Hashtag Yoonmin Is Real (GEO...

By BeGold7

44K 3.8K 442

ერთ დღესაც ამ ერთი პატარა რაღაცის გამო მსოფლიომ იუნმინის შიფვა დაიწყო, რომელიც იდიოტმა პაკ ჯიმინმა ინტერვიუს... More

*პროლოგი*
|| ONE ¦¦
¦¦ TWO ||
|| THREE ¦¦
¦¦FOUR ||
|| FIVE ¦¦
¦¦ SIX ||
|| SEVEN ¦¦ Pt.1
《《 SEVEN 》》Pt.2
《《 EIGHT 》》
《《 NINE 》》
《《 TEN 》》
《《 ELEVEN 》》
《《 TWELVE 》》
《《 THIRTEEN 》》
《《 FOURTEEN 》》
《《 FIFTEEN 》》
《《 SIXTEEN 》》
《《 SEVENTEEN 》》
《《 EIGHTEEN 》》
《《 NINETEEN 》》
《《 TWENTY 》》
《《 TWENTY ONE 》》
《《 TWENTY TWO》》
《《 TWENTY THREE 》》
《《 TWENTY FOUR 》》
《《 TWENTY FIVE 》》
《《 TWENTY SIX 》》
《《 TWENTY SEVEN 》》
《 TWENTY EIGHT 》》
《《 TWENTY NINE 》》
《《 THIRTY 》》
《《 THIRTY ONE 》》
《《 THIRTY TWO 》》
《《 THIRTY THREE 》》
《♡ THIRTY FIVE ♡》
《♡ THIRTY SIX ♡》
《♡ THIRTY SEVEN ♡》
EPILOGUE: PART ONE
EPILOGUE: PART TWO
NEW STORY
New Story!

《《 THIRTY FOUR 》》

901 86 6
By BeGold7

სამზარეულოდან კამერების გასვლის შემდეგ ამ ორს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.

მაგრამ იუნგის ადრინდელი პოზიცია არ შეუცვლია, თავი ისევ ჯიმინის მხარზე ედო.

სიჩუმით დაღლილმა იუნგიმ ჯიმინს ხელი ჩაავლო და შემოატრიალა.

"გაიგე ჯიმინ? მათ ჩვენი კოცნის ნახვა სურდათ. სწორედ ამის გამო უნდა ვივარჯიშოთ და მადლობა უნდა მომიხადო, რადგამ შენი მორცხვი ტრაკი გადავარჩინე"

ჯიმინს პასუხი უნდა დაებრუნებინა, როცა იუნგიმ მათი ტუჩები შეაერთა.

გაკვირვებული ჯიმინი კოცნაში თავიდან არ აყვა, მაგრამ რამდენიმე წამში გონს მოეგო და კოცნითვე უპასუხა.

უფროასმა ჯიმინის ქვედა ტუჩს უკბინა, ხელით ნელა უბიძგა და დახლს მიაჯახა.

"როგორც იქნა, ჩემი ჩიმჩიმი დაბრუნდა" იუნგიმ უმცროსის ტუჩებში ამოიჩურჩულა.

ჯიმინმა ხელი იუნგის კისერზე ნელა შემოხვია, იუნგიმ კი ხელები უმცროსის თავის გარშემო დააწყო, ბიჭი რომ არ გაქცეოდა.

იუნგის ენა უმცროსის ტუჩებზე უნდა აესვა, როცა ხელის კვრა იგრძნო.

შემდეგ კი ჯიმინს გაკვირვებულმა შეხედა.

****

ჯიმინი გაკვირვებულ იუნგის უყურებდა, რომელსაც ტუჩები ნერწყვით ქონდა დაფარული, თმა კი აჩეჩვოდა.

ჯიმინსაც სურდა იუნგისთან კოცნა გაეგრძელებინა, მაგრამ ჯინის სიტყვები გაახსენდა.

"ჰიონ... ამას რატომ ვაკეთებთ?" იკითხა უმცროსმა.

იუნგიმ თავი გვერდით გადაწია.

ჯიმინმა ღრმად ამოიოხრა. "კოცნას ვგულისხმობ ჰიონ"

"ხოო, ამმ..." იუნგიმ ხელი კისერზე დაიდო. "ჩვენ პრაქტიკა უნდა, აჰ, გავიაროთ. შემდეგ ინტერვიუში კოცნა, რომ მოგვთხოვონ? და საერთოდაც არ მოგენატრა ჩემი ტუჩების გემო?" უთხრა ხავერდოვანი ხმით.

