Hashtag Yoonmin Is Real (GEO...

By BeGold7

44.5K 3.9K 442

ერთ დღესაც ამ ერთი პატარა რაღაცის გამო მსოფლიომ იუნმინის შიფვა დაიწყო, რომელიც იდიოტმა პაკ ჯიმინმა ინტერვიუს... More

*პროლოგი*
|| ONE ¦¦
¦¦ TWO ||
|| THREE ¦¦
¦¦FOUR ||
|| FIVE ¦¦
¦¦ SIX ||
|| SEVEN ¦¦ Pt.1
《《 SEVEN 》》Pt.2
《《 EIGHT 》》
《《 TEN 》》
《《 ELEVEN 》》
《《 TWELVE 》》
《《 THIRTEEN 》》
《《 FOURTEEN 》》
《《 FIFTEEN 》》
《《 SIXTEEN 》》
《《 SEVENTEEN 》》
《《 EIGHTEEN 》》
《《 NINETEEN 》》
《《 TWENTY 》》
《《 TWENTY ONE 》》
《《 TWENTY TWO》》
《《 TWENTY THREE 》》
《《 TWENTY FOUR 》》
《《 TWENTY FIVE 》》
《《 TWENTY SIX 》》
《《 TWENTY SEVEN 》》
《 TWENTY EIGHT 》》
《《 TWENTY NINE 》》
《《 THIRTY 》》
《《 THIRTY ONE 》》
《《 THIRTY TWO 》》
《《 THIRTY THREE 》》
《《 THIRTY FOUR 》》
《♡ THIRTY FIVE ♡》
《♡ THIRTY SIX ♡》
《♡ THIRTY SEVEN ♡》
EPILOGUE: PART ONE
EPILOGUE: PART TWO
NEW STORY
New Story!

《《 NINE 》》

1K 97 13
By BeGold7

ჯიმინმა ინტერესით გაიხედა მარცხენა შემდეგ კი მარჯვენა მხარეს. ჯერ ნამჯუნი არ უნახავს, მაგრამ დიდი იყო იმის შანსი რომ ის სამზარეულოში შევიდოდა.

როცა დარწმუნდა, რომ ნამჯუნი ახლომახლოს არ იმყოფებოდა კარადა ფრთხილად გააღო და დაჭრილი პური გამოიტანა. მაგიდაზე დადო და რამდენიმე ნაჭერი ამოიტანა. შემდეგ სხვა კარადა გააღო საიდანაც ის გამოიტანა რაც ნამჯუნის თქმით მას არ ჰქონდა.

ჯემი.

ჯიმინმა ქილას ხელი წაავლო და მაგიდაზე დადო. უჯრიდან დანა გამოიტანა, ჯემს ამოუსვა და პურს წაუსვა.

ჯემიანი პური პირთან მიიტანა და ჩაკბიჩა. მეორედ უნდა ჩაეკბიჩა როცა ხელზე შეხება იგრძნო.

"ჰიონ შენ არ გაქვს ამის ჭამის უფლება" დატუქსა ჯონგუკმა.

ჯიმინმა უმცროსს შეხედა. "ჯონ ჯონგუკ! ვინ ჯანდაბამ გითხრა, რომ-"

ჯონგუკმა ჯემიანი პური ჩაკბიჩა.

"მე არ-"

"მადლობა, რომ ჩემს კვებაზე ზრუნავ ჰიონ" თქვა ჯონგუკმა და სახეზე იდიოტური ღიმილი აიკრა.

ჯიმინს უნდოდა, რომ ჯონგუკი გემრიელად ეცემა, მაგრამ ის ხომ მზრუნველი ჰიონია და მაკნე ზედმეტად უყვარს.

"ჰო მართლა, თე გეძებდა" თქვა უმცორსმა და ჭამა დაასრულა. შემდეგ კი მარწყვის ჯემი თაროზე დადო, ჯიმინი რომ ვერ მიმწვდარიყო.

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა და ოთახისკენ აიღო გეზი, რომელსაც ჰობისთან და თესთან იზიარებდა.

ოთახში შევიდა, მაგრამ იქ თე არ დახვდა. მისი ყურადღება სხვა რამემ მიიქცია.

საწოლი რომელიც ცარიელი უნდა ყოფილიყო იუნგი იწვა.

ჯიმინმა გაიღიმა. "სუბი ჰიონ! ჩემს საწოლზე რას აკეთებ?"

იუნგიმ უემოციო სახით შეხედა, შემდეგ კი ტელეფონს დაუბრუნდა.

"სუბი-აჰ! კითხვაზე მიპასუხე!" უთხრა ჯიმინმა და მისი მიმართულებით წავიდა.

