Hashtag Yoonmin Is Real (GEO...

By BeGold7

44.5K 3.9K 442

ერთ დღესაც ამ ერთი პატარა რაღაცის გამო მსოფლიომ იუნმინის შიფვა დაიწყო, რომელიც იდიოტმა პაკ ჯიმინმა ინტერვიუს... More

*პროლოგი*
|| ONE ¦¦
¦¦ TWO ||
|| THREE ¦¦
¦¦FOUR ||
|| FIVE ¦¦
¦¦ SIX ||
|| SEVEN ¦¦ Pt.1
《《 SEVEN 》》Pt.2
《《 EIGHT 》》
《《 NINE 》》
《《 TEN 》》
《《 ELEVEN 》》
《《 TWELVE 》》
《《 THIRTEEN 》》
《《 FOURTEEN 》》
《《 FIFTEEN 》》
《《 SIXTEEN 》》
《《 SEVENTEEN 》》
《《 EIGHTEEN 》》
《《 NINETEEN 》》
《《 TWENTY 》》
《《 TWENTY ONE 》》
《《 TWENTY TWO》》
《《 TWENTY THREE 》》
《《 TWENTY FOUR 》》
《《 TWENTY FIVE 》》
《《 TWENTY SIX 》》
《《 TWENTY SEVEN 》》
《 TWENTY EIGHT 》》
《《 TWENTY NINE 》》
《《 THIRTY 》》
《《 THIRTY TWO 》》
《《 THIRTY THREE 》》
《《 THIRTY FOUR 》》
《♡ THIRTY FIVE ♡》
《♡ THIRTY SIX ♡》
《♡ THIRTY SEVEN ♡》
EPILOGUE: PART ONE
EPILOGUE: PART TWO
NEW STORY
New Story!

《《 THIRTY ONE 》》

897 86 4
By BeGold7

ორი დღე გავიდა მაგრამ ჯიმინი ჯერ კიდევ უცნაურად იქცეოდა.

ის ისევ ისეთი მხიარული და სიცოცხლით სავსეა ბიჭებთან, მაგრამ იუნგის თავს აიდებს.

ბევრი ფიქრის შემდეგ ჯიმინი მიხვდა, რომ აქ ჰიონი არაფერ შუაში იყო. მას არ დაუძალებია, რომ შეყვარებოდა ის. ეს ყველაფერი ჯიმინის სიშტერის ბრალია.

იუნგი საყვარელი პიროვნება იყო, განსაკუთრებით ჯიმინთან რომელიც მისი 'საყვარელი დონსენია'.

უბრალოდ მისი საყვარელი დონსენი, ახვა არაფერი. ჯიმინმა საკუთარ თავს შეახსენა.

ამიტომ გადაწყვიტა მათ შორის დისტანცია დაეჭირა. ვერ სთხოვდა იუნგის, რომ ფუჭი იმედების მიცემა და ჯიმინის მის მიმართ სიყვარულის გაღრმავება შეეწყვიტა. იუნგიმ არც კი იცოდა ამას, რომ აკეთებდა. სწორედ ამ მიზეზების გამო გადაწყვიტა ჯიმინმა, რომ სწორედ ის იქნებოდა ვინც მათ შორის საყვარელ მომენტებს გაერიდებოდა.

შეიძლება სულ მალე გრძნობები დავიწყებოდა.

აიშ, ამაზე ბევრს ვფიქრობ. ახლა მთავარია ახალი სიმღერისთვის ვივარჯიშო.

ამ დროს ჯიმინი საწოლში იწვა და კოტრიალობდა.

სწორედ ის დღე იყო, როცა დასვენების საშუალება ჰქონდათ.

ჯიმინის გარდა ყველა მხიარულად ატარებდა დროს.

აგჰ, აქამდე როგორ მივედი?

პლუს ამას ჯინ ჰიონსაც ვერ უყვებოდა. ის იუნგი ჰიონს ისევ დაელაპარაკებოდა და დაარწმუნებდა, რომ ჯიმინი უყვარს.

ამ ბოლო დროს ჯინ ჰიონიც უცნაურად იქცეოდა.

ჯიმინმა ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა თეჰიონმა კარის გაღება დაასწრო, ოთახში შევარდა და კარი ჩაკეთა.

"ჯიმინ!" დაიჩურჩულა ხმა მაღლა.