ჯიმინმა გვერდით გაიხედა, არ უნდოდა ბოლო წინადადებაზე ეფიქრა.

"ჰიონ არ ფიქრობ, რომ ცოტა სულელური მიზეზია?" უთხრა დაბალი ხმით.

როცა თავი მაღლა აწია იუნგი კედელს უყურებდა.

"ჯინს ესაუბრე, ხომ ასეა?" უთხრა დაძაბულმა.

როცა ჯიმინმა პასუხი არ გასცა მას შეხედა. "კიდევ რა გითხრა?"

ჯიმინი ჩუმად იყო.

საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ალაპარაკებულიყო მაგრამ იუნგის შეკითხვას პასუხს არ გასცემდა.
ამის მაგივრად თვითონ დაუსვამდა კითხვას.

"ამას რატომ აკეთებ ჰიონ?"

*****

ჯანდაბა, ჯინს რაც არ უნდა ეთქვა როგორც ჩანს ამან ჯიმინზე იმოქმედა.

მის დონსენს არ უნდა ეფიქრა, რომ იუნგის მოსწონდა, სხვა შემთხვევაში მათ შორის უხერხულობა დაისადგურებდა.

შეიძლება...

შეიძლება სწორედ ამის გამო მარიდებდა თავს... იფიქრა, რომ მის მიმართ... გრძნობები გამაჩნია.

****

ჯიმინი ჰიონის პასუხის ლოდინში ნერვიულობას განაგრძობდა. იცოდა პასუხი. ისიც იცოდა, რომ სულელური რამ გააკეთა. იცოდა, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ეტკინებოდა.

მაგრამ აქ იყო, მის წინ იდგა და განაჩენს ელოდა.

"მისმინე, ჯინმა რაღაცეები გითხრა. მაგრამ უჰ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა ორი ადამიანი ერთმანეთს კოცნის... აუცილებელია ერთმანეთი უყვარდეთ, ხვდები?"

ჯიმინმა თვალები დაახამხამა.

"ვხვდები"

უთხრა ჯიმინმა, დახლს მოშორდა და გასვლა დააპირა მაგრამ...

იუნგიმ ხელი ძლიერად ჩასჭიდა და გააჩერა.

*****

ჯიმინმა თავი შეატრიალა და სწორედ ახლა შეამჩნია იუნგიმ ჯიმინის ცრემლიანი თვალები.

"საერთოდ ერთმანეთისთვის რა ვართ ჰიონ? ნორმალური ადამიანები ერთმანეთს ასე არ კოცნიან და შემდეგ ისე არ იქცევიან თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს. ეს უბრალოდ გასართობია? დროის გასაყვანად აკეთებ?"

"რ-რა?! არა! რა თქმა უნდა არა ჯიმინ, მე-"

ჯიმინმა იუნგის ხელი მოიშორა.

"ვიცი, რომ იგივეს არ გრძნობ ჰიონ მაგრამ-"

თვალებ გაფართოებულმა ჯიმინმა პირზე ხელი აიფარა.

იუნგისაც იგივე რეაქცია ჰქონდა, ისიც შოკირებული იყო.

"მოიცადე, რა იგულისხმე როცა-"

"ა-არაფერი. ბოდიში ჰიონ... ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, შენი ბრალი არაა. უბრალოდ გამოფიტული ვარ"

ჯიმინი სამზარეულოდან ისე გავიდა, რომ იუნგისთვის არ შეუხედავს.

იუნგიმ გამოფხიზლების მიზნით თავი გააქნია და სახეზე შემოირტყა.

ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე

და იუნგის ჯინის სიტყვები ამოუტივტივდა. სიტყვები, რომლებიც მოსვენებას უკარგავდნენ.

"და რა თუ ამ ბიჭს შენი საქციელების გამო შეუყვარდები?!"
*****

"ეს არაა ერთადერთი პრობლემა ჯინ. და რა თუ ჩემი საქციელების გამო ის ბიჭი შემიყვარდა?" დაიჩურჩულა იუნგიმ სამზარეულოდან გასვლამდე და თავისი ოთახისკენ წავიდა.

იმედოვნებდა, რომ შოუს ჩაწერა უკვე დასრულებული იყო და სახლი ისევ ბიჭების განკარგულებაში იყო.

*****

საღამო ხანი იყო. ბიჭებს თავი მისაღებში მოეყარათ, ჯიმინის გარდა რომელიც იმ ინციდენტის შემდეგ ოთახიდან არ გამოსულა.

ჰოსოკმა ამოიოხრა.

