Hashtag Yoonmin Is Real (GEO...

By BeGold7

44.5K 3.9K 442

ერთ დღესაც ამ ერთი პატარა რაღაცის გამო მსოფლიომ იუნმინის შიფვა დაიწყო, რომელიც იდიოტმა პაკ ჯიმინმა ინტერვიუს... More

*პროლოგი*
|| ONE ¦¦
¦¦ TWO ||
|| THREE ¦¦
¦¦FOUR ||
|| FIVE ¦¦
¦¦ SIX ||
|| SEVEN ¦¦ Pt.1
《《 SEVEN 》》Pt.2
《《 EIGHT 》》
《《 NINE 》》
《《 TEN 》》
《《 ELEVEN 》》
《《 TWELVE 》》
《《 THIRTEEN 》》
《《 FOURTEEN 》》
《《 FIFTEEN 》》
《《 SIXTEEN 》》
《《 SEVENTEEN 》》
《《 EIGHTEEN 》》
《《 NINETEEN 》》
《《 TWENTY 》》
《《 TWENTY ONE 》》
《《 TWENTY TWO》》
《《 TWENTY THREE 》》
《《 TWENTY FOUR 》》
《《 TWENTY FIVE 》》
《《 TWENTY SIX 》》
《《 TWENTY SEVEN 》》
《 TWENTY EIGHT 》》
《《 TWENTY NINE 》》
《《 THIRTY 》》
《《 THIRTY ONE 》》
《《 THIRTY TWO 》》
《《 THIRTY THREE 》》
《《 THIRTY FOUR 》》
《♡ THIRTY SIX ♡》
《♡ THIRTY SEVEN ♡》
EPILOGUE: PART ONE
EPILOGUE: PART TWO
NEW STORY
New Story!

《♡ THIRTY FIVE ♡》

954 93 8
By BeGold7

მომდევნო დილას ყველა მისაღებ ოთახში შეკრებილიყო.

იუნგი ამჯერად არ დაუშვებდა ჯიმინს მისთვის თავი, რომ აერიდებინა.

"მოდი დავითვლოთ, რადგან არცერთი არ დავრჩეთ" წამოიყვირა თეჰიონმა.

ჯიმინმა ამოიოხრა. "შვიდნი ვართ თე და ჯერ კიდევ სახლში ვართ.დათვლის საჭიროება არ-"

"ერთი!" დაიყვირა თეჰიონმა.

"ამმ... ორი!" თქვა ჯონგუკმა.

"სამი..." თქვა იუნგიმ უაზროდ.

"ოთხი" აყვა ჰოსოკიც.

"ხუთი" ჯიმინმა ამოიოხრა.

"ერრ, ექვსი" თქვა ნამჯუნმა.

"შვიდი. კარგი, ახლა განვიხილით ვინ ვისი ოთახის მეზობელი იქნება. მხოლოდ სამი ოთახი გვექნება. ორ ოთახში ორი საწოლი იდგმევა და მესამეში სამი" თქვა ჯინმა.

"მე ჯიმინთან ვიქნები" თქვა იუნგიმ.

"მო-მოიცადე რა?" ჯიმინმა გაპროტესტება სცადა.

"ვიცით იუნგი" თქვა ჯუნმა. "და თეჰიონი ჯონგუკთან იქნება. და რა თქმა უნდა, აჰემ, ჯინი ჩემთან იქნება"

"რა აზრი აქვს ახლა ბჭობას თუ უკვე გადანაწილებული გქონდათ?" იკითხა ჰოსოკმა.

ლიდერმა გაიცინა. "იმიტომ, რომ შენ გკითხოთ თუ სად გინდა დარჩენა"

"ჩვენთან დარჩი ჰობი ჰიონ" ჯიმინმა სწრაფად თქვა. "უმმ... შენ და იუნგის ტექსტის დაწერა ერთად შეგეძლებათ. იქნებ შენ დარჩე იუნგისთან და მე თეჰიონთან და ჯონგუკთან წავიდე? ხომ იცი მაკნე ლაინს სულ ერთად გვინდა"

იუნგი კბილებით ენას დააწვა.
"რას ამბობ ჩიმჩიმ? დასასვენებლად მივდივართ და ალბომზე რატომ უნდა ვიმუშაოთ? ვფიქრობ, რომ თეგუკთან ყოფნა უნდა. მთელი დღე თამაშში გაატარებენ"

ჰოსოკს იუნგის იდეაზე გაეღიმა.
"მართალი ხარ ჰიონ. თეჰისთან და გუკთან ვიქნები"

"მაგრამ მეც მინდა თამაში" თქვა ჯიმინმა წუწუნით.

