.
"შ-შენ..."

იუნგიმ თვალები დააწვრილა, ჯიმინს ხელები წელზე დაადო და სამზარეულოს დახლშე შემოსვა.

"ქურდი ხარ თუ რა? მაგრამ ამისთვის ზემდეტად საყვარელი ხარ" თქვა შინჰვამ.

ჯანდაბა, 'ამისთვის ზედმეტად საყვარელი ხარ' ტექსტში არ იყო.

რაღაც მიზეზების გამო ჯიმინმა მუცელში პეპლები იგრძნო, ჰიონმა ტექსტი შეცვალა.

"რ-რა თქმა უნდა არ ვარ! მე-... შენზე რას იტყვი?! რატომ ჩამეხუტე? გარყვნილი ხარ?" იკითხა მინუმ, შინჰვას სახე ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

"ძილში დავდიოდი სულელო. ციოდა. თბილი ჩახუტება მჭირდებოდა. შენ კი ჩემს სამზარეულოში იდექი და ჩაგეხუტე"

ჯიმინმა ძლივს შეიკავა თავი თვალები რომ არ აეტრიალებინა. ისე ჩანდა თითქოს ახლა იუნგის ესაუბრებოდა და სულაც არ თამაშობდნენ.

"მაინც გარყვნილი ხარ" მინუმ დაბალ ხმაზე თქვა, შინჰვას სახე ზედმეტად ახლოს იყო.

"და შენ მაინც იდიოტი ხარ, სულელო. რა აზრი აქვს ასეთ სახეს თუ ტვინი არ გაქვს"

ჯანდაბა, ბოლო ნაწილიც არ იყო ტექსტის ნაწილი.

მაგრამ ჯიმინს მოსწონდა იუნგის გზა თუ როგორ ეუბნებოდა რომ ის საყვარელია.

ახლა ამის დრო არაა.

მინუ გაბრაზდა და შინჰვას ფეხებ შუა ამოარტყა.

იუნგიმ კიდევ ერთხელ დაიღმუილა. ჯიმინს პირველ რიგში მსახიობურად რტყმა უნდა ესწავლა.

ფეხები ერთმანეთს მიაწება.

პირზე 'შენი დედაც' ადგა მაგრამ თავი შეიკავა.

სორი და დეჰუნი შინჰვას ყვირილის შემდეგ სამზარეულოში შემოვარდნენ.

"შინჰვა!" დაიყვირა დეჰუნმა და მეგობარს მივარდა.

"ჩემს სახლში ასეთი საყვარელი ლეკვი რატომ მოიყვანე?" დაიყვირა იუნგიმ, ტექსტი აღარ ახსოვდა.

მართლა სტკიოდა.

"გადაღებულია" დაიყვირა დირექტორმა.

"ჰიონ!" წამოიყვირა ჯიმინმა და იუნგის მიუახლოვდა.

"პაკ ჯიმინ, სიცოცხლეზე მეტად რომ არ მიყვარდე ცოცხლად დაგწვავდი!" თქვა იუნგიმ და წელში ძლივს გასწორდა.

ისევ ამოიოხრა, წელში კი გასწორდა მაგრამ ეს დიდ ტკივილად დაუჯდა.

"ჰიონ..." თქვა ანერვიულებულმა ჯიმინმა და შეყვარებულის ხელი დაიჭირა.

იუნგიმ შეხედა.

"თუ გინდა გაპატიო საღამოს მოახლის ფორმა უნდა ჩაიცვა"

********

შემდეგი სცენა კაფეში იქნება, სადაც შინჰვა და მინო ერთმანეთს შემთხვევით შეხვდებიან.

მინუ კაფეში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, შინჰვა კი ადგილს ეძებდა სადაც მშვიდად იმუშავებდა.

"როგორ გამოვიყურები ჰიონ?" ჯიმინმა თავი მიმტანის ტანსაცმელში ამაყად წარმოადგინა.