აზრზე არ იყო რა მოემოქმედებინა.
თეჰიონი და გუკი დივანზე ისხდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ. ჯინი მარიოთი იყო გართული, იუნგი კი კედელს მიჩერებოდა.

ჰაერში მოწყენილობა სუფევდა.

ბიჭმა დაამთქნადა და ოთახში ჯიმინის შესამოწმებლად უნდა წასულიყო, როცა ნამჯუმი ოთახში შემოვარდა, დაპანიკებული და თვალებ გაფართოებული.

"ბან ფიდინიმი ხუთ წუთში აქ იქნება! ტრანსფორმაციის დროაააა!"

ბიჭები ლიდერს რამდენიმე წამის მანძილზე დებილებივით უყურებდნენ, შემდეგ კი წამოხტნენ და ოთახის მილაგება დაიწყეს.

აქეთ-იქით დარბოდნენ და ყველა ზედმეტ ნივთს სადმე ტენიდნენ ან ნაგავში ისროდნენ.

კი, შოუსთვის დაალაგეს სახლი მაგრამ გადამღები ჯგუფის წასვლის შემდეგ სახლი საღორეს დაამსგავსეს.

იუნგიმ ბალიშების გასწორება დაიწყო, ჯინი სამზარეულოს დალაგებას შეუდგა, ნამჯუნი კი იატაკს წმენდდა მაგრამ უშედეგოდ. თეჰიონი და გუკი კი თავიანთი ოთახების დასალაგებლად წავიდნენ.

ჰოსოკი კი ჯიმინთან ავიდა.

"ჯიმინი!" დაიძახა როგორც კი კარები შეხსნა.

ჯიმინი გადასაფარებელში იყო ჩაფლული. უფროსმა ამოიოხრა, ახლა რაღა მოხდა

"ჯიმინ, ბან ფიდინიმი მოდის, საწოლიდან უნდა ადგე" უთხრა მშვიდად.

"დარწმუნებული ხარ ჰიონ?" უთხრა ხრიწიანი ხმით. ჯიმინს ხმაც რომ არ ამოეღო მიხვდებოდა, რომ ბიჭი ნამტირალევია, რაზეც წითელი თვალები მოუთითებს.

ჰოსოკმა თავი დაუქნია.

"რა მოხდა?" იკითხა და გვერდით მიუჯდა.

ჯიმინი წამოჯდა და თვალები მოისრისა. "ისეთი არაფერი ჰიონ, როდისთვის მოვა?"

"დახლოებით ხუთ წუთში"

უმცროსს თვალები გაუფართოვდა.
"რაა? აიშ!"

ჯიმინი წამოხტა და სააბაზანოში შევიდა.

რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, ხელებს იქნებდა და პანიკაში იყო.

"თვალები ჯერ კიდევ დასიებული და წითელი მაქვს! რა ვქნა?"

"ამმ... ყინული რომ დაიდო? არ ვიცი" მხრები აიჩეჩა ჰოსოკმა.

ჯიმინმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.

ჰოსოკმა ოთახი დატოვა და იუნგისთან წავიდა.

ჯიმინი კი ყინულის თვალ ქვეშ წასმის შემდეგ თეგუკს შეუერთდა ოთახის დასალაგებლად.

რამდენიმე წუთში ფიდინიმიც გამოჩნდა, ბიჭები კი მის წინ ჩამწკრივდნენ. თეჰიონის გარდა ყველას წესიერი სამოსი ეცვა, მას კი პიკაჩუ-ს კოსტუმი მოერგო.

ბიჭებმა უფროსს თავი დაუხარეს.

ბან-მა გაწონასწორებული სახით შეხედა. "ეს კვირა ზედმეტად დამღლელი გქონდათ. რადგან კონცერტი წარმატებულზე ბევრად მეტი იყო და კომპანიასაც დიდი მოგება ჰქონდა გადავწყვიტე..."

"ლოს ანჯელესში მივდივართ" წამოიყვირა თეჰიონმა.

ბან-მა ამოიოხრა. "ბოდიში თეჰიონ, ეგ არა"

თეჰიონმა თავი დახარა, გეგონებოდათ ახლა იტირებსო. ჯონგუკი თეჰიონს მოეხვია, სულაც არ აინტერესებდა უფროსი მათ წინ რომ იდგა.

ბოსმა ყელი ჩაიწმინდა. "როგორც ვთქვი ლოს ანჯელესში არ გაემგზავრებით..." ოდნავ გაიღიმა და გააგრძელა. "ლონდონზე რა აზრის ხართ?"

