31

633 69 23
                                    

საწოლზე ფეხებ გადაჯვარედინებული ვიჯექი და ღიმილით შევსცქეროდი მას.

ვერ ვიხსენებდი, როდის გადმომიყვანა საწოლზე.

ზურგით იწვა, მარჯვენა ხელი მუცელზე ესვენა და ოდნავ წამოზრდილი თმები არეულად ეყარა თავზე.

ყველაგან მისი სურნელი ტრიალებდა, თითქოს ვირუსივით გავრცელებულიყო.

ღიმილს ვერ ვიკავებდი, უაზროდაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი.

მისკენ წავიწიე და მუცელზე ნელა დავაჯექი. ჩემი ტკივილი კი დავაიგნორე.

ოდნავ გაირყა და ხელი ბარძაყზე დამადო.

გამეღიმა და თავის შესაკავებლად ქვედა ტუჩზე ვიკბინე.

ისე საყვარლად გამოიყურებოდა, რომ მოშორებაც არ შემეძლო და მისგან შორს წასვლაზეც შეუძლებელი იყო საუბარი.

ხელები ნეკნებზე ნაზად დავუწყე და მის სუნთქვას დავაკვირდი.

ცხელი იყო. თითქოს შიგნიდან ვულკანი მალე ამოიღვინთებოდა, მაგრამ არ დამწვავდა.

ნაზი კანი ჰქონდა. პეპლის ფრთის სინაზეს გავდა. ჰაეროვანი და მსუბუქი.

ნელა ავატარე ხელები ლავიწებთან და მისი ტატუები უკეთ დავათვარიელე.

ერთი შეხედვით თითქოს გაუაზრებლად ეყარა თითოეული მათგანი, მაგრამ როდესაც ზეინ მალიკს იცნობდი, მაშინ ზუსტად გეცოდინებოდა ადამიანს, რომ ამას უბრალოდ არ გაიკეთებდა და აუცილებლად მიანიჭებდა რაიმე სიმბოლოს.

გამოძრავდა და როდესაც ჩემი სახით წინააღმდეგობა შეხვდა, თვალები ოდნავ გაახილა. ეტყობოდა, რომ გონზე მოსვლას ცდილობდა და გაურკვევლობაში იყო, მაგრამ როდესაც მიხვდა, ოდნავ გამიღიმა, ხელებით ზეწარს დაექაჩა, რომელიც ჩემს ტანზე იყო მოხვეული და მისკენ დამწია.

-ვისურვებდი, რომ ყოველი დილა ასე დაიწყოს!- მიმანიშნა, როგორ ვეწექი ზევიდან და მკლავები წელზე მომხვია.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now