იუნგიმ ხელი ჯიმინს მხარზე გადახვია. "მეც შემიძლია მთელი ღამე გეთამაშო, ხომ იცი არა?"

ჯიმინმა სიჩუმე არჩია და უფროსს არც კი შეხედა.

იუნგიმ ამოიოხრა.

რთული იქნება.

*****

თვითმფრინავში ქაოსი სუფევდა.

"ლონდონის ხიდი ეცემა! ეცემა! ეცემა! ლოდნონის ცისი ეცემა, წავედით ბანთან!" მღეროდნენ ბიჭები და ფიქრობდნენ რომ ამას თვითერზე დადებდნენ.

ორი ბიჭის გარდა ყველა ხმაურობდა და ენერგიით იყო სავსე. ისინი კი ერთმანეთის გვერდით მშვიდად იჯდნენ.

ჯიმინი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო და საუბარს ტელეფონში ყოფნა ურჩევნოდა. იუნგის კი თავი ჯიმინის მხარზე ედო და ეძინა.

როგორც ყოველთვის.

"ჰიონ! მოდი ვითამაშოთ!" ჯონგუკმა ჯიმინს უთხრა და ხტუნაობა დაიწყო.

ჯიმინმა გაიცინა. "არ შემიძლია. ჰიონს ძინავს და თავი ჩემს მხარზე უდევს"

ჯონგუკმა ტუჩები გამობერა და ყურადღება თეჰიონისკენ გადაიტანა, რომელიც უცნაურ ფოტოებს იღებდა.

"იდეა მაქვს" თქვა თეჰიონმა. "ფოტოები გადავიღოთ სადაც ფანჯრიდან დრამატული სახით ვიყურებით"

ჯონგუკი დაეთანხმა და ჰოსოკის დახმარებით, რომელიც მათი გადამღები გახდა სასაცილო ფოტოები გადაიღეს.

"მაგარია!" გუკმა ფოტოების თვალიერების დროს თქვა. "მაგრამ უკეთესი იქნებოდა იუნგი ჰიონს რომ გადაეღო, პროა"

ჰოსოკმა ამაზრზენი სახით შეხედა.
"სერიოზულად, ვინ აღგზარდა?"

ჯონგუკმა გაიცინა და თავი დააქნია.
"ბოდოში ჰიონ, ხუმრობა იყო. სერიოზულად არ მიიღო"

ჰოსოკმა გაიცინა და თავის ტელეფონს დაუბრუნდა, თვითერზე რაღაცეებს აკეთებდა.

"იქნებ ჩვენი ალბომი გაგვეკეთებინა, სადაც მოგზაურობის და კონცერტების ფოტოებს ჩავაკრავდით. მაგრამ მხოლოდ ჩვენ ორი, ისე როგორც წყვილები აკეთებენ"

თეჰიონმა თავი ღიმილით დაუქნია.
"მოდი ჩვენი განსაკუთრებული გავხადოთ. სტიკერების ნაცვლად ნამდვილი საჭმლით გავუკეთოთ დეკორაცია! შეგვიძლია ნუდლსიც ჩავაწებოთ" შესძაზა აღტაცებულმა.

"არა, ეგ არ შეგვიძლია თე. ჯინი შვილების სიიდან წაგვშლის"

"კარგი" უთხრა თემ. "და თუ დავშორდებით ამ ალბომს ვინ დაიტოვებს?"

ჯონგუკმა წარბები შეკრა და ღრმა ფიქრებში გადაეშვა. "მაშინ ჰობი ჰიონს მივცეთ"

"კარგი იდეაა"დაეთანხმა თეჰი. "ვფიქრობ ერთად ბევრი ფოტო უნდა გადავიღოთ, თუ დავშორდებით ბევრი დასაწვავი ფოტო გვექნება. მაგარი იქნება!"

გუკმა გაიცინა. "ვფიქრობ არ უნდა ვფიქრობდეთ დაშორების შემდეგ რა ვქნათ. მაგრამ გეთანხმები, ბევრი ფოტო უნდა გადავიღოთ"

მაკნეებმა ფოტოების გადაღება გააგრძელეს, ჰოსოკს კი მათთვის მუშაობა ანაზღაურების გარეშე უწევდა.

ჯინი და ნამჯუნი მაკნეების წინ ისხდნენ.

წინა წყვილისგან განსხვავებით მათ უფრო სერიოზული საუბარი ჰქონდათ.