ჰიონმა ტელეფონი დადო, მაგრამ ჯიმინისთვის არ შეუხედავს. გადატრიალდა და თავი ბალიშში ჩარგო.

"ჰიონ..."

როცა იუნგიმ ჯიმინს შეხედა სახე აწითლებული ჰქონდა. ჯიმინმა იფიქრა, რომ ის ავად იყო.

"წასასვლელი არსად მაქვს ჩიმჩიმ. უსახლკარო ვარ. არა. 'უოთახკარო' ვარ"

ჯიმინმა იუნგის შეხედა. "შენ ხომ ჯინ ჰიონთან იზიარებ ოთახს?"

"წამოვედი რადგან არ მინდოდა მესამე ბორბალი ვყოფილიყავი. ნამჯუნი ჯინის გამო ჩემს სვეგს საფრთხეს უქმნის" თქვა და ბალიშს ჩაეხუტა. "ალბათ ახლა მაგიით არიან დაკავებულნი"

ჯიმინმა სახე შეჭმუხნა. იუნგიმ კი ჩაიღიმა, მიხვდა ჯიმინმა სიტყვა "მაგიით-ზე" რაც გაიფიქრა.

"ეგ მაგია არ მიგულისხმია შე გარყვნილო ბავშვო" თქვა და სიცილი განაგრძო.

ჯიმინმა ჰიონს შეხედა. "სულ ერთია, ჰიონ. პასუხი არ გაგიცია, რატომ ხარ ჩემს საწოლზე?"

"ჰიონს წასასველი მართლა არ აქვს ჩიმ"
ჯიმინმა პირი გააღო უნდა ეპასუხა, მაგრამ უცებ თეჰიონი შევიდა ოთახში სიმღერით და ხელებით ტალღას აკეთებდა. "DON'T STOP, BELIEVINN! HOLD ON TO THAT FEELING!"

ჯიმინთან მივიდა და თითი მისკენ გაიშვირა. "STREET LIGHTS, PEOPLE! WHOA-OH!"

შემდეგ ჯიმინს ლოყებზე ხელი დაადო და ჯიმინის თავის მოძრაობა დაიწყო. "DON'T STOP!"

თეჰიონმა პერფორმანსი "super man"-ის პოზაში დაასრულა. ჯიმინმა ვერ გადაწყვიტა რა ექნა თეჰიონისთვის. საბოლოოდ გაიღიმა. ის ხომ თეჰიონია და ასეთი გიჟური საქციელები სჩვევია.

"დღეები გადის შენ კი უფრო და უფრო უარესი ხდები" უთხრა ჯიმინმა.

"ჰიონნ!" თქვა თეჰიონმა და ჩაეხუტა. ჯიმინმა კი უმცროსს ხელი მოხვია.

"გუკიმ მითხრა, რომ მეძებდი. სერიოზული მიზეზია? მოხდა რამე?"
თქვა ჯიმინმა სერიოზული ტონით, იუნგის აქ ყოფნა არც ახსოვდა.

თეჰიონი ჩაფიქრდა და ცხვირი გაუწითლდა. ჯანდაბა, ის ტიროდა.

ჯიმინმა წარბები შეკრა და თეს ხელი ზურგზე მოუსვა. "რა მოხდა თე მითხარი"

თეჰიონი ჯიმინს ოდნავ მოშორდა და მის სახეს გაუსწორდა.
"ვფიქრობ... ვფიქრობ, რომ ჯონგუკს შეყვარებული უკვე ჰყავს" და ტირილი ისევ დაიწყო, ამჯერად უფრო ძლიერად ეხუტებოდა ჰიონს.

ჯიმინმა ქვედა ტუჩს უკბინა, ფიქრობდა რა ექნა.

თავი ნელა გაითავისუფლა და თეს საწოლზე დაჯდა. ხელი საწოლზე დაატყაპუნა და უმცროსს ანიშნა, რომ მის გვერდით დამჯდარიყო. უმცროსმა ადგილი დაიკავა, ახლა გაახსენდა ჯიმინს რომ იუნგიც იქ იმყოფებოდა.

საწოლს შეხედა სადაც იუნგის მშვიდად ეძინა. ჯიმინმა გაიღიმა, როგორი საყვარელი იყო მისი ჰიონი.

ყურადღება მალევე თეჰიონზე გადაიტანა. ახლა არ იყო ასეთ რაღაცეებზე ფიქრის დრო.

_____________

"გუკის შეყვარებული ყავს?" ჰკითხა ჯიმინმა. როგორ მოხდა, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.

თეჰიონმა სევდიანად დაუქნია თავი და ხელებს მიაშტერდა.
"მის ტელეფონზე ვთამაშობდი როცა ვიღაც ნუნამ მიწერა. მან ჯონგუკს "საყვარელო"-თი მიმართა. აგჰ..."