"თეჰიონ მოსაწევს ეწევი? ვიცი, რომ უცხო პლანეტელები მარიხუანაზე ალერგიუ-"

"ჯიმინ! რაღაც უნდა გითხრა"

"არ მითხრა, რომ ისევ ხამანწკის ყიდვას აპირებ როგორც შინაური ცხოველი"

თეჰიონმა თავი გააქნია. "არა, ეგ არა. მაგ გეგმას სავარაუდოდ იქით კვირას განვახორციელებ. მაგრამ ჯიმინ, მართლა რაღაც უნდა გითხრა"

"ორსულად ხარ?"

"კი! მე- არა! რა ჯანდაბას მეკითხები?"

ჯიმინმა ჩაიცინა. "ბოდიში, კარგი რა უნდა მითხრა?"

"იუნა გახსოვს? ჯონგუკის ბიძაშვილი" შეეკითხა ჯიმინს.

ჯიმინი დაეთანხმა.

თეჰიონმა ღრმად ჩაისუნთქა.
"მან... მან მომწერა და საიდუმლო გამანდო" და სიტყვები ერთმანეთს მიაყარა. "მითხრა, რომ გუკის მოვწონვარ. მეგობარზე მეტად"

ჯიმინმა თვალები დაახამხამა.

"რა გავაკეთო?"

ვაუ, მას ახლა თავისი სასიყვარულო პრობლემები აქვს და თეჰიონმა საკუთარი თავიც ჩააკვეხა.

"ამბობ, რომ არ იცოდი?"

"საიდან უნდა მცოდნოდა?" გაიკვირვა თეჰიონმა.

"არვიცი თე, ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად ცხადია?"

"ისეთი ცხადი როგორც შენი გრძნობები იუნგის მიმართ?" ჰკითხა უცოდველად. ცოტა ოდენი სარკაზმით.

ჯიმინს ლოყები გაუხურდა.

"მოდი ამას არ ჩავუღრმავდეთ" თქვა ჯიმინმა. "ახლა იცი რომ ჯონგუკს მოსწონხარ და რის გაკეთებას აპირებ?"

ჯიმინს ეგონა, რომ თეჰიონი და გუკი ერთად იყვნენ მაგრამ ამას მალავდნენ. არ ეგონა თეჰიონმა გუკის გრძნობების შესახებ თუ არ იცოდა.

თეჰიონი ჯიმინის საწოლზე დაჯდა.
"შენი აზრით მართალია?" თქვა დაბალი ხმით.

"ნებისმიერ ჯანმრთელ თვალებს შეუძლიათ ამის დანახვა"

თეჰიონმა თავი დაუქნია და ხელებს დახედა. შემდეგ კი ხელები ლოყებზე დაიდო.

"მგონი ჯერ უნდა დავფიქრდე" დაიწყო თემ. "ჩემს გრძნონებში გარკვევა მჭირდება"

ჯიმინს თვალები გაუფართოვდა.

"ანუ არ იცი ჯონგუკი მოგწონს თუ არა?"

თემ ჰიონს შეხედა და თავი დაუქნია.
"რატომ უნდა მცოდნოდა მომწო-"

"თეთე" ჯიმინი თეჰიონთან მივიდა და ხელი მხარზე დაადო. "მენდე, მოგწონს. არანაირი ფიქრი და ზედმეტი კითხვები. ეს უბრალოდ დროის კარგვაა"

"მაგრამ ჯიმინ-"

"აიშ, შეწყვიტე ეს სულელობა და გუკისთან წადი" უთხრა ჯიმინმა, ადგომა დააძალა და კარებთან მიიყვანა.

"ჯიმინ-"

"ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც ეღირსება ბედნიერი დასასრული" ჯიმინმა თეჰიონს ერთხელ უბიძგა და კარი მიხურა.

ვერ იჯერებს.

ახლა სხვის სასიყვარულო პრობლემა მოაგვარა, მაგრამ თავისას ვერაფერს უხერხებს.

*******

ქათმის შეწვის შემდეგ ჯინმა ბრინჯი შეამოწმა, მოხარშული იყო თუ არა.

"ჯინ, ლანჩისთვის რა გვაქვს?" თქვა ნამჯუნმა როგორც კი სამზარეულოში შეაბიჯა.

ჯინს სძულდა ის ფაქტი, რომ ნამჯუნის ხმაზე შეცბა და ლამის ქვაბის სახურავი დაუვარდა.

"შ-შემწვარი ქათამი და აჰჰ..."

ნამჯუნმა თავი დაუქნია, ჯინის დაბნეულობა შეუმჩნეველი დარჩა.