"შენი არ ვიცი მაგრამ მე ვაპირებ ბავშვები სათევზაოდ წავიყვანო. მხიარული იქნება" თქვა ჯუნმა.

ჯინი ლოყის უკანა მხარეს ენით მიაწვა. "არა ნამჯუნ. პირველ რიგში საჭმლის მომზადების კურსებს უნდა დაესწრონ! ყოველთვის მათ გვერდით ვერ ვიქნები, საკუთარი თავების გამოკვება უნდა ისწავლონ"

"ყველა ერთდროულად? იქნებ ნაწილი მე წამომყვეს და ნაწილი შენთან დარჩეს?" შესთავაზა ნამჯუნმა.

"ხუთნი არიან, როგორ გავანაწილოთ?" იკითხა ჯინმა.

"მოიცადე, შენ მართლა თვლი იუნგის ჩვენს შვილად? არ არსებობს! ის რაღაც... კარგად შენახულ ანტიკურ ბაბუას გავს"

ჯინმა თავი დაუქნია. "კარგი, მაშინ ანტიკური ბაბუა შენთან წაიყვანე და იმ ოთხს მე დავიტოვებ"

"რა? უსამართლოა! ჯერ უნდა დაიჭირონ და შემდეგ მომზადება ისწავლონ" ნამჯუნმა ჩაიცინა.

"შენ რა მიწვევ? გინდა ბავშვებმა დანგრეულ ოჯახში იცხოვრონ?"

ნამჯუნს თვალები გაუფარყოვდა.
"მოიცადე, ჩემთან გაყრაზე სერიოზულად ფიქრობ? მთელი დღე იმისთვის ვშრომოვ თავდაუზოგავად, რომ მათ უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონდეთ! მე არ ვარ უპასუხისმგებლო მამა!"

ჯინმა ამოიხვნეშა. "უბრალოდ მე წავიყვან"

სიჩუმე.

ისევ სიჩუმე.

"ჯანდაბა ჯინ. ყოველთვის რატომ იგებ?"

ჯინმა გაიღიმა. "იმიტომ, რომ გიყვარვარ" და ნამჯუნს ლოყაზე აკოცა.

*****

ჯიმინმა ამოიოხრა და ჩანთა საწოლზე დააგდო, გვერდით მდგომ საწოლს შეხედა.

როგორც იქნა ლონდონში ჩაფრინდნენ. რადგან ლონდონში ღამე იყო გადაწყვიყეს თავგადასავლები ხვალისთვის გადაედოთ, რამაც თეჰიონის და გუკის გაბუტვა გამოიწვია. მათ თვითმფრინავის ჩამოფრენის თანავე ბიგ ბენის ნახვა სურდათ.

ნამჯუნი და ჯინი ქვემოთა სართულზე იყვნენ და მომავალ გეგმებს აწყობდნენ.

საწოლზე ჩამოჯდა და თვალები მოისრისა. გადაიღალა.

როგორც იუნგის ოთახის მეზობელი კომფორტულად თავს ვერ გრძნობს.
ჰიონს თვალებში წამიერად შეხედავდა ხოლმე, როცა უფროსი არ უყურებს მაშინ.

და ჯანდაბა, თავის თავს უწევდა წინააღმდეგობას რომ არ ჩახუტებოდა ან შეხებოდა.

'როგორ არ უნდა შეხედო მისნაირ შესანიშნავ ადამიანს?'

რაც იუნგიმ თქვა, რომ ჯიმინის მიმართ გრძნობები არ გააჩნდა, ამის შემდეგ ნებისმიერი მომენტი იუნგისთან უხერხული იყო.

გრძნობები გვერდით უნდა გადაეგდო და საპირისპირო რატომ ხდება?

ბიჭმა ამოიოხრა და ძილს მიეცა.

******

იუნგიმ ოთახის კარი გააღო.

დიდი დრო წაიღო სასტუმროს მენეჯერთან საუბარმა. მან, ნამჯუნმა და ჯინმა მენეჯერს უთხრა, რომ პირადული ინფორმაციები გაზეთებში, ინტერნეტში და მედიის ხელში არ აღმოჩნდებოდა.

იუნგის ჯიმინის წოლის მანერზე გაეღიმა.

თავი მოიფხანა და ჯიმინს გვერდით მიუჯდა. მშვიდად ეძინა, უფროსს მოუნდა რომ მისი მთელი სახე დაეკოცნა.

უყურებდა.