იუნგიმ თვალები დაახამხამა.

ჯიმინი ამ ფორმაში სექსუალურად გამოიყურებოდა.

იქნებ სტაფისთვის ეთხოვა ფორმა ჯიმინისთვის ეჩუქებინათ, რომ ხანდახან მისთვის ჩაეცვა.

"მმმმ კარგია"

ჯიმინმა ქვედა ტუჩი გადმოაგდო. "სათქმელი მხოლოდ ეს გაქვს?"

იუნგიმ ამოიოხრა.

"კარგი. ისეთ ვიღაცას გავხარ ვინც აქედან პირდაპირ ჩემს ოთახში უნდა წავიყვანო. კიდევ ისეთ ვიღაცას ვინც საწოლზე თოკით უნდა მივაბა და-"

უმროსს ლოყები გაუწითლდა.

"ჰიონ!"

"რა? გულწრფელი პასუხი გინდოდა, მე კი მოგეცი"

"შავი მაისური და თეთრი კეპი გიხდება ჰიონ" ჯიმინმა ნათელი ღიმილით თქვა.

იუნგიმ კიდევ ერთხელ ამოიოხრა.

"კარგი წავედით" თქვა და ტრაილერიდან გავიდნენ.

წუთების შემდეგ გადაღება დაიწყო.

დირექტორმა ტაში დაუკრა.
"ყველანი მოემზადეთ"

იუნგი კაფეში შევიდა და კეპი თავიდან მოიხადა. ადგილი ფანჯარასთან ახლოს აირჩია და მიმტანს ელოდებოდა.

"რისი შეკვეთა გსურთ სერ?" ჰკითხა მიმტანმა.

შინჰვამ თავი ასწია და თვალი მომღიმარ მიმტანს გაუსწორა.

იუნგის მობეზრებული მზერა გაბრაზებულ მზერაში უნდა შეეცვალა.

იუნგი გულში შეიგინა როცა ტკივილი გაახსენდა.

ჯიმინს მომღიმარი სახე შეეცვალა.

"შ-შენ... ეს შენ ხარ..." მინუმ ძლივს წარმოსთქვა.

"ანუ აქ მუშაობ?" იკითხა შინჰვამ, ხმა მონოტორული ჰქონდა.

როგორც უთხრეს ჯიმინმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და იუნგის თვალები აარიდა.

"დი-დიახ" უპასუხა მინომ.

შინჰვამ ჩაიცინა. "ვაშლის წვენი"

მინომ თავი დაუქნია და ბლოკნოტში ჩაიწერა. უნდა ეკითხა რამეს დაამატებდა თუ არა როცა შინჰვამ ხმა ამოიოღო.

"არა ეგ აღარ მინდა. შოკოლადის შეიკი მომიტანე"

ჯიმინმა თავი დაუქნია და შეკვეთა ვითომ ბლოკნოტში ჩაიწერა.

"ოუ მოიცადეთ. ვაშლის ნამხვარი თუ გაქვთ შევუკვეთავ" 😁

ჯიმინმა ღიმილი გააყალბა.

"შოკოლადის შეიკთან ერთად არა სერ?" იკითხა მინომ.

იუნგიმ თვალები გადაატრიალა რადგან იგრძნო, რომ კამერა მას უღებდა. მოსწონდა ეს სცენა რადგან შინჰვა მინოს დასცინოდა და ნერვებს უშლიდა.

დიახ, ეს იუნგის საყვარელი საქმიანობა იყო.

"სულელო. მართლა ფიქრობ, რომ შოკოლადის შეიკი ვაშლის ნამცხვარს მოუხდება?"

რადგან შინჰვა მომხმარებელი იყო მინოს მისი საქციელი უნდა აეტანა.
"კარგით, აბა რა გინდათ სერ?"

"არვიცი... იქნებ ანანასის წვენი"

მინომ თავი დაუქნია.

