14

692 73 16
                                    

Zayn's Pov.

ხმაური მაიძულებდა თვალები გამეხილა.

სანამ დავფიქრდებოდი რისი ხმა იყო, მალევე მივხვდი, რომ წვიმდა.

თვალების გახელა დავიწყე და თავის არეში დიდი ტკივილი ვიგრძენი. ამის მიუხედავად ძალა მაინც მოვიკრიბე და თვალები კარგად გავახილე.

სიბნელე იყო, მხოლოდ აპარატურის და ჩემი სუნთქვის ხმა მესმოდა, რომელსაც მკრთალად მოსდევდა წვიმის წვეთების ხმა, რომელიც მინას უხეშად ეწვეთებოდა.

ვცადე თავი წამომეწია და უკეთ შემეთვალიერებინა, მაგრამ ზედმეტად გამოფიტული ვიყავი და განძრევა თითქმის არ შემეძლო.

უეცრად ხელზე სიმძიმე ვიგრძენი და მთელი ძალით ვცადე თავის აწევა და ტკივილის მიუხედავად დავიხედე.

ნაცნობ სურნელზე მივხვდი, რომ ვივიენი იყო.

გამეღიმა. არ ვიცოდი რა მექნა. გამეღვიძებინა თუ ასეთ არაკომფორტულ მდგომარეობაში ძილი გაეგრძელებინა.

არც ის ვიცოდი რას მკითხავდა, როდესაც გამოღვიძებულს დამინახავდა. ალბათ მკითხავდა, რა მოხდა. ამის თქმა კი მასთან არ მინდოდა.

უფრო სწორედ არ მინდოდა ის, რომ ჩემზე წარმოდგენა შესცვლოდა ან თუნდაც ჩემი შეშინებოდა.

ის ხომ გამუდმებით პატარა ბავშვის თვალებით მიყურებდა, რომელზეც ყოველთვის გული მიჩქარდებოდა.

საბოლოოდ მისი გაღვიძება გადავწტვიტე და მარჯვენა ხელი, რომელიც თავის ნაზ ხელში ჰქონდა მოქცეული ოდნავ ავამოძრავე. შეირხა და მივხვდი, რომ მომშორდა.

-ვივიენ?!- ხელი ხელზე ოდნავ მოვუჭირე.

-დიდიხანია გღვიძავს?!- ძილისგან ჩახლეჩილი და აფორიაქებული ხმა ჰქონდა.

სწრაფად მომშორდა და მივხვდი, რომ წამოდგა.

ტუმბოზე მდგარი სანათი აანათო. მართალია დიდად ოთახს არ ანათებდა, მაგრამ საკმარისი იყო, რომ მისი სახე დამენახა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now