ჯიმინის თითოეულ დეტალს უყურებდა და იმახსოვრებდა. უმცროსის გრძელი წამწამები, ბუთქუჩა ტუჩები, პუტკუნა ლოყები, პატარა საყვარელი ცხვირი...

გაანალიზების გარეშე იუნგი საწოლზე გადაწვა, მათ შორის მანძილი შემცირდა.

უფროსი ხელებს ეყრდნობოდა და მთელი წონა მასზე გადაჰქონდა.

და ამ მომენტში თვალები დახუჭა და ნაზ ტუჩებს შეეხო.

არ კოცნიდა, უბრალოდ ტუჩები ჯიმინის ტუჩებს შეუერთა.

იუნგიმ ხვნეშის ხმა გაიგო და უმცროსს ტუჩები მოაშორა, მაგრამ ტანი არ აუწევია.

ჯიმინმა სახეზე ხელი გადაისვა და ისევ ძილს შეუბრუნდა.

იუნგიმ მძიმედ ამოიოხრა, იფიქრა რომ გამოიჭირეს.

ჯიმინის სახის შესწავლის შანსი ხელიდან არ გაუშვია. ჯანდაბა, მისი დონსენი სიმპათიური იყო, რატომ ეუბნებოდა რომ ყველაზე უშნო ადამიანი იყო?

და ეს ქვედა ყბის ხაზი...

აგგჰჰ...

იუნგიმ ტუჩებზე იკბინა. ბევრ რამეზე ფიქრობდა. უმცროსისთვის ბევრჯერ უკოცნია მაგრამ ამჯერად...
ამჯერად განსხვავებული იყო.

იუნგი შარში იყო. უნდოდა რაღაცეები ისეთი ყოფილიყო, როგორც წარსულში. უნდოდა თავისუფლად ჩახუტებოდა და ეკოცნა ჩიმისთვის. უნდოდა ესაუბრა მასთან, სულ გაღიმებული ენახა. უნდოდა მის საწოლში დაწოლოლოყო და ისევ გაეგო, რომ იუნგი ჰიონი ყველაზე სიმპათიური იყო.

ყველაფერი უნდოდა.

და ხანდახან, ისეთ რაღაცაზე იწყებდა ფიქრს რასაც მალევე უკუაგდებდა. უნდოდა, რომ ჯიმინი მისი.

კიდევ ერთი კოცნა მოპარა და წამოდგა.

საწოლზე წამოჯდა, ფეხსახმელი გაიხადა და ტანსაცმელი გამოიცვალა. თავის მოწესრიგების შემდეგ თვალი ჯიმინს შეავლო.

ჯიმინმა ამოიკვნესა და თვალები ნელა გაახილა.

"ჰიონ... აქ ყოფილხარ" თქვა მძინარე ხმით.

იუნგიმ ჩაიცინა. თავისი საწოლიდან წამოდგა და გეზი ჯიმინისკენ აიღო.

"ხო ჩიმჩიმ. ახლა კი დაიძინე" უთხრა ნაზად.

ჯიმინი ბიჭს ზედმეტი სიტყვის თქმის გარეშე დაემორჩილა.

როგორი საყვარელია.

...მიზანდასახული, კეთილი, მშრომელი, მზრუნველი და...

იუნგიმ ნერწვი მძიმედ გადაყლაპა, ცივმა ოფლმა დაასხა.

მთელი ამ დროის მანძილზე...

ჯიმინს შუბლზე ჩამოყრილი თმა უკამ გადაუწია და მიიღო.

მიიღო ის ფაქტი, რომ პაკ ჯიმინმა მისი გული მთლიანას დაიმონა.

___________

იუნგი ბრატ, მართალია დიდი დრო დაგჭირდა მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია ახლა რას გააკეთებ.
იმედია მოგეწონათ.
*წინა თავების განახლება დავიწყე და ვაიმეეე, აქამდე როგორ მოხვედით?? 💜

Continue Reading

You'll Also Like

53.9K 5.1K 28
⚠BDSM ⚠dominance Love in a dark heart Sex can be intense, but we can't even imagine the love in that heart..🏳️‍🌈 〰️Please read this carefully〰️ ⚠...
12.6M 367K 56
Keagan is the definition of bad boy. College man with a body that could make even God moan and an attitude to put the devil to shame. Between classes...
27M 1.1M 42
she dreads to get to school because of one name. ; high school au, tsundere!taehyung lmao » under edit » #4 in fanfiction on 171222
6.2M 262K 63
Jungkook is a single CEO father, and Taehyung is a college student looking for work. Jungkook has children who are afraid of other people, but things...