"შენ მის მესიჯებს კითხულობ?"

"შემთხვევით მოხდა. ჩემი ბრალი არაა ცუდ დროს, რომ მიწერა" თქვა თეჰიონმა ხმამაღლა.

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა. "და?"

"ხო, მაინტერესებდა ვინ იყო ამიტომ შეტყობნება გავხსენი და წავიკითხე"

"ანუ ბოლოს მაინც წაიკითხე..."

"რაც არის არის. შეტყობინება ძალიან საყვარელი იყო და..." თეჰიონმა ამოიოხრა.

"თე-" ხმა ამოიღო ჯიმინმა.

"მაგრამ იცი რა? შეიძლება შევცდი და არასწორედ გავიგე" თქვა თეჰიონმა, ჯიმინი სწორედ ამის თქმას აპირებდა მისთვის. ის ხშირად იმაზე მეტს ფიქრობს ვიდრე საჭირო იყო.

"თე ვფიქრობ, რომ შენ-"

"უბრალოდ წავალ და გუკს ვკითხავ. ვკითხავ ვინ იყო ის ნუნა მაგრამ იმ პატარა დეტალს გამოვტოვებ და არ ვეტყვი, რომ მესიჯი მთლიანად წავიკითხე. უბრალოდ ვეტყვი რომ ტელეფონთან ახლოს ვიყავი, შემდეგ ის განათდა"

"მართალი ხარ ჯონგუკი-"

"იმას ვგულისხმობ, რომ ჯონგუკი ასეთ რამეს არ დამიმალავს. თუ ის მართლა მისი შეყვარებულია მეტყვის" თეჰიონმა ძალით გაიღიმა. "რა თქმა უნდა მეტყვის"

ჯიმინმა თავი დაუქნია. "თავიდან შენ არ-"

"რა გავაკეთე ჯიმინი?" ჰკითხა დრამატულად.

"გუკი ფიქრის გარეშე განვსაჯე. უნდა მცოდნოდა რომ ის ასეთ რამეს არ დამიმალავდა. მას უნდა ვენდო"

თეჰიონმა ხელები ერთმანეთს მიარტყა, წამოდგა და ჯიმინიც წამოაყენა და ძლიერად ჩაეხუტა.

"მადლობა ჰიონ! საუკეთესო რჩევები მომეცი"

და ამით ოთახი დატოვა.

ჯიმინმა გაიცინა. რატომ უთხრა, რომ საუკეთესო რჩევები მისცა როცა არაფრის თქმა არ აცადა და თვითონვე პასუხობდა თავის კითხვებს?

მაგრამ ჩვენ ხომ ახლა თეჰიონზე ვსაუბრობთ და თეჰიონი უბრალოდ... თეჰიონია.

ჯიმინმა თავი გააქნია და საწოლს მიუახლოვდა სადაც იუნგის ეძინა.

ამოიოხრა, მძინარე ჰიონს შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.

_______________

ჰოსოკი დრამას უყურებდა, ჯიმინი კი სენდვიჩს ჭამდა.

"იუნგი მოგწონს ხომ?"

ჯიმინმა წარბები შეკრა.
"რა თქმა უნდა მომწონს"

ჰოსოკმა თავი გააქნია. "არა, იცი როგორ მოწონებასაც ვგულისხმობ"

ჯიმინი ვითომ ვერ მიხვდა ჰიონმა რა იგულისხმა.

ჰოსოკმა მძიმედ ამოიოხრა. "ჯიმინი, იუნგი მეგობარზე მეტად მოგწონს?"
როგორც იქნა კითხვა დააკონკრეტა ჰოსოკმა.

უმცროსმა თვალები დაახამხამა.

კიდევ დაახამხამა.

კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იყო. ჰიონმა ასეთი კითხვა მართლა დაუსვა?

"მე- ... აიშ ჰიონ! ეს როგორი კითხვაა?"

ჰოსოკმა გაიღიმა. "გაწითლდი ჯიმინ. ეს ნიშნავს რომ შენი პასუხია 'კი' "

"რ-რა? არა! რა თქმა უნდა არა! რატომ უნდა... ის უბრალოდ ჩემი ჰ-ჰიონია გასაგებია? ეს კოცნები... ეს უბრალოდ ფან-სერვისი იყო. სხვა არაფერს ნიშნავდა" ჯიმინს ახსნა გაუჭირდა. შიგნით რაღაც უცნაური იგრძნო როცა თქვა, რომ 'ეს უბრალოდ ფან-სერვისი იყო'. მაგრამ დააიგნორა.

"მაგრამ მოგეწონა ხომ?"

ჯიმინს თვალები გაუფართოვდა. "ჰიონ მე... საერთოდ რა ჯანდაბა ჭამე დღეს? წადი და სხვა რამ იპოვე რაც გაგართობს, რადგან მე დასაძინებლად მივდივარ" და ჯიმინი ადგა და ოთახისკენ აიღო გეზი.

