39

699 62 71
                                    

რომ არა ცისარტყელა შეძლებდა სამყარო არსებობას?!

დიახ, შეძლებდა.

რომ არა ფერები შეძლებდა სამყარო არსებობას?

დიახ შეძლებდა, მაგრამ არა ყველა ადამიანი.

ამ სამყაროში არის გამონაკლისები, რითაც ადამიანს არსებობა შეუძლია, მაგრამ არა სამყაროს. ისევე როგორს სამყაროს არსებობა რაღაც გამონაკლისებით, მაგრამ არა ადამიანს.

ყველაფერი საათივით არის აწყობილი. როგორც უკვე ვთქვი, სამყარო საათის მექანიზმია და თუ პატარა ან მცირე შეცდომა მოხდა, ყველაფერი აირევა.

ზუსტად ამის მსგავსად არის აწყობილი ადამიანის ორგანიზმი.
არცერთი ორგანო არ მუშაობს მეორე ორგანოს გარეშე.

სიცოცხლეს, რომელიც ჩვენ დაბადებისთანავე 'გვეწერება' ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ, ამას კი თავისი მიზეზი აქვს.

ჩვენს არსებობაში ბევრი ისეთი რამაა სანახავი, თუნდაც შეგრძნება, სიახლეებთან შეჭიდება, რისთვისაც სუნთქვა ღირს. ეს შეიძლება იყის დეტალი, ან პირიქით.

'სიცოცხლე ომს ჰგავს, რომლის წინაშეც ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ'- რატომ?!

იმიტომ რომ სიცოცხლე მშვენიერია...

იმიტომ რომ ყველაფრის მიუხედავად, იმედი ყოველთვის უნდა ვიქონიოთ ადამიანებმა. თუნდაც 90%-ით დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს არ მოხდება.

ეს იმედი მნიშვნელოვანია იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.

ხშირად ისე მოხდება, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი უნდა დავკარგოთ.

'იმედი ბოლოს კვდება'- ამ 'ბოლოში' არ იგულისხმება ერთი კონკრეტული დღე. იმედი სწორედ მაშინ კვდება, როცა სუნთქვას შევწყვეთ და საბოლოოდ ამოვისუნთქენთ ფილტვებიდან ნახშირორჟანგს.

უბრალოდ ოპტიმისტი იყავით.

დატკბით წვრილმანებით, რადგან არავინ იცის დღეს ან ხვალ რა მოხდება.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now