"აგგჰ, არა ეგ არა. იქნებ ყავა შევუკვეთო, შავი"

ჯიმინმა თავი დაუქნია და წინა შეკვეთას ხაზი გადაუსვა.

"ნაჰ, მგონი ლატე უკეთესია" თქვა შინჰვამ.

ჯიმინს უკვე ნერვები ეშლებოდა. სერიოზულად, იუნგის პერსონაჟი ამ სცენაში ყ*ე იყო.

მინოს შეკვეთა უნდა გადაესწორებინა როცა შინჰვამ ხმა ამოიოღო.

"მოიცადე... გადავიფიქრე. მარწყვის ნამცხვარი და ვაშლის წვენი მინდა"

მინომ ამოიოხრა. "მეტი არაფერი სერ?"

იუნგიმ სარკაზმით სავსე ღიმილი აიკრა.

"კი, კი მხოლოდ ეს"

ჯიმინი შეტრიალდა როცა უკანალზე წამორტყმა იგრძნო. უკან გაბრაზებული შეტრიალდა.

"რა?" შინჰვამ უცოდველი მზერით იკითხა.

იუნგიმ თვალები ორჯერ დაახამხამა უფრო მეტად უცოდველი, რომ გამოჩენილიყო.

მინოს წასვლის შემდეგ შინჰვა სახიდან ღიმილს არ იშორებდა.

მინომ რამდენიმე წუთში შეკვეთა მიუტანა.

"ვაუ, როგორი არამეგობრული მიმტანები არიან" თქვა შინჰვამ და წვენი მოსვა.

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა და უკან დაბრუნდა. ამ სცენაში მისი ბოლო გამოჩენა იყო.

შინჰვამ ნაგლურად ჩაიცინა, თავში უკვე იდეები უტრიალებდა თუ ბიჭი როგორ გაეღიზიანებინა.

იუნგი ნელა წამოდგა, დახლთან მივიდა და მოლარეს ჰკითხა. "უკაცრავად, თქვენი მენეჯერი სადაა?"

"დაა გადაღებულია"

იუნგიმ ამოიოხრა. როგორც იქნა მორჩნენ.

დირექტორთან საუბრის შემდეგ სახლში წასვლა შეეძლოთ.

"ვააჰ, როგორი დამღლელი იყო" თქვა იუნგიმ.

ჯიმინმა ჩაიცინა. "როგორი ზარმაცი ხარ ჰიონ"

იუნგიმ თვალები აატრიალა და მანქანაში ჯიმინთამ ერთად ჩაჯდა.

სიჩუმე იყო სანამ იუნგის იდეაა არ მოუვიდა.

"ჯიმინი?"

"ჰმმ?"

"დიდი ხანი გავიდა რაც პაემანი გვქონდა..." თქვა იუნგიმ.

ჯიმინს ლოყები ოდნავ გაუწითლდა.
"ხო, დაკავებულები ვიყავით და ამმ..."

იუნგიმ თვალენი მოჭუტა, რაღაც მოიფიქრა.

მძღოლს თხოვა რომ სხვაგან წაეყვანა.

*****
"შენი აზრით პაემანი ასე გამოიყურება ჰიონ?" იკითხა ჯიმინმა და იუნგის საწოლზე დაჯდა.

"ძვირადღიებულ რესტორნებში ვერ წავალთ ხალხი გვიცნობს. მთავარი ისაა, რომ ერთად ვართ"

ჯიმინმა სიცილი დაიწყო. "როცა მძღოლს სთხოვე რომ სხვაგან წავეყვანეთ საერთოდ არ მიფიქრია, რომ მაღაზიის წინ გააჩერებინებდი, ჩიფსის საყიდვლად" დაამატა ჯიმინმა და თავი იუნგის მხარზე დადო.

"მთავარი ისაა, რომ ერთმანეთი გვიყვარს და ჩიფსიც არ გვაკლია. რისი ყურება გინდა?" იკითხა იუნგიმ.

