9

840 76 42
                                    

სამყარო საათივითაა.

ყველაფერი შეთანხმებულად მოქმედებს, ისევე როგორც საათის მექანიზმი.

თითოეული დეტალი წინასწარ არის გათვლილი და ამით არასდროს იცვლება თანაწყობა.

ამ დეტალებში შედის ცოცხალი ორგანიზმები. თითქმის ყველაფერი რაც სუნთქავს და ყველაფერი, რასაც ცოცხალს ვუწოდებთ.

თავად ცოცხალი ორგანიზმებიც საათივით მოქმედებენ. თოთოეული ჩვენი ორგანო ერთმანეთთან არის დაკავშირებული და არცერთი მათგანი არ აკეთებს, თავის საქმეს ისე, რომ სხვა ორგანო გაფრთხილებული არ იყოს.

სუნთქვა...

გულიც ცემა...

აჩქარებული პულსი...

მის მკლავებში მოქცეული, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს, მის ყველა უჯრედს ვგრძნობდი.

მისი გულის ცემა ჩემი სხეულის ყველა კუთხეში მოდებულიყო და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. ყველა კუნთი დაჭიმული მქონდა.

ვგრძნობდი, როგორ სუნთქავდა, რადგან მისი ცხელი ჰაერი მკლავებზე საბანივით მეფინებოდა.

სერიოზული სახით იყურებოდა, უფრო სწორი იქნება თუ წარბებ შეკრული. ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო.

მე კი თავადაც არ ვიცოდი ეს რატომ გავაკეთე და რატომ დამემართა.

თითქოს გონება გამეთიშა და მაიძულა გაუნძრევლად ვყოფილიყავი.

არც ისე სწრაფი ნაბიჯებით მივყავდი, გზას არც ვუყურებდი, რადგან თავად მას ვაკვირდებოდი. ყველაზე ახლოს მასთან ამ მომენტში ვიყავი და ვცდილობდი, მისი სახის ყველა დეტალი დამემახსოვრებინა, მაგრამ მისი მოშიშვლებული სხეული გონებას მიფანტავდა და მალევე მთელ სახეზე სიმხურვალეც მაწვებოდა.

შავი წვერი ხორბლისფერ კანზე ოდნავ ჰქონდა მოშვებული. საშუალო ზომის ტუჩები ამ წუთას გალურჯებული ჰქონდა. ვიცოდი რომ არ ციოდა, მაგრამ ისიც არ ვიცოდი, სახეზე გადაფითრებული რატომ იყო.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)On viuen les histories. Descobreix ara