"რატომღაც რამენის ჭამა მინდა" თქვა ნამჯუნმა და ჯინის გვერდით დადგა, საჭმლის ძებნა დაიწყო.

უფროსმა გვერდით მდგომ ბიჭს შეხედა და იუნგის სიტყვები გონებაში ამოუტივტივდა.

ამ იდიოტს მართლა ვუყვარვარ? წ-წლებია? ალბათ იუნგიმ გააზვიადა

"აიშ, არ არის"

ჯინმა ნამჯუნის ხმა გაიგო.

"სადმე ხომ არ მალავ?" კითხა ნამჯუნმა და ხელი მხარზე დაადო.

ჯინმა მოძრაობა შეწყვიტა.

"ეგ რატომ უნდა გამეკეთებინა?" კითხა აღშფოთებულმა.

"დღეში შვიდჯერ ჭამ"

"მაგდენჯერაც არ ვჭამ"

ნამჯუნმა ჩაიცინა. "რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წავალ და თეჰიონის საწოლის ქვეშ მოვძებნი. ხანდახან იქ მალავს ხოლმე. კარგად ჯინ"

და ნამჯუნმა ხელი მხარზე ბოლოჯერ მოუთათუნა და ოთახი დატოვა.

************

იუნგი უფრო და უფრო გაურკვევლობაში ვარდებოდა.

ჯიმინი თავს არიდებს.

ამაში დარწმუნებულია.

პირველი, ჯიმინი აღარ ესაუბრება. და ეს რაღაცაზე მიანიშნებს. ჯიმინს ბევრი საუბარი უყვარს, ხანდახან მოსაბეზრებელიც კია.

მეორე, ჯიმინი ყველანაირ ახლო ურთიერთქმედებას არიდებს თავს. წინაზე იუნგის ეძინებოდა ამიტომ ჯიმინს ჩაეხუტა. კისერზე თავის დადებას აპირებდა როცა ჯიმინმა უარყო და უთხრა, რომ მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.

მესამე, მისი საუბრის ტონიც შეიცვალა. ჯიმინის მხიარული ხმა მის მიმართ დიდი ხანია არ გაუგია. ჩიმჩიმის ხმა ახლა მონოტორული იყო.

მეოთხე, ჯიმინის ღიმილი იგივე არ იყო. იუნგიმ ჯიმინის ღიმილი იცის. და ეს ღიმილი ძალდატანებული იყო, ასე მხოლოდ მაშინ იღიმის როცა რაღაც აწუხებს და არ ამბობს.

მეხუთე, თვალებში აღარ უყურებს. ჯიმინი თვალით კონტაქტს თავს არიდებდა. იუნგის გული სტკივა.

მეექვსე, სადაც იუნგია იქ ყოველთვის ჯიმინია. მაგრამ ახლა აღარ.

ბოლოს, ჯიმინი სხვებთან ისევ ისეთი მხიარული იყო. ისე ჩანდა თითქოს მხოლოდ იუნგის არიდებდა თავს.

ეს კი აგიჟებს.

სწორედ ამიტომ იდგა ჯიმინის ოთახის წინ. იმედი ჰქონდა, რომ ჰობი და თეჰიონი ოთახში არ იქნებოდნენ, ჯიმინთან კი მშვიდად საუბარს შეძლებდა.

და სვეგით სავსემ კარზე დააკაკუნა.

"შემოდით" გაისმა ჯიმინის ხმა.

იუნგის გული აუჩქარდა. ალბათ ჯიმინის მხიარული ხმის ბრალი იყო. დღეებია არ გაუგონია და ამ ყველაფერმა მასზე იმოქმედა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ძველი ჯიმინი დავიბრუნო.

იუნგიმ კარი ნელა გააღო.

ჯიმინმა, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა ღიმილიანი სახით აიხედა, მაგრამ როგორც კი თვალი იუნგის გაუსწორა ღიმილი სახიდან მოიშორა.

"ჰ-ჰიონ... აქ რატომ ხარ?"

იუნგი ჯიმინის საწოლზე ჩამოჯდა.

"დროის გატარება მინდა"

"მ-მაგრამ ამმ... ახალი სიმღერისთვის უნდა ვივარჯიშო, მოსმენით მოიწყენ. იქნებ ჯონგუკთან წასულიყავი" თქვა უმცროსმა.

იუნგიმ ტელეფონი ამოიღო, წასვლას სულაც არ გეგმავდა.

