17

611 65 18
                                    

დრო...

დრო...

დრო...

ისევ და ისევ დრო, რომელიც ზოგჯერ ზედმეტია, ზოგჯერ კი პირიქით.

როგორც ყოველთვის ახლაც ვფიქრობდი, რომ დრო ფიქრისთვის ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

საკუთარი ხელით დანაკლისი გვქონდა ცხოვრებაში.

ამ წამს, ზუსტად ამ დროს გავაანალიზე რომ ფიქრისთვის 2 კვირა გავფლანგე.

ამ ორი კვირის მანძილზე უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, მენახა თუ არა ის ადამიანი, ვინც მიყვარდა.

ოთახში ვიყავი გამოკეტილი და ვხატავდი. ათასი იდეა მომდიოდა, რომელსაც ფურცელზე ან ტილოზე ვიტანდი და კედლებზე ვკიდებდი.

მილიონი სისულელე მიტრიალებდი გონებაში, რადგან არ მინდოდა მისი ღრმად შეშვება, გაურკვეველი მიზეზის გამო.

მთელი 14 დღე ვცდილობდი საერთოდ არ მეფიქრა იმ მოგონებებზე, რაც მასთან ერთად შეიქმა და ჩემმა გონებამ იმაზე მეტად შეიგრძნო, ვიდრე ალბათ უნდა შეეგრძნო.

ერთი თვალების დახუჭვაზეც კი წარმოვიდგენდი, როგორ მიღიმოდა, შემდეგ კი ცერა თითით ტუჩის კუთხეს აწვალებდა, რათა ღიმილი რამენაირად გადაეფარა.

თვალები უბრწყინავდა.

თაფლისფერი თვალები, რომლებიც სამყაროს მაგრძნობინებდნენ. ზუსტად იმ სამყაროა, რომელიც მჭირდებოდა.

გონებაში ამ ყველაფერს ყველა მისი რეფლექი ემატებოდა და გონა მელოდიას ატივტივებდა მაღლა.

მელოდიას, რომელიც ზეინმა დაუკრა. ყურებიდან არ ამომდიოდა და ჩემში უჩვეულო შეგრძნებებს იწვევდა.

მინდოდა, მთელი გულით მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ცხადში მენახა და არა ჩემს წარმოსახვაში.

მენატრებოდა. მისი ნახვა ის იყო, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

მსურდა ჩამხუტებოდა, რათა ამ დღეების ტვირთი მხრებიდან მოეხსნა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now