ბიჭებმა პირი დააღეს.

ბან-მა ღიმილით გააგრძელა. "არ ინერვიულოთ, იქ არანაირ შოუში არ მიხვალთ. უბრალოდ დასასვენებლად წახვალთ და გააკეთებთ იმას რაც მოგინდებათ"

ჯონგუკმა წარბები შეკრა. "ამას მართლა ამბობთ?"

ჯინმა ხელებს დახედა და დაიჩურჩულა. "ინგლისური საჭმელი, ლონდონური საჭმელი, საჭმელი, საჭმელი"

იუნგიმ თავი მოიფხანა. "ჰარი პოტურე ინგლისელია ხომ?"

ჯიმინმა იუნგის შეხედა და ამოიოხრა.

თეჰიონი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე ჩუმად იყო ხმა ამოიღო.
"და რატომ არა L.A-ში?"

"შშშ, ეგ არ თქვა" უთხრა ჯონგუკმა.

"რატომ არა?" აწიკვინდა თეჰიონი.

ფიდინიმმა გაიცინა, საშიში ბოსის ატმოსფერო გაიწმინდა.

"ვიფიქრე ამჯერად რამე განსხვავებული მოგინდებოდათ თა-, ბოდიში შემახსენე რა გქვია"

თეჰიონის სახეზე ტკივილს შეამჩნევდით. "ფიდინიმ... არ იცით რომ მტკენთ? ჯერ კიდევ არ იცი ჩემი სახელი ამდენი-"

"უბრალოდ ვიხუმრე ვი" თქვა და ჩაიცინა. "ლონდონში ხვალ გაემგზავრებით ამიტომ ბარგი დღეს ჩაალაგეთ. ამის თქმა მინდოდა, კარგად გაერთეთ ტყვია გაუმტარო ბიჭებო"

"დიდი მადლობა ბოს" ნამჯუნმა თავი დაუხრა.

ბიჭებმა ლიდერის ნახვაზე იგივე გაიმეორეს. ახლა უფროსის წინ ყველა მადლიერი იდგა და თავს უკრავდა.

"მადლობა! იღბლიანები ვართ რადგან ბიგ ჰიტში მოვხვდით" დაამატა ნამჯუნმა.

"ხოო, ბიგ ჰიტი უფრო იღბლიანია რადგან თქვენ შვიდნი ყავხართ. ტანსაცმელი ჭკვიანურად აირჩიეთ"
და ბოსმა სახლი დატოვა.

"რას ვუცდით?" ალაპარაკდა ჯონგუკი.

"წავედი, ჩანთას გავამზადებ" თქვა იუნგიმ და ოთახი დატოვა.

"კარგი, კარგი. მე ახლა წავალ და მენეჯერს შევხვდები" თქვა ნამჯუნმა და ჯინს ღიმილით შეხედა. "შეგიძლია ჩემი ტანსაცმელიც ჩაალაგო სანამ საქმეებს მოვაგვარებ?"

"იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ შენი პერსონალური ასისტენტი ვიყო ჯუნი" უპასუხა ჯინმა.

"უმმ..."

"კარგი ვიხუმრე. რა თქმა უნდა შემიძლია"

"შეიძლება მეც წამოგყვე? გთხოვ, გთხოვ" თეჰიონმა ცანცარი დაიწყო.

ნამჯუნმა ამოიოხრა. "ბოდიში თე, შენ ბარგი უნდა ჩაალაგო"

და ყველა საკუთარ საქმეს შეუდგა.

______________

ასე მალე არცერთი თავი არ დამიდია. მიზეზი კი სკოლის დაწყებაა, ვფიქრობ ბევრ თქვენგანს არ ეცლება და მინდა იქითა კვირის ბოლოს მაინც დავასრულო. სავარაუდოდ 6 თავი დარჩა.
მადლობა, რომ კითხულობთ 💜
გამიხარდება თუ დაავოუთებთ და ერთ პატარა კომენტარსაც დამიწერთ.

Continue Reading

You'll Also Like

2.6K 355 15
არ დაგასპოილერებთ🤧😏 (მარა გეტყვით რომ სასიამოვნო წასაკითხია😩💗)
2.2K 339 5
მათ შორის განსხვავება ათი წელია... მათ შორის სტერეოტიპებმა ვერ შეძლეს ჩადგომა, მაგრამ ჰორმონები კი ალბათ შეძლებენ... 🟤ასაკის დიდი სხვაობა ⚠️ 🟤ალფა...
92.7K 12.2K 44
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
65.4K 4.9K 64
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...