______________

ოთახში შევსვლისას იუნგი გაღვიძებული დახვდა, რომელიც ტელეფონით თამაშობდა. ჯიმინს გახედა და ისევ ტელეფონს დაუბრუნდა.

"ჰიონ" თქვა ჯიმინმა და თავის საწოლს მიუახლობდა, რომელიც იუნგის მიერ იყო ოკუპირებული.

"ჰმმ?" უპასუხა ჰიონმა, არც შეუხედავს.

ჯიმინმა წუწუნი დაიწყო. "ჰიონ ძილი მინდა. უკვე 8საათია"

იუნგი საწოლის შუაში იწვა და ჯიმინისთვის ფიზიკურად არ იყო ადგილი.

"ჰიონ ხვალ გადაღებები გვაქვს, მართლა მეძინება. დამაწვინე გთხოვ"

იუნგიმ ამოიოხრა, მაგრამ თამაში ისევ განაგრძო.
"არ მინდა ადგომა ჩიმჩიმ"

"მაგრამ სუბი ჰიონ" შეიძლება ჯიმინის წარმოსახვა იყო ეს, მაგრამ მოეჩვენა რომ როცა მან იუნგის 'სუბი' დაუძახა გაიყინა.

"არ ვაპირებ ადგომას ჯიმინი"

გაბრაზებულმა ჯიმინმა ჰიონს შეხედა. "კარგი"

და საწოლზე აძვრა, იუნგის უჯიკა საწოლის კიდესთან მიაჩოჩა და მისი ადგილი თვითონ დაიკავა.

"ჯანდაბა, ტყუილად არ ქვია ამ საწოლს ერთ კაციანი" თქვა ჯიმინმა.
იუნგი და ჯიმინი ერთმანეთში იყვნენ ახლართული.

უფროსმა თვალები გადაატრიალა.
"ჩემი ბრალი არაა შენ დიდი ტრაკი, რომ გაქვს"

"სწორედ მაგიტომ გიყვარს ყველაზე მეტად" უპასუხა ჯიმინმა, არც დაფიქრებულა სიტყვებზე. როცა გაანალიზა რაც თქვა პირზე ხელი მიიდო და გაწითლდა.

რა ჯანდაბა თქვი პაკ ჯიმინ?

ხო, ამაზე თამაში შეწყვიტა იუნგიმ და ჯიმინს გახედა.

თვალები დაახამხამა, თურმე როგორ ახლოს ყოფილა ჰიონთან. "ეს არ მითქვამს" თქვა მალევე.

"თუ გაინტერესებს რა მიყვარს ყველაზე მეტად" დაიწყო საუბარი იუნგიმ. "ეს ჩემი უკანალია"

ამ სიტუაციის შემდეგ ჯიმინი ეცადა დაეძინა. მაგრამ ცუდ პოზაში იწვა, იუნგი მის უკან იყო.

____________

უკვე გვიანი იყო მაგრამ ჯერ კიდევ
არ ეძინა. ლეპტოპო გახსნა და თვითერზე შევიდა. შემდეგ კი ტელეფონთან დააკავშირა.

სახელი: ahoeforym02
პაროლი: ••••••••••

შესვლის შემდეგ ტელეფონიდან ლეპტოპში გადაიტანა ფოტოები. შემდეგ კი ორი ბიჭის ფოტო დადო ექაუნთზე. ჰეშთეგად კი #yoonminisreal დააწერა. მალევე ბევრი გამომწერი დააგროვა, რადგან ყოველთვის ისეთ სიახლეებს დებდა რაც ჯერ არცერთ ვებსაიტზე არ იდო.

___________________

იმედია მოგეწონათ 💜💜💜

Continue Reading

You'll Also Like

27M 1.1M 42
she dreads to get to school because of one name. ; high school au, tsundere!taehyung lmao » under edit » #4 in fanfiction on 171222
25.8K 3.7K 29
ජීවිතේ ප්‍රේමනීය පරිච්ඡේද ලියවුනේම ආදරනීය හමුවීම් එක්ක.... ......❤️
1.7M 105K 49
" ရေစက်မပြတ်လို့ တစ်ပတ်ပြန်လည်လာတဲ့ သံသရာဟာ သံသယနဲ့ အစပြုရတာမျိုးတော့ ဘယ်တော့မှမဖြစ်စေချင်ပါ ။ ချစ်ခြင်းအားဖြင့် တစ်ခါလောက်တော့ ငြိမ်းချမ်းချင်မိပါ...
600K 102K 91
මා දන්නා ප්‍රේමනීයම යක්ශපරානය අග්නි!!