"არ მაინტერესებს. მიდი და ივარჯიშე. მე აქ ვიჯდები და მოგისმენ"

"მაგრამ ჰიონ-"

"გითხარი, რომ ვრჩები!"

ჯიმინს იუნგის უხეშ ხმაზე გაცრა.

იუნგიმ თვალები დახუჭა და საკუთარი თავი გაკიცხა. არ უნდოდა ეყვირა, მაგრამ ხელის კვრით დაიღალა.

სტკივა. ძალიან სტკივა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამას ჯიმინი აკეთებს.

"მაპატიე კარგი?" თქვა ოხვრით. "უბრალოდ დარჩენის ნებას რატომ არ მაძლევ?"

ჯიმინმა მზერა აარიდა.

"ბოდიში ჰიონ, თუ გინდა დარჩი" თქვა დაბალი ხმით.

იუნგიმ ამოიოხრა. რთულადაა საქმე.

მხარზე ხელი ნაზად დაადო და შემოატრიალა.

"თავს რატომ მარიდებ?"

ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა. "მე...მე ა-არ გარიდებ"

იუნგიმ თვალები გადაატრიალა.
"მითქვამს როგორი ცუდი მატყუარა ხარ?"

ჯიმინმა ტუჩები მოპრუწა.

"ასეთი ცუდიც არ ვარ..." უარყო.

იუნგიმ ჩაიცინა. "ანუ აღიარებ, რომ იტყუბი"

უმცროსს თვალები გაუფართოვდა.
გამოიჭირეს.

იუნგის ჯიმინის გაფართოებულ თვალებზე გაეცინა.

რამდენიმე წამის შემდეგ ჯიმინმაც გაიღიმა.

გიჟებს გავდნენ, რომლებსაც მენტალური დახმარება სჭირდებოდათ.

"სულელო" თქვა იუნგიმ და ჯიმინს შუბლზე წკლიპურტი დაარტყა.

"უზრდელო" თქვა ჯიმინმა და შუბლზე ხელი მოისვა.

იუნგი დასერიოზულდა, როცა მიხვდა რომ სასაუბროდ საუკეთესო მომენტი იყო.

"მისმინე ჩიმჩიმ, შენს წინ მყოფმა სიმპატიურმა ბიჭმა შეიძლება ცუდი რაღაც გააკეთა რამაც გაგაბრაზა. მაგრამ უნდა იცოდე რომ ყველაფრის თქმა შეგიძლია. მის სვეგ რეპუტაციას შეუძლია შენი საყვედურების და პრეტენზიების ატანა. მაგრამ გთხოვ, გთხოვ თავს ნუ არიდებ. ურჩევნია კუმამონის პიჟამო დაკარგოს ვიდრე შენი ღიმილი ვერ ნახოს. გესმის?"

ჯიმინმა ნელა გაიღიმა, ჰიონს თვალებში შეხედა.

იუნგის სუნთქვა შეეკრა, როგორც კი ჯიმინის ხელები მის გარშემო იგრძნო.

"ბოდიში, რომ განერვიულე ჰიონ. ჩემი ბრალია. ასე აღარასდროს არ მოვიქცევი"

___________

იუნმინიც დაგვიბრუნდა. მგონი ცუდი თავი არ იყო. იმედია გრძნობებში სამივე წყვილი მალე გამოუტყდება ერთმანეთს. მაგრამ ჰობი მრჩება მარტო 😭 *არა უშავს, ჩემთვის დავიტოვებ*

Continue Reading

You'll Also Like

99.2K 6.5K 31
"ဘယ်က ဇယားလေးလဲ? Kim" "အကြွေးနဲ့ သိမ်းလာတာလေ မွေးစားဖို့" "ဘယ္က ဇယားေလးလဲ? Kim" "အေႂကြးနဲ႕ သိမ္းလာတာေလ ေမြးစားဖို႔"
875K 36K 30
"ကျွန်တော် တစ်ခါ နမ်းရင် ငါးသိန်း ထက်မနည်းရတယ်..သဘောပေါက်လား?"(18+) ကြၽန္ေတာ္ တစ္ခါ နမ္းရင္ ငါးသိန္း ထက္မနည္းရတယ္..သေဘာေပါက္လား?"(18+)
13.1M 528K 57
"Have you tried turning it off and back on again?" •• Christian Ivonov, CEO of Ivonov enterprises, had always been the best at fucking things up. Whe...