19

684 68 26
                                    

'სიცოცხლე ომს ჰგავს, რომლის წინაშეც ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ' - პატარაობიდანვე ჩაბეჭდილი მქონდა ეს სიტყვები გონებაში, რადგან პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ამ სამყაროში მარტო ვიყავი, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად გამემარტივებინა საკუთარი თავისთვის სიცოცხლე. მინდოდა ყველაფრისგან კარგი რამ მიმეღო და მესიამოვნა. ყველაფერს პატარა ბავშვივით სამოთხედ ვქმნიდი და ქვეცნობიერი მეხმარებოდა, რომ ტკივილი დამეფარა. სწორედ დეტალებისგან ვიღებდი ბედნიერებას.

მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა ოჯახი გამოჩნდა.

შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ბავშვთა თავშესაფრიდან წამომიყვანეს. მშობლები ავტოკატასტროფაში მაშინ დავკარგე, როდესაც 4 წლის ვიყავი, მაგრამ არაფერი მახსოვს. არც მათი სახეები. მხოლოდ მოგონებები და ნაწყვეტები მქონდა ქვეცნობიერში წარსულის, რომელიც იშვიათად იჩენდა თავს.

ყველაზე მეტად იმაზე ვწუხდი, რომ ვერასდროს გავიხსენებდი მათ სახეებს. როსის და ჯენიფერის სახეებს. ადამიანების, რომლებმაც გამაჩინეს და მოასწრეს სითბოს და სიყვარულის ჩანერგვა ჩემში, რომელმაც საკუთარი თავის დახმარებით გაიდგა ფესვები და გავხდი ისეთი ადამიანი, რომელიც ახლა ვიყავი.

ბიძია ბელამი და დეიდა ესტერი ჩემი მეორე ოჯახი გახდა, რა თქმა უნდა კიერასთან ერთად.

ყოველთვის ცდილობდნენ კარგ ადამიანებად აღვეზარდეთ, მაგრამ მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, რომლის გაჩენაშიც ხელი დეიდა ესტერის ხასიათმა შეუწყო.

ბიძია ბელამმა მაშინ დაგვტოვა, როდესაც რვა წლისები ვიყავით.

ვერც კი ვნახეთ ბოლოჯერ, დეიდა ესტერის გამო, რადგან მან გვითხრა რომ ჩვენზე უარი თქვა.

ყოველთვის როდესაც კიერა და ესტერი ჩხუბობდნენ, კიერას ბელამი ახსენდებოდა და გულის სიღრმეში ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ასე უბრალოდ ვერ წავიდოდა და იმ ბავშვებს ვერ დატოვებდა ვინც მთელი გულით უყვარდა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now