1

3.9K 101 67
                                    

ოთახში მზის სხივები მიმოფანტულიყო.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამინდი იყო, როგორც ივნისს სჩვევია. ცხელი და დახუთული.

ამის მიუხედავად ჩემს ოთახში მაინც გრილოდა.

ჩემთვის იდეალური სიმყუდროვე იყო, რომ არა ქვევიდან ამომავალი დეიდაჩემის ყვირილი, რომელიც კიერას მიმართულებით იყო.

ამჯერად არ ვიცოდი რაზე ჩხუბობდნენ. სახლში სიწყნარე მხოლოდ მაშინ იყო, როდესაც დეიდა ესტერი მუშაობდა. კიერა კი ამ დროს სახლში არ იყო ხოლმე. დროს იხელთებდა და ერთობოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ სახლში დაძაბული აურა იყო.

ძირითადად ოთახში ვიჯექი და წიგნებს ვკითხულობდი. მათ საუბარში არასდროს ვერეოდი, ეს არც მინდოდა და არც უფლება მქონდა.

ახლაც საწოლზე ვიჯექი და გათიშული მივსჩერებოდი ერთ წერტილს. ყველაფერი მესმოდა, მათ შორის ის სიტყვებიც, რაც კიერასთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ჩემი გონება ვერ აღიქვამდა.

მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როდესაც კიბეებზე მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე.

მზერა კარებისკენ მივმართე და მაშინვე გამოჩნდა წარბებშეკრული და თვალებჩაშავებული კიერა.

ოთახში შემოვიდა და ჩემს საწოლზე მძიმედ დაემხო.

-ახლა რა მოხდა?!- წყნარად ვკითხე და ოდნავ გავიღიმე.

-ვერ ვიტან, როდესაც ასეთი მშვიდი ხარ! ნერვებს მიშლი, ხმას ნუ იღებ!- ბრაზით მითხრა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემზე ისე ვერასდროს გაბრაზდებოდა, რომ გული ეტკინა. ჩავიცინე და სარკიდან მას გავხედე.

ჩაფიქრებული იყურებოდა და ბალიშს ეხუტებოდა.

-მე სულ წყნარად ვარ!- ღიმილით შევხედე სარკიდან.

-ხო და სწორედ ეგ მიშლის ნერვებს!- თქვა და მისკენ მივბრუნდი.

-რა მოხდა?!- მის გვერდით დავწექი და ჩემი ფეხები მის ფეხებში ავხლართე, ხოლო ხელები მის თითებში ავხლართე და თბილად გავუღიმე.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now