ჯიმინმა ტუჩის კუთხე ასწია. "მინ იუნგის სტრიპტიზი"

იუნგი ჯიმინს მიაშტერდა.

"ჰიონ! ვიხუმრე!" თქვა ჯიმინმა და სიცილი დაიწყო.

იუნგიმ საყურებლად ჰალკი აირჩია, რომელიც უკვე ბევრჯერ ჰქონდათ ნანახი.

"კარგი, სტრიპტიზი გინდა? ამ კინოში ბევრია" თქვა და ფილმი ჩართო.

ჯიმინმა იუნგის ფეხები გააშლევინა და გემრიელად მოთავსდა. უფროსმა ხელები შემოხვია და გულში ჩაიკრა.

"ხო, მაგრამ შენ არ აკეთებ" უთხრა ჯიმინმა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო.

იუნგიმ ხელები უფრო ძლიერად მოკიდა და თავი მხარზე დაადო.
"უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ჰალკი მე ვარ"

ჯიმინმა ამაზრზენი სახით შეხედა.
"აგჰ, გინდა წარმოვიდგინო რომ მწვანე კანი და უზარმაზარი კუნთები გავს?"

"უკეთესია სხვა რამე წარმოიდგინო პატარავ" უთხრა იუნგიმ და ჩაიცინა.

უმცროსისგან ბარძაყზე დაარტყა მიიღო.

"გიჟი ხარ!"

იუნგიმ ხელით სახე დაუჭირა.
"სიტყვები უკან წაიღე"

"არა"

ჯიმინს ლოყაზე აკოცეს.

"სიტყვები უკან წაიღე მეთქი"

ჯიმინი იუნგისკენ შეტრიალდა, რომ ეკოცნა.

"პაკ ჯიმინ!"

ჯიმინმა ბიჭს ტუჩები მიაწება და ნაზი კოცნა დაუტოვა.

"არა მეთქი"

იუნგიმ ჯიმინს კიდევ ერთხელ ამოცა.

"იცოდე აღარ გაკოცებ"

ჯიმინი ბიჭს რამდენიმე წამი უყურებდა, ნაზად გაიღიმა და კოცნამდე უთხრა. "ისეთი არაფერი მითქვამს"

"რაღაცას მივხვდი" იუნგიმ კოცნის შემდეგ თქვა თქვა.

"რას?"

"მიხარია, რომ ქილიდან ის შეკითხვა ამოიღე"

ჯიმინმა წარბები შეკრა. "რას გულისხმობ?"

"ინტერვიუ სადაც უნდა გეთქვა ვინ გსურდა შენი შეყვარებული, რომ ყოფილიყო. შენ არ მითხარი მე, რომ ამირჩიე ამიტომ გითხარი რომ თუ მე ვიყავი გაკოცებდი" იუნგის მოგონებებზე გაეღიმა. "ჩვენი პირველი კოცნა... Vapp-ში იყო"

ჯიმინმა ჩაიცინა. "ხო და სხვა რაღაცაც"

"ჰმმ..." იუნგიმ გაიღიმა. "ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ"

უმცროსი დაეთანხმა. "იუნმინის შიფერების მადლობელი ვარ. უკვე იუნმინის ყველა საცვალი მაქვს"

იუნგი ჯიმინა ჩაეხუტა და ცხვირი თმაში ჩაუყო. "ვფიქრობ რა იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო"

ჯიმინმა გაიცინა. "შენი ნერვების მოშლას გავაგრძელებდი და ვერც კი შეამჩნევდი რომ შენს მიმართ გრძნობები მქონდა"

იუნგის უნდა ეთქვა, რომ მართლაც ვერ იფიქრებდა რომ ჯიმინს ის მოსწონდა და მისთვის საყვარელ დონსენად დარჩებოდა, მაგრამ ზარის ხმა გაიგეს.

ჯიმინის ტელეფონი რეკავდა.

"გისმენთ ბან ფიდინიმ?" ჯიმინმა ტელეფონს უპასუხა. "უჰ, კი კი. მართალია თუ არა ფანფიკი რომელიც სეჰიმ დაწერა? აჰ, კი - მოიცადეთ რა? მაგრამ... გასაგებია, იუნგის დაველაპარაკები"

"რა მოხდა?" ანერვიულდა იუნგი.

ჯიმინმა ქვედა ტუჩს უკბინა.

"ჰიონ... ოროდიუსერმა სეჰის მოთხრობა წაიკითხა და... და უნდათ, რომ ფილმად აქციონ. უნდათ, რომ ჩვენ-"

"ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა"

******

ბიჭმა ბნელ ოთახში მანიაკივით გაიცინა.

კლავიატურაზე თითებს ისე სწრაფად ამოძრავებდა თითქოს მისი სიცოცხლე ამაზე ყოფილიყო დამოკიდებული.

სახელი: ahoeforym02
პაროლი: •••••••••••••••

ჩიფსს ხელი დაავლო და ხმაურიანად გახსნა. თვითერზე იუნმინის სიახლეების სანახავად შევიდა. ახალ ფოტოებს ელოდა, რომელიც მისთვის უნდა გამოეგზავნათ.

ბზუილის ხმა გაიგო, რომელსაც ტელეფონი გამოსცემდა.

გიჟივით გაიღიმა როცა ახალი ფოტოები ნახა.

პირველ ფოტოში იუნგი ჯიმინს თმაზე ეფერებოდა, მეორეში კი დივანზე ჩახუტებულები ისხდნენ.

ბიჭების სისაყვარლეზე გაიცინა.
ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები.

ადრესატს პასუხი წამებში დაუბრუნა.

ფოტოებისთვის მადლობა ჰობი ჰიონ!

პასუხი მალევე მოუვიდა.

პრობლემა არაა ბავშვო! :) შევეცდები იქითა კვირას კიდევ გამოგიგზავნო.

დრო არ დაკარგა და ფოტო ეგრევე გამოაქვეყნა, ექაუნთს უკვე 70ათასი გამომწერი ყავდა.

იუნმინის მეორე ფოტო საქაღალდეში უნდა დაემატებინა, როცა კარები გაიღო.

"პაკ ჯიჰუნ! დროზე ჭამე საჭმელი თორემ ინტერნეტის კაბელს გავჭრი!" დაიყვირა დედამისმა.

ჯიჰუნმა დაიწუწუნა მაგრამ მაინც წამოდგა. წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა რადგან დედა ყოველთვის უგებდა.

ხო, ფოტოებს ჭამის შემდეგ უფრო კარგად დააკვირდება.

*დასასრული*

_____________

დარწმუნებული ვარ ahoeforym02 თქვენც ჰოსოკი გეგონათ.

მადლობა თითოეულ თვენგანს, მადლობა ვინც პირველივე დღიდან მოყოლებული ამ ფიკს კითხულობდა.
💜
მალე დაგიბრუნდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. 💜

Continue Reading

You'll Also Like

17.2K 3.6K 52
විනාශ කරදැමූ කිරි සිහිනයක් වෙනුවෙන් බැදි වෛරයක් නිසා පරම්පරාවක්ම නසන්නට ශපථ කළ නේත්‍රාවකගේ පළිගැනීමට මැදිවූ සෙනෙහසක අන්දරය....... රුහිරු බැදි බැමි~
26.9M 1.1M 42
she dreads to get to school because of one name. ; high school au, tsundere!taehyung lmao » under edit » #4 in fanfiction on 171222
592K 37.6K 75
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
2.2K 339 5
მათ შორის განსხვავება ათი წელია... მათ შორის სტერეოტიპებმა ვერ შეძლეს ჩადგომა, მაგრამ ჰორმონები კი ალბათ შეძლებენ... 🟤ასაკის დიდი სხვაობა ⚠️ 🟤ალფა...