27

640 74 20
                                    

თითქმის გათენდა და მე ჯერ კიდევ მეღვიძა, არადა კარგად უნდა გამომეძინა.

ზეინზე ვფიქრობდი და მის სიტყვებზე. ზოგჯერ მეგონა, რომ მისი სიტყვების უკან რაღაც იმალებოდა, რომელიც მაიძულებდა რამე გამეგო ან უბრალოდ მთოხვდა.

საწოლიდან ძალა გამოცლილი წამოვდექი და გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი.

შავი ჯინსი, Pink Floyd-ის მაისური და ნაიკები ჩავიცვი და ოთახი დავტოვე.

კიერასთან შევედი, რომელსაც ჩემდა გასაკვირად ეღვიძა და მზადაც კი იყო.

-უძილობა რომ მოჩვენებებს იწვევდა ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთს!- ჩაეცინა და სარკიდან გამომხედა.

-ლიამს ველაპარაკებოდი!- ყურებამდე გაიღიმა.

-როგორ მოახერხე, არც გამიგია!- მასთან შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი.

-აქ იყო!- შემომიტრიალდა.- ანუ არაფერი ისმოდა? საერთოდ არაფერი გაგიგია?! მშვენიერი!- მხრები აიჩეჩა და ჩაიცინა.

-მთელი ღამე მეღვიძა და ვფიქრობდი!

-ზეინზე?!- უეცრად მკითხა და წამოდგა.

-კი, უფრო ზუსტად მის სიტყვებზე.- ღრმად ამოვისუნთქე.

-და რა გითხრა?!- ინტერესით მომაჩერდა და ზურგჩანთები კარებთან დააწყო.

-მან სენეკას სიტყვები მითხრა... "დრო, რომელიც გვაქვა, ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებთ." ვერ მივხვდი იქანებ რამის თქმა უნდა?!- გაკვირვებული მივაჩერდი კიერას.

-და... სენეკა ვინ არის?!

-ახლა რა მნიშვნელობა აქვს?!- გავბრაზდი. მინდოდა სერიოზულად მიეღო ეს ლაპარაკი და როგორც იცოდა, არ დაეწყო უაზრო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აქამდე მომღიმარი ზეინი არ უნახავს, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა... მეც კი.

-კარგი ბოდიში, უბრალოდ ვცდილობ ჩემს ენაზე აგიხსნა, რომ ყოველ მეორე გამვლელთან არ არის ეგეთი ზეინი, მათ შორის არც ჩემთან და ამას თავადაც უნდა ხვდებოდე. ის განსხვავებულია და თუ კარგად ჩაუღრმავდები 'დროს' ხშირად ახსენებს, რადგან გადატანითი მნიშვნელობით გეუბნება, რომ დროს კარგავთ. ან შენ უნდა უთხრა პირველმა ან მან!- ღრმად ამოისუნთქა, როდესაც სათქმელი დაამთავრა და